ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1743520589

ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მოვწონვარ, ყველას ვთხოვ, რომ ... - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

ბოლო დროს სოციალურ ქსელში დადებული ვიდეოსა და ატეხილი აჟიოტაჟის გამო ნუკი კოშკელიშვილს უამრავი ადამიანი გამოესარჩლა. თავად ნუკიმ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა და თავისი მოსაზრება და განცდები საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით იმ დღესვე დააფიქსირა. ამ თემაზე ის საუბარს ერიდება და ამბობს, რომ არავის მიმართ გულში წყენა არ აქვს, არც მისი გულშემატკივრების მხრიდან დაცვა უნდა, რათა ამით სხვას არ ატკინოს გული და ყველას წარმატებას უსურვებს. ნუკი კოშკელიშვილი: მართალია, ამ თემაზე საუბარი არ მსურს, თუმცა, მოკლედ შემიძლია, გითხრათ, რომ არავის მიმართ გულში წყენა არ მაქვს, ყველას წარმატებას ვუსურვებ და მინდა, ყველა იყოს ბედნიერი. ზოგადად, არც ინტრიგებში ჩაბმა მიყვარს, არც შემიძლია – ცუდად გამომდის, რადგან არ არის ჩემი საქმე. ვერავის ავყვები ინტრიგაში, ვერ ჩავებმები, მაგრამ ჩემი მხრიდან შემიძლია, ყველას წარმატებები ვუსურვო. მინდა, ყველას ვთხოვო, ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მე მოვწონვარ, არ დამიცვათ, არ მინდა. რადგან, როცა ვხედავ, ვიღაც მიცავს, ამით სხვა იჩაგრება. ეს კი არ მსიამოვნებს და არ მინდა, სხვისი დაჩაგვრის მიზეზი გავხდე. ვიცი, რა ძნელია, როცა ვიღაცის მიერ დაჩაგრული ხარ და ამას სხვას ვერ გავუკეთებ. არ მინდა, იგივე ვუსურვო და იგივე განცდა მივაყენო. კიდევ ვამბობ, ყველას წარმატებას ვუსურვებ, მეტს ვერაფერს ვიტყვი. არ დავმალავ, მტკივა, როცა უსამართლოდ მტკენენ გულს და დილით, ახალგაღვიძებულმა, სოციალურ ქსელში ჩემზე გავრცელებული ვიდეო რომ ვნახე, ვიტირე კიდეც. ასე რომ, არ მინდა, სხვასაც ატკინონ გული ადამიანებმა. შეიძლება, ვიღაც არ მომწონდეს, არ მოგწონდეთ, მაგრამ სახალხოდ უთხრა, არ მომწონხარ, არ მგონია, სწორი იყოს. სხვათა შორის, მე ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მეგობრები, გარშემო მყოფი ხალხი და გამომწერები,  ძალიან დადებითები არიან და არასოდეს მომსვლია ნეგატიური მესიჯი. ახლაც არ ყოფილა გამონაკლისი, ბევრი დადებითი წერილი მივიღე. უამრავი უცხო ადამიანი მწერდა სოციალურ ქსელში. მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ყველას! ზოგადად, რომ შეგაქებენ და კარგს გეუბნებიან, გსიამოვნებს და თავისთავად სტიმულიც გეძლევა. აქტიური ვარ, ძალიან ბევრს ვშრომობ, რომ რასაც ვაკეთებ, გამომივიდეს და ნებისმიერი ადამიანის შექება და წახალისება კოლოსალურ ძალას მაძლევს. თან, როცა ვიბრძვი, რომ უცხოეთში გავიტანო ჩვენი, ქართული ამბავი, ნებისმიერი მხარდაჭერა ფრთას მასხამს და სულ სხვა ძალა მეძლევა, რომ უფრო მეტი გავაკეთო. ამისთვის, დიდი მადლობა ყველას, ვინც ხედავს ჩემს შრომას, აფასებს, არ იზარებს და მამხნევებს. ქართველებმა ვიცით მხარდაჭერა და სადაც არ უნდა ვიყოთ, იმედად ყოველთვის გვყავს ჩვენი ხალხი და სამშობლო, ვიცით, რომ ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება.– ბევრჯერ გატკინეს გული. რა გაძლევდა ძალას, ყოფილიყავი, გაწონასწორებული, არ გეთქვა ზედმეტი და ემოციები მოგეთოკა?– არასოდეს ვთოკავ ემოციას, რაც ვარ, ეს ვარ. ნეტა, მოვთოკო ხოლმე ხანდახან, მაგრამ მოთოკილი არ ვარ (იცინის). ხომ ამბობენ, წლებთან ერთად, ადამიანი ემოციის კონტროლს და ბალანსს სწავლობსო, ეს მე ჯერ ვერ ვისწავლე. ხშირად ნერვები მეშლება ხოლმე, რატომ ვარ ასეთი ემოციური, რატომ ვერ ვისწავლე საკუთარი ემოციის გაკონტროლება-მეთქი. ვიცი, რომ არ არის კარგი ემოციებზე აყოლა და ნერვიულობა იმაზე, რაც საბოლოო ჯამში, ირკვევა, რომ სულაც არ არის სანერვიულო, მაგრამ არ გამომდის. თუმცა, მე ის ადამიანი ვარ, ვინც გულში წყენას არ იტოვებს. წყენა ის სიმძიმეა, რომელიც გამიწებს, გიზღუდავს მოძრაობას, შიგნიდან გჭამს, ამიტომ, ადამიანებმა არასდროს არც წყენა, არც ბრაზი, არ უნდა დაიტოვონ გულში, უნდა გათავისუფლდეთ ამისგან. როცა გულში წყენა, შური, ბრაზი ან ნეგატივი გაქვთ, თქვენი თავის გარდა, არავის არაფერს, უშავებთ მხოლოდ საკუთარ თავს. ადამიანს შური არასდროს გაძლევს განვითარების საშუალებას და ყოველთვის უკან გხევს. არ შეგშურდეს, რთულია, რადგან მეც მშურს, მაგალითად, დემი მურის სილამაზის, ალექსანდრა პაიჭაძის ფანტასტიკური ფეხების, ვიღაცის ცხვირის, მაგრამ ცუდად კი არ მშურს, ცოტა ნერვები მეშლება (იცინის).თბილისელები

