მალხაზ ქვრივიშვილი

ტაბლოიდი 1780344414

მარტოხელა მამა ვიყავი, დედაჩემი მეხმარებოდა, თორემ ისე ვერაფერს ვერ ვიზამდი - მალხაზ ქვრივიშვილმა გადაცემა"ამბავი"-ში მესამე ვაჟის შესახებ ისაუბრა

მალხაზ ქვრივიშვილმა სალომე გოგიაშვილის გადაცემაში "ამბავი" მისი მესამე ვაჟის ანდრიას შესახებ ისაუბრა. "ჩვენი მესამე შვილი ანდრია ჩვენთან ცხოვრობდა, ჩვენ გავზარდეთ და ხათუნას დედას ეძახდა. ეს ძალიან მომწონს და მიხარია. მარტოხელა მამა ვიყავი, დედაჩემი მეხმარებოდა, თორემ ისე ვერაფერს ვერ ვიზამდი".როგორც ქვრივიშვილის მეუღლემ ხათუნა ფეიქრიშვილმა გადაცემაში განაცხადა, მსახიობის ყოფილ ცოლს პირობები არ ჰქონდა და ბავშვი მამასთან ამიტომ იზრდებოდა.  @ambavi7 🗣️ “ჩემი მესამე შვილი ანდრია ჩვენთან იზრდებოდა, ახლა უკვე 15 წლის არის” #1m #მალხაზქვრივიშვილი #ამბავი #სალომეგოგიაშვილი #სკანდალი ♬ At The World's End (STEM strings) - Sounds of Red Bull / BMGPM  

სალომე გოგიაშვილი

ტაბლოიდი 1780316820

„პირველი გადაცემის ჩაწერაზე გული წამივიდა… გადაღებაზე შემიტანეს და გამომიტანეს…“ - სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ „რუსთავი 2“-ზე ახალი გადაცემის პირველ ჩაწერას იხსენებს და ჰყვება, რატომ წაუვიდა გული გადაღებებზე:„მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია, გადაცემა არ წამიყვანია, ეკრანზე მაინც ხშირად ვჩანდი. თითქმის ყველა რეიტინგულ გადაცემას ვსტუმრობდი, ამიტომ ეკრანის დეფიციტს არ განვიცდიდი, მაგრამ როცა დავდექი სტუდიაში, ისე ვინერვიულე, მეგონა, გული გამიჩერდებოდა. მაინც სულ სხვა ემოცია და პასუხისმგებლობაა, როცა შენი გადაცემა მიგყავს.ბევრს ვნერვიულობ, რადგან ვიცი, რომ ყველა გამადიდებელი შუშით მაკვირდება. მინდა, რეიტინგული გადაცემა გამოვიდეს. ვიცი, რომ პირველ გადაცემაზე ბევრ შენიშვნას მივიღებ, რადგან მე თავად არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით. პირველი გადაცემის ჩაწერის წინა დღეს ისეთი საშინელი ვირუსი დამემართა, რომ გადაღებაზე შემიტანეს და გამომიტანეს. მთელი გული თავს მედგა, რომ ჩაწერისთვის გამეძლო და გული არ წამსვლოდა. ორჯერ ტკივილისგან და ცუდად ყოფნისგან გული მაინც წამივიდა, მაგრამ არ ვიცი, რა ძალებით, მაინც შევძელი გადაცემის ჩაწერა…“

სალომე გოგიაშვილი

საზოგადოება 1779728123

„შევეცდებით, ადამიანებს ავუსრულოთ მათი ოცნებები…“- სალომე გოგიაშვილი მიმართვას ავრცელებს

სალომე გოგიაშვილი „რუსთავი 2“-ზე თავის საავტორო გადაცემას „ამბავს“ აანონსებს და აღნიშნავს, რომ უკვე 15 წელია, გადაცემა აღარ წაუყვანია:„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, 15 წელი გავიდა, რაც მე ეკრანზე აღარ გამოვჩენილვარ ასეთი სახით, ბოლოს 15 წლის წინ მიმყავდა გადაცემა.გადავწყვიტე, რომ ახლა გამოვჩნდები და მერე კიდევ 15 წლის შემდეგ (იცინის).იწყება ახალი გადაცემა, რომლის წამყვანიც ვიქნები მე.გადაცემაში ნახავთ ნაცნობ და უცნობ ადამიანებს. ძალიან საინტერესო ისტორია გვაქვს მომზადებული პირველი გადაცემისთვის. საინტერესო რუბრიკა გვექნება, როცა შევეცდებით, ადამიანებს ავუსრულოთ მათი ოცნებები…“ - ამბობს სალომე. 

