ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება • 1791574522

„რეპუტაციის შემლახველი მასალები გადაცემულია იურისტებისთვის...“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება 2014 წელს, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ახალი ტალღა“ გადაღებულ ფოტოს, რომელზეც რუსეთის დროშის გამოსახულებიანი სპორტული ფორმა აცვია. მომღერალი განმარტავს ფოტოს გადაღების გარემოებებს, საუბრობს საკუთარ პოზიციაზე რუსეთის მიმართ და აცხადებს, რომ მის შესახებ გავრცელებული, სავარაუდოდ, ცრუ და რეპუტაციის შემლახველი მასალები იურისტებს სამართლებრივი შეფასებისთვის გადაეცა.„ასევე მინდა გამოვეხმაურო ფოტოს, რომელსაც ბოლო პერიოდში ზოგიერთი ადამიანი სრულიად არასწორი კონტექსტით ავრცელებს და ცდილობს, კიდევ ერთხელ მომაკრას არასწორი იარლიყი.2014 წელს, 17 წლის ასაკში, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ახალი ტალღა“ (იურმალა) პირველი ადგილი დავიკავე! სწორედ ამ გამარჯვებამ ერთ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით გამხადა ცნობილი და ჩემი კარიერის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.რაც შეეხება ფოტოს, რომელზეც სპორტული ფორმა მაცვია და რუსეთის დროშაა გამოსახული ეს ფორმები კონკურსის ორგანიზატორებმა ყველა მონაწილეს ჩაგვაცვეს ნომრების არჩევის დღეს. დაახლოებით 29 მონაწილე ვიყავით და ყველას ერთნაირი სპორტული ფორმა გვეცვა. ამის გადამოწმება 2014 წლის კონკურსის ფოტოებით ძალიან მარტივია.ეს ფოტო ჩემს სოციალურ ქსელში უკვე 12 წელია დევს. არც წამიშლია, არც დამიმალავს და არც ამის საჭიროება მქონია. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც კი მიმიქცევია ყურადღება, სად რომელი დროშა იყო გამოსახული. მე ვიყავი 17 წლის გოგო, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა და, სხვა მონაწილეების მსგავსად, ორგანიზატორების მიერ დადგენილ წესებს იცავდა.მე იქ არ წარმოვადგენდი რუსეთს. მე წარმოვადგენდი საქართველოს და ჩემს ქვეყანას პირველი ადგილი მოვუტანე!ახლა კი ერთი ძალიან მარტივი კითხვა მაქვს:რატომ ავრცელებთ 2014 წლის ფოტოს ასეთი მონდომებით, მაგრამ არ ავრცელებთ ჩემს 2023 წლის ამერიკულ პოდკასტს, რომელიც American Idol-ის შემდეგ ჩავწერე?იმ პოდკასტს, სადაც პირდაპირ ვამბობ, რომ ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ვსაუბრობ რუსეთის მიმართ საქართველოში არსებულ დამოკიდებულებაზე და ჩემი ოჯახის ისტორიაზე.სადაც ვყვები, რომ მამაჩემი საქართველოს ომებში იბრძოდა და დღესაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძვის, რადგან თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოსთვის ბრძოლას შესწირა. ასევე ვსაუბრობ იმაზე, რომ დედაჩემის მხრიდან ჩემი ნათესავები აფხაზეთიდან დევნილები არიან.რატომ არ ავრცელებთ ამ სიტყვებსაც იმავე მონდომებით?იმიტომ ხომ არა, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმ წარმოდგენას, რომლის შექმნასაც ჩემ შესახებ წლებია ცდილობთ?ძალიან მარტივია 17 წლის ასაკში გადაღებული ფოტოს ამოღება, მისთვის სასურველი მნიშვნელობის მინიჭება და შემდეგ ამით ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების შეფასება. მაგრამ ადამიანის პოზიციას ერთი ფოტო კი არა, მისი სიტყვები, გადაწყვეტილებები და ცხოვრებისეული არჩევანი განსაზღვრავს.წლებია ცდილობთ წარმოაჩინოთ, თითქოს ჩემი არჩევანი რუსეთია და არა ევროპა ან ამერიკა.ჩემი არჩევანია ლოს-ანჯელესი, ევროპა და თბილისი ადგილები, სადაც ჩემი სახლები მაქვს, ვცხოვრობ და საკუთარ მომავალს ვაშენებ!მე რომ რუსეთში ცხოვრება ან კონცერტების გამართვა მდომებოდა, ამ არჩევანს თავად გავაკეთებდი. მაგრამ ჩემი ცხოვრება და კარიერული გეგმები სხვა მიმართულებით ვითარდება. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო მსოფლიო სცენაზე წარმატების მიღწევა და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა.და კიდევ ერთი — იმ ვიდეოსაც, სადაც 17 წლის ასაკში ვრეპავ, დღესაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ! ძალიან მომწონს ჩემი შესრულება და უზომოდ ვამაყობ იმ პატარა გოგოთი, რომელმაც საკუთარი შრომითა და ნიჭით საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი მოუტანა. არავის მივცემ უფლებას, ჩემი ქვეყნისთვის მოპოვებული წარმატება საკუთარი ინტერპრეტაციებით ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად წარმოაჩინოს.კრიტიკა ყველას უფლებაა, მაგრამ ფაქტების დამახინჯება, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ადამიანის რეპუტაციის მიზანმიმართული შელახვა სრულიად სხვა საკითხია.ეს ჩემი ბოლო საჯარო განცხადებაა ამ თემაზე. ჩემ შესახებ გავრცელებული სავარაუდოდ ცრუ და რეპუტაციის შემლახველი მასალები გადაცემულია იურისტებისთვის სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის.მე კი ვაგრძელებ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებვშრომობ, ვმღერი, ვვითარდები და ვცდილობ, ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო.ჩემი ისტორია ჩემმა შრომამ შექმნა და არა თქვენმა იარლიყებმა.მადლობა და ნახვამდის!“, - წერს ნუცა ბუხალაძე.

