ბანკი

საზოგადოება 1787643259

Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სოციალური მედია მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა. ჯილდო ბანკმა World’s Best Digital Banks 2026-ის ფარგლებში მიიღო.საქართველოს ბანკისთვის სოციალური მედია მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი არხია. ბანკის მიერ დანერგილი სისტემების საშუალებით შესაძლებელია სოციალური მედიის გავლენის გაზომვა მომხმარებლის პირველი ინტერაქციიდან კონკრეტული საბანკო პროდუქტის გამოყენებამდე.ამასთან, სოციალური მედიისა და ციფრული ჩართულობის გუნდში დანერგილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კონტენტის შექმნის სისტემა, რომელიც ბანკს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად მოერგოს სოციალური მედიის პლატფორმებისა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებებს და შექმნას სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული კონტენტი.„ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს მიდგომას, რომელსაც წლებია, ვავითარებთ. სოციალური მედია ჩვენთვის მხოლოდ საკომუნიკაციო არხი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც კონტენტი, მონაცემები და მომხმარებლის გამოცდილება ერთიანდება და საბოლოოდ გაზომვად ბიზნესშედეგს ქმნის. მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან, გავიგოთ მათი საჭიროებები და შევქმნათ მათზე მორგებული კონტენტი.ჩემთვის ჯილდოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის გუნდია, რომელიც ამ შედეგის უკან დგას. გუნდი, რომელიც დაუღალავი შრომით, წლებია, ქმნის სოციალური მედიის სტანდარტს ქვეყანაში და თავადვე ცდილობს მის კიდევ უფრო მაღლა აწევას. მიუხედავად დაგროვილი გამოცდილებისა და კომპეტენციისა, მუდმივად ვეძებთ სიახლეს, ვსწავლობთ და ვვითარდებით, რათა ყოველი შემდეგი შედეგი წინაზე უკეთესი იყოს. Global Finance-ის ეს ჯილდო სოციალური მედიისა და ციფრული ჩართულობის გუნდების ერთობლივი შრომის საერთაშორისო აღიარება და მოტივაციაა, რომ მიღწეულზე არ გავჩერდეთ“, - განაცხადა ნინუცა ოქროპირიძემ, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა.Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ფასდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ციფრული ინიციატივებით მიღებული ხელშესახები სარგებელი და ვებ და მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი.გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. 1987 წელს დაარსებული Global Finance 196 ქვეყანაში 50 000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს და რეგულარულად ავლენს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების პროვაიდერებს მსოფლიოს მასშტაბით.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1787571005

„არასდროს შეწყვიტო იმ ცხოვრებისკენ სწრაფვა, რომლის შექმნის უნარიც გაქვს“ - ნუცა ბუზალაძე სოლო კონცერტიდან კადრებს გვიზიარებს

22 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნუცა ბუზალაძის გრანდიოზული LIVE-შოუ სრული ანშლაგით დასრულდა. ქართველი არტისტი საქართველოში უკვე გრემის აკადემიის წევრის სტატუსით დაბრუნდა.სპეციალურად კონცერტის აკომპანემენტისთვის, საქართველოში შტატებიდან ტონი ბრექსტონის ბენდი ჩამოვიდა. კონცერტიდან კადრებს მომღერალი სოციალურ ქსელში გვიზიარებს და წერს:„არასოდეს შეწყვიტო ოცნება. არასდროს შეწყვიტო რწმენა. და არასდროს შეწყვიტო იმ ცხოვრებისკენ სწრაფვა, რომლის შექმნის უნარიც გაქვს. განაგრძე ოცნება“.           View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1786826882

„ეს არის ინვესტიცია...“ - რის შესახებ წერს ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ცხოვრების სტილისა და ვარჯიშის რუტინის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:„ბოლო პერიოდში ვვარჯიშობ კვირაში 6 დღე, ხოლო 1 დღეს სრულად ვისვენებ. ჩემი რუტინა მოიცავს წონის ვარჯიშებს, სირბილს, ველოსიპედს, ცურვას და ჰაიკინგს. ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ პროგრესს მხოლოდ ფიზიკურად არ ვგრძნობ, გონებრივადაც ბევრად უფრო ძლიერი, მშვიდი და დისციპლინირებული გავხდი.ვარჯიში ჩემთვის უკვე აღარ არის მხოლოდ ფორმაში ყოფნა. ეს არის ინვესტიცია ჩემს სხეულში, გონებასა და მომავალში“

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1786741460

„შავი თუ თეთრი“ - ნუცა ბუზალაძე შესანიშნავ ფორმაშია და ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს. მომღერალი როგორც ყოველთვის შეუდარებელ ფორმაშია და საზოგადოებისგან დადებით შეფასებებს იმსახურებს.„თეთრი თუ შავი“, – წერს ნუცა ბუზალაძე.           View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

აა

საზოგადოება 1785530573

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბათუმში მასშტაბური მუსიკალური შოუსთვის ემზადება. არტისტის განცხადებით, 22 აგვისტოს მაყურებელს მისი კარიერის ყველაზე დიდი და განსაკუთრებული კონცერტი ელოდება.„22 აგვისტოს გელოდებით ჩემს ყველაზე დიდ და განსაკუთრებულ შოუზე.🎶 Live band from Hollywood🎻 ქართველი მუსიკოსები ერთ სცენაზე მსოფლიო დონის არტისტებთან ერთად💃 მოცეკვავეები • სპეციალური ვიზუალური ეფექტები • მოწვეული სტუმრები • დაუვიწყარი საღამო“- წერს ნუცა ბუზაქლაძე.            View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1785527898

„ვიყოთ მართლები საკუთარ სიტყვასთან...“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

ნუცა ბუზალაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს.„დღეს წავიკითხე ასეთი წიგნი, რომელსაც ჰქვია, ოთხი შეთანხმება საკუთარ თავთან. მე ვიფიქრე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეს შეთანხმება გამოადგებოდა ცხოვრებაში. ძალიან მინდა, რომ ეს ვიდეო ჩაგიწეროთ. პირველი არის ის, რომ ვიყოთ მართლები საკუთარ სიტყვასთან. სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალაამეორე, ნურაფერს ნუ მიიღებ პირადად, რადგან სხვების სიტყვები და ქცევა მათზე მეტყველებს და არა თქვენზე.მესამე, ეს არის არ გააკეთოთ ვარაუდები. აუცილებელია კომუნიკაცია, რომ ძალიან ბევრი ტკივილი ავირიდოთ ცხოვრებაში. და მეოთხე, ყოველთვის გააკეთე შენი მაქსიმუმი...“, - ამბობს ვიდეოში ნუცა ბუზალაძე.

ნუცა ბუზალაძის რჩეული

ტაბლოიდი 1785441025

„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ

მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ცნობილი ამერიკელი აგენტი, დარენ პრინცი ერთმანეთს დაშორდნენ.წყვილის გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დარენ პრინცი წერს და ნუცას ემოციურ პოსტს უძღვნის.„ყოველთვის ვამბობდით, რომ ღმერთმა განსაკუთრებული მიზეზით შეგვახვედრა. პირად ცხოვრებაშიც ეს იყო ისეთი რამ, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ველოდით და ის მოგონებები, რომლებიც ერთად შევქმენით, მთელი ცხოვრება გაგვყვება. შენი კარიერა ორივესთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ჩვენი პირადი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, იცოდე, რომ ყოველთვის ვიქნები შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. განაგრძე ბრწყინვალება ამ ზაფხულს ევროპულ კონცერტებზე, როგორც იმ ნამდვილ ვარსკვლავს შეეფერება, რომელიც ხარ. ყოველთვის მეყვარები“, – წერს დარენ პრინცი.

ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი

ტაბლოიდი 1785431447

„ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა...“ - ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი დაშორდნენ

მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ცნობილი ამერიკელი აგენტი, დარენ პრინცი ერთმანეთს დაშორდნენ.წყვილის გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დარენ პრინცი წერს.„ყოველთვის ვამბობდით, რომ ღმერთმა განსაკუთრებული მიზეზით შეგვახვედრა. პირად ცხოვრებაშიც ეს იყო ისეთი რამ, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ველოდით და ის მოგონებები, რომლებიც ერთად შევქმენით, მთელი ცხოვრება გაგვყვება. შენი კარიერა ორივესთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ჩვენი პირადი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, იცოდე, რომ ყოველთვის ვიქნები შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. განაგრძე ბრწყინვალება ამ ზაფხულს ევროპულ კონცერტებზე, როგორც იმ ნამდვილ ვარსკვლავს შეეფერება, რომელიც ხარ. ყოველთვის მეყვარები“, – წერს დარენ პრინცი.

