ნადარეიშვილი

პოლიტიკა • 1792647651

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში, ეს არის ძალიან დიდი სპექტრი იმ ფინანსური ინსტრუმენტების, რომელიც ჩვენს ბიზნესს სჭირდება

 მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას გადაცემაში "იმედი ლაივი" განაცხადა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ის ყველა ინსტრუმენტი, ყველა პროგრამა, რომელიც დღეს არსებობს, არათუ ნარჩუნდება, არამედ ფართოვდება.„მანდატი მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ფართო გაგებით ეკონომიკის მხარდაჭერაზე. ეს გულისხმობს აბსოლუტურად ახალ დამატებით ინსტრუმენტებს, ვინაიდან შევდივართ სპეციალიზებულ სექტორებში, სადაც მანამდე სააგენტო არ იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.მისივე განმარტებით, ასევე არის ახალი სექტორები, ახალი დარგები, სადაც კორპორაცია თავის საქმიანობას განახორციელებს.„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული ბანკი პარლამენტთან ერთად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში, არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა. ესეც არის უპირველესი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დივერსიფიკაცია მოხდეს ქვეყანაში და არ ვიყოთ მხოლოდ საბანკო სექტორში კონცენტრირებული და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.„აწარმოე საქართველოში“ ცოტა ხნის წინ გახდა სწორედ ის ინსტიტუტი, რომელმაც ძალიან წარმატებით განხორციელებული თითქმის ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში პოლიტიკის შემუშავების შემდეგ ეტაპზე უკვე დაიწყო იმპლემენტაციის და უშუალოდ მხარდაჭერის და ხელშეწყობის ინსტრუმენტების მიწოდება ბაზარზე. პირველი იყო ეს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდაჭერა, სადაც 1,5 მილიარდზე მეტი ფასიანი ქაღალდების მხარდაჭერა განხორციელდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.მისივე თქმით, კორპორაციის ახალი ინსტრუმენტები მოიცავს სასესხო ინსტრუმენტებს.„კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში, ეს არის ძალიან დიდი სპექტრი იმ ფინანსური ინსტრუმენტების, რომელიც ჩვენს ბიზნესს სჭირდება, რომელსაც ჩვენი ბიზნესი ელოდება, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას, გააიაფებს ფინანსურ რესურსს. აუცილებლად უნდა ვახსენო ფაქტორინგი. ეს კანონი პარლამენტმა მიიღო მიმდინარე წელს, პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი, კიდევ ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, სადაც კორპორაციას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ვინაიდან ყველა ახალ ინსტრუმენტს სჭირდება პოპულარიზაცია, ახსნა, მომხმარებლამდე მიტანა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საბერძნეთი

მსოფლიო • 1792591380

საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში სუდენტებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში ათასობით სტუდენტისა და მასწავლებლის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები და მასწავლებლები განათლების სფეროსთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას, სასწავლო პირობების გაუმჯობესებასა და გადატვირთულ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას ითხოვენ.პოლიციის ინფორმაციით, ათენის ცენტრსა და გარეუბნებში მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტებია.აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იმართება.აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ცხოვრების გაძვირებასა და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს უკავშირდება.დემონსტრანტები პარლამენტთან შეიკრიბნენ და სკანდირებენ: „საბერძნეთიდან საფრანგეთამდე – ჩვენ გვინდა საჯარო და უფასო განათლება“.საპროტესტო აქციების ფონზე შეფერხდა საჯარო სკოლებისა და საავადმყოფოების მუშაობაც. ხელფასებისა და კადრების ნაკლებობის გასაპროტესტებლად გაფიცვას დაწყებითი სკოლების მასწავლებლებისა და ექიმების ნაწილი შეუერთდა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია

პოლიტიკა • 1792583953

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა ევროპული სექციის გენერალური დირექტორის მოადგილესა და ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორ ჰანა მოტლოვასთან, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორ პეტრ კროუჟეკთან.შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები იყო.ლევან მახაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს საქართველოს პოზიცია გააცნო ევროკავშირთან მიმართებაში არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით და ურთიერთობის შემდგომი განვითარების ხედვაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე. მასპინძელ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მხრივ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არსებული პოლიტიკური გამოწვევების აღმოსაფხვრელად ევროკავშირთან კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის აუცილებლობას.ჩეხეთის მხარის ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის მიზეზები, მიმდინარეობა და მოლოდინები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების მიღების მიზეზებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტი

