ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო • 1793294418

რუსეთი ყოველთვის აფრიკელი ხალხების გვერდით იდგა და მათ კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა - ვლადიმერ პუტინი

რუსეთი ყოველთვის აფრიკელი ხალხების გვერდით იდგა და მათ კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, რუსეთ-აფრიკის მესამე სამიტზე განაცხადა, რომელსაც აფრიკის კონტინენტის 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება.პუტინის მტკიცებით, რუსეთმა ყოვლისმომცველი და უანგარო მხარდაჭერა გაუწია აფრიკის სახელმწიფოებს თავისუფლების, ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, სუვერენული განვითარებისა და საკუთარი პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური მოდელების არჩევის უფლებისთვის ბრძოლაში.„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთი მხარს უჭერდა და კვლავაც მხარს უჭერს აფრიკული სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვას, მდგრადი ზრდის მიღწევას, ასევე მათი ეკონომიკებისა და სოციალური სფეროების გაძლიერებას. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თქვენთან თანამშრომლობა ყველა ამ მიმართულებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთსა და აფრიკას ერთმანეთთან მეგობრობისა და მჭიდრო პარტნიორობის მართლაც მტკიცე კავშირები აერთიანებს.„ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვართ მრავალპოლარული, ჭეშმარიტად დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში — მსოფლიო წესრიგისა, რომელიც თავისუფალია კარნახისა და ორმაგი სტანდარტებისგან და ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და გაერო-ს წესდების ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ემანუელ მაკრონი

მსოფლიო • 1793289720

ოლეშკიში ზავი საკმარისი არ არის - მაკრონი კრემლზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

მსოფლიომ ბევრად მეტს უნდა მიაღწიოს, ვიდრე უბრალოდ ადგილობრივი დონის დროებითი ზავია, როგორიც ოკუპირებულ ოლეშკიში შედგა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე მორიგი იერიში მიიტანა.საფრანგეთის ლიდერმა თანაგრძნობა და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. შექმნილი ვითარების ფონზე მან მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა, რადგან რუსეთი უკრაინაში ომის დასასრულებლად რეალურ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.„ჩვენ ბევრად მეტისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, ვიდრე ლოკალური ზავია - იმის მსგავსი, რაზეც ახლახან ადგილობრივ დონეზე შეთანხმდნენ ოლეშკიში. მიუღებელია, რომ რუსეთი აგრძელებს ყველა მსგავსი წინადადების უარყოფას, ფსონს კონფლიქტის ესკალაციაზე დებს და სამიზნედ მშვიდობიან მოსახლეობას ირჩევს. ჩვენ ერთობლივად უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ“, - აღნიშნა მაკრონმა.

დნიპრო

მსოფლიო • 1793277022

დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსული დრონის იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა

უკრაინის ქალაქ დნიპროში, რკინიგზის სადგურზე რუსული დრონის იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა. დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დრონი რკინიგზის სადგურის ერთ-ერთ ბაქანს მოხვდა, სადაც დნიპრო-ზაპოროჟიეს მიმართულებით მოძრავი  მატარებელი იყო გაჩერებული.თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დნიპროს მერმა, ბორის ფილატოვმაც დაადასტურა.ცნობისთვის, 2026 წელს რუსეთმა უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაახშირა. უკრაინის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან იერიშების სამიზნე 1 700 ობიექტი გახდა. დაზიანებულია 120 სამგზავრო ვაგონი, 304 ლოკომოტივი და 43 რკინიგზის სადგური.ამავე პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რკინიგზის 50 თანამშრომელი დაიღუპა.გახშირებული თავდასხმების გამო უკრაინის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. საჰაერო განგაშის დროს მგზავრების მატარებლებიდან ევაკუაცია ხორციელდება, ზოგჯერ ერთი მგზავრობის განმავლობაში – რამდენჯერმეც.

