სოფო ბედია

პოლიტიკა 1726249664

სოფო ბედია: ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე

მომღერალი, სოფო ბედია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ყველამ სწორი არჩევანი უნდა დააფიქსიროს და არჩევნებზე მივიდეს.„ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა მომღერალმა.„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. მომღერლები, მუსიკალური ჯგუფები „ქართულ ოცნებას“ ღია მხარდაჭერას უცხადებენ. 

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება - დღეს ცნობილ მუსიკოსებს სენაკი და ვანი უმასპინძლებს

პოლიტიკა 1726205465

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება - დღეს ცნობილ მუსიკოსებს სენაკი და ვანი უმასპინძლებს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. დღეს სენაკი და ვანი ცნობილ მუსიკოსებს 20:00 საათზე უმასპინძლებს. ვანში მსმენელის წინაშე ღამის შოუს ბენდი, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, დათუნა სირბილაძე და მაგდა ნიკოლეიშვილი წარდგებიან, ხოლო სენაკში, ადგილობრივების განწყობაზე ჯგუფი „მიქსტურა“, მომღერალი სოფო ბედია და ელენე ფოჩხუა იზრუნებენ.გუშინ მმართველი გუნდის მხარდამჭერ ღონისძიებას თერჯოლამ უმასპინძლა. მსმენელის წინაშე ჯგუფი „რეზო და ბავშვები“, მომღერლები - თემო საჯაია, სალომე ბაკურაძე და თიკა მახალდიანი წარდგნენ. მუსიკოსებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მშვიდობა უალტერნატივოა.

sopo bedia

ტაბლოიდი 1723204380

„თუ ვიღაცებს რაღაცის გამო არ მოსწონთ ჩემი ქმარი, თვითონ ჰყავდეთ უკეთესი!..“ - სოფო ბედია

მიშა მესხი ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ ვიდეოს შესახებ საუბრობს, რომლის ინტერპრეტაციით გავრცელების გამო, როგორც თვითონ ამბობს, შეურაცხყოფა მიაყენეს:„იმ ვიდეოში ევროპასა და ამერიკასთან დაკავშირებით ვხუმრობდი. სინამდვილეში, მე და სოფო ბავშვს არ ველოდებით. ბოლო პერიოდში ადამიანები მოგვიწოდებდნენ, სანამ რამეს გადავწყვეტთ, ჯერ ევროპასა და ამერიკას ვკითხოთო. მე ეს არ მომწონს. თურმე, მეზობელს უნდა შევუთანხმდე, ქორწილში წავალ, დაბადების დღეზე, ჩემს ცოლს კონცერტზე გავუშვებ სამღერლად თუ არა და ა.შ.ეს კითხვა ცინიკურად კი არ დავსვი, უბრალოდ, მაინტერესებდა, ანუ ბავშვის გაჩენა რომ მინდოდეს, სახელი ევროპას შევეკითხო, თუ ამერიკას-მეთქი. იუმორით ვიკითხე, ეს ვიდეო აიღეს, დაამახინჯეს და დაიწყეს შეურაცხყოფის მოყენება. ერთ დღეში, ერთ-ერთ გვერდზე მილიონ-ნახევარი ნახვა და 13 000 კომენტარი ჰქონდა. რომ ჰკითხოთ, არ იციან, ვინ ვარ და არ აინტერესებთ. ეს, საერთოდ, ვინ არისო, კითხულობდნენ…“სოფო ბედია თავისი მეუღლის, მიშა მესხის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ ოჯახში ყოფილა პრობლემებიც, მაგრამ ეს ისე გადაუტანიათ, რომ ოჯახურ ურთიერთობებზე არავითარი გავლენა არ ჰქონია: „მთავარია, რომ ის მე მაფასებს და მე – მას“, აღნიშნავს მომღერალი.„თუ ვიღაცებს რაღაცის გამო არ მოსწონთ ჩემი ქმარი, ჩემი ოჯახი, თვითონ ჰყავდეთ უკეთესი და თვითონ იყვნენ ჩემზე ბედნიერები, ჩემს ბედზე ნუ დარდობენ, მე ძალიან კარგად ვარ. ყოველ წელს ჩვენს ურთიერთობას მოაქვს უფრო დიდი სიყვარული, უფრო დიდი სიმყარე…“, -დასძენს სოფო ბედიამ ჟურნალ სარკესთან.

სოფო ბედია

faceამბები 1723032780

PHOTO: „მე ჩემი სამოთხე მაქვს სამეგრელოში“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს. მწვანე კაბასა და თავსაბურავში მომღერალი თვალისმომჭრელად ლამაზია.როგორც ირკვევა სოფო სამეგრელოში იმყოფება.„მე ჩემი სამოთხე მაქვს სამეგრელოში“, – წერს მომღერალი ფეისბუქში ფოტოსესიისთვის სალომე მესხს მადლობას უხდის.