ფაშინიანი

პოლიტიკა 1742729280

ირაკლი ქარსელაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს თბილისის აეროპორტში დახვდა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სტუმარს და დელეგაციის წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება.ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები დღეს საქართველო-სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეიოფის შეხვედრა თბილისის ბორს პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ბურთი

სპორტი 1740929612

რა ფასად იყიდება საქართველო-სომხეთის მატჩის ბილეთები შავ ბაზარზე?

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო - სომხეთის მატჩის ბილეთები 6 საათში სრულიად გაიყიდა.23 მარტს ბორის პაიჭაძის ეროვნულ არენაზე მორიგი ანშლაგი გველის.ბილეთების შავ ბაზარზე კი სასირცხვილო პოსტი ქვეყნდება, სადაც გადამყიდველი ბილეთებს ძალიან ძვირად ყიდის. წყარო: footballnews.ge

მოძრაობის შეზღუდვა

დედაქალაქი 1737990881

მოძრაობა დროებით შეიზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა 28 იანვარს, 00:30-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

ნუნუკა თამაზაშვილი

საზოგადოება 1737924944

რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ წმინდა ნინოს ხსენების დღეს და როგორ უნდა მიულოცოთ ნინოებს ნინოობა

წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.თუ როგორ უნდა მიულოცოთ წმინდანის მოსახელეებს ეს დღე, ამის შესახებ განმარტებას მამა შიო პაიჭაძე აკეთებს: "წმიდანის თანამოსახელეებს გამოვყოფთ ამ დროს და ვულოცავთ განსაკუთრებულად. ამ დროს აუცილებელია გამოვყოთ და არ აგვერიოს მფარველი ანგელოზის და წმიდანის სახელობის დღე, - ეს სხვადასხვაა! ეკლესიურად მილოცვის გამოკვეთილი ფორმები არ არსებობს, უმთავრესი ამ დროს მილოცვასთან ერთად არის მათთვის ლოცვა. შევავედროთ წმიდანს, როგორც თანამოსახელე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვთხოვოთ წმიდა მეფეს ყოველი მისი თანამოსახელე და ყოველი ჩვენი თანამემამულე დაგვილოცოს და მისი მეოხებით შეგვასწროს ჩვენს სამშობლოს ერთიანს და მთლიანს".წმინდა ნინოს ხატთან უნდა წარმოთქვათ ეს ლოცვები:ტროპარისიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.კონდაკიმოციქული ქრისტეისგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა მშვიდობისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა გრძნობითა საღმრთოითა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

