საზოგადოება •
1696449482
Exclusive: „მილიარდერი სპონსორები, ციხეში გატარებული წლები და წართმეული შვილი“ - როგორია ,,ჩაქუჩას“ ამერიკული ცხოვრება
„პრაიმტაიმმა“
ექსკლუზიური ინტერვიუ
ჩაწერა ამერიკაში
მცხოვრებ მოკრივესთან,
ავთანდილ ხურციძესთან,
იგივე „ჩაქუჩასთან“ -
ბევრჯერ დაიწერა და
რამდენჯერმე არასწორად
გავრცელდა ინფორმაცია,
ამიტომ საინტერესოა,
რეალურად როდის დატოვეთ
საპატიმრო?საპატიმრო 2023
წლის 17 აპრილს დავტოვე. 10
წელი მქონდა მისჯილი,
ვადაზე ადრე გამოვედი.
გასაჩივრებული მქონდა
სასამართლოს
გადაწყვეტილება.
მოსამართლემ თქვა, არ
შეიძლებოდა ხურციძეს არ
სცოდნოდა, რადგან მისი
ახლობელი ადამიანი იყო
რაჟდენ შუალაია.
მოსამართლეს კანონით არა
აქვს უფლება, დამსწრე
მსაჯულებს მიუთითოს ასეთი
რამ. ეს უკვე მოსამართლის
გადაწყვეტილება გამოდიოდა
და არა დამსწრე მსაჯულების.
დღემდე არ ვიცი, რატომ
დამიჭირეს. - როგორ
გაიხსენებთ საპატიმროში
გატარებულ პერიოდს, რა იყო
თქვენთვის ყველაზე
რთული?საპატიმროდან
კრივის ყურება იყო ჩემთვის
ძალიან რთული, რადგან ეს
ჩემთვის საყვარელი
სპორტია და ბევრის
გაკეთება შემიძლია ამ
სახეობაში. ვხედავდი ისეთ
ადამიანებს, ზოგი ჩემი
სპარინგ პარტნიორი იყო
ადრე და უკვე მსოფლიო
ქამარს იცავდა. ეს ძნელი
საყურებელი იყო ჩემთვის,
გული მწყდებოდა ამაზე. ვერ
მოვასწარი მაგის
გაკეთება. ვარჯიში ჩემი
ცხოვრებაა, საპატიმროშიც
ვვარჯიშობდი. ასეთი
პირობები არ მქონდა, როგორც
ახლა. დანარჩენი ყველაფერი
ჩვეულებრივად იყო, რომ
შედიხარ სისტემაში, იქ ისეთ
ადამიანებს ეშინიათ, ვინც
ხელს აწერს
თანამშრომლობაზე,
იმისათვის, რომ მალე
გამოვიდეს ციხიდან.
არავისთან არანაირი
პრობლემა არ მქონია,
პატიმრებთან და
პოლიციელებთან კარგი
ურთიერთობა მქონდა,
არავისთან კონფლიქტი არ
მომსვლია. საპატიმროში
ქართველის ნახვის
ბედნიერება არ მქონდა
მანამ, სანამ
საემიგრაციოში,
ლუიზიანაში არ
გადამიყვანეს. იქ ბევრი
ქართველები არიან,
ლტოლვილად ჰბარდებიან, 40
ადამიანზე მეტი ვნახე.
გარეთ რომ გამოვედი, სულ
გავოცდი - მთელი საქართველო
აქ არის-მეთქი. - რა მოხდა 2017
წელს, რა შეგიძლიათ
გვითხრათ ბრალზე, რომელიც
წარდგენილი გქონდათ და რის
გამოც დაგაკავეს?- მე რომ
დამაპატიმრეს, ასე არავის
აპატიმრებენ, ეს იყო
საოცრება. თვითმფრინავში
ვიჯექი და გამოაცხადეს, რომ
დამატებით კონტროლის
გავლა იყო საჭირო. მოხდა
ისე, რომ პირველი გამოვედი
თვითმფრინავიდან.
