VIDEO: „მე წავედი“ - რატომ დატოვა ზურა ხაჩიძემ „იმღერეს“ სტუდია და რა მოხდა გადაცემაში
1790364600
ნუცა ბუზალაძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში თავისი კარიერის შესახებ საუბრობს. როგორც მომღერალი აღნიშნავს, აფასებს მის მიერ გაწეულ შრომას და ასევე ახსოვს ყველა უარი, თუ თანხმობა, რომელიც აქამდე მიუღია. მისი თქმით, ყველაფერმა, რაც გამოიარა დღევანდელ წარმატებამდე მოიყვანა.
„ნამდვილად ვაფასებ იმ შრომას, რაც გავიარე… ყველა იმ ადგილს, სადაც ვიყავი, ყველა იმ არას და კის, რადგან ყველაფერმა მომიყვანა აქამდე. ახლა რომ ვიყო ათი წლის და ვიცოდე, რაც გავიარე, ჩემი თავით ძალიან ვიამაყებდი. მახსოვს ჩემი ოცნებები და როგორ წარმოვიდგენდი ხოლმე. ვერასდროს წარმომედგინა, რომ ლაიონელ რიჩი ფეხზე წამომიდგებოდა და მას ჰიუსტონის სიმღერას ვუმღერებდი. ისეთი მომენტები მქონია, რომ არ მჯეროდა, მართლა ხდებოდა თუ არა“, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.
View this post on Instagram