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება • 1791489192

„ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას...“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო:მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი ნულიდან, საკუთარი შრომით, თავდადებითა და უდიდესი ძალისხმევით შექმნა. მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობ იმისთვის, რომ ჩემს საქმეში წარმატებას მივაღწიო და ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო. ჩემი სამშობლოსთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამისთვის, არასდროს არაფერი დამიშურებია.მიუხედავად ამისა, უკვე სამი წელია, ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტიპიარკამპანია მიმდინარეობს. მუდმივად ვაწყდები ცრუ ინფორმაციას, შეურაცხმყოფელ კომენტარებს, დამამცირებელ განცხადებებსა და იარლიყებს, რომლებსაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მაკრავენ.სიტყვებს, როგორიცაა „ქოცი“, „რუსეთუმე“ და სხვა მსგავსი იარლიყები, რომლებიც ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით გამოიყენება, არასდროს მივიღებდი და არც მომავალში მივიღებ.მე ვარ მომღერალი, არტისტი და, პირველ რიგში, ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი ღირსება, პრინციპები და სახელი, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი შრომით შექმნა.აქამდე არასდროს ვაქცევდი მსგავს კომენტარებს ყურადღებას. უბრალოდ არ მიმაჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ჩემს დამცირებას, ჩემს დროსა და ენერგიას იმსახურებდნენ. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი!ჩემი დუმილი არასდროს ყოფილა სისუსტის ნიშანი და არც იმის უფლება მიუცია ვინმესთვის, რომ დაუსჯელად შელახოს ჩემი სახელი.დღეიდან ყველა ადამიანი, რომელიც განზრახ გაავრცელებს ჩემს შესახებ ცრუ ფაქტობრივ ბრალდებებს ან შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვასა და ჩემთვის ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე.ყველა შესაბამისი შემთხვევა გადაეცემა ჩემს ადვოკატს და საჭიროების შემთხვევაში მივმართავ სასამართლოს.ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ადამიანის მიზანმიმართული დამცირება, ცილისწამება და მის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება ყოველთვის უპასუხოდ დარჩება?სამი წელი საკმარისზე მეტი დრო იყო. ადრე თუ გვიან, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.ასევე, ძალიან გთხოვთ ყველას: თუ ჩემი მისამართით სადმე წააწყდებით ცრუ ბრალდებებს, ცილისმწამებლურ ან რეპუტაციის შემლახველ კომენტარებს, გადაიღეთ სქრინშოთები და გამომიგზავნეთ ჩემს პირად გვერდებზე.მე არასდროს მიცხოვრია სხვისი დამცირებით და არც არავისთვის მიმიყენებია ზიანი. მთელი ცხოვრება საკუთარი შრომით მოვდივარ და არავის მივცემ უფლებას, ჩემი წლების შრომა და სახელი ტყუილებით გააუფასუროს.პატივისცემას ყველასგან არ ვითხოვ, მაგრამ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვას ყოველთვის შევძლებ.მადლობა ყველას, ვინც სიმართლისა და ადამიანური ღირსების მხარეს დგას“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი • 1790578341