ლიკა და სალომე

ტაბლოიდი 1775246430

„ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიცინებს… უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს…“ - ლიკა შენგელია სალომე გოგიაშვილს მიმართავს

ლიკა შენგელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ სალომე გოგიაშვილისთვის მხოლოდ და მხოლოდ ციხეს მოითხოვს.„ახლა ჩემი Coming soon-ის დროა. დაელოდე, მზია, ასეთი ნიუსიც დაიდება შენზე. ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიცინებს. რა ძალა მომაწერინებს ხელს საპროცესო შეთანხმებას?! უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს, ჩემი ხუთი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ! მხოლოდ ციხე!“ – წერს ლიკა შენგელია.შეგახსენებთ, რომ სალომე გოგიაშვილსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება და ეს კონფლიქტი სალომეს მეუღლეს, ვახო ნიკოლაიშვილს უკავშირდება.თავის მხრივ, სალომე გოგიაშვილმა არაერთ ინტერვიუში ისაუბრა მისი ქმრის ღალატის შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ჩაქუჩით ცემის ბრალდება ლიკა შენგელიას მხრიდან ცილისწამებაა.

სალომე გოგიაშვილი

ტაბლოიდი 1774645242

„შვილებს წამში 30-ჯერ ვურეკავ… ყველგან ვზივარ დურბინდით… შეიძლება, არანორმალურია, მაგრამ მაშინ რა არის ჩემი მოვალეობა?“ - სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი mere podcast-თან საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი დედაა და აღნიშნავს, რომ არ მოსწონს, როცა შვილებს ზედმეტ თავისუფლებას აძლევენ.„ყველგან ვზივარ დურბინდით, ზუსტად ვიცი, სად არის და რას აკეთებს. ერთხელ ვთქვი, რომ ღამის პირველ საათზე ქუჩაში რომ ზის 13 წლის გოგო, არ მომწონს. ისეთი ამბავი ატეხეს… ახლაც იგივე დამოკიდებულება მაქვს. როცა გინდა მოდი, სადაც გინდა წადი, ამას ჩემს შვილებს არ ვეუბნები. წამში 30-ჯერ ვურეკავ. შეიძლება, არანორმალურია და ზედმეტია, მაგრამ მაშინ რა არის ჩემი მოვალეობა? ის, რომ მარტო გავაჩინო? არა… თავისუფლებაში ვგულისხმობ ნდობას. შენ თუ მანდ მიღალატე, მერე ისიც იციან, რა არის თავისუფლების აღკვეთა…“            View this post on Instagram                       A post shared by Mere• მერე? (@mere.pdcst)

სალომე გოგიაშვილი

საზოგადოება 1773217601

„ამ კაცმა ჩემი შვილები გადაარჩინა“ – რას ჰყვება სალომე გოგიაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ

ტელეწამყვანი და ინფლუენსერი სალომე გოგიაშვილი, თემურ ებიტაშვილის პოდკასტში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც საუბარი შეეხო როგორც მის პირად ცხოვრებას, ასევე სოციალურ ქსელებში მის მიმართ არსებულ აგრესიასა და ბულინგს, რომელიც ხშირად მის პოლიტიკურ სიმპათიებს უკავშირდება.ინტერვიუში სალომე გოგიაშვილი განმარტავს, რატომ რჩება მმართველი გუნდისა და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის ერთგული. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას პირადი გამოცდილება და მძიმე ცხოვრებისეული პერიოდი განაპირობებს, როდესაც შვილებთან ერთად სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.პოდკასტის წამყვანმა მას ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ბულინგი ნაკლები იქნებოდა, მმართველი პარტიის მხარდამჭერი რომ არ ყოფილიყო.„კი, კი, ან შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ აი, აქაც ვეჯახებით რას, იცი? ერთგულებას. არ მომბეზრდება ამაზე საუბარი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის ერთგულება. ძალიან მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი და მადლობა, რომ ეს კითხვა დამისვი, იმიტომ რომ სულ ვლაპარაკობ ან ჩაქუჩზე და ან ჩემ გაშორებაზე, ძალიან დავიღალე უკვე.ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ჩემს ოჯახს აკავშირებს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა. ჯერ არავინ არ იცოდა ბატონი ბიძინა, როდესაც ჩემი ოჯახი მის ოჯახთან მეგობრობდა. შემდეგ, სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ მე დამჭირდა დახმარება. ადამიანი გვერდში რომ დაგიდგება, იმ ადამიანის, მე ასე ვთვლი, მადლიერი უნდა იყო. მე პარტიის გულშემატკივარი კი არ ვარ, ამ კაცის გულშემატკივარი ვარ - კაცის, რომელმაც ცხოვრება გადამირჩინა, კაცის, რომელმაც ჩემი შვილები გადაარჩინა.ბანკში, რომელშიც იმ მომენტში იყო ჩემი სესხი, რომელიც მაკარგვინებდა სახლს, ყველაფერს აბსოლუტურად, ცხოვრების აზრს მაკარგვინებდა, იმ ბანკის უფროსი მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარი იყო. მე მასაც ვთხოვე, ის კი არ მითხოვია, რომ ვალი მომიხსენი-თქო. მე უბრალოდ ვთხოვე, რომ 20 წელზე გადაენაწილებინა, რაც ძალიან მარტივია. დღეს სესხი რომ კეთდება 20 წელზე, ჩვეულებრივად აკეთებენ, ანუ ეს აპრობირებული თემა იყო.ამ კაცთან მე თვითონ ძალიან მომერიდა მისვლა და ამიტომ მამაჩემის ერთ-ერთი მეგობარი მივიდა და სთხოვა. უთხრა, ძალიან ცუდ დღეში არიან, ოჯახი გარეთ რჩება და იქნებ 20 წელზე გადავანაწილოთ იგივე სესხიო. ვერ ვიზამ მაგასო. უარი თქვა. მერე კიდევ მივედი მამაჩემის სხვა მეგობართან და ვთხოვე, რომ იქნებ რამენაირად, აი, რაღაცნაირად სხვა საკრედიტო რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ არ გამოვიდა. მარტო ვიყავი, პატარა გოგო, დედა და ბავშვები და კიდევ ვამბობ, რომ მე კაცი გვერდით მაშინ არავინ არ მყოლია, ვინც რაღაცნაირად დამაკვალიანებდა.იცი, რამდენ ადამიანს ვთხოვე დახმარება? ოღონდ სწორად გამიგეთ, ჩემთვის ეს იყო სიკვდილი. იქამდე დახმარება არასდროს არ მითხოვია, რომ ფული მომეცი, რომ ვალი გავისტუმრო-თქო. სხვადასხვა ხერხებს ვეძებდი, რომ იქნებ რამენაირად ეს სესხი, რომლის გამოც ვკარგავდი სახლს, რაღაცნაირად გადამეთამაშებინა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ამის გადახდა. არავინ, საერთოდ არავინ არ გამოჩნდა.ერთადერთი იყო შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, რომელთანაც მივედით და ის კი არ ვთხოვე, რომ ვალი მომიხსენი-თქო, იგივე პრინციპით - რომ იქნებ რამენაირად შევძლოთ ერთი ბანკიდან მეორე ბანკში გადატანა და გრძელვადიანი სესხის გაკეთება, რომ გადამეხადა. იმიტომ რომ მაშინ ვმუშაობდი ალბათ 50 სამსახურში. არ ვიცი როდის მეძინა და რაღაცას ვაგროვებდი და შევძლებდი, რომ გადამეხადა.ამ სიტუაციაში, როცა ადამიანი აბსოლუტურად არ იყო ვალდებული, რომ გაეკეთებინა ჩემთვის რამე - არავინ არ არის ზოგადად არავის წინაშე ვალდებული, მითუმეტეს: „როცა შენ თვითონ ვერ გათვალე რაღაც სწორად, არასწორ ადამიანს გაჰყევი, აი, ეს დაგემართა და ახლა შენ თვითონ გადაიხადე ის, რის გამოც შენი ოჯახი ახლა ამ მდგომარეობაში ჩააგდე?“ - აი, ეს პასუხიც რომ გაეცა, თავს დავხრი და მივიღებდი.აი, არასდროს არ დამავიწყდება, რომ დამირეკა და მითხრა, ბავშვობაში კოშმარი თუ გესიზმრებოდაო. ვერ მივხვდი, რა შუაში იყო ახლა კოშმარი. ვუთხარი - კი-მეთქი. ვინ გესიზმრებოდაო და, აი, ვიღაცა ქალი-მეთქი, მართლა იყო ასე, რომ მესიზმრებოდა, რომ ვიღაცა ქალი მოდიოდა სულ. ჰოდა, ჩათვალეო, რომ ეს კოშმარი დღეს დამთავრდა შენ ცხოვრებაში და ახლა იცხოვრეო მშვიდად.აი, ამის მერე გეკითხებით, მე პლაკატით რუსთაველზე მიშას გაუმარჯოს როგორ უნდა ვიდგე? - მიშა კი არა, სულ რომ გაგიჟდეს და გადაირიოს, მაინც სულ ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. თუ ამას ადამიანი ვერ იღებს, ჩემი მის გვერდში დგომას, და ამას აკავშირებს პოლიტიკასთან… სულ ფეხზე მკიდია პოლიტიკა, საერთოდ არ მაინტერესებს, არ ვერევი პოლიტიკაში. ვიცი, რომ ჩემი ქვეყნისთვის რაც კარგი იქნება, მე იქ ვიდგები. ვიცი, რომ ქოცი იქნება თუ ნაცი იქნება - არასწორი ადამიანი ერთნაირად უნდა დაისაჯოს. თქვენ გგონიათ, ახლა ყველა მომწონს აქეთ ვინც არის? არ მომწონს ყველა და ამას ღიად ვლაპარაკობ“,- ამბობს სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი

ტაბლოიდი 1773174594

VIDEO: „ბევრჯერ მინდოდა ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა...“ - სალომე გოგიაშვილი ოჯახის დანგრევაზე

ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ერთ-ერთ იუთუბ-პოდკასტში სტუმრობისას ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებზე და ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა.როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, წუწუნი და ნეგატიური დამოკიდებულება პრობლემების მიმართ სწორი გზა არ არის, რადგან ეს პირველ რიგში შვილებზე ახდენს გავლენას. მისი თქმით, რთულ სიტუაციებში პასუხისმგებლობას საკუთარ თავშიც ეძებს.„რასაც აკეთებ, გარკვეულწილად იმის შედეგიც იცი. ამიტომ ისეთი რამ არ უნდა გააკეთო, რომლის გადატანას და მიღებას ვერ შეძლებ. ბევრჯერ მინდოდა ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა, მაგრამ არ გავაკეთე და საბოლოოდ მივიღე ის შედეგი, რაც მივიღე. შესაძლოა, ეს ნაბიჯი ადრე რომ გადამედგა, მოვლენები ასე არ განვითარებულიყო,“ – ამბობს სალომე გოგიაშვილი.ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილების კეთილდღეობაა. მისი თქმით, არ სურს საჯაროდ ისაუბროს იმ ტკივილზე, რაც გამოიარა, რადგან ეს შეიძლება ნეგატიურად აისახოს ბავშვებზე.„ჩემთვის ახლა მთავარია, რომ ჩემი შვილები კარგად არიან და უყვართ ორივე – დედაც და მამაც. თუ მე დავჯდები და დეტალურად მოვყვები, რა მეტკინა და როგორ მეტკინა, ეს მხოლოდ მათზე იმოქმედებს ცუდად. როცა გაიზრდებიან, შეიძლება თავად მითხრან, რომ ასეთ სიტუაციაში ადრე უნდა წამოვსულიყავი,“ – ამბობს გოგიაშვილი.მისივე თქმით, არასწორია შვილებისთვის ერთ-ერთი მშობლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შექმნა.„ახლა წუწუნი უკვე გვიანია. ცხოვრებაში ბევრ მაგალითს ვხვდები, როცა პირველ რიგში საკუთარ თავში ვეძებ იმ შეცდომებს, რომლებმაც მოვლენები ასე განავითარა. შესაძლოა ეს მკაცრი მიდგომაა, მაგრამ პრობლემის ძებნას ყოველთვის საკუთარი თავიდან ვიწყებ,“ – აღნიშნა სალომე გოგიაშვილმა.  