პოლიტიკა • 1792570190

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ იან შილერსა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სენატორ ირჟი დუშეკს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების დინამიკა, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა ჩეხეთის კონსტრუქციულ პოლიტიკას და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქმიანი დიალოგის მნიშვნელობას.ჩეხი სენატორების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.ლევან მახაშვილმა იან შილერს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა დაადასტურეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საჭიროება, განსაკუთრებით, მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს.ჩეხურმა მხარემ გამოხატა დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის მზაობა.საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან:ლევან მახაშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე; ზვიადი შალამბერიძე - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ლიკა შარტავა - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ფოტო

პოლიტიკა • 1792511495

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ იან შილერსა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სენატორ ირჟი დუშეკს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების დინამიკა, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა ჩეხეთის კონსტრუქციულ პოლიტიკას და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქმიანი დიალოგის მნიშვნელობას.„ჩეხი სენატორების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.ლევან მახაშვილმა იან შილერს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა დაადასტურეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საჭიროება, განსაკუთრებით, მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს.ჩეხურმა მხარემ გამოხატა დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის მზაობა.საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან:ლევან მახაშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე; ზვიად შალამბერიძე - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ლიკა შარტავა - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პოლიტიკა • 1790852620

შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის – ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატაში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა.პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს.„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებები.ბელარუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ 3 ოქტომბერს ბელარუსში ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა მინსკში“ იმართება, რომელიც ყოველ ჯერზე ათიათასობით სტუმარს მასპინძლობს.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. გამოიხატა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება.შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

პოლიტიკა • 1790586852

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს."ნინო წილოსანმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის რეგულარული და მაღალი დონის კონტაქტები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, შესაბამისი კომიტეტებისა და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას.მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის თანამშრომლობის მნიშვნელობას", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ნინო წილოსანმა მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის არსებული აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.

შეხვედრა

პოლიტიკა • 1790578935

მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს ჰასან ჰასანლის შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა STEM, ინოვაციური და ციფრული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების, ასევე, სახელმძღვანელოების გაცვლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ანტონ ობოლაშვილი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია

პოლიტიკა • 1790338743

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს (AIIF 2026) დაესწრო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს (AIIF 2026) დაესწრო. ფორუმი 25–26 სექტემბერს, ბაქოში იმართება და მისი მთავარი თემაა - „ნდობის აღდგენა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში: სამხრეთ კავკასია, როგორც გლობალური კავშირებისა და საინვესტიციო სტაბილურობის საყრდენი“. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.ფორუმის ფარგლებში განიხილება რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერება, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და გლობალური კავშირების ხელშეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ინვესტორები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს შესახებ გამახვილდა ყურადღება. ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაძლიერებას, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და პოტენციალს, რეგიონული და გლობალური კავშირების განვითარების მიმართულებით.დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა

პოლიტიკა • 1790337540

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება.საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების საკითხი მიმოიხილეს და პარლამენტების კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი."შეხვედრებისას იმ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართ მუდმივად არსებობს. ორი ქვეყნის თანამშრომლობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რაც დაკავშირებადობას აძლიერებს. ეს არის "შუა დერეფნის" ფუნქცია, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ, ორი ქვეყანა ერთმანეთს ვაძლიერებთ. ერთობლივი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას და ზოგადად, რეგიონის მყარ პოზიციონირებას ემსახურება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების არაღიარების და დაგმობის გამოხატვის გამო, მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790227477

