მართლმსაჯულება

სამართალი • 1794661560

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.სხდომას ორივე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი ესწრებოდა.პროკურატურამ ბრალი გუშინ სულ შვიდ პირს წარუდგინა, მათ შორის პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთა საქმეებსაც სასამართლო ცალკე განიხილავს. აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდება დაუმძიმდათ პატიმრებს - ვატო და შოთა ყიფიანებს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.

პროკურატურა

სამართალი • 1794661187

პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ნოემბერს, ქალაქ თელავში, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა მოკვლის მიზნით დანით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა დედას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „კ“ და „პ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი • 1794656052

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტზე ვატო და შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას პატიმრობა შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე 5 ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების მკაცრი ფორმა შეეფარდათ - სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.პროკურატურამ ბრალი გუშინ სულ 7 პირს წარუდგინა, მათ შორის პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთა საქმეებსაც სასამართლო ცალკე განიხილავს.ბრალდება დაუმძიმდათ პატიმრებს - ვატო და შოთა ყიფიანებს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.

ლევან ხაბეიშვილი

სამართალი • 1794651764

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე მიიღო.პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 საქართველოს პროკურატურა

სამართალი • 1794642065

თბილისში თაღლითობისთვის დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კოტეჯების აშენებას ჰპირდებოდა - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული  შეუთანხმდა დაზარალებულებს მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელ კოტეჯების მშენებლობაზე და თითქოსდა სამშენებლო მასალის შესაძენად და მშენებლობის დასაწყებად, ჯამში 160 000 ლარი ჩაარიცხვინა, რომელსაც თაღლითურად დაეუფლა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

პეტერ მადიარი

მსოფლიო • 1794594609

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერ მადიარს მუქარასა და ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის წინააღმდეგ პროკურატურაში ორი განცხადება შეიტანეს. განცხადებების ავტორები მადიარს მუქარასა და ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ.როგორც ადგილობრივი მედია წერს, განცხადებები ეყრდნობა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდით ვარგას ჩვენებას. ვარგა მადიარის ყოფილი მეუღლეა. ჩვენება მან მიმდინარე კვირაში პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მისცა. თავად ვარგა პროკურატურაში არ მისულა.როგორც გამოცემა აღნიშნავს, განცხადებები შეიტანეს „ფიდესის“ ყოფილმა დეპუტატმა ილონა ეკეშმა და პარტიის ყოფილმა წევრმა იშტვან თენი უმცროსმა.ეკეშის თქმით, 2023 წლის იანვარში მადიარმა საცხოვრებელ სახლში ვარგასთან საუბარი მისი თანხმობის გარეშე ჩაიწერა. განცხადების ავტორის მტკიცებით, მადიარი ამ ჩანაწერით 2024 წლის მარტამდე ვარგას ემუქრებოდა. ეკეში წერს, რომ მადიარი ვარგას დანაშაულის შესახებ განცხადებით დაშინებას, დაპატიმრების მოთხოვნას და „ცხოვრების დანგრევას“ უპირებდა, თუ ის განქორწინებას არ გადაიფიქრებდა. მუქარა ასევე ეხებოდა ქონების გაყოფას და შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას.ეკეშის განცხადებით, მუქარის გამო ვარგამ განქორწინება გადადო.ეკეში პროკურატურას სთხოვს, გამოძიება დაიწყოს. ის ითხოვს 2023 წლის აუდიოჩანაწერისა და მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვას. საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.ცნობისთვის, 2024 წლის მარტში მადიარმა ვარგასთან საუბრის ჩანაწერი თავად გაასაჯაროვა. გამოქვეყნებული ჩანაწერის თანახმად, ვარგა ამბობდა, რომ ვიქტორ ორბანის გარემოცვა კორუფციის საქმეში ჩარევას ცდილობდა, ამას კი, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

