ნუკი კოშკელიშვილი

საზოგადოება 1769633404

„ოვიზე რომ ვიმშობიარე, ვამბობდი, აღარასდროს გავაჩენ შვილს-მეთქი" - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ პირადსა და ორი ვაჟის დედობაზე ისაუბრა.„მე მეგონა, ოვი ცოტა გაბრაზდებოდა, როცა სახლში პატარა ძამიკო მოვიყვანეთ, მაგრამ პირიქით. ისეთ ადამიანობას გამოხატავს ძამიკოს მიმართ, მეც გაოცებული ვარ. როცა ჩვილი გაკივის და ჩვენ ნერვები გვეშლება, ოვი გვამშვიდებს: რას იზამთ, ეს პატარაა და იმიტომ ტირის, უნდა გავუგოთო. შეძლებისდაგვარად მეხმარება. თურამეს დავავალებ, მაშინვე მიკეთებს. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ორიშვილის დედა ვიქნებოდი.წარმოდგენაში რომ მქონდა ქალბატონი დეიდა, ორი შვილით, ახლა მე ვარ ასეთი ქალბატონი, ორი შვილით. ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ორი ბიჭის დედავიქნებოდი. სულ მეგონა, ვარდისფერბაფთებიანი, გაპრანჭული გოგო მეყოლებოდა. ახლა კი ერთი ველური ბიჭი მყავს და მეორე, ვნახოთ, როგორი ხასიათის იქნება. არასდროს იცი, სად აღმოჩნდები და რას გიმზადებს ცხოვრება, რა მოხდება. ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა რაღაცები წარმომედგინა და სულ სხვა რაღაცები ხდება.ძალიან კმაყოფილი ვარ, ასეთი ბედნიერი დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. არ დამავიწყდება, ოვიზე რომ ვიმშობიარე, ვამბობდი, აღარასდროს გავაჩენ შვილს-მეთქი. ახლა, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ვთქვი: ვნახოთ, იქნებ კიდევ ვიფიქრო შვილზე-მეთქი. ზოგადად, ძალიან მიჭირს ორსულობა. მშობიარობა, ბევრისთვის რომ რთულია, ჩემთვის უმარტივესია, ორსულობა კი – ურთულესი პროცესი.ამიტომ, არ ვიცი კიდევ გავაჩენ თუ არა, პატარაც აღარ ვარ. სანამ შიო გაიზრდება, მეც ასაკი მომემატება და ალბათ, ორ ბიჭზე შევჩერდები. მერე, როგორც დედამთილი, ისე მოვუვლი შვილიშვილებს, იმედია, ამათ ეყოლებათ გოგოები“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1769608500

„სულ მეგონა, ვარდისფერბაფთებიანი, გაპრანჭული გოგო მეყოლებოდა... ალბათ, ორ ბიჭზე შევჩერდები…“ – ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ პირადსა და ორი ვაჟის დედობაზე ისაუბრა. ტელეწამყვანი 2025 წლის 22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა. ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს.„მე მეგონა, ოვი ცოტა გაბრაზდებოდა, როცა სახლში პატარა ძამიკო მოვიყვანეთ, მაგრამ პირიქით. ისეთ ადამიანობას გამოხატავს ძამიკოს მიმართ, მეც გაოცებული ვარ. როცა ჩვილი გაკივის და ჩვენ ნერვები გვეშლება, ოვი გვამშვიდებს: რას იზამთ, ეს პატარაა და იმიტომ ტირის, უნდა გავუგოთო. შეძლებისდაგვარად მეხმარება. თუ რამეს დავავალებ, მაშინვე მიკეთებს. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ორი შვილის დედა ვიქნებოდი. წარმოდგენაში რომ მქონდა ქალბატონი დეიდა, ორი შვილით, ახლა მე ვარ ასეთი ქალბატონი, ორი შვილით.ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ორი ბიჭის დედა ვიქნებოდი. სულ მეგონა, ვარდისფერბაფთებიანი, გაპრანჭული გოგო მეყოლებოდა. ახლა კი ერთი ველური ბიჭი მყავს და მეორე, ვნახოთ, როგორი ხასიათის იქნება. არასდროს იცი, სად აღმოჩნდები და რას გიმზადებს ცხოვრება, რა მოხდება. ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა რაღაცები წარმომედგინა და სულ სხვა რაღაცები ხდება. ძალიან კმაყოფილი ვარ, ასეთი ბედნიერი დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. არ დამავიწყდება, ოვიზე რომ ვიმშობიარე, ვამბობდი, აღარასდროს გავაჩენ შვილსმეთქი. ახლა, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ვთქვი: ვნახოთ, იქნებ კიდევ ვიფიქრო შვილზე-მეთქი.ზოგადად, ძალიან მიჭირს ორსულობა. მშობიარობა, ბევრისთვის რომ რთულია, ჩემთვის უმარტივესია, ორსულობა კი – ურთულესი პროცესი. ამიტომ, არ ვიცი კიდევ გავაჩენ თუ არა, პატარაც აღარ ვარ. სანამ შიო გაიზრდება, მეც ასაკი მომემატება და ალბათ, ორ ბიჭზე შევჩერდები. მერე, როგორც დედამთილი, ისე მოვუვლი შვილიშვილებს, იმედია, ამათ ეყოლებათ გოგოები“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