ანტონიუ კოშტა

მსოფლიო • 1792749816

ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ კრემლთან კომუნიკაციის არხი ღიაა, თუმცა რუსეთი ჯერჯერობით სერიოზული დიალოგისთვის მზადყოფნის ნიშნებს არ ავლენს

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ კრემლთან კომუნიკაციის არხი ღიაა, თუმცა რუსეთი ჯერჯერობით სერიოზული დიალოგისთვის მზადყოფნის ნიშნებს არ ავლენს.კოშტას თქმით, დაესწრება თუ არა დიალოგს ევროპის წარმომადგენელი, „მოლაპარაკებების ხასიათზე იქნება დამოკიდებული“.„გარკვეული მოლაპარაკებების ფარგლებში შესაძლოა, სპეციალური წარმომადგენელიც ჩავრთოთ, ასევე გამოვიყენოთ დიპლომატიური ან პოლიტიკური არხები“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.კოშტას განცხადებით, ევროკავშირი არ ცდილობს, ხელი შეუშალოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას და არც მასთან კონკურენციას აპირებს.„რუსეთმა იცის, რომ როდესაც ნამდვილად მოისურვებს ცეცხლის შეწყვეტის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგეტიკული ობიექტების დაცვის გზების განხილვას, ამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ მითხარით, გინახავთ რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთს ასეთი მოლაპარაკებების სერიოზულად წარმართვა სურს?“, – აღნიშნა კოშტამ.

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

მსოფლიო • 1792656393

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 24-მდე გაიზარდა

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 24-მდე გაიზარდა. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.რუსეთმა დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყა. პროკურატურის ცნობით, დაშავებულთა შორის ხუთი არასრულწლოვანი და ორი მცირეწლოვანი ბავშვია.იერიშების სამიზნე გოლოსეევსკის, ობოლონის, პეჩერსკის, სვიატოშინისა და დნიპროვსკის რაიონები გახდა.თავდასხმას ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ანდეი სიბიგას თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა სასტიკი იყო.

ჯეი დი ვენსი

მსოფლიო • 1792607225

ვეთანხმები სტივ უიტკოფს, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა მან, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა.ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა უიტკოფის შეფასებას, ვენსმა დადებითი პასუხი გასცა.„ვეთანხმები სტივ უიტკოფს, რომელმაც დადებითად ისაუბრა ადამიანზე, რომელმაც ახლახან ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. იმის მიუხედავად, ეთანხმებით თუ არა ამ შეფასების არსს, სტივ უიტკოფი დიპლომატია. მისი საქმეა, ჩავიდეს იქ და მიზანს მიაღწიოს. ჩემთვის გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა სტივმა და გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება. ეს ყველას უნდა გვიხაროდეს და არ უნდა ვაკრიტიკებდეთ სტივ უიტკოფის განცხადებას, რომლის დახმარებითაც მან ამ მიზანს მიაღწია“, – განაცხადა ვენსმა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, სანქტ პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.ამასთან, სტივ უიტკოფის განცხადებას, რომ „პუტინი ჰუმანისტია“, რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს.

სტივ უიტკოფი

მსოფლიო • 1792606131

რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს სტივ უიტკოფის განცხადებას, რომ „პუტინი ჰუმანისტია“

რესპუბლიკელმა სენატორებმა უკმაყოფილება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადების გამო, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა.რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ ტილისმა სოციალურ ქსელში სიტყვა „ჰუმანისტის“ განმარტება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უიტკოფმა ამ სიტყვის მნიშვნელობა უნდა გაითვალისწინოს.„ეს რა ჯანდაბაა, სტივ? ლექსიკონში მოძებნე სიტყვა „ჰუმანისტის“ განმარტება. ეს რა სამარცხვინო და აღმაშფოთებელი განცხადებაა. უკრაინაში უნდა დაბრუნდე და ჰკითხო იმ ბავშვების ნათესავებს, რომლებიც პუტინმა გაიტაცა და მოკლა, ეთანხმებიან თუ არა ისინი იმას, რომ შენი მეგობარი პუტინი „ჰუმანისტია“, – დაწერა ტომ ტილისმა.უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა სენატორი ჯონ კორნინიც. რესპუბლიკელმა სენატორმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არა. პუტინი დაუნდობელი მკვლელია“.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, სანქტ პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.