პაპუაშვილი: ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა, ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან თითქმის 700 დღე გავიდა. ეს 100 კვირაა. არჩევნები, რომლებიც ოპოზიციის ნაწილმა რეფერენდუმად გამოაცხადა, მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა. შედეგის არცნობას ქუჩის მორიგი პოლიტიკური პროცესი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით მარკეტინგულად „უწყვეტი პროტესტი“ უწოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელშუი წერს.„ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა. ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, რომ საფუძვლიანად აღვწეროთ, თუ როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად და როგორ მივიღეთ თითქოს ტრადიციული კამპანიიდან საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი – ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა.ხანგრძლივი პროტესტი თავისთავად სექტანტურობას არ ნიშნავს. გარდატეხა მაშინ იწყება, როდესაც მოძრაობა შეცდომის აღიარებაზე უარს ამბობს, განსხვავებულ აზრს ღალატად აცხადებს და წარუმატებლობას უპირობო ერთგულების მოთხოვნით პასუხობს.როდესაც პოლიტიკური მოძრაობა საკუთარ არსებობას კონკრეტული შედეგით ვეღარ ამართლებს, მის წინაშე არჩევანი დგება: შეაფასოს განვლილი გზა, შეცვალოს ტაქტიკა, გადაახალისოს მიზნები ან დაასრულოს კამპანია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გზა – გაგრძელება თავად გამოაცხადოს წარმატებად. ამ დროს შეკრება, მარში და სიმბოლური მოქმედება თანდათან თვითმიზნად იქცევა, პრინციპით: „ვაგრძელებთ, მაშასადამე ვარსებობთ“.სწორედ აქ ჩნდება ის პრობლემა, რომელიც რუსთაველის პროტესტშიც გამოიკვეთა: ფორმა თანდათან იცლება თავდაპირველი შინაარსისგან და თავად ხდება შინაარსი. რიტუალის შესრულება კი მონაწილეობის მთავარ იდეად იქცევა.სწორედ აქ იკვეთება ფსევდორელიგიური გარდაქმნის ნიშნები:1. წმინდა სივრცერელიგიურ თემს აქვს ადგილი, სადაც ჩვეულებრივი სივრცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „უწყვეტ პროტესტში“ მსგავს ფუნქციას რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ასრულებს.შეკრების რიტუალური განმეორება ამ ადგილს ჯგუფური იდენტობის სიმბოლოდ აქცევს. რუსთაველზე მისვლა უკვე მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნის გამოხატვა აღარ არის, ის კუთვნილებასაც ადასტურებს: „აქ ვარ, მაშასადამე თქვენიანი ვარ“.მრევლი ტაძარში იკრიბება, პროტესტის მონაწილეები – პარლამენტის თაღებთან.2. პოლიტიკური ლიტურგიარიტუალს განმეორებადობა სჭირდება.ერთი და იგივე საათი, მარშრუტი, მსვლელობა, სკანდირება, დროშები, მუსიკა, პარლამენტთან მისვლა და დაშლა ქმნის თითქმის ლიტურგიულ ციკლს.რიტუალის რეალური პროდუქტი ყოველთვის ხელისუფლების გადაწყვეტილების შეცვლა არ არის. მისი პროდუქტი შეიძლება იყოს თვითონ ჯგუფის ხელახლა შექმნა, განმტკიცება, არსებობის დადასტურება. აქვე გამოიყენება ქენჯნის მექანიზმიც – რიტუალიდან ამოვარდნა უკვე ერთგვარი ღალატია, ცოდვა, რომელიც კისერზე გაწვება და სინანულისა და დაბრუნებისკენ გიხმობს.3. საკუთარი კალენდარიჩამოყალიბებულ თემებს აქვთ თარიღები, რომლებიც ჯგუფის მეხსიერებას პერიოდულად ააქტიურებს. თბილისის პროტესტშიც პოლიტიკური კალენდარი განსაკუთრებული დღეებით შეივსო: პროტესტის დაწყების თარიღი, დაკავებების დღეები, წლისთავები და სხვა მრგვალი რიცხვები.ასეთი კალენდარი მოძრაობას საშუალებას აძლევს საკუთარი ისტორიული დრო შექმნას. პოლიტიკური მოვლენები იცვლება, მაგრამ რიტუალი დროის თვლას აგრძელებს.პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც შეკრების აუცილებლობას თავად თარიღი ასაბუთებს და აღარ ისმის კითხვა, რა უნდა შეცვალოს ამ შეკრებამ. იქმნება ჩაკეტილი წრე: ახალი თარიღი, ახალი მოლოდინი, და შემდეგ მომდევნო თარიღისთვის მზადება.4. მოწამეებირიტუალიზებულ მოძრაობას სჭირდება მოწამეები. ამიტომ, დაპატიმრებული, დაშავებული, სამსახურიდან წამოსული ან სხვა პირადი ფასის გადამხდელი ადამიანი ბუნებრივად ხდება მოძრაობის მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილი.პოლიტიკური პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც განცდილი დანაკარგი მოძრაობის უტყუარობის მტკიცებულებად ცხადდება. თავდაპირველად ლოგიკა ასეთია: „ვიბრძვით და ამიტომ გვყავს დაზარალებულები“. შემდეგ ხდება ჩანაცვლება: „რადგან გვყავს დაზარალებულები, ესე იგი ჩვენი ბრძოლა მართალია“.სწორედ ამ ჩანაცვლებიდან იწყება გმირების საკრალიზაცია. იკითხება პატიმრების წერილები, წარმოითქმის მათი სახელები, იხატება პორტრეტები. ამ სიმბოლურ სამყაროშიც ყალიბდება იერარქია: ვიღაც რიგითი გმირია, ვიღაც – სექტის მთავარი მოწამე.დიდი ხანია, დაიკარგა ის შინაარსი, რის გამოც ეს ადამიანები პატიმრობაში მოხვდნენ, ახლა საკუთრივ მათი პატიმრობა იქცა შინაარსად. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად სწორედ სექტას ჭირდება პატიმრები, რათა საფუძველი შეუნარჩუნოს თავის არსებობას.5. სიმბოლოებიდროშა, სიმღერა, ფოტო, სლოგანი ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტებია. მაგრამ განმეორებითი რიტუალის პირობებში ისინი სხვა ფუნქციას იძენენ.იქმნება სპეციალური იკონოგრაფია – ვიზუალური და ხმოვანი ნიშნები, რომელთა გამოყენებას უკვე მხოლოდ საინფორმაციო დატვირთვა აღარ აქვს. ისინი ჯგუფური კუთვნილების ნიშნებია.დროშის ფრიალი ან სკანდირება აღარ ამბობს მხოლოდ რას მოითხოვს ადამიანი. ის ამბობს, ვის ეკუთვნის ადამიანი.6. წინასწარმეტყველებახანგრძლივ მობილიზაციას მომავლის დაპირება სჭირდება: „გამარჯვება ახლოსაა“, „ცოტაც“, „კიდევ ერთი დიდი შეკრება“, „გამოვა, მაგრამ უშენოდ არ გამოვა“, „ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ“, „ბოლომდე“.გადის დრო და დაპირებული გარდატეხა არ დგება. მოდის ახალი თარიღი, შემდეგ კიდევ ახალი. ამ დროს ჯგუფს შეუძლია საკუთარ ვარაუდებს გადახედოს, მაგრამ მას ასევე შეუძლია გამარჯვება კიდევ ერთხელ გადადოს. მეორე შემთხვევაში პროგნოზი თანდათან ცრუ წინასწარმეტყველებას ემსგავსება: გაურბის შემოწმებას, მისი არგამართლება კი რწმენის ახალ გამოცდად ცხადდება.7. დოგმაპოლიტიკური პოზიცია განსჯას ექვემდებარება: იცვლება ტაქტიკა, ზუსტდება მოთხოვნა, ხდება კომპრომისი. პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.დოგმატურ სისტემაში კი მოქმედებს საპირისპირო პრინციპი. დოგმის მთავარი თვისება ის არის, რომ ფაქტი მას პირდაპირ ვერ აუქმებს. ამიტომ ქრება ყველა კითხვა შინაარსზე. ნებისმიერი პოლიტიკური კამათი კი მორალურ კატეგორიებში გადადის და რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: „რომელ მხარეს დგახარ?“სწორედ ამიტომ არის, რომ ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი – მრწამსი, რეზოლუციები – მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი, რომელსაც უცდომელობის თვისება გააჩნია.