სალომე გოგიაშვილი

ტაბლოიდი 1770671966

"ყველა გზას მიმართა ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა გაფუჭებულიყო..." - სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილმა ჟურნალ "სარკესთან" იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, რაც მისი და მისი მეუღლის ოჯახის დანგრევას მოჰყვა. წყვილს 15 წლიანი ქორწინება და ორი შვილი აკავშირებს.- ვერ ვიტყვი რომ მარტივად გადავიტანე ის ყველაფერი რაც ჩემს თავს მოხდა. მაქსიმალურად ვეცადე ახლობლებს არ ენერვიულათ. თუმცა ამდენი თვის შემდეგაც კი ვერ ვიტყვი რომ ყველა ნეგატივისგან გავთავისუფლდი. ვცდილობ ახალ ცხოვრებას და ახალ რეალობას შევეგუო.  - პატიების და შერიგების არანაირი შანსი არ იყო? - ამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ჩვენ კიდევ ერთად ვცხოვრობდით. რა თქმა უნდა ამას თუ ცხოვრება ჰქვია. მაგრამ მივხვდი არ შემიძლია ამ ყველაფერთან შეგუება. 43 წლის ასაკში ჯოჯოხეთში ცხოვრება არაფრად მიღირდა. მთავარი ამოსავალი წერტილი ჩემი შვილები არიან, რომლებმაც არ უნდა დაინახონ რომ ვარ ცუდად, მაქვს მაღალი წნევა...- ანუ სტრესმა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია?- კი, რაც არასდროს მაწუხებდა ყველაფერმა შემაწუხა. როდესაც ეს ყველაფერი მოხდა ჩემს თავს, ერთი თვე ქუჩაში ვერ გამოვდიოდი. სოციალურ ქსელში ვერ შევდიოდი, ცუდად ვიყავი. ამ ყველაფერს ამძიმებდა ის ფაქტორი, რომ მეორე მხარე არ ჩერდებოდა, მაბულინგებდა. მეგობრებთანაც კი არ ვსაუბრობდი, იმიტომ რომ როგორც კი ამტემაზე ვიწყებდი საუბარს, ჩემი თავიც კი მეზიზღებოდა. დამეწყო გულის პრობლემები, საშინელი წნევა, გარეთ გასვლის შიში. ყველაზე საშინელი კი ის იყო, სულ მეტირებოდა და არასოდეს ვტიროდი. - ამ ყველაფრის შემდეგ შეინარჩუნეთ ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა?- ყველაფერი დასრულებულია და ყველაზე მეტად რაც მტკივა, ის არის რომ ჩვენს შორის მეგობრობაც დასრულდა. ჩვენს შორის დიდი ადგილი ეკავა მეგობრობას, მაგრამ დღეს ესეც დამთავრდა. - მაინც რას ფიქრობთ რამ შეიწირა ეს დიდი სიყვარული და მეგობრობა?- შეიწირა ვიღაცის საშინელმა საწადელმა დაესაკუთრებინა სხვისი ქმარი. ყველა გზას მიმართა ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა გაფუჭებულიყო. - ოჯახის დანგრევის შემდეგ მოგიწიათ სახლიდან წასვლა რომელსაც ერთად აშენებდით?- მე და ჩემი შვილები სახლიდან არ წამოვსულვართ. ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვები ძალიან რთულ მდგომარეობაში იყვნენ, მესამე მხარემ ბავშვებს გააგებინა ყველაფერი. ჩემს შვილებს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყოთ და აღარაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ იმას ვფიქრობდი ბავშვები ქვეყნიდან გამეყვანა. ხუთი თვე ვცხოვრობდით საზღვარგარეთ. ამ ნაბიჯმა ძალიან გაამართლა, ექიმების დახმარების გარეშე, ჩემი შვილები მდგომარეობიდან გამოვიყვანე. ის სახლი სადაც ვცხოვრობდით, ისევ ჩვენია, მაგრამ რადგან წავედით გავაქირავე. 