სოფო ბედია

faceამბები 1722426971

„ისევ ისე მტკივა უშენობა… სულ მენატრები…“ - სოფო ბედიას ემოციური პოსტი მამაზე

19 წელი გავიდა მომღერალ სოფო ბედიას მამის გარდაცვალებიდან. სოფო მამის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ სტატუსს უძღვნის:„19 წელი შენი გარდაცვალებიდან, მაა… ისევ ისე მტკივა უშენობა… სულ მიყვარხარ… სულ მახსოვხარ… სულ მენატრები…“ 

სოფო ბედია

faceამბები 1722032571

„სხვისი აზრი დიდი ხანია აღარ მადარდებს... აღარც ზედმეტად ვნერვიულობ და აღარც ადამიანების შენარჩუნებას ვცდილობ“ - სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „სხვისი აზრი დიდი ხანია არ ადარდებს და აღარც ადამიანების შენარჩუნებას ცდილობს“.სოფო ბედიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:„არ ვიცი, ვის როგორი ადამიანი ვგონივარ, ან ჩემს ცხოვრებას ვინ როგორ ხედავს…სხვისი თვალით დანახული, ყველაფერი ზედმეტად სხვანაირია სხვისი აზრის პასუხისმგებელიც ვერ ვიქნები მაგრამ მე ვიცი, ვინ ვარ, როგორი ვარ, როგორი გული მაქვს და როგორი გზა მაქვს არჩეული ცხოვრებაში. ამიტომ, სხვისი აზრი დიდი ხანია აღარ მადარდებს.აღარც ზედმეტად ვნერვიულობ და აღარც ადამიანების შენარჩუნებას ვცდილობ.დროის სვლასთან ერთად, ცხოვრება უფრო მარტივი გახდა. იყავი მართალი შენს სინდისთან, უსმინე შენს გულსა და გონებას, მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გსურს, რომ გექცეოდნენ! ასე უფრო ლამაზი, მარტივი და საინტერესოა ცხოვრება“, -წერს სოფო ბედია.

sofo

საზოგადოება 1720038165

„პიკეს მოიხსენიებდნენ შაკირას ქმრად, მე კი არ ვედრები, მაგრამ არანაირი პრობლემა არ მაქვს სოფო ბედიას ქმრის სტატუსთან დაკავშირებით…“ - მიშა მესხი

ჟურნალ „თბილისელებთან“ მიშა მესხი მის მიმართ წამოსული კრიტიკის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ წონისა თუ ცეკვის გამო ადამიანების ლანძღვა ცუდია:„მე კრიტიკასაც მივიღებ, არ არის პრობლემა, მაგრამ შეურაცხყოფა სხვა არის. ჯერ, რატომ გაუკვირდათ, არ ვიცი. წლების განმავლობაში ვებრძოდი ნაციონალურ მოძრაობას, მათ გამო ბევრჯერ დამიჭირეს, ციხეშიც ვიყავი და გატაცებულიც. „ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან მათ გვერდით ვარ. რატომ გაუკვირდათ ჩემი პოზიცია, ვერ ვხვდები, ან რატომ იყო საწყენი?! ამოიღებენ რაღაც ვიდეოებს და წერენ: გასიებული, ბეყე. ვისაც როგორ შეგვიძლია, ისეთ ტანზე ვდგავართ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვცეკვავთ და ისე ვუდგავართ ჩვენს ქვეყანას გვერდში. ამის გამო ერთმანეთის ლანძღვა მაგარი ცუდია.ამ ყველაფერს მაინც იუმორით უყურებთ თუ ბრაზდებით?რაღაცაზე გამეცინა, მაგრამ შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს. ადამიანი რომ კითხულობს, ჯერ სოფო ბედია ვინ არის, მერე მისი ქმარიო და თავის გვერდზე ჩემს ვიდეოებსა და ფოტოებს აზიარებს, თუ არავინ ვართ, ნურც ჩვენით შეწუხდებით და დაკავდებით, ჩემო კარგებო. რაც შეეხება სტატუსს: „სოფო ბედიას ქმარი“, ამაზე თავიდანვე ვღადაობდი და ასეა დღემდე. ეგ კი არა, პიკეს მოიხსენიებდნენ შაკირას ქმრად, მე კი არ ვედრები, მაგრამ არანაირი პრობლემა არ მაქვს სოფო ბედიას ქმრის სტატუსთან დაკავშირებით. თუმცა, არის რაღაცები, რაც საწყენია. ამას ჩემთვის არც ფსიქოლოგიური პრობლემა შეუქმნია და არც მსგავსი რამ, მაგრად ვღადაობ, უბრალოდ, კლავიატურის ლომები არიან. თუ რამის თავი აქვთ, როცა პირადად მნახავენ, შეჩერდნენ და მითხრან თავიანთი პრეტენზიების შესახებ. აუცილებლად შესაბამის პასუხს გავცემ. ბიჭებზე მაქვს საუბარი, თორემ ქალბატონებს არც შევყვები, უბრალოდ, ტეხავს მათი საქციელი. მამრები რომ ღადაობენ, მათ ვეტყვი, მე ქუჩაში მარტო დავდივარ და არ მეშინია. იმასაც ვეტყვი, რომ ნებისმიერს შევეჯიბრები სამშობლოს სიყვარულსა თუ გაკეთებულ საქმეებში. ბევრი დაუკრეფავში რომ გადასულა, მიმიწერია კიდეც, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია მათგან. ჯვარზე ღადაობენ, ხატზე ღადაობენ, არაფერს პატივს არ სცემენ. ქრისტეს სურათზე შეუძლიათ საოცარი წარწერების გაკეთება და დამიჯერეთ, მიშა მესხზე ღადაობა ამ ადამიანებისგან, არანაირი პრობლემა არ არის. საერთოდ, 13 ათასი კომენტარი, მგონი, ცოტა არ არის და როცა ამდენი ადამიანი შენზე წერს რაღაცას, ეს თავისთავად, ამბობს სათქმელს.