ამ გზით, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხები რწმენის სიმბოლოებად გარდაიქმნება. მათ შესახებ მსჯელობას კი მორჩილების მოთხოვნა ანაცვლებს.8. საბოლოო ტრანსფორმაციაყველა დოქტრინას, რელიგია იქნება თუ ფსევდორელიგია, სჭირდება ტერიტორია, სასიცოცხლო სივრცე, მასშტაბი. საქართველოს შემთხვევაში ცარიელი ნიშა არ არსებობს – გვაქვს სახელმწიფო, საზოგადოება, ეკლესია, მორალი, იდენტობა, წესი და კულტურა.ყოვლისმომცველობაზე პრეტენზიის მქონე სექტამ, სასიცოცხლო სივრცის მოსაპოვებლად, ყველა ჩამოთვლილ სვეტს შეუტია, პარალელური სახელმწიფო და ცრუ-პრეზიდენტი შექმნა, საზოგადოებას ახალი მორალი უქადაგა, სარწმუნოება გამოგონილი იდეოლოგიით ჩაანაცვლა და გარეთ მოცლილი პოლიტიკოსები აქაურ ქურუმებად აკურთხა. თუმცა, მიუხედავად ყველა მცდელობისა ის რეალურ თუ ვირტუალურ რუსთაველს ვერ გასცდა“,- აცხადებს პაპუაშვილი.მისივე თქმით, პოლიტიკური მოძრაობა არსებობს იმიტომ, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, „თუმცა, რიტუალიზაციის შემდეგ პროცესი იცვლება. თუ მანამდე ჯგუფი არსებობს მიზნისთვის, შემდეგ მიზანი იწყებს ჯგუფის არსებობის გამართლებას“.„ამ ეტაპზე რიტუალიზაციამ ადმიანების ამ ჯგუფს უკვე მისცა სოციალური გარემო, კოლექტიური იდენტობა, ყოველდღიური რიტუალი, მორალური მნიშვნელობის განცდა, მსხვერპლები, სიმბოლოები, განსაკუთრებული თარიღები და მოუნიშნა მტრები.სწორედ ამიტომ, პოლიტიკური მიზნის მიუღწევლობა ამგვარი ჯგუფის დაშლას ავტომატურად არ იწვევს. პროცესის შეწყვეტა მონაწილისთვის შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური კამპანიის დასრულებას, არამედ იმ სოციალური გარემოს, იდენტობის, ყოველდღიური რიტუალისა და მორალური მნიშვნელობის დაკარგვას, რომელიც პროცესმა მის ცხოვრებაში შესძინა.სწორედ აქ არის ყველაზე ზუსტი პარალელი ფსევდორელიგიურ თემთან: მოძრაობა აღარ არის მხოლოდ საშუალება გარე სამყაროს შესაცვლელად. ის ხდება დამოუკიდებელი სოციალური სამყარო, რომელიც წევრისთვის თავად ქმნის მნიშვნელობას.როდესაც შედეგი ვეღარ ამართლებს პროცესს, პროცესმა თავად უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გამართლება. რიტუალი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ეს ხდება, ხოლო როდესაც რიტუალის გაგრძელება თავად ხდება მიზანი, პოლიტიკური მოძრაობა თანდათან გარდაიქმნება დახურულ ფსევდორელიგიურ სექტად.დღეს რუსთაველზე, დღეთაღრიცხვის 666-ე დღეს, სწორედ ამ ნიშნების ერთობლიობას ვხედავთ.2028 წლის 28 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ ასეულობით დღეა დარჩენილი. დღევანდელი პატიმრების უმრავლესობა უბრალოდ მისჯილ ვადას მოიხდის და გარეთ გამოვა, სადაც მათ მათივე სახელობის სექტა დახვდება და საკუთარ თავს ხატებზე აღმოაჩენენ.ამ ადამიანებისთვის მაშინაც დარჩება პირადი არჩევანი – განაგრძონ ცხოვრება ნორმალური საზოგადოების წევრად, სადაც განსხვავებული აზრი და შეხედულება ნორმაა, თუ საკუთარი იდენტობა კვლავ იმავე მოძრაობასა და მის რიტუალებს დაუკავშირონ, რომელმაც ციხეში მარტვილობისთვის გაიმეტა.თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ამ ადამიანებს არ ეხებათ. პროცესი, რომელიც ადამიანების ამ ჯგუფმა დაიწყო, აღწერილი ტრანსფორმაციის გამო თავად იქცა არა მარტო ბრძოლის, არამედ იდეის გაკოტრებად.ამიტომ, „უწყვეტობა“ დროის აღმნიშვნელი სიტყვა აღარ არის. ის უკვე დოქტრინაა. ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტის დოქტრინა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790227452

შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან თითქმის 700 დღე გავიდა. ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა. ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, საფუძვლიანად აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად და როგორ მივიღეთ საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი - ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროტესტზე წერს. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ „თითქოს, ტრადიციული კამპანიიდან საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი - ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა“ მივიღეთ.„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან თითქმის 700 დღე გავიდა. ეს 100 კვირაა.არჩევნები, რომლებიც ოპოზიციის ნაწილმა რეფერენდუმად გამოაცხადა, მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა. შედეგის არცნობას ქუჩის მორიგი პოლიტიკური პროცესი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით მარკეტინგულად „უწყვეტი პროტესტი“ უწოდეს.ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა. ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, რომ საფუძვლიანად აღვწეროთ, თუ როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად და როგორ მივიღეთ თითქოს ტრადიციული კამპანიიდან საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი - ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა.ხანგრძლივი პროტესტი თავისთავად სექტანტურობას არ ნიშნავს. გარდატეხა მაშინ იწყება, როდესაც მოძრაობა შეცდომის აღიარებაზე უარს ამბობს, განსხვავებულ აზრს ღალატად აცხადებს და წარუმატებლობას უპირობო ერთგულების მოთხოვნით პასუხობს.როდესაც პოლიტიკური მოძრაობა საკუთარ არსებობას კონკრეტული შედეგით ვეღარ ამართლებს, მის წინაშე არჩევანი დგება: შეაფასოს განვლილი გზა, შეცვალოს ტაქტიკა, გადაახალისოს მიზნები ან დაასრულოს კამპანია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გზა - გაგრძელება თავად გამოაცხადოს წარმატებად. ამ დროს შეკრება, მარში და სიმბოლური მოქმედება თანდათან თვითმიზნად იქცევა, პრინციპით: „ვაგრძელებთ, მაშასადამე ვარსებობთ“.სწორედ აქ ჩნდება ის პრობლემა, რომელიც რუსთაველის პროტესტშიც გამოიკვეთა: ფორმა თანდათან იცლება თავდაპირველი შინაარსისგან და თავად ხდება შინაარსი. რიტუალის შესრულება კი მონაწილეობის მთავარ იდეად იქცევა.სწორედ აქ იკვეთება ფსევდორელიგიური გარდაქმნის ნიშნები:1. წმინდა სივრცერელიგიურ თემს აქვს ადგილი, სადაც ჩვეულებრივი სივრცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „უწყვეტ პროტესტში“ მსგავს ფუნქციას რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ასრულებს.შეკრების რიტუალური განმეორება ამ ადგილს ჯგუფური იდენტობის სიმბოლოდ აქცევს. რუსთაველზე მისვლა უკვე მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნის გამოხატვა აღარ არის, ის კუთვნილებასაც ადასტურებს: „აქ ვარ, მაშასადამე თქვენიანი ვარ“.მრევლი ტაძარში იკრიბება, პროტესტის მონაწილეები - პარლამენტის თაღებთან.2. პოლიტიკური ლიტურგიარიტუალს განმეორებადობა სჭირდება. ერთი და იგივე საათი, მარშრუტი, მსვლელობა, სკანდირება, დროშები, მუსიკა, პარლამენტთან მისვლა და დაშლა ქმნის თითქმის ლიტურგიულ ციკლს.