„12 წლის ვიყავი, როცა პირველად „ნიჭიერის“ სცენაზე გამოვედი… ახლა კი უკვე ჟიურის ამპლუაში მიხილავთ“ - ნუცა ბუზალაძე შოუს ჩაწერიდან კადრებს გვიზიარებს

პროექტი „ნიჭიერი“ დაიწყო. პროექტის გადასაღები მოედნიდან მომღერალი ნუცა ბუზალაძე კადრებს აქვეყნებს. „ნიჭიერის“ ახალი სეზონი დაიწყო! დღეს კი ქასთინგის პირველი დღე გვაქვს. მახსოვს, 12 წლის ვიყავი, როცა პირველად „ნიჭიერის“ სცენაზე გამოვედი… ახლა კი ამავე პროექტში უკვე ჟიურის ამპლუაში მიხილავთ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძე წერს და გვიზიარებს კადრებს, რომელიც შოუს ჩაწერის დროს არის გადაღებული.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი • 1790364457

VIDEO: „ვაფასებ იმ შრომას, რაც გავიარე… ყველა იმ ადგილს, სადაც ვიყავი“ – ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში თავისი კარიერის შესახებ საუბრობს. როგორც მომღერალი აღნიშნავს, აფასებს მის მიერ გაწეულ შრომას და ასევე ახსოვს ყველა უარი, თუ თანხმობა, რომელიც აქამდე მიუღია. მისი თქმით, ყველაფერმა, რაც გამოიარა დღევანდელ წარმატებამდე მოიყვანა.„ნამდვილად ვაფასებ იმ შრომას, რაც გავიარე… ყველა იმ ადგილს, სადაც ვიყავი, ყველა იმ არას და კის, რადგან ყველაფერმა მომიყვანა აქამდე. ახლა რომ ვიყო ათი წლის და ვიცოდე, რაც გავიარე, ჩემი თავით ძალიან ვიამაყებდი. მახსოვს ჩემი ოცნებები და როგორ წარმოვიდგენდი ხოლმე. ვერასდროს წარმომედგინა, რომ ლაიონელ რიჩი ფეხზე წამომიდგებოდა და მას ჰიუსტონის სიმღერას ვუმღერებდი. ისეთი მომენტები მქონია, რომ არ მჯეროდა, მართლა ხდებოდა თუ არა“, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.           View this post on Instagram                       A post shared by Rustavi 2 • რუსთავი 2 (@rustavi2official)

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება • 1790175957

„მშრომელი და ნიჭიერი“ - ნუცა ბუზალაძის ახალმა შესრულებამ საზოგადოება აღაფრთოვანა

ნუცა ბუზალაძის ახალმა შესრულებამ საზოგადოება აღაფრთოვანა: ნუცას კომენტარებში უწერენ, რომ საოცარი შესრულება იყო. „საქართველოს სიამაყე...“ „მშრომელი და საოცარი გოგო ხარ ნუცა“ - წერენ კომენტარებში. 

ვინ არის ნუცა ბუზალაძის რჩეული

საზოგადოება • 1789673744

ნუცა ბუზალაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს

ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე საკუთარ ცხოვრებაში არსებულ რთულ პერიოდებსა და იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც მისი ხასიათისა და კარიერის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.„ნამდვილად რთული პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების, ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა წამეგო, მაგრამ ხანდახან ვიგებთ, ხანდახან ვაგებთ. ზუსტად ამაშია ცხოვრების სილამაზე. ყველაზე მთავარია გქონდეს მებრძოლი სული. სანამ ცოცხალი ხარ უნდა იბრძოლო, აიხდინო შენი ოცნება“, - ამბობს ნუცა. ნახეთ, ვიდეო: 

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი • 1787571005

„არასდროს შეწყვიტო იმ ცხოვრებისკენ სწრაფვა, რომლის შექმნის უნარიც გაქვს“ - ნუცა ბუზალაძე სოლო კონცერტიდან კადრებს გვიზიარებს

22 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნუცა ბუზალაძის გრანდიოზული LIVE-შოუ სრული ანშლაგით დასრულდა. ქართველი არტისტი საქართველოში უკვე გრემის აკადემიის წევრის სტატუსით დაბრუნდა.სპეციალურად კონცერტის აკომპანემენტისთვის, საქართველოში შტატებიდან ტონი ბრექსტონის ბენდი ჩამოვიდა. კონცერტიდან კადრებს მომღერალი სოციალურ ქსელში გვიზიარებს და წერს:„არასოდეს შეწყვიტო ოცნება. არასდროს შეწყვიტო რწმენა. და არასდროს შეწყვიტო იმ ცხოვრებისკენ სწრაფვა, რომლის შექმნის უნარიც გაქვს. განაგრძე ოცნება“.           View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი • 1786826882

„ეს არის ინვესტიცია...“ - რის შესახებ წერს ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ცხოვრების სტილისა და ვარჯიშის რუტინის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:„ბოლო პერიოდში ვვარჯიშობ კვირაში 6 დღე, ხოლო 1 დღეს სრულად ვისვენებ. ჩემი რუტინა მოიცავს წონის ვარჯიშებს, სირბილს, ველოსიპედს, ცურვას და ჰაიკინგს. ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ პროგრესს მხოლოდ ფიზიკურად არ ვგრძნობ, გონებრივადაც ბევრად უფრო ძლიერი, მშვიდი და დისციპლინირებული გავხდი.ვარჯიში ჩემთვის უკვე აღარ არის მხოლოდ ფორმაში ყოფნა. ეს არის ინვესტიცია ჩემს სხეულში, გონებასა და მომავალში“

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი • 1786741460

„შავი თუ თეთრი“ - ნუცა ბუზალაძე შესანიშნავ ფორმაშია და ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს. მომღერალი როგორც ყოველთვის შეუდარებელ ფორმაშია და საზოგადოებისგან დადებით შეფასებებს იმსახურებს.„თეთრი თუ შავი“, – წერს ნუცა ბუზალაძე.           View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

აა

საზოგადოება • 1785530573

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბათუმში მასშტაბური მუსიკალური შოუსთვის ემზადება. არტისტის განცხადებით, 22 აგვისტოს მაყურებელს მისი კარიერის ყველაზე დიდი და განსაკუთრებული კონცერტი ელოდება.„22 აგვისტოს გელოდებით ჩემს ყველაზე დიდ და განსაკუთრებულ შოუზე.🎶 Live band from Hollywood🎻 ქართველი მუსიკოსები ერთ სცენაზე მსოფლიო დონის არტისტებთან ერთად💃 მოცეკვავეები • სპეციალური ვიზუალური ეფექტები • მოწვეული სტუმრები • დაუვიწყარი საღამო“- წერს ნუცა ბუზაქლაძე.            View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი • 1785527898

„ვიყოთ მართლები საკუთარ სიტყვასთან...“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

ნუცა ბუზალაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს.„დღეს წავიკითხე ასეთი წიგნი, რომელსაც ჰქვია, ოთხი შეთანხმება საკუთარ თავთან. მე ვიფიქრე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეს შეთანხმება გამოადგებოდა ცხოვრებაში. ძალიან მინდა, რომ ეს ვიდეო ჩაგიწეროთ. პირველი არის ის, რომ ვიყოთ მართლები საკუთარ სიტყვასთან. სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალაამეორე, ნურაფერს ნუ მიიღებ პირადად, რადგან სხვების სიტყვები და ქცევა მათზე მეტყველებს და არა თქვენზე.მესამე, ეს არის არ გააკეთოთ ვარაუდები. აუცილებელია კომუნიკაცია, რომ ძალიან ბევრი ტკივილი ავირიდოთ ცხოვრებაში. და მეოთხე, ყოველთვის გააკეთე შენი მაქსიმუმი...“, - ამბობს ვიდეოში ნუცა ბუზალაძე.

ნუცა ბუზალაძის რჩეული

ტაბლოიდი • 1785441025

„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ

მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ცნობილი ამერიკელი აგენტი, დარენ პრინცი ერთმანეთს დაშორდნენ.წყვილის გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დარენ პრინცი წერს და ნუცას ემოციურ პოსტს უძღვნის.„ყოველთვის ვამბობდით, რომ ღმერთმა განსაკუთრებული მიზეზით შეგვახვედრა. პირად ცხოვრებაშიც ეს იყო ისეთი რამ, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ველოდით და ის მოგონებები, რომლებიც ერთად შევქმენით, მთელი ცხოვრება გაგვყვება. შენი კარიერა ორივესთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ჩვენი პირადი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, იცოდე, რომ ყოველთვის ვიქნები შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. განაგრძე ბრწყინვალება ამ ზაფხულს ევროპულ კონცერტებზე, როგორც იმ ნამდვილ ვარსკვლავს შეეფერება, რომელიც ხარ. ყოველთვის მეყვარები“, – წერს დარენ პრინცი.

✕