სალომე გოგიაშვილი

ტაბლოიდი 1769185145

„ბევრი ცუდი პერიოდი მქონია, მაგრამ არ გავბოროტებულვარ, არ მიღალატია ჩემი მეგობრისთვის...“ - სალომე გოგიაშვილი

ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი გადაცემაში სტუმრად „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც პირადსა და ბავშვობაზე ისაუბრა:„მართლა ძალიან კარგი დედა მყავს. კარგი მამა მყავდა ძალიან, ბებია მყავდა საოცარი, ცოტათი უფრო მეტად მიყვარდა ვიდრე დედა. ბებიის გაზრდილი ვარ, ის ფუსფუსი სახლური, ოჯახური ძალიან კარგი იყო. ბებია გურული იყო. ისედაც ოჯახში ერთი ვიყავი, სანათესაოშიც ერთადერთი შვილიშვილი ვიყავი, არ მაკლდა არავის სითბო.იმდენად ვაკუუმში ხვდები, როცა დამოუკიდებელი ხდები უცბად რომ გადიხარ, აანალიზებ რომ ადამიანები შენნაირი არ იყოს. სირთულეებს ეჯახები და რთულია. ვერ დავეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ დედისერთები ეგოისტები არიან. ჩემგან ეს ძალიან შორია. თუ კი რამე ფიქრი იწყება, ჯერ იწყება მშობლებსა და შვილებზე, ბოლოს საკუთარ თავზე.კომპლექსია თუ არ ვიცი რა დავარქვა, ურთიერთობებს ისე ვუფრთხილდები, მეგობრობა იმდენად მძაფრად მაქვს, ყველაფერს ვდებ მეგობარში. დიდ სიყვარულს და ერთგულებას ვდებ, შემდეგ თუ რაღაც ხდება ძალიან მტკივა. ერთს ვიტყვი, რაც არ უნდა მოხდეს ადამიანის მდგომარეობაში, გამართლებები არ უნდა დაიწყო. ცუდად ვიყავი და ამიტომ გავბოროტდი და ა.შ რა პერიოდიც არ უნდა იყოს ჩემ ცხოვრებაში, ის ადამიანები დამეთანხმებიან, რომლებიც მიცნობენ, ბევრი ცუდი პერიოდი მქონია, მაგრამ არ გავბოროტებულვარ და არ მიღალატია ჩემი მეგობრისთვის. რაც უფრო ცუდი პერიოდია, მით უფრო მემატება სიყვარული და ერთგულება. უფრო კარგად მოქმედებს ყველაფერი ჩემზე. მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც მხარს მიჭერენ“, - ამბობს სალომე გოგიაშვილი

salome

ტაბლოიდი 1769184558

VIDEO: „ვერ დავეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ დედისერთები ეგოისტები არიან“ – სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პირადსა და ბავშვობაზე ისაუბრა. ტელეჟურნალისტის თქმით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის მიხედვით დედისერთები ეგოისტები არიან.„მართლა ძალიან კარგი დედა მყავს. კარგი მამა მყავდა ძალიან, ბებია მყავდა საოცარი, ცოტათი უფრო მეტად მიყვარდა ვიდრე დედა. ბებიის გაზრდილი ვარ, ის ფუსფუსი სახლური, ოჯახური ძალიან კარგი იყო. ბებია გურული იყო. ისედაც ოჯახში ერთი ვიყავი, სანათესავოშიც ერთადერთი შვილიშვილი ვიყავი, არ მაკლდა არავის სითბო. იმდენად ვაკუუმში ხვდები, როცა დამოუკიდებელი ხდები უცბად რომ გადიხარ, აანალიზებ რომ ადამიანები შენნაირი არ იყოს. სირთულეებს ეჯახები და რთულია. ვერ დავეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ დედისერთები ეგოისტები არიან. ჩემგან ეს ძალიან შორია.თუ კი რამე ფიქრი იწყება, ჯერ იწყება მშობლებსა და შვილებზე, ბოლოს საკუთარ თავზე. კომპლექსია თუ არ ვიცი რა დავარქვა, ურთიერთობებს ისე ვუფრთხილდები, მეგობრობა იმდენად მძაფრად მაქვს, ყველაფერს ვდებ მეგობარში. დიდ სიყვარულს და ერთგულებას ვდებ, შემდეგ თუ რაღაც ხდება ძალიან მტკივა. ერთს ვიტყვი, რაც არ უნდა მოხდეს ადამიანის მდგომარეობაში, გამართლებები არ უნდა დაიწყო. ცუდად ვიყავი და ამიტომ გავბოროტდი და ა.შ რა პერიოდიც არ უნდა იყოს ჩემ ცხოვრებაში, ის ადამიანები დამეთანხმებიან, რომლებიც მიცნობენ, ბევრი ცუდი პერიოდი მქონია, მაგრამ არ გავბოროტებულვარ და არ მიღალატია ჩემი მეგობრისთვის. რაც უფრო ცუდი პერიოდია, მით უფრო მემატება სიყვარული და ერთგულება. უფრო კარგად მოქმედებს ყველაფერი ჩემზე. მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც მხარს მიჭერენ“, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.