რიტუალის რეალური პროდუქტი ყოველთვის ხელისუფლების გადაწყვეტილების შეცვლა არ არის. მისი პროდუქტი შეიძლება იყოს თვითონ ჯგუფის ხელახლა შექმნა, განმტკიცება, არსებობის დადასტურება. აქვე გამოიყენება ქენჯნის მექანიზმიც - რიტუალიდან ამოვარდნა უკვე ერთგვარი ღალატია, ცოდვა, რომელიც კისერზე გაწვება და სინანულისა და დაბრუნებისკენ გიხმობს.3. საკუთარი კალენდარიჩამოყალიბებულ თემებს აქვთ თარიღები, რომლებიც ჯგუფის მეხსიერებას პერიოდულად ააქტიურებს. თბილისის პროტესტშიც პოლიტიკური კალენდარი განსაკუთრებული დღეებით შეივსო: პროტესტის დაწყების თარიღი, დაკავებების დღეები, წლისთავები და სხვა მრგვალი რიცხვები.ასეთი კალენდარი მოძრაობას საშუალებას აძლევს საკუთარი ისტორიული დრო შექმნას. პოლიტიკური მოვლენები იცვლება, მაგრამ რიტუალი დროის თვლას აგრძელებს.პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც შეკრების აუცილებლობას თავად თარიღი ასაბუთებს და აღარ ისმის კითხვა, რა უნდა შეცვალოს ამ შეკრებამ. იქმნება ჩაკეტილი წრე: ახალი თარიღი, ახალი მოლოდინი, და შემდეგ მომდევნო თარიღისთვის მზადება.4. მოწამეებირიტუალიზებულ მოძრაობას სჭირდება მოწამეები. ამიტომ, დაპატიმრებული, დაშავებული, სამსახურიდან წამოსული ან სხვა პირადი ფასის გადამხდელი ადამიანი ბუნებრივად ხდება მოძრაობის მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილი.პოლიტიკური პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც განცდილი დანაკარგი მოძრაობის უტყუარობის მტკიცებულებად ცხადდება. თავდაპირველად ლოგიკა ასეთია: „ვიბრძვით და ამიტომ გვყავს დაზარალებულები“. შემდეგ ხდება ჩანაცვლება: „რადგან გვყავს დაზარალებულები, ესე იგი ჩვენი ბრძოლა მართალია“.სწორედ ამ ჩანაცვლებიდან იწყება გმირების საკრალიზაცია. იკითხება პატიმრების წერილები, წარმოითქმის მათი სახელები, იხატება პორტრეტები. ამ სიმბოლურ სამყაროშიც ყალიბდება იერარქია: ვიღაც რიგითი გმირია, ვიღაც - სექტის მთავარი მოწამე. დიდი ხანია, დაიკარგა ის შინაარსი, რის გამოც ეს ადამიანები პატიმრობაში მოხვდნენ, ახლა საკუთრივ მათი პატიმრობა იქცა შინაარსად. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად სწორედ სექტას ჭირდება პატიმრები, რათა საფუძველი შეუნარჩუნოს თავის არსებობას.5. სიმბოლოებიდროშა, სიმღერა, ფოტო, სლოგანი ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტებია. მაგრამ განმეორებითი რიტუალის პირობებში ისინი სხვა ფუნქციას იძენენ.იქმნება სპეციალური იკონოგრაფია - ვიზუალური და ხმოვანი ნიშნები, რომელთა გამოყენებას უკვე მხოლოდ საინფორმაციო დატვირთვა აღარ აქვს. ისინი ჯგუფური კუთვნილების ნიშნებია. დროშის ფრიალი ან სკანდირება აღარ ამბობს მხოლოდ რას მოითხოვს ადამიანი. ის ამბობს, ვის ეკუთვნის ადამიანი.6. წინასწარმეტყველებახანგრძლივ მობილიზაციას მომავლის დაპირება სჭირდება: „გამარჯვება ახლოსაა“, „ცოტაც“, „კიდევ ერთი დიდი შეკრება“, „გამოვა, მაგრამ უშენოდ არ გამოვა“, „ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ“, „ბოლომდე“. გადის დრო და დაპირებული გარდატეხა არ დგება. მოდის ახალი თარიღი, შემდეგ კიდევ ახალი. ამ დროს ჯგუფს შეუძლია საკუთარ ვარაუდებს გადახედოს, მაგრამ მას ასევე შეუძლია გამარჯვება კიდევ ერთხელ გადადოს. მეორე შემთხვევაში პროგნოზი თანდათან ცრუ წინასწარმეტყველებას ემსგავსება: გაურბის შემოწმებას, მისი არგამართლება კი რწმენის ახალ გამოცდად ცხადდება.7. დოგმაპოლიტიკური პოზიცია განსჯას ექვემდებარება: იცვლება ტაქტიკა, ზუსტდება მოთხოვნა, ხდება კომპრომისი. პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.დოგმატურ სისტემაში კი მოქმედებს საპირისპირო პრინციპი. დოგმის მთავარი თვისება ის არის, რომ ფაქტი მას პირდაპირ ვერ აუქმებს. ამიტომ ქრება ყველა კითხვა შინაარსზე. ნებისმიერი პოლიტიკური კამათი კი მორალურ კატეგორიებში გადადის და რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: „რომელ მხარეს დგახარ?