ნოემბრის თვეში მიცვალებულები ოჯახის წევრებს სტუმრობენ - ეზოტერიკოსების მოსაზრება
1762200559
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაკავებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ბელა მეი კალი თავისუფალია. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
ფეხმძიმე ქალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა, ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მას თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მიესაჯა, თუმცა, დაკავებიდან მას ეს ვადა მოხდილად ჩაეთვალა. დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 ათასი ლარის ოდენობით.
წარდგენილი ბრალის მიხედვით, ახალგაზრდა ქალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბარგში, 12 კილოგრამი მარიხუანა და 2 კილო ჰაშიში აღმოუჩინეს. ბელა მეი კალი აცხადებს, რომ ნარკოტიკების შემოტანა წამებით აიძულეს.
"მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ადვოკატთან შეთანხმებით მათ განცხადებით მომართეს პროკურატურას - ითხოვეს საპროცესო შეთანხმება. ჩვენს მიერ განხილული იქნა აღნიშნული საკითხი, გათვალისწინებული იქნა ბრალდებულის აღიარება, გათვალისწინებული იქნა მისი ასაკი, მდგომარეობა და საბოლოოდ, მხარეები შეჯერდნენ და დღეს დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 თვის და 24 დღის ვადით და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის. მან დაასახელა თავისი კონტაქტები, რასთან დაკავშირებითაც საქმედან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი.