შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
შთამბეჭდავი გამოსვლები, ემოციური მომენტები და ექსტრემალური ნომრები - მაყურებელმა მეგა პროექტ "ნიჭიერის" მეთორმეტე სეზონის მეხუთე ქასთინგ - ეპიზოდი იხილა. გადაცემის მთავარი მოვლენა კი, ნუცა ბუზალაძის და პაატა გულიაშვილის "ოქროს ღილაკების" მფლობელების გამოვლენა გახდა.
11 წლის ანასტასია ციცქიშვილმა შთამბეჭდავი შესრულებით მაყურებლის გული დაიპყრო და ნუცა ბუზალაძის ოქროს ღილაკმა ის პირდაპირ ნახევარ ფინალში გადაიყვანა. გადაცემას არ ჩაუვლია მუსიკალური ნომრების გარეშე. მაყურებელმა სცენაზე იხილა ქართული ხალხური სიმღერის კიდევ ერთი აღმოჩენა, ანსამბლი - "შგარიდა", რომელმაც ნიჭიერის სცენაზე ქართული მუსიკალური ტრადიცია გააცოცხლა და პაატა გულიაშვილის ოქროს ღილაკიც დაიმსახურა.
"როგორი უხუცესი ხალხი იდგა სცენაზე, მაგარი ადამიანები იყვნენ და გამოვხატე ის რაც, შემეძლო იმ წუთას გამეკეთებინა. რა არის ახლა ჩემი ოქროს ღილაკი, ერთი რაღაცა ლამაზი შოუს ამბავია, მაგრამ სამაგიეროდ ამ შოუმ ქნა ის, რომ ასეთი ადამიანები რაღაცა მიჩქმალულები არ არიან, არ დაიკარგნენ", - აღნიშნა პაატა გულიაშვილმა.
შეფასება გააკეთა "მედია-ჰოლდინგის" მთავარმა პროდიუსერმა გიორგი ხაბურზანიამ.
"ჩვენ შემოქმედებით ჯგუფს ძალიან გვიხარია, როგორც მიდის "ნიჭიერი", იმიტომ რომ ახლა სეზონის თითქმის შუაში ვართ უკვე და რეიტინგით და მაყურებლის გამოხმაურებით ძალიან კარგი შედეგებია, ჩართულობა ძალიან მაღალია," - განაცხადა "მედია-ჰოლდინგის" მთავარმა პროდიუსერმა გიორგი ხაბურზანიამ.