ზაზა შათირიშვილი

პოლიტიკა • 1792392278

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს

ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს.რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, კრიტიკოსები გამუდმებით მის რუსულ კავშირებზე და წარსულში ბიზნესსაქმიანობაზე საუბრობენ, თუმცა, მყვირალა ლოზუნგების მიღმა, ვერც ერთი მათგანი ასახელებს, განვლილი 14 წლის განმავლობაში რა სარგებელი მიიღო რუსეთმა საქართველოსგან, რამაც ჩვენი ქვეყანა დააზიანა. მეტიც, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პრაგმატული, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკა რევიზიას არ ექვემდებარება, პარალელურად კი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება, ტრანსნაციონალური პროექტების საბოლოოდ განხორციელების თვალსაზრისით კი საქართველოს მნიშვნელობა წლიდან წლამდე იზრდება.ამ ფონზე, თუკი პროპაგანდისტული გზავნილების მიღმა დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, ქვეყანა ათწლეულების წინ დატოვა, საკუთარი კაპიტალი საქართველოში გადმოიტანა და მილიარდობით დოლარი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა თუ ქველმოქმედებაში დააბანდა. ამ ფონზე, გასაკვირია, როგორ შეიძლება ერთი ქვეყნიდან საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის გადინება და სხვა სახელმწიფოში გადატანა, იმ სახელმწიფოს ინტერესების მსახურება იყოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა? მაგალითად, მამუკა ხაზარაძემ, ან გია ჯოხთაბერიძემ საკუთარი კაპიტალი საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ მიღებული თანხით დააგროვეს, ხოლო შემდეგ ეს კაპიტალი სხვა სახელმწიფოს ეკონომიკაში ინვესტიციის სახით დააბანდეს - ეს ყველაფერი როგორ შეიძლება ქართული ინტერესების მსახურებად მოინათლოს? ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, უფრო ლოგიკური იქნება, თუკი საქართველოს ინტერესების დაზიანებასა და კონკრეტული „იქს“ სახელმწიფოს მსახურებაზე გაკეთდეს აქცენტი.ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს. ადგილობრივი რადიკალი აგენტები და მათი პატრონები გამუდმებით საუბრობენ, თითქოს, დღევანდელმა ხელისუფლებამ სასამართლო მიიტაცა და დაიქვემდებარა, მაშინ, როდესაც ვხედავთ, „ვეტინგის“ საშუალებით სხვადასხვა სახელმწიფოებში როგორ დააკომპლექტეს სასამართლოები „დიფ სთეითის“ შეხედულებების გამტარებელი იურისტებით. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრებას, როდესაც თავად, ფაქტობრივად, მთელი ევროპა, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებში შეღწევისა თუ ევროკავშირის ბიუროკრატების საშუალებით, ფაქტობრივად, მთელ ევროპას ოლიგარქიული ლოგიკით მართავენ. საინტერესოა, რომ ისინი გამუდმებით საუბრობენ ხალხის ნების უგულებელყოფაზე, თუმცა, არა არჩეული, არამედ დანიშნული ბიუროკრატების საშუალებით, პრაქტიკაში ახორციელებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროპული ქვეყნების მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. რაც მთავარია, დღეს უკვე ნულოვანი რეიტინგის მქონე საკუთარ აგენტურას გამუდმებით ალაპარაკებენ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მიიტაცა და კენჭისყრაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, მაშინ, როდესაც „დიფ სთეითისთვის“ მიუღებელი ძალის გამარჯვების შემდეგ, რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგი, რუსული ჩარევის სასაცილო ბრალდებით გააუქმა“,- წერს შათირიშვილი.

