ანაკლია ტენდერი

საზოგადოება • 1792305839

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესის ზედამხედველობისთვის, შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესის ზედამხედველობისთვის შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში დაახლოებით 17.74 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის, ახალი სადგურის, სარკინიგზო კვანძისა და სხვა დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს.ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის ზედამხედველობაში დაინტერესებულ საკონსულტაციო კომპანიებს განაცხადის წარდგენა 2026 წლის 17 ნოემბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ.ინტერესთა გამოხატვის პროცესი მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით ხორციელდება.

კობახიძე

პოლიტიკა • 1792221960

მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მშვიდობიანი განვითარება კი სწორედ ძლიერ ჯარსა და თავდაცვისუნარიანობაზე დგას, ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს, სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად - ირაკლი კობახიძე

მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. მშვიდობიანი განვითარება კი სწორედ ძლიერ ჯარსა და თავდაცვისუნარიანობაზე დგას. ვეტერანებმა ყველაზე კარგად იცით ომისა და მშვიდობის ფასი და მნიშვნელობა. მეომართა ცოდნის გამოყენება, თქვენი ფასდაუდებელი გამოცდილების მომავალი თაობებისთვის გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ტოტალური თავდაცვის პრინციპის მხარდასაჭერად შექმნილი მოხალისეთა ორგანიზაციის ბაზაზე, 4,000-ზე მეტი პირი გადამზადდა. სკოლებში კი ინერგება საპილოტე საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“, რისთვისაც 18-მა ვეტერანმა სპეციალური მომზადება გაიარა.“განათლების პროგრამით მთავრობამ ვეტერანებისა და მათი შვილების სწავლის საფასურის 50 პროცენტი დაფარა, რაზეც ჯამურად 8.6 მილიონი ლარი გამოიყო. დაღუპულთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა შვილები სასწავლო გრანტს იღებენ.ასევე გამოვასწორეთ საკანონმდებლო ხარვეზებიც. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლები წელიწადში 3,000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახადისგან გათავისუფლდნენ. დევნილ ვეტერანებს საცხოვრებლის მიღებისას დამატებითი ქულები ენიჭებათ. ამოქმედდა უფასო იურიდიული მომსახურება, უსინათლო ვეტერანებისთვის წლიური მატერიალური დახმარება და სახელმწიფო სერვისების შეღავათები. ტრანსპორტის შეღავათები უკვე მოქმედებს თბილისსა და დიდ მუნიციპალიტეტებში, ასევე საქართველოს რკინიგზაზე. გრძელდება მუშაობა, რათა მსგავსი მიდგომა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მომავალშიც განაგრძობს ვეტერანებზე ზრუნვას.ისტორიული მეხსიერების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად - ათობით ქუჩას, სკვერსა და სკოლას დაღუპული გმირების სახელი მიენიჭა.ძვირფასო ვეტერანებო, გმირთა ოჯახის წევრებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის. მშვიდობას, კეთილდღეობას და დღეგრძელობას გისურვებთ,”- აღნიშნა პრემიერმა.

მარიამ ქვრივიშვილი

პოლიტიკა • 1791805733

საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის, ლაზიზ კუდრატოვის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა.სხდომაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გაღრმავების პერსპექტივები, ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.ვიცე-პრემიერმა, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი ახალ ინიციატივაზე გააკეთა და განაცხადა, რომ არის ინტერესი, საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი."მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და საქართველომ კვლავ განაგრძოს, რომ შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის განვითარების კუთხით. საქართველოს რკინიგზაში ხდება უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციების განხორციელება და მისი მოდერნიზაცია, რათა საქართველომ მისი არსებული ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა 15 მილიონიდან 2029 წლამდე 29 მილიონ ტონამდე გაზარდოს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მისივე განმარტებით, საქართველო-უზბეკეთის რიგით მე-11 მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია იყო ძალიან ნაყოფიერი და მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები, თუ როგორ უნდა მოხდეს უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავება."გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები და შესაბამისად, კონკრეტული გეგმა. პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, საქართველოდან გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი. ჩვენი ამოცანაა, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ ინვესტიციების ხელშეწყობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, ზოგადად, რეგიონისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში არის ჩართული", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე."აღინიშნა, რომ ტურიზმს უდიდესი როლი აქვს ქვეყნების დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი, რათა ჩვენს ქვეყანაში ვიხილოთ უფრო მეტი ტურისტი ამ კონკრეტული ქვეყნიდან", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.კომისიის სხდომა ერთობლივ პროტოკოლზე ხელმოწერით დასრულდა.საქართველოს მხრიდან კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები. ხოლო უზბეკეთის მხრიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის, ტრანსპორტის, საგარეო საქმეთა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები.ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წინა სხდომა უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში გაიმართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