გამოვედი და 4-5
შეიარაღებული პოლიციელი
დამხვდა. ერთს ჩემი სურათი
უჭირავს ხელში, მიჭედებული
ჰქონდათ რაღაც ფანერაზე და
ეწერა - ავთანდილ დავით
ხურციძე. ვფიქრობ, მგონი
გაიგეს, მსოფლიო ჩემპიონი
რომ ვერ და დამხვდნენ
ლოზუნგებით. თან ჩემს
პასპორტს უყურებს, მერე მე
შემომხედავს, მერე სურათს
აკვირდება. მეუბნება,
დაკავებული ბრძანდებითო,
დამადეს ხელბორკილები,
ქართველი ქალბატონი
ჰყავდათ მოყვანილი
თარჯიმნად. ლმობიერება რომ
გამოვხატე, მკითხეს, იცი,
რატომ დაგიჭირეთო?
ვეუბნები, მე არ ვიცი და
იმედია, თქვენ მაინც
იცით-მეთქი. ჩვენ არ გვინდა
გითხრათ, მაგას მოსამართლე
გეტყვოთო. მესამე დღეს
მიმიყვანეს სასამართლოში,
სანამ არ გაირკვეოდა
ყველაფერი, დამტოვეს
საპატიმროში. მოსამართლემ
მცნო, როგორც
საზოგადოებისთვის საშიში
დამნაშავე. არაფერი
ჰქონდათ ჩემ წინააღმდეგ,
გარდა ერთი დამონტაჟებული
ვიდეოსი.- თქვენი კავშირი
„კრიმინალურ
სამყაროსთან“...- არანაირი
კავშირი „კრიმინალურ
სამყაროსთან“ არ მაქვს.
სამართალდამცავი მყავს
ერთხელ ნაცემი, სამი ნეკნი
გავუტეხე. - რა მოხდა
ბრუკლინის ციხეში ჩხუბის
დროს? როგორც ცნობილია,
თქვენთან ერთად
იმყოფებოდა „კანონიერი
ქურდი“, რაჟდენ შულაია.- მე
ვიჩხუბე მაგ დროს, რაჟდენ
შულაია მაგ ამბავში
საერთოდ არაფერ შუაშია.
რაჟდენი არ დაუჭრია. 7-ჯერ
შემეხო დანა. ამ ჩხუბის
გულისთვის 5 წელი
მომისაჯეს, მაგრამ მოვიგე
ეს საქმე. - რა იყო პირველი,
რაც გათავისუფლების
შემდეგ გააკეთეთ?-
„ქურდებს“ თუ
დავუკავშირდი, ეს
გაინტერესებთ? ყველას
დავუკავშირდი, ვინც
მიყვარს. ყველას გავაგონე
ჩემი ხმა, ყველას დავენახე.
ეს მე ვიცი, მე ვინც მიყვარს.
საიდუმლო არაფერია,
არანაირი „კრიმინალური“
ცხოვრება მე არ
გამიტარებია. არ ვმალავ,
რომ ბევრი მყავს მეგობრები
და ძმაკაცები, ყველა
მიყვარს. ახლა, რომ გამოვალ
რინგზე, მაისურზე
„ქურდული“ ვარსკვლავები
უნდა დავიხატო. ტანზე ვერ
გავიკეთებ, რადგან ქურდული
ცხოვრების მატარებელი მე
არ ვარ. რადგან ამიტომ
დამიჭირეს და მაწვალეს,
მაგაზე ვინღა დამიჭერს.
ჩემს შოუს ვაკეთებ. თუ
კრიმინალს არ ჩადიხარ,
სიყვარულისთვის არავინ
დაგიჭერს, გინდ ქურდი
გიყვარდეს გინდა მისი
მამიდაშვილი. - როგორია
თქვენი ამერიკული
ცხოვრება?- დეკემბერში ჩემი
მთავარი ბრძოლა იქნება 10
რაუნდიანი, სპონსორიც
მყავს. შვილი ამერიკის
მოქალაქე მყავს. ველოდები
ახლა საბუთებს.ორი შვილი
მყავს, ერთი ამერიკაშია
ჩემთან ერთად, მეორე
უკრაინაში, 9 წლის ომარი,
დედამისი უკრაინელია. ვერ
მოვასწარი ჩემი გვარის
მიცემა, რადგან ამერიკაში
ვიყავი მაგ დროს. მას
შემდეგ, რაც დამაკავეს,
ბავშვის დედამ შეწყვიტა
ჩემთან კავშირი, არ უყვარს
კრიმინალები. არ მაქვს
მათთან ურთიერთობა, არ
მაძლევს ამის
საშუალებას. ტარიელ
ხურციძე, ჩემი მეორე შვილი
ამერიკაში დაიბადა,
დედამისი რუსია.