ნუკი

ტაბლოიდი 1769427043

VIDEO: „სკოლები გადაიდო, სამსახურები დაიკეტა...“ – ნუკი კოშკელიშვილი ნიუ-იორკში არსებულ ვითარებაზე

ნუკი კოშკელიშვილი ნიუ იორკში მოსულ დიდ თოვლზე საუბრობს და ამბობს, რომ რაც აშშ-ში ცხოვრობს, მეორედ შეესწრო ასეთ დიდთოვლობას, რის გამოც სკოლებში სწავლაც გადაიდო:„ამერიკაში არის ე.წ. თოვლიანი შტორმი. ასე ეძახიან. ბოლოს ასეთი იყო 2016 წელს, 10 წლის მერე კიდევ არის. სკოლები გადაიდო, სამსახურები დაიკეტა, აბსოლუტურად ყველა არის გარეთ. ვისაც სად შეუძლია, ყველგან ერთ2016 წელს ძალიან დიდი შტორმი იყო, მას მერე ველოდები… ისე მიყვარს თოვლი, ისე მომწონს, ყველაფერი რომ გადაიდება… ამის მერე ყველა მიდის ბარში და ცხელი ვაშლის წვენს მიირთმევენ დიდები ალკოჰოლთან ერთად, პატარები- უალკოჰოლოდ…“ 

ნუკი კოშკელიშვილი

საზოგადოება 1768932135

ნუკი კოშკელიშვილი მიმართვას ავრცელებს

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი 22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა. ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს. ნუკიმ სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და რჩევები გაუზიარა მათ, ვინც მეორე შვილს ელოდება.„ვერასდროს წარმოვიდგენდი 7 წლის ბავშვი ასეთი გაგებით და სიყვარულით თუ დახვდებოდა ახალი ოჯახის წევრს. ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა მშობლების მხრიდან სწორი რაღაცეების გაკეთება პირველ ეტაპზე. ცვენ რამდენიმე რამ გვირჩიეს, თუ თქვენს ელოდებით მეორე ბავშვს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ და გამოიყენოთ.1. პირველი შეხვედრისას აუცილებლად ბავშვი უნდა დაიჭიროს მამამ ან ვინმე სხვამ, პირველი შეხვედრისას უფროსმა ბავშმა არ უნდა დაინახოს პატარა დედის ხელში, ეს იწვევს ცუდ ასოციაციას და შოკს.2. აუცილებლად აგრძნობინეთ უფროს რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომც ტიროდეს პატარა და რაღაც გთხოვოთ უფროსმა, აუცილებლად მიხედეთ, ცოტა ხანში თავად გეტყვით მერე მომხედე ხომ ხედავ ტირის ბავშვიო.3. აუცილებლად მოიმარაგეთ საჩუქარი უმცროსი ბავშვისგან უფროსისთვის. სამშობიაროდან დაბრუნებისას უთხარით რომ ეს საჩუქარი პატარამ მოუმზადა, ეს იწვევს მომენტალურ პოზიტიურ ასოციაციას.ეს სამი ძირითადი რჩევაა რაც ყველა ექიმმა და ფსიქლოგმა გვირჩია. მე მგონია რომ ძალიან კარვი რჩევებია, გამოგადგებათ“,- წერს ნუკი კოშკელიშვილი. 

nuki

საზოგადოება 1768497466

„უკვე აქვე ეტყობა რომ ძალიან განსხვავდებიან ხასიათებით...“ - ნუკი კოშკელიშვილი შვილების ფოტოებს აქვეყნებს

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილის სოციალურ ქსელში შვილების ფოტოებს და წერს:„როგორ ვამაყობ ოვის რომ არ აქვს ეჭვიანობის მომენტები. მგონია რომ უმნიშვნელოვანესია უფროს შვილს ათმაგი ყურადღება მიაქციო და სულ გაუმეორო რომ მისი უმცროსი ძმა მასზე გიჟდება.ეს თავიდანვე დიდ პოზიტივს და მჭიდრო კონტაქტს ამყარებს ძმებს შორის. უკვე აქვე ეტყობა რომ ძალიან განსხვავდებიან ხასიათებით. ერთი სული მაქვს შიოს ხასიათი გავიცნო“