პოლიტიკა • 1791805057

საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის, ლაზიზ კუდრატოვის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.სხდომაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გაღრმავების პერსპექტივები, ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.ვიცე-პრემიერმა, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი ახალ ინიციატივაზე გააკეთა და განაცხადა, რომ არის ინტერესი, საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი.„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და საქართველომ კვლავ განაგრძოს, რომ შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის განვითარების კუთხით. საქართველოს რკინიგზაში ხდება უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციების განხორციელება და მისი მოდერნიზაცია, რათა საქართველომ მისი არსებული ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა 15 მილიონიდან 2029 წლამდე 29 მილიონ ტონამდე გაზარდოს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მისივე განმარტებით, საქართველო-უზბეკეთის რიგით მე-11 მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია იყო ძალიან ნაყოფიერი და მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები, თუ როგორ უნდა მოხდეს უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავება.„გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები და შესაბამისად, კონკრეტული გეგმა. პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, საქართველოდან გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი. ჩვენი ამოცანაა, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ ინვესტიციების ხელშეწყობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, ზოგადად, რეგიონისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში არის ჩართული“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე.„აღინიშნა, რომ ტურიზმს უდიდესი როლი აქვს ქვეყნების დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი, რათა ჩვენს ქვეყანაში ვიხილოთ უფრო მეტი ტურისტი ამ კონკრეტული ქვეყნიდან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.კომისიის სხდომა ერთობლივ პროტოკოლზე ხელმოწერით დასრულდა.საქართველოს მხრიდან კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები. ხოლო უზბეკეთის მხრიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის, ტრანსპორტის, საგარეო საქმეთა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები.ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წინა სხდომა უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში გაიმართა.

ლაშა აბაშიძე

პოლიტიკა • 1791548547

ლაშა აბაშიძე: საქართველოს მთავრობასთან ერთად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

ერთი წლის წინ საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მოძველებული მოძრავი შემადგენლობა წარმოადგენდა. კომპანიაში მართვის მიდგომების შეცვლის შედეგად გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები, შემცირდა ხარჯები და დაზოგილი რესურსი კომპანიის განვითარებას მოხმარდა, – განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.ლაშა აბაშიძის თქმით, კომპანიამ უკვე შეიძინა 200 ახალი სატვირთო ვაგონი, რომლის დაახლოებით 50 ერთეული უკვე საქართველოშია. წლის ბოლომდე კი ამ რიცხვის გაორმაგება იგეგმება. ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ რკინიგზაში 50-მდე ახალი ლოკომოტივის შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია.„ეს მართლაც ისტორიული პროცესია, რადგან ჩვენი ერთ-ერთი არსებითი გამოწვევაა მოძველებული სალოკომოტივო პარკი“, – აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

მარიამ ქვრივიშვილი

პოლიტიკა • 1791537785

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს "საქართველოს რკინიგზის" განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მან ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, თამარ იოსელიანს და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს."ეფექტიანი და კეთილსინდისიერი მართვისთვის განსაკუთრებული მადლობას ეკუთვნის ჩემს მოადგილეს, ქალბატონ თამარ იოსელიანს, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა აბაშიძე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რკინიგზის თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით სექტორი კიდევ უფრო გაძლიერდება და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს."დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თქვენი პროფესიონალიზმითა და თავდადებით, საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცებაში", - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791534686

წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, რომ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება - ირაკლი კობახიძე

წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება.„ზოგადად, მუდმივი პროცესია მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, რომ ბევრი რამ გამოგვევლინა და გადაგველაგებინა. პრინციპულად, დაახლოებით წელიწადსა და ხუთ თვეში, გასული წლის ივნისისთვის დასრულდა პროცესების გადალაგება, როცა ჩვენ მოვახერხეთ ყველაფერში ჩახედვა, საკადრო ცვლილებების განხორციელება. ამას დასჭირდა თავისი დრო, იყო პრობლემები, რომლებიც დავძლიეთ, ჩვენთვის მთავარი ეს არის. რაც შეეხება წარსულს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები, ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს, „საქართველოს რკინიგზა“ არის ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება, ლაშა აბაშიძესაც დასჭირდა თავისი დრო, რომ მთლიანად გაესუფთავებინა პროცესები. მათ შორის, აქაც იყო უამრავი შუამავალი კომპანია, სამი შვილობილი კომპანია, ვერავინ ვერ გაიგო რა საჭირო იყო სამი შვილობილი კომპანია, სადაც დასაქმებული იყო უამრავი ადამიანი. მარტო საკადრო ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ მილიონობით ლარის დაზოგვა, დაახლოებით 20 მლნ ლარის დაზოგვა მარტო „საქართველოს რკინიგზაში“. 1 100 ჭარბი შტატი იყო, წარმოიდგინეთ, მარტო ერთ სახელმწიფო საწარმოში. ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობდით, ვაგრძელებთ მუშაობას. წელიწად-ნახევარი კი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენ არამარტო ზედა ეშელონებში, პრინციპულად ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება და საწარმო გავათავისუფლეთ კორუფციისგან. ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791533124

ირაკლი კობახიძე: 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, უკვე შეძენილია 200 ვაგონი, მომდევნო თვეებში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში

ჩვენ დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლება, რომელიც ინფრასტრუქტურას და მოძრავ შემადგენლობას მოიცავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძის თქმით, დაგეგმილია 50 ახალი ელექტრო-ლოკომოტივის შეძენა.„90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეთი რამ არ მომხდარა. საქართველოში პირველად მოხდება ის, რომ ჩვენ შევიძენთ ელექტრო-ლოკომოტივებს. ასევე დაგეგმილია 10 თანამედროვე სამგზავრო მატარებლის შეძენა და მთლიანობაში,  2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ. უკვე შეძენილია 200 ვაგონი, რომლის მაგალითს აქვე ვხედავთ. მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში. ოპტიმიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ. ეს იყო ბატონი ლაშას უშუალო ინიციატივა და სერიოზული მუშაობა დასჭირდა ამ ყველაფერს. ჩვენ შუამავლების გარეშე შევიძინეთ ეს ვაგონები, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა შესაბამისი დანახარჯი. მთლიანობაში დანაზოგი 400 ვაგონზე იქნება დაახლოებით 6 მლნ დოლარი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში ჩაბრუნდება“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791531857

ირაკლი კობახიძე: აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა

აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 მილიონი  დოლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამშენებლო ტენდერი მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება.„როდესაც წარვადგინეთ ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად, დეტალური პრეზენტაცია მივუძღვენი ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს. საუბარი იყო არსებითად გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და ამ პრეზენტაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იყო საქართველოს რკინიგზა. ეს არც არის გასაკვირი გამომდინარე იქიდან, რომ რკინიგზაში გამორჩეულად ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში. გასული წლის მაისში დაინიშნა ბატონი ლაშა აბაშიძე რკინიგზის ხელმძღვანელად და მას შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ბევრი რამ საქართველოს რკინიგზაში. მთლიანად გადაიხედა კომპანიის მართვის კომერციული და საოპერაციო პროცესები. შემცირდა არაეფექტიანი ხარჯები, გაუმჯობესდა რესურსების მართვა და განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად 190 მილიონი ლარი დაიზოგა. ეს პროცესი გრძელდება, წლის ბოლომდე ასევე განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა უკვე, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა, რაც თავისთავად ყველაფერზე  მეტყველებს. ბუნებრივია, ეს დაზოგილი თანხები მთლიანად მოხმარდება ისევ და ისევ საქართველოს რკინიგზის განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მარიამ ქვრივიშვილი

პოლიტიკა • 1791531611

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის პოზიციების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