“სწორედ ამიტომ არის, რომ ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი - მრწამსი, რეზოლუციები - მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი, რომელსაც უცდომელობის თვისება გააჩნია.ამ გზით, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხები რწმენის სიმბოლოებად გარდაიქმნება. მათ შესახებ მსჯელობას კი მორჩილების მოთხოვნა ანაცვლებს.8. საბოლოო ტრანსფორმაციაყველა დოქტრინას, რელიგია იქნება თუ ფსევდორელიგია, სჭირდება ტერიტორია, სასიცოცხლო სივრცე, მასშტაბი. საქართველოს შემთხვევაში ცარიელი ნიშა არ არსებობს - გვაქვს სახელმწიფო, საზოგადოება, ეკლესია, მორალი, იდენტობა, წესი და კულტურა.ყოვლისმომცველობაზე პრეტენზიის მქონე სექტამ, სასიცოცხლო სივრცის მოსაპოვებლად, ყველა ჩამოთვლილ სვეტს შეუტია, პარალელური სახელმწიფო და ცრუ-პრეზიდენტი შექმნა, საზოგადოებას ახალი მორალი უქადაგა, სარწმუნოება გამოგონილი იდეოლოგიით ჩაანაცვლა და გარეთ მოცლილი პოლიტიკოსები აქაურ ქურუმებად აკურთხა. თუმცა, მიუხედავად ყველა მცდელობისა ის რეალურ თუ ვირტუალურ რუსთაველს ვერ გასცდა.პოლიტიკური მოძრაობა არსებობს იმიტომ, რომ რაღაც უნდა შეცვალოს. თუმცა, რიტუალიზაციის შემდეგ პროცესი იცვლება. თუ მანამდე ჯგუფი არსებობს მიზნისთვის, შემდეგ მიზანი იწყებს ჯგუფის არსებობის გამართლებას.ამ ეტაპზე რიტუალიზაციამ ადმიანების ამ ჯგუფს უკვე მისცა სოციალური გარემო, კოლექტიური იდენტობა, ყოველდღიური რიტუალი, მორალური მნიშვნელობის განცდა, მსხვერპლები, სიმბოლოები, განსაკუთრებული თარიღები და მოუნიშნა მტრები.სწორედ ამიტომ, პოლიტიკური მიზნის მიუღწევლობა ამგვარი ჯგუფის დაშლას ავტომატურად არ იწვევს. პროცესის შეწყვეტა მონაწილისთვის შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური კამპანიის დასრულებას, არამედ იმ სოციალური გარემოს, იდენტობის, ყოველდღიური რიტუალისა და მორალური მნიშვნელობის დაკარგვას, რომელიც პროცესმა მის ცხოვრებაში შესძინა.სწორედ აქ არის ყველაზე ზუსტი პარალელი ფსევდორელიგიურ თემთან: მოძრაობა აღარ არის მხოლოდ საშუალება გარე სამყაროს შესაცვლელად. ის ხდება დამოუკიდებელი სოციალური სამყარო, რომელიც წევრისთვის თავად ქმნის მნიშვნელობას.როდესაც შედეგი ვეღარ ამართლებს პროცესს, პროცესმა თავად უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გამართლება. რიტუალი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ეს ხდება, ხოლო როდესაც რიტუალის გაგრძელება თავად ხდება მიზანი, პოლიტიკური მოძრაობა თანდათან გარდაიქმნება დახურულ ფსევდორელიგიურ სექტად.დღეს რუსთაველზე, დღეთაღრიცხვის 666-ე დღეს, სწორედ ამ ნიშნების ერთობლიობას ვხედავთ.2028 წლის 28 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ ასეულობით დღეა დარჩენილი. დღევანდელი პატიმრების უმრავლესობა უბრალოდ მისჯილ ვადას მოიხდის და გარეთ გამოვა, სადაც მათ მათივე სახელობის სექტა დახვდება და საკუთარ თავს ხატებზე აღმოაჩენენ.ამ ადამიანებისთვის მაშინაც დარჩება პირადი არჩევანი - განაგრძონ ცხოვრება ნორმალური საზოგადოების წევრად, სადაც განსხვავებული აზრი და შეხედულება ნორმაა, თუ საკუთარი იდენტობა კვლავ იმავე მოძრაობასა და მის რიტუალებს დაუკავშირონ, რომელმაც ციხეში მარტვილობისთვის გაიმეტა.თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ამ ადამიანებს არ ეხებათ.პროცესი, რომელიც ადამიანების ამ ჯგუფმა დაიწყო, აღწერილი ტრანსფორმაციის გამო თავად იქცა არა მარტო ბრძოლის, არამედ იდეის გაკოტრებად.ამიტომ, „უწყვეტობა“ დროის აღმნიშვნელი სიტყვა აღარ არის. ის უკვე დოქტრინაა. ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტის დოქტრინა", - წერს პაპუაშვილი.

✕