ზაზა შათირიშვილი

პოლიტიკა • 1792392099

მას, ვინც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი არ არის, უნდა დააბრალონ სწორედ ის, რასაც თავად აკეთებენ - ზაზა შათირიშვილი "დიფ სთეითის" მეთოდებსა და გლობალურ პროპაგანდაზე

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც ორუელისა და ჰაქსლის ნაწარმოებებს თანამედროვე გლობალურ პოლიტიკას ადარებს და ამტკიცებს, რომ დასავლეთში გამეფებული ცენზურა, შიში და ხელოვნური კრიზისები ევროპის დამორჩილებას ისახავს მიზნად.ტექსტში დეტალურად არის განხილული, თუ როგორ იყენებს "დიფ სთეითი" ტერმინებს - "რუსულს" და "რუსეთის ინტერესების გამტარებელს" - იმ ძალების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტრადიციულ ღირებულებებს იცავენ.შათირიშვილის განცხადებით, ამის ნათელი მაგალითია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია: მაშინ, როდესაც ოპონენტები მას რუსულ კავშირებს აბრალებენ, ვერ ასახელებენ ვერცერთ ფაქტს, თუ რა სარგებელი მიიღო რუსეთმა საქართველოსგან ბოლო 14 წლის განმავლობაში, ივანიშვილის მიერ საქართველოში ჩადებული მილიარდობით დოლარის ინვესტიცია კი სწორედ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება."ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა" - ეს ლოზუნგი ჯორჯ ორუელისეულ "ორაზროვნების" ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც სამი ტოტალიტარული სახელმწიფოდან ერთ-ერთის, "ოკეანიის" მთავრობა და მმართველი პარტია საზოგადოების მართვისთვის იყენებს. აღნიშნული პრინციპი აიძულებს ადამიანებს დაიჯერონ ერთი შეხედვით, ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ისე, რომ ეჭვიც არ გაუჩნდეთ.ბუნებრივია, რომ ამგვარ სამყაროში ასეთი გარემოს შესაქმნელად კონკრეტული მექანიზმებიც არსებობს, რომელიც მუდმივ პროპაგანდასა და წარსულის ყოველდღიურ გადაწერაში აისახება, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. "ოკეანიაში" "აზრის პოლიცია" ადამიანებს არასწორი ფიქრებისა და სახელმწიფოს მიერ ჭეშმარიტებად გამოცხადებული ნარატივის შესახებ ოდნავი ეჭვის გაჩენისთვისაც კი სჯის. საბოლოოდ პარტია საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტზე ტოტალურ კონტროლს აწესებს და ასე, ამ არაადამიანური ფორმით ინარჩუნებს აბსოლუტურ ძალაუფლებას.კიდევ ერთი დისტოპიური რომანი ოლდოს ჰაქსლის "საოცარი ახალი სამყარო", რომელიც ასევე ტოტალიტარულ სამყაროზე გვიყვება, რომელშიც ადამიანები ინკუბატორებში იბადებიან და დაბადებისთანავე კონკრეტული კასტის წარმომადგენლები ხდებიან. აკრძალულია ემოციები, მონოგამიური ურთიერთობები, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და სიყვარული დრომოჭმულ მოვლენად, ერთგვარ ჩამორჩენილობად ითვლება და სხვებისგან გარიყვას განაპირობებს. ამგვარ მოცემულობაში, სადაც მეცნიერება და ტექნოლოგიები ტოტალური კონტროლის საშუალებებად იქცა, მთავარი ღირებულება მუდმივი გართობა და ზედაპირული სიამოვნების მიღებაა, ყველაფერი ყველას ეკუთვნის, ინდივიდუალიზმი ქრება, სტრესის გასამკლავებლად კი სახელმწიფოს მიერ ლეგალურად დაშვებული ნარკოტიკული საშუალება გამოიყენება, რომელიც სევდას აქრობს და ხელოვნურად ბედნიერების ილუზიას ქმნის."1984"-სა და "საოცარ ახალ სამყაროზე" საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მით უმეტეს, რომ ორივე მათგანი ერთგვარ გაფრთხილებად და წინასწარმეტყველებად ითვლება, თუ საით შეიძლება განვითარდეს კაცობრიობის მომავალი. ორივე მათგანში აღწერილია საზოგადოება, სადაც ინდივიდუალიზმი, ფაქტობრივად განადგურებულია, წაშლილია წარსული და ისტორია, მართვის სადავეების შენარჩუნებისთვის მიმდინარეობს ტოტალური კონტროლი, აზროვნება კი შეზღუდულია. ამის მიუხედავად, მკაფიოდ ჩანს კონკრეტული განმასხვავებლებიც. მაგალითად, თუ ერთ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმად გართობა და სიამოვნება გამოიყენება, ორუელი ისეთ მოცემულობას აღწერს, სადაც სისტემა ადამიანებს შიშით და ძალადობით მართავს. “საოცარ ახალ სამყაროში” სიმართლეს, რომელიც არავის აინტერესებს, არავინ მალავს, თუმცა ის კარგად არის ჩამარხული უსარგებლო ინფორმაციის მიღმა, “1984”-ში კი ყველანაირი ინფორმაცია მკაცრ ცენზურას ექვემდებარება. ამის გარდა ორუელისეულ რეალობაში სახელმწიფო მუდმივად ნეგატიურ ემოციებს - შიშს, ზიზღსა და სიძულვილს ნერგავს, ბავშვებს ჯაშუშებად ზრდის და საკუთარი მშობლების დაბეზღებას ასწავლის, ჰაქსლისეულ დისტოპიაში კი, ძლიერი ემოციები, ფაქტობრივად, აკრძალულია, მოსახლეობა ხელოვნურად შექმნილ კმაყოფილებას განიცდის, ოჯახური ურთიერთობები კი აღარ არსებობს, ბავშვები ლაბორატორიებში იბადებიან, მშობლის ცნება კი წარსულის სამარცხვინო მხარედ მიიჩნევა.დღევანდელ დასავლურ სამყაროში, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპაში, არ არსებობს დიდი ქალაქი, სადაც, სურვილის ქონის შემთხვევაში, ადამიანი არალეგალური ნივთიერების შეძენას ვერ მოახერხებს. ამ ყველაფრის მიზანი კი ღირებულებებისგან დაცლილი, ზედაპირული სიამოვნების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული ერთგვაროვანი მასის ჩამოყალიბებაა, რომელიც უსიტყვო მორჩილებაში მყოფი, ყველაზე მარტივი საკონტროლებელი იქნება, პარალელურად კი შეასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი ელიტა გადაწყვეტს.იმის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს „დიფ სთეითის“ მეთოდები და რა მექანიზმებით ავრცელებენ სხვადასხვა ქვეყანაში კონკრეტულ იდეოლოგიას, საქართველოში მათი სტაჟიანი აგენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებია. ბუნებრივია, იმისთვის, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაზე, ომის რიტორიკის გამძაფრებასა და საკუთარი ხალხისთვის საფრთხის განზრახ ზრდაზე თანახმა იყოს, ამა თუ იმ აგენტს, შესაბამისი ფსიქიკური მდგომარეობაც უნდა გააჩნდეს, რისთვისაც სააკაშვილი იდეალური კანდიდატი აღმოჩნდა. იმის გარდა, რას აკეთებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როგორ ცდილობდა „ახალი ქართველის“ შექმნას, არ უნდა დავივიწყოთ, რომ 2008 წელს, რუსთაველზე დამარცხებული ომი იზეიმა, საზოგადოებას კი უმტკიცებდა, რომ ტერიტორიების მხოლოდ 20 პროცენტის ოკუპაცია და უპირობო გამარჯვებას ნიშნავდა. ბუნებრივია, იმ პერიოდში, ქართველმა ხალხმა მისი ნარატივი არ დაიჯერა, თუმცა, მის მოღალატეობრივ განცხადებებს არც საპირისპირო რეზონანსი გამოუწვევია, რადგანაც ომის შემდეგ საზოგადოება საკმაოდ რთულ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პარალელურად კი არ არსებობდა დამოუკიდებელი მაუწყებელი, რომელშიც ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირების საშუალებას ვინმეს ღიად მისცემდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „პაციენტი“ სააკაშვილი დღესაც დაბეჯითებით ამტკიცებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რომ რუსეთი 2008 წელს „სასტიკად დაამარცხა“, თუმცა 2008 წლისგან განსხვავებით, ამჯერად ეს ბოდვა საზოგადოებისთვის სწორედ მისი გონებრივი და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებისთვისღა თუ გამოდგება.