პოლიტიკა 1737633203

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს და სტადიონის კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს დღეებში შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება.კომისიის წევრებმა ქვეყანაში სპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ახალი, მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე შეიქმნება მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი, რაც გაზრდის ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას.„ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი იტევს მხოლოდ 54 000 მაყურებელს. მოთხოვნა არის მეტი, როცა საქმე ეხება საფეხბურთო ნაკრების მატჩებს. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ახალი, უფრო მასშტაბური სტადიონის არსებობა ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, ეს იქნება საიმიჯო პროექტი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანაა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. ესეც საიმიჯო კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო მატჩებისთვის ისე სარაგბო მატჩებისთვის. აქ იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურა. მოქმედი ინფრასტრუქტურა ამ კუთხითაც პრობლემურია. ახალ სტადიონზე გვექნება შესაძლებლობა, უმაღლესი დონის კონცერტებს ვუმასპინძლოთ ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ტურისტული თვალსაზრისითაც გაიზრდება. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და გარდა სასპორტო და საკონცერტო დატვირთვისა, აქ იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა, რაც დღეს ქვეყანას არ აქვს და სადაც ასეთი ტიპის მაღალი რანგის ღონისძიებების მასპინძლობა იქნება შესაძლებელი. ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.სტადიონის მშენებლობისთვის ქალაქის გარეუბანში 2 ძირითადი ლოკაციაა შერჩეული, საბოლოო გადაწყვეტილება კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჰოლანდიურ კომპანიასთან კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.კომისიის სხდომაზე რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც იმსჯელეს. მთავრობა ქვეყნის მასშტაბით, 40-ზე მეტ რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი სტადიონების მშენებლობას გეგმავს.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1737626538

თბილისში ახალი მასშტაბური სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას - ირაკლი კობახიძე

ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას. ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.„დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განვიხილეთ სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ვიმსჯელეთ სტადიონებთან დაკავშირებულ თემებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს დაანონსებული თბილისში ახალი მასშტაბური სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაიტევს 70 000 მაყურებელს. ამას აქვს თავისი საფუძველი. პირველ რიგში, არის მაღალი მოთხოვნა საგანგებო მნიშვნელობის მქონე მატჩებზე. მოქმედი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი იტევს მხოლოდ 54 000 მაყურებელს. მოთხოვნა არის მეტი, როცა საქმე ეხება საფეხბურთო ნაკრების მატჩებს. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ახალი, უფრო მასშტაბური სტადიონის არსებობა ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, ეს იქნება საიმიჯო პროექტი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ეს იქნება რეზონანსული პროექტი. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. ესეც იქნება საიმიჯო კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენა. სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო მატჩებისთვის ისე სარაგბო მატჩებისთვის. აქ იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურა. ამ კუთხითაც მოქმედი ინფრასტრუქტურა არის პრობლემური. ახალ სტადიონზე გვექნება შესაძლებლობა, რომ უმაღლესი დონის კონცერტებს ვუმასპინძლოთ ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ტურისტული თვალსაზრისითაც გაიზრდება ამ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და გარდა სასპორტო და საკონცერტო დატვირთვისა, აქ იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა. დღეს არ აქვს ქვეყანას ე.წ. საგამოფენო საკონვენციო ცენტრი, სადაც ასეთი ტიპის მაღალი რანგის ღონისძიებებს შეიძლება უმასპინძლოს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა დედაქალაქმა. საკონვენციო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს ახალი სტადიონი. ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას. ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი“, - განაცხადა პრემიერმა.