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1768062251

„პირველი შეხვედრისას აუცილებლად ბავშვი უნდა დაიჭიროს მამამ ან ვინმე სხვამ...“ - ნუკი კოშკელიშვილის რჩევები

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი 22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა. ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს. ნუკიმ სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და რჩევები გაუზიარა მათ, ვინც მეორე შვილს ელოდება.„ვერასდროს წარმოვიდგენდი 7 წლის ბავშვი ასეთი გაგებით და სიყვარულით თუ დახვდებოდა ახალი ოჯახის წევრს. ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა მშობლების მხრიდან სწორი რაღაცეების გაკეთება პირველ ეტაპზე. ცვენ რამდენიმე რამ გვირჩიეს, თუ თქვენს ელოდებით მეორე ბავშვს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ და გამოიყენოთ.1. პირველი შეხვედრისას აუცილებლად ბავშვი უნდა დაიჭიროს მამამ ან ვინმე სხვამ, პირველი შეხვედრისას უფროსმა ბავშმა არ უნდა დაინახოს პატარა დედის ხელში, ეს იწვევს ცუდ ასოციაციას და შოკს.2. აუცილებლად აგრძნობინეთ უფროს რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომც ტიროდეს პატარა და რაღაც გთხოვოთ უფროსმა, აუცილებლად მიხედეთ, ცოტა ხანში თავად გეტყვით მერე მომხედე ხომ ხედავ ტირის ბავშვიო.3. აუცილებლად მოიმარაგეთ საჩუქარი უმცროსი ბავშვისგან უფროსისთვის. სამშობიაროდან დაბრუნებისას უთხარით რომ ეს საჩუქარი პატარამ მოუმზადა, ეს იწვევს მომენტალურ პოზიტიურ ასოციაციას.ეს სამი ძირითადი რჩევაა რაც ყველა ექიმმა და ფსიქლოგმა გვირჩია. მე მგონია რომ ძალიან კარვი რჩევებია, გამოგადგებათ“,- წერს ნუკი კოშკელიშვილი.

ნუკი

ტაბლოიდი 1767451624

VIDEO: როგორ შეხვდა ნუკი კოშკელიშვილი ახალ წელს

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მცირე ხნის წინ მეორედ გახდა დედა. ნუკი ახალ წელს სახლში, ოჯახის წევრებთან შეხვდა.„ჩვენ გილოცავთ შობა ახალ წელს!!! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ“. – წერს ნუკი და გამომწერებს ოჯახურ კადრებს უზიარებსვიდეომ ბევრი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა.„ყველა ქალი რომ იოცნებებდა, ისეთი ამერიკული ცხოვრება გაქვს. ჩვენ რომ ფილმებიდან ვხედავდით და მოგვწონდა, მთავარი კი გვერდით შენი ადამიანი გყავს და სუულ ასეთი საოცნებო წლებითა და უდიდესი წარმატებებით გეცხოვროს“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.            View this post on Instagram                       A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1766639721

ნუკი კოშკელიშვილი ახალშობილი შვილის ფოტოებს აქვეყნებს

22 დეკემბერს ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი მეორე ვაჟის დედა გახდა. ახალშობილს შიო დაარქვეს. ნუკიმ ამჯერადაც, ამერიკაში იმშობიარა. მოგვიანებით, სამშობიაროდან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, ის არაჩვეულებრივ ფორმაშია.           View this post on Instagram                       A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

ნუკი

საზოგადოება 1766597804

ნუკი კოშკელიშვილი მიმართვას ავრცელებს

ნუკი კოშკელიშვილი მშობიარობამდე პერიოდს იხსენებს და კლინიკიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს.„დილის 5 საათზე დამეწყო ტკივილები, არ მოგატყუებთ, მეგონა ამასაც წინა ორსულობის მსგავსად დაჩქარებით გავაჩენდი. ვითმინე გათენებამდე, გამთენიისას ბენსაც გავაგებინე და დავიწყეთ ათვლა. ამერიკაში რეკომენდაცია მიხვიდე სამშობიაროში თუ...ა) დაღვარე წყლებიბ) გაქვს 5 წუთში ერთხელ ტკივილები ერთი საათის განვმალობაშიგ) ტკივილი გაქვს ისეთი, რომ საუბარი გიჭირს.რომ გათენდა, ბენი გავუშვი სამსახურში, უცბად გადავივლე, თმა დავივარცხნე, მაკიაჟი გავიკეთე და