კიდევ ერთი მოცემულობა, რომელიც სააკაშვილის რეალურ გონებრივ შესაძლებლობებზე მეტყველებს, მისი დღევანდელი პოზიციები და იმავეს მტკიცებაა, რაზეც 2008 წელს საუბრობდა. ბუნებრივია, იმ გლობალური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და კონკრეტულ იდეოლოგიებსა თუ ნარატივებს ქმნიან, შემდეგ კი სააკაშვილის მსგავს აგენტებს დავალებას აძლევენ, საკმაოდ დიდი გავლენის, გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანები არიან, შესაბამისად, მათ ზუსტად იციან, რომ დღესდღეობით რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაზე საუბარი, მით უმეტეს, რომ ქართველი ხალხისთვის ყველაფერი უკვე დიდი ხანია ნათელია, უკუშედეგის მომტანია. როგორც ჩანს, ურესურსოდ დარჩენილი, როგორც ადგილობრივი, ისე სტრასბურგის სასამართლოს მიერ არაერთ დანაშაულში მხილებული ყოფილი დიქტატორი მისი პატრონებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს და დავალებებსაც აღარ იღებს, ის კი დამოუკიდებლად მოქმედებას ვერ ახერხებს და კვლავ 20 წლის წინანდელ ლოზუნგებს იმეორებს, რითაც უფრო და უფრო კომიკური ხდება. იქამდე მივიდა, რომ სასამართლოზე, ხან საკუთარი ავატარის შექმნაზე საუბრობს, ხან ქართულ, ხან კი უკრაინულ ჰიმნს მღერის. ხან სიკვდილი პირას არის, ხან სასწაულებრივად განიკურნება და ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას გვპირდება.ღირებულებებისგან დაცლილი საზოგადოებების კიდევ უფრო დასუსტება მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების ზრდითა და გაღარიბებით არის შესაძლებელი, ამის მისაღწევად კი, საუკეთესო გზა ბოლო პერიოდში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომრავლებული ომებია, რომლებიც, ცხოვრებისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ფასის ზრდას ბუნებრივად იწვევს, რაც, დღესდღეობით, განსაკუთრებით დიდ პრობლემას ევროპას უქმნის. მეორე მხრივ, საკუთარი მოქალაქეებისთვის სხვა ქვეყნებში მიმდინარე ომზე მითითება და გამუდმებული პროპაგანდირება, რომ ომი კარზეა მომდგარი, დიფ სთეითის მორჩილ კონკრეტულ ლიდერებს, საზოგადოების აზრით მანიპულირებისთვის შესანიშნავ პირობებს უქმნის. საბოლოოდ, აქამდეც არაერთხელ მისაუბრია, რომ ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანი, ეკონომიკურად ჩამოშლილი, ომისაგან დაღლილი ევროპის ღიად დაქვემდებარება და კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, თუმცა, ამას არა ვალდებულებითი ხასიათი უნდა ჰქონდეს, არამედ უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად უნდა მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს.ბუნებრივია, საზოგადოების საკუთარი შეხედულებისამებრ მართვის მცდელობებისა და მათ მიერ კონტროლირებად მედიაში თეთრზე შავის მტკიცების მიღმა, “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან. ამ ფონზე კი, ნათლად იკვეთება მათთვის დამახასიათებელი უმთავრესი მეთოდი - მას, ვინც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილი არ არის, უნდა დააბრალონ სწორედ ის, რასაც თავად აკეთებენ და ეს, რომ ასეა, რამდენიმე კონკრეტული მაგალითის ფონზე შეგვიძლია უკეთ დავინახოთ.კიდევ ერთხელ განვმეორდები - „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი ევროპის ეკონომიკურად ჩამოშლა, მისი ომში რაიმე ფორმით ჩათრევა, შემდეგ გლობალური კორპორაციების საშუალებით კონტინენტის „გადარჩენა“, ამის შემდეგ ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირ, საზოგადოების მოთხოვნით დამკვიდრება, ამ პროცესში კი ინსტრუმენტად კორპორაციული ლოგიკის გამოყენებაა. ასეთ პირობებში კი მათ სჭირდებათ, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო, ორგანიზაცია და ხელისუფლება დაიქვემდებარონ. ხოლო თუკი ვინმე გაბედავს, მათ წინააღმდეგობას გაუწევს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში, „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება და ნებისმიერ მანკიერებას, რასაც პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ჰქონდეს ადგილი, აღნიშნული სახელმწიფოს ექსკლუზივად გამოაცხადებენ, პარალელურად კი დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან," წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