აა

ტაბლოიდი 1784316274

„თქვენთვის სიახლე მაქვს“ - ვრცელდება ნუცა ბუზალაძის მიმართვა

მომღერალი ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს.ნუცამ მსმენელს აცნობა, რომ მისი ახალი სიმღერა 17 ივლისს გამოვა და ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება. ნახეთ, ვიდეო:

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1784236501

„ჩემი მეუღლისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო…“ – რა სიახლეა ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში

ნუცა ბუზალაძის კარიერულ ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მომღერალი, რომელიც უკვე ერთი წელია, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, ახლახან „გრემის“ აკადემიის წევრი გახდა.ამ წარმატების შესახებ ნუცა fortuna.ge-ს უყვება.22 აგვისტოს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ამერიკელი და ქართველი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ბენდის თანხლებით, ნუცა ბუზალაძე სოლოკონცერტს გამართავს.- როცა მოგივიდა მეილი, სადაც გაცნობეს, რომ „გრემის“ აკადემიის წევრი გახდი, მეუღლეც ხომ იყო შენ გვერდით?- მეუღლეც ჩემთან ერთად იყო, მაგრამ არ იცოდა, რომ ერთი წელია, ამაზე ვმუშაობ. წევრობა რომ მინდოდა, მისთვის არ გამიმხელია. ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ამაყობს და ძალიან უხარია, მაგრამ მიღწეულის გამო არასდროს გამოხატავს დიდ ემოციებს. პირიქით, უნდა, რომ მეტი და მეტი გავაკეთოთ და მეტს მივაღწიოთ„დენი, პირველ რიგში, ჩემი საუკეთესო მეგობარია. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, გაგებით ეკიდება ჩემს ხასიათს, რომელიც ძალიან კარგად იცის უკვე, რადგან სამი წელია, ჩემი აგენტია. პირიქით, უნდა, რომ ხელი შემიწყოს. თუ მჭირდება ბედნიერებისა და კარგად ყოფნისთვის ჩემს ქვეყანაშიც ვიყო და ამერიკაშიც, მაშინ მისთვის ეს მისაღებია“,- ამბობს ნუცა ბუზალაძე.სრული ინტერვიუ ნახეთ აქ:

ქეთა თოფურია

ტაბლოიდი 1783972020

ვარსკვლავური ქორწილი წინანდლის მამულში – ქეთა თოფურია, მიმი შელია და ბიჭოლა, დიზაინერ ნუცა ბერიძის დღესასწაულს დაესწრნენ

წინანდლის ისტორიულმა მამულმა გასულ უქმეებზე კიდევ ერთ გამორჩეულ და ვარსკვლავურ ქორწილს უმასპინძლა. ქართველი დიზაინერი ნუცა ბერიძე რჩეულზე დაქორწინდა, ხოლო გრანდიოზულ ცერემონიას საქართველოდან და რუსეთიდან ჩასული არაერთი ცნობილი სტუმარი ესწრებოდა.სტუმრებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მომღერალმა ქეთა თოფურიამ, რომელიც მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად იმყოფებოდა. ქორწილში ასევე გამოჩნდნენ რუსეთში მოღვაწე მოდელი მირანდა შელია და დიზაინერი ბიჭოლა, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ღონისძიებიდან ფოტოები და ვიდეოებიც გააზიარეს.ნუცა ბერიძე ქეთა თოფურიას უახლოესი მეგობარია და წლების განმავლობაში მის არაერთ სასცენო თუ ყოველდღიურ იმიჯზე უმუშავია. სწორედ ამიტომ, დიზაინერის განსაკუთრებულ დღეს მომღერლის დასწრება არავის გაჰკვირვებია. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, სტუმრებისთვის დაუვიწყარი საღამო მუსიკით, ცეკვითა და ემოციური მომენტებით გაგრძელდა.ქორწილის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტში კვლავ აქტიურად ვრცელდება.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1783804549

ნუცა ბუზალაძე იტალიაში მოგზაურობიდან კადრებს აქვეყნებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი, უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა.ამერიკაში მცხოვრები მომღერალი საკუთარ პლატფორმაზე ხშირად აზიარებს არა მხოლოდ შემოქმედებით სიახლეებს, არამედ პოზიტიურ გზავნილებს, რომლებიც ადამიანებში მოტივაციისა და კარგ განწყობის ამაღლებას ემსახურება.ამჯერად ნუცამ ახალი, კადრები გაგვიზიარა საიდანაც ვიგებთ რომ იგი იტალიაში, პოსიტანოში მოგზაურობს:„ნუცა, მიყვარხარ“. „ულამაზესი გოგო“. „სიტყვები არ მყოფნის, საოცარ ფორმაში ხარ“, - წერენ კომენტარებში.            View this post on Instagram                       A post shared by NÚTSA (@nutsabuza)