salome gogiashvili

ტაბლოიდი 1765053001

„სტამბოლში არსებობს ასეთი ტაძარი, სადაც 8 სურვილიდან 7 ამიხდა“- სალომე გოგიაშვილი

ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი სტამბოლში სასწაულმოქმედ ტაძარს ესტუმრა და როგორც თავად ამბობს 8 სურვილიდან 7 აუხდა.„ვინც სტამბოლში ნამყოფია, მათ აუცილებლად ეცოდინებათ, რომ არსებობს ასეთი ტაძარი, სადაც რომ მიხვალთ, შეგიძლიათ გასაღები შეიძინოთ, ჩაუთქვათ სურვილები და რომ აგისრულდებათ, მერე აუცილებლად უნდა დააბრუნოთ. აქ მაქვს 8 გასაღები, 7 ამიხდა. ერთ ცალს ვიტოვებ, ახლა მივდივარ უკან დასაბრუნებლად. რომ ჩახვალთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ტაძარს. არ ვიცი ფსიქოლოგიურია, სასწაული ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მალე ამიხდა, თან გულით მინდოდა...“, - თქვა სალომე გოგიაშვილმა ირინა ქიქოძის პოდკასტში სტუმრობისას.სასწაულმოქმედი ტაძარი სტამბოლში, რომელსაც ხშირად გასაღების, სურვილების, ან პირველი დღის ტაძარს უწოდებენ, სინამდვილეში ღვთისმშობლის სახელობისაა, რომელიც ცხოველმყოფელ წყაროზე აიგო. მორწმუნეების აზრით, თუ კი ამ ტაძარში შეიძენენ გასაღებებს და მას მოარგებენ ბოქლომებს ხატზე, ყველა ჩაფიქრებული სურვილი და ნატვრა ამ რიტუალის შესრულების შემდეგ აუხდებათ…სპეციალურად, ამ რიტუალის შესასრულებლად, მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიან მომლოცველები, რომ შეიძინონ ეს გასაღებები, ჩაუთქვან სურვილები და შემდეგ დაელოდონ მის ასრულებას. ვისაც ნატვრა უსრულდება, ის ბრუნდება სტამბოლში და ტოვებს ამ გასაღებებს, ამიტომაც, როგორც ამბობენ, იმდენად ხშირია გასაღებების დაბრუნება, რომ მოძღვრები ოსტატებს მცირე რაოდენობით გასაღებებს უკვეთენ.

გოგიაშვილი

საზოგადოება 1764777568

„8 სურვილიდან 7 ამიხდა...“ - სალომე გოგიაშვილი სტამბოლის სასწაულმოქმედი ტაძრის შესახებ საუბრობს

სასწაულმოქმედი ტაძარი სტამბოლში, რომელსაც ხშირად გასაღების, სურვილების, ანდაც პირველი დღის ტაძარს უწოდებენ, სინამდვილეში ღვთისმშობლის სახელობისაა, რომელიც ცხოველმყოფელ წყაროზე აიგო. ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში საუბრობს და განმარტავს, რომ 8 გასაღებიდან 7-ს უკან აბრუნებს, რადგან 1 სურვილი ასასრულებელი დარჩა.„ვინც სტამბოლში ნამყოფია, მათ აუცილებლად ეცოდინება, რომ არსებობს ასეთი ტაძარი, სადაც რომ მიხვალთ, შეგიძლიათ გასაღებები შეიძინოთ, ჩაუთქვათ სურვილები და რომ აგისურლდებათ, მერე აუცილებლად უნდა დააბრუნოთ. აქ მაქვს 8 გასაღები, 7 ამიხდა. ერთ ცალს ვიტოვებ, ახლა მივდივარ უკან დასაბრუნებლად. რომ ჩახვალთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ტაძარს. არ ვიცი ფსიქოლოგიურია, სასწაული ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მალე ამიხდა, თან გულით მინდოდა...“, - ამბობს გოგიაშვილი.