დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
ირაკლი ხელაძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი მიიღებს „ქართულ ოცნებასთან“ სამართლიანი მიდგომას და ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობას გადაწყვეტს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ თავს არავის ესხმის, არამედ საქართველოს იცავს.
„რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს დააზიანებს, ჩვენ ისეთ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. არ გამოვრიცხავ, რომ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა, რაიმე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. მაგრამ ჩვენ ამის შიშითა და მოლოდინით, ჩვენს პრინციპულ პოზიციას ვერ შევცვლით. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებმა პირველ რიგში იგრძნონ, რომ საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ღალატობს“, - აღნიშნა ხელაძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა. ისტორიულ-სამართლებრივი პროცესით შეშფოთდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი ნიკლას ვაგნერიც.