სასამართლომ წაართვა
დედას ბავშვი ამიტომ ახლა
მე ვზრდი. დედას
ნარკოტიკებთან ჰქონდა
შეხება ამიტომ
ჩამოართვეს.ჩემი
ყოველდღიურობა არის
სპორტი, ბოქსი, ვარჯიში.
ჩემთან ერთად არის ლაშა
გურგულიანი, ჩვენ ერთად
ვარჯიშობთ. ლაშას ჩემს
შოუში ჩასვამენ. ასე
ვცხოვრობთ მომავლის
იმედით. - აქტიურად
დაუბრუნდით ვარჯიშს,
როგორია თქვენი სამომავლო
გეგმები? - სანამ ჩემი
ბრძოლა იქნება, გავა ფილმი
ჩემს შესახებ, როგორ
ვვარჯიშობდი ციხეში, რა გზა
გავიარე. მიუხედავად იმისა,
10 წელი მქონდა მოსჯილი,
მაინც ვვარჯიშობდი. ჩემი
სპონსორები რეპერები
არიან, უძლიერესი
ბიზნესმენები,
მილიარდერები, სახელ და
გვარებს არ ვიტყვი, უყვართ
ჩემი ცხოვრება. ჯერ ჩემი
მოწინააღმდეგე არ ვიცი ვინ
იქნება. ახლა დაიწყება ჩემი
სახელის გაღვივება ანუ
მკვდრის გაცოცხლება.- როდის
და რატომ შეგარქვეს
„ჩაქუჩა“?- ამერიკაში
მაგაზე „სროკს“
მაძლევდნენ. ჩემზე
ამბობდნენ „ქურდებმა
მონათლესო“. მოწმეები
მყავდა მიყვანილი
სასამართლოში, ამერიკაშიც
აღმოჩნდა ქალბატონი,
რომელმაც სასამართლოში
განმარტა, რომ ამ
მეტსახელს კავშირი არა
აქვს ქუჩასთან. თქვა, რომ ამ
ადამიანს ჩაქუჩსაც კი
ადარებენ, ისეთი დარტყმა
აქვსო. ამერიკელი იყო ეს
ქალი. - რა გენატრებათ
საქართველოში ყველაზე
მეტად?საქართველოში 2017 წლის
შემდეგ არ ვყოფილვარ.
მშობლები მენატრებიან
ყველაზე მეტად, მათ არ
დაუმსახურებიათ ჩემგან არ
მონატრება. ძალიან მინდა
ვნახო, როგორი რეაქცია
ექნებათ, ჩემს შვილს რომ
ნახავენ. გავახარებდი
დედას, 81 წლისაა. ჩემი
შვილის საშუალებით, რადგან
ამერიკის მოქალაქეა,
შემიძლია ჩამოვიყვანო აქ
ჩემი მშობლები. ამას
სახსრები და ერთი კაი
ნოკაუტი სჭირდება.მინდა
მოვიკითხო მთლიანად
საქართველო. ძალიან
მიყვარს მთლიანად ქართული
ერი, ბერი, მღვდელი,
მლოცველი, პატიოსანი და
მართალი ადამიანები.ასევე
დაგაინტერესებთ:Exclusive: რას
საქმიანობს სერიალ „ცხელი
ძაღლის“ ვარსკვლავი
ქათამაძე და რას ამბობს
ვიდეოზე, რომელიც ფარულად
გადაუღესვარაუდობენ, რომ
კრიმინალებმა, რომლებმაც
გერმანიაში ქართველი ქალი
ჯგუფურად გააუპატიურეს, 14
წლის გოგოზეც იძალადეს -
დაკავებულია 3 პირიVIDEO:
ტარიელ ონიანის ქალიშვილი,
გვანცა ონიანი
საქართველოშია - ნახეთ, სად
დააფიქსირეს იგიVIDEO: ტარიელ
ონიანის ქალიშვილი ბრუნო
მარსის კონცერტზე
დააფიქსირეს - რა ვიდეოს
აქვეყნებს გვანცა ონიანი