პეტერ მადიარი

მსოფლიო • 1794593071

პეტერ მადიარის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში ორი განცხადება შევიდა - როგორც გამოცემა Magyar Nemzet წერს, საქმე ეხება შანტაჟისა და ოჯახური ძალადობის შესაძლო ფაქტებს, რაც პოლიტიკოსის ყოფილი მეუღლის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდიტ ვარგას ჩვენებებს ეფუძნება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში ორი განცხადება შევიდა. როგორც გამოცემა Magyar Nemzet-ი წერს, საქმე ეხება შანტაჟისა და ოჯახური ძალადობის შესაძლო ფაქტებს, რაც პოლიტიკოსის ყოფილი მეუღლის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდიტ ვარგას ჩვენებებს ეფუძნება.გამოცემის ცნობით, პარტია „ფიდესის“ ყოფილმა დეპუტატმა, ილონა ეეკეშმა უნგრეთის ცენტრალურ საგამოძიებო პროკურატურას მიმართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმართვა ეფუძნება ვარგას ჩვენებებს, რომლებიც მან აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისცა, ასევე მედიაში გავრცელებულ ცნობებს.სარჩელის თანახმად, 2023 წლის იანვარში მადიარმა მათ საერთო საცხოვრებელში, ვარგას ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საუბარი ფარულად ჩაწერა. განმცხადებელი ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსი ამ ჩანაწერს შანტაჟისთვის იყენებდა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მადიარი რეგულარულად ემუქრებოდა ყოფილ მეუღლეს ჩანაწერის გასაჯაროებითა და „ცხოვრების დანგრევით“, თუ ის განქორწინების პროცედურას გააგრძელებდა ან ქონების გაყოფისა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შესახებ მისთვის არახელსაყრელ პირობებს დაეთანხმებოდა.განცხადების მიხედვით, მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, ვარგა იძულებული გახდა, განქორწინება გადაედო ან არახელსაყრელ პირობებზე დათანხმებოდა.ეეკეში ცენტრალურ საგამოძიებო პროკურატურას საქმის შესწავლისა და სავარაუდო მტკიცებულებების, მათ შორის 2023 წლის იანვრის აუდიოჩანაწერისა და მუქარის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს. ჟურნალისტების ხელთ არსებული დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო მოსმენების დროს ვარგამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ იმდენად მძიმე ბრალდებები წამოაყენა, რომ ისინი შესაძლოა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდეს.

პროკურატურა

სამართალი • 1794582190

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნდობის, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით გარყვნილი ქმედება განახორციელა.სამართალდამცავებმა ბრალდებული 2026 წლის 19 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა.სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“- წერია ინფორმაციაში.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა • 1794578580

რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი ისეთი დანაშაული კიდევ უფრო საყურადღებოა ჩვენთვის, რომელსაც მოხელეები სჩადიან. ის, რომ საქმეების გახსნის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური მუშაობის შედეგია

ნებისმიერი ისეთი დანაშაული კიდევ უფრო საყურადღებოა ჩვენთვის, რომელსაც მოხელეები სჩადიან. ის, რომ საქმეების გახსნის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური მუშაობის შედეგია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.წამყვანმა მას სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰკითხა.„სახელმწიფო ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ნებისმიერ დანაშაულს, კრიმინალურ ქმედებას მოჰყვება ადეკვატური, პროპორციული და სამართლებრივი შედეგი. არავის ეპატიება ამ ქვეყანაში დანაშაულის ჩადენა. სწორედ ამიტომაც არის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმეებზე ისტორიულად ყველზე მაღალი გხსნის მაჩვენებელია, ვინაიდან სახელმწიფო ყოველთვის იქნება შეუგუებელი ასეთ დანაშაულებზე.ნებისმიერი ისეთი დანაშაული კიდევ უფრო საყურადღებოა ჩვენთვის, რომელსაც მოხელეები სჩადიან. ის, რომ საქმეების გახსნის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური მუშაობის შედეგია. დანაშაული ყველგან ხდება, ჩვენს ქვეყანაშიც, მაგრამ მთავარი ასეთ დროს არის ის რეაგირება, რაც აქვს სახელმწიფოს საგამოძიებო უწყებებს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.

PROKURATURA

სამართალი • 1794575217

რა სასჯელი ემუქრება მამაკაცს, რომელიც თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობაშია ბრალდებული - პროკურატურის განცხადება

პროკურატურამ ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გია ძლიერაშვილს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე წარუდგინა.როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყება ძლიერაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ანგარებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ცოლ-ქმარს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ და ანგარებით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალი • 1794558172

პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ, განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს - ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანია), შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის ოქტომბერში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 2026 წლის 25 ოქტომბერს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა.საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას.

გიორგი პატარიძე

სამართალი • 1794557046

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე, პენიტენციურის ყოფილი დირექტორ გიორგი პატარიძეს ბრალი წარედგინა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნომერ მე-8 პენიტენციური დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, 7 პირს ბრალდება წარედგინათ - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. "საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ, განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს - ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანია), შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარედგინა.როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის ოქტომბერში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 2026 წლის 25 ოქტომბერს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა.საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - "პენიტენციური კოდექსის" და "სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების" დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას." - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.  

✕