ბალისტიკური

ომი უკრაინაში • 1792308764

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები „ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 180 დრონით მიიტანა

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები „ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 180 დრონით მიიტანა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.ოფიციალური უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ 152 დრონის ჩამოგდება შეძლო. ამის მიუხედავად აფეთქებები 20 ადგილას დაფიქსირდა.მედიის ცნობით, რუსებმა უკრაინაზე რაკეტით იერიში ვორონეჟის ოლქიდან მიიტანეს, დრონებით თავდასხმები კი – ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და შატალოვოდან. იერიშები განხორციელდა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმიდანაც.მედიის ცნობით, უკრაინის დროით დილის რვა საათზე უკრაინის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 10 რუსული დრონი იმყოფებოდა.

რუსეთის მიერ ხარკოვის და ოდესის რეგიონების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

ომი უკრაინაში • 1792145880

რუსეთის მიერ ხარკოვის და ოდესის რეგიონების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთმა უკრაინაში ხარკოვის და ოდესის რეგიონები დაბომბა, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.ხარკოვის შევჩენკოვსკის რაიონზე დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.თავდაპირველად, სამი დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ ერთი მამაკაცი რეანიმაციაში გადაიყვანეს და ამჟამად საოპერაციოში კრიტიკულ მდგომარეობაშია.რუსმა სამხედროებმა ასევე დრონით დაბომბეს ქალაქის ინდუსტრიული უბანი, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.პარალელურად, რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესის რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ენერგეტიკული ობიექტი და საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს. ადგილზე ხანძარი გაჩნდა და არიან დაშავებულები. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მტრის თავდასხმის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. რეგიონზე თავდასხმა რეაქტიული დრონებით განხორციელდა. დარტყმების შედეგად დაზიანდა შვიდი კერძო სახლი, ენერგეტიკული ობიექტი და საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელი ქარხანა.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო • 1792085160

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მსოფლიო ბაზრებზე რუსული დიზელის მიწოდება დაიწყო

კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ რუსული დიზელის მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე დაიწყო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.„დიზელი უკვე აღწევს მსოფლიო ბაზრებს და მოსალოდნელია, რომ ეს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, თუმცა მათი სრულად დასტაბილურებისთვის საკმარისი არ იქნება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.„როიტერის“ მონაცემებით, რუსეთმა ბალტიის ზღვის პორტ პრიმორსკიდან დიზელის ექსპორტისთვის ტანკერების დატვირთვა განაახლა.მედიის ცნობით, 13 ოქტომბერს ტანკერზე დაახლოებით 40 ათასი ტონა დიზელი დატვირთეს. გემი მაროკოსკენ მიემართებოდა.შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

✕