„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - ესტონეთთან, საზღვართან რუსეთის მხრიდან ე.წ. მწვანე კაცების გამოჩენა შესაძლო მომავალი ომისთვის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური პლაცდარმის ფორმირებაზე მიუთითებს

ომის შესწავლის ინსტიტუტი

ესტონეთთან საზღვართან რუსეთის მხრიდან ე.წ. მწვანე კაცების გამოჩენა შესაძლო მომავალი ომისთვის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური პლაცდარმის ფორმირებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშში.

მოხსენების თანახმად, რუსეთმა ნატო-სთან პოტენციური კონფლიქტისთვის მზადების ახალი ფაზა დაიწყო, რომელიც „ნულოვანი ფაზის“ სახელითაა ცნობილი.

10 ოქტომბერს ესტონეთის მთავრობამ დროებით დაკეტა საზღვრის მახლობლად გზა მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა რუსი სამხედრო მოსამსახურეების მცირე ჯგუფი შენიშნეს, რომლებსაც ნიშნები არ ჰქონდათ. ესტონეთის სამხრეთ პრეფექტურის გუბერნატორმა, მეელის საარეპუუმ განმარტა, რომ ესენი რუსი მესაზღვრეები არ იყვნენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ 12 ოქტომბერს აღნიშნა, რომ რუსი ჯარები „უფრო გადამწყვეტად და თვალსაჩინოდ მოქმედებენ, ვიდრე ადრე“. მთავრობა ასევე გეგმავს გზის ამ მონაკვეთის სრულად დაკეტვას მომავალში, რადგან შენდება რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით ალტერნატიული მარშრუტები.

ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსი ე.ე. მწვანე კაცები ნატო-ს წევრი ქვეყნის მახლობლად შენიშნეს.