26 მაისი

საზოგადოება 1716534399

დაცული ტერიტორიების სააგენტო 26 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს.13:00-დან 18:00-მდე გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპეციალურად მოწყობილ მრავალფეროვან სივრცეებში სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში მდებარე გამორჩეული დაცული ტერიტორიების, მარტვილის კანიონის, კოლხეთის ეროვნული პარკის შესახებ.სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალურად იმოგზაურონ.17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.საზეიმო ღონისძიება დასრულდება ნატო გელაშვილის, გიორგი ჭოხონელიძის, ლუკა ჭოხონელიძის, სოფო ბედიას, ბორის ბედიას, ელენე ფოჩხუას, მარიტა როხვაძის, ვერიკო ტურაშვილის, ანსამბლი „ფორტეს“ და ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონის“ კონცერტით. რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

სოფო ბედიას დაბადების დღე

საზოგადოება 1707492665

“ჩემო საყრდენო კედელო…” - სოფო ბედია ქმარს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

მომღერალ, სოფო ბედიას ქმარი იუბილარია.მეუღლეს დაბადების დღეს სოფო სოციალურ ქსელში თბილი სიტყვებით ულოცავს.„მოსიყვარულე შვილს, ქმარს, მამას, მეგობარს, ადამიანს დიდი გულით, ჩემს მიშას გაუმარჯოს. ჩემო საყრდენო კედელო და ძალავ, მინდა დიდხანს იყო ჯანმრთელი, ბედნიერი და შემართებული. მიყვარხარ და მეიმედები,“ – წერს სოფო.ასევე ნახეთ:თბილისში 22 732 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება - ნახეთ, აღდგენის დროროგორ გავიგოთ ჩვენი ბედი დაბადების თარიღით

ბედია

ტაბლოიდი 1706874048

„თავიდან ბრძოლები მქონდა, მაგრამ ახლა მადლობებს მე ვუხდი...“ - რას ჰყვება მიშა მესხი

მომღერალ, სოფო ბედიას მეუღლე, მიშა მესხი „დღის პოსტთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ ეჭვიანობა არ ახასიათებს:„თავიდან ბრძოლები მქონდა, მაგრამ ახლა მადლობებს მე ვუხდი, თუ სოფოს რამეს სწერენ ხოლმე. როდესაც ცნობილი ქალი გიყვარს, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ შეიძლება კონცერტზე ყვავილი აჩუქონ. ვიღაცამ რომ მოსწეროს, ზრდილობის ფარგლებში, მაგალითად, ძალიან მიყვარხარო, ვერაფერს ვეტყვი, რადგან მიპასუხებს, რომ მომღერალია და საზოგადო მოღვაწე. თავიდან მქონდა ბრძოლები, მაგრამ მერე დავლაგდი. ასე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით…“ნახეთ, ვიდეო:

მოძრაობის შეზღუდვა

დედაქალაქი 1705946482

ნახეთ, სად და როდის იზღუდება მოძრაობა - დეტალურად

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.„სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.სხვა ამბები:რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს 23 იანვარსVIDEO: ნახეთ, რა სიურპრიზი მოუწყვეს სოფო ბედიას დაბადების დღეზე12000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ვალუტის კურსი

ფინანსები 1705930390

რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს 23 იანვარს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6588 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8941 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.ასევე ნახეთ:ჯანდაცვის სამინისტრო 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებსდიდუბის რაიონში, 12000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებაVIDEO: ნახეთ, რა სიურპრიზი მოუწყვეს სოფო ბედიას დაბადების დღეზე