154 წელია, საქართველოს რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.მინისტრმა რკინიგზის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.„ამ დიდი ისტორიის მთავარი შემოქმედი ხართ  ადამიანები, რომლებიც პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით ყოველდღიურად ემსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისა და ერთგულებისთვის. დღეს საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ახალი მენეჯმენტის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიის მართვაში, გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ეფექტიანობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრმა მიმდინარე სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2026 წლის ცხრა თვეში საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და 175 მილიონ ლარს მიაღწია. „სატვირთო გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილების დრო განახევრდა. სწორედ აღნიშნულმა შედეგებმა მოგვცა შესაძლებლობა, 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გავზარდოთ“, – განაცხადა მინისტრმა.მისივე თქმით, საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.„საქართველო ისტორიულად იყო რეგიონებისა და ეკონომიკების დამაკავშირებელი ქვეყანა. დღეს, როდესაც საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, ჩვენი ქვეყნის როლი კიდევ უფრო სტრატეგიული ხდება. საქართველოს რკინიგზა ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. „საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში მოხდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. უკვე დაწყებულია 50-მდე ახალი ლოკომოტივისა და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცესი. დღეს კი აქ, წარმოდგენილია საქართველოს რკინიგზის მიერ უკვე შესყიდული 200 ახალი სატვირთო ვაგონიდან პირველი 50 ვაგონი, რომლებიც უკვე ჩაერთო ყოველდღიურ გადაზიდვებში.  ჩვენთვის რკინიგზა მხოლოდ ტვირთების გადაადგილება და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. რკინიგზა აკავშირებს ადამიანებს, ქალაქებსა და რეგიონებს და ქმნის ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ – კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და სპეციალურად ამ პროექტისთვის შერჩეული ვაგონების დიზაინი ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ ხასიათს განსაკუთრებულად ერწყმის.„გვინდოდა, ეს ყოფილიყო არა მხოლოდ განახლებული მატარებელი, არამედ ის ატმოსფერო და განწყობა, რომელიც ამ უნიკალურ მარშრუტს ათწლეულების განმავლობაში ახლდა. დარწმუნებული ვარ, მისი დაბრუნება ბევრ ადამიანს ბავშვობის თბილ მოგონებებს გაუცოცხლებს, ახალ თაობას კი შესაძლებლობას მისცემს, გაიცნოს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარკინიგზო მარშრუტი. ეს იქნება განსაკუთრებული საჩუქარი როგორც რკინიგზელებისთვის, ისე სრულიად საქართველოსთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791531173

2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე

ის შედეგები, რაც გვაქვს საქართველოს რკინიგზაში, არის მთლიანობაში რკინიგზელთა არაერთი თაობის შრომის შედეგი, ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20 პროცენტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 154 წლის განმავლობაში რკინიგზელების არაერთი თაობა ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.„მინდა, დღეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ რკინიგზელს, რკინიგზელებს, რომლებიც ყოველდღიურად, ხშირად ძალიან რთულ პირობებში უზრუნველყოფენ რკინიგზის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20 პროცენტით. ბატონ ლაშას, მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის, ძვირფას რკინიგზელებს კიდევ ერთხელ მივმართავ, კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენი შრომისთვის, თქვენი ღვაწლისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ და მინდა, მოგილოცოთ რკინიგზელის დღე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს რკინიგზა

საზოგადოება • 1791457479

„საქართველოს რკინიგზა“ მოძრავ შემადგენლობას აახლებს - იგეგმება 50-მდე ლოკომოტივისა და 10 ახალი მატარებლის შეძენა

"საქართველოს რკინიგზაში" მოძრავი შემადგენლობის განახლება გრძელდება."საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, სისტემაში მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განხორციელდა, რამაც ახალი პროექტების დაწყების საშუალება მისცა. უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში.აბაშიძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე, უკვე მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია."ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. და, ზოგადად, მიმაჩნია სწორად, რომ "საქართველოს რკინიგზამ" ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირ მწარმოებელი ქარხნებისგან. ასევე, სამგზავრო მატარებლებით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დავამატებთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს "საქართველოს რკინიგზას" და უკვე მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ეს ჯამში მოგვცემს იმას, რომ ჩვენ, ზოგადად, სრულად ჩვენს სამგზავრო მიმართულებას განვახორციელებთ სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით", - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, "საქართველოს რკინიგზა" 50-მდე ახალ ლოკომოტივს შეიძენს. მისი თქმით, შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია."პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, "საქართველოს რკინიგზა" შეიძენს 50-მდე ახალ ლოკომოტივს და, შესაბამისად, განაახლებს სავაგონო პარკს. ამ მიმართულებით შედეგები უკვე სახეზე გვაქვს - გამოცხადებულია ლოკომოტივების შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი და შეძენილია ახალი 200 ვაგონი, რომელიც პირდაპირ მწარმოებელთან დაკონტრაქტდა და, შესაბამისად, ამ მიმართულებით დაიზოგა მნიშვნელოვანი რესურსი, რაც, რა თქმა უნდა, ასევე მოხმარდება "საქართველოს რკინიგზის" განვითარებას", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

✕