პოლიციის ლენტი

საზოგადოება 1737359069

ცნობილია ექიმის ვინაობა, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა

სოციალურ ქსელში ჩოხატაურში ავარიის შედეგად გარდაცვლილ ექიმ ანესთეზიოლოგს, ნინო პაიჭაძეს ახლობლები, მეგობრები, პაციენტები ემშვიდობებიან.„კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიკვდილმა სიცოცხლეზე. განადგურებული ვართ ყველა ამ საშინელი ტრაგედიით. უფალს ებარებოდეთ, ჩემო სიკეთით და სიყვარულით სავსე ნინო ექიმო”.„როგორ მიჭირს, ჩვენო თბილო, კეთილო, სიკეთით სავსე ნინო ექიმო, თქვენზე წარსულში საუბარი”.„როგორი ნინო ექიმი მოგვიკვდა“ - წერენ სოციალურ ქსელში ჩოხატაურელები.შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 იანვარს ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გარდაცვლილი ექიმის მეუღლე, შაქრო კუტუბიძე მართავდა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო  ექიმმა, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.ექიმის მეუღლე კი ინფარქტით და სხვა შინაგანი დაზიანებებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1735219804

არასოდეს არ დადგება ის მომენტი, რომ ვინმე ჰქონდეს საშუალება „იმედზე“ ანგარიშსწორების - დავით მათიკაშვილი

ის ბულინგი და ძალადობა, რომელიც არის ტელევიზიის მიმართ, იწარმოებოდა 2012 წლამდე იარაღით ხელში. დღეს ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს იარაღის გარეშე მოუარონ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშისტული გეგმების საკითხის კომენტირებისას.„უნდა გავაწბილო ეს ადამიანები, არასოდეს არ დადგება ის მომენტი, რომ ვინმე ჰქონდეს საშუალება „იმედზე“ ანგარიშსწორების. რომ ვინმე მიადგეს „იმედს“ და მოახდინოს იმ კრიმინალური და ამორალური სურვილების რეალიზება, რაზეც პაიჭაძე სამწუხაროდ მთელს საზოგადოებას ესაუბრებოდა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.შეტევა „იმედზე“, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერით - მეთოდი, რომელსაც ნაცმოძრაობის რეჟიმი ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ იყენებდა, მის მიმდევრებში აქტუალობას არ კარგავს. „იმედი უნდა გაითიშოს“ - წერენ სოციალურ ქსელებში ნაცმოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები.

შუქი გაითიშება

დედაქალაქი 1734029930

ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.დიდუბის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), ევგენი მიქელაძის, ბორის პაიჭაძის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.მთაწმინდის და კრწანისის რაიონებიგადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შუქი

დედაქალაქი 1733856954

ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - „თელასი“ აბონენტებს აფრთხილებს

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების, მიქელაძის, პაიჭაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, აკაკი ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუკიას ბაღის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), იყალთოს, არჩილ სულაკაურის, ბახტრიონის და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X, XI მიკრორაიონების, თემქის დასახლების IV, IX, X, XI მიკრორაიონების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ურეკის, გურამ ქუთათელაძის, ზურაბ ქუქჩიშვილის, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, შროშის, დომენტი ჟღენტის, ამაღლების და აბაის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გუდამაყრის, სადმელის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის, ალექსანდრე ბარამიძის, პეტრე გამყრელიძის, სამოცდამეშვიდეს, ურეკის, ველისციხის, სამოცდამეცამეტეს, ვასილ კაკაბაძის და პეტრე ამირანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შუქი

საზოგადოება 1733728554

ამ მისამართებზე შუქი საღამომდე გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 9 დეკემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების, მიქელაძის, პაიჭაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), რომელაშვილის, ლეკიშვილის, სიხარულის, ურეკის, ველისციხის, სამოცდამეშვიდე, ბარამიძის, პეტრე ამირანაშვილის, ხორნაბუჯის, პეტრე გამყრელიძის, გარიყულის, თიანეთის, ბუაჩიძის, ჩარგლის, კაკაბაძის, სადმელის და მაღალაშვილის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას (ნაწილობრივ), ნიკოლაძის, ქიაჩელის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, პოლიციის და ჟორესის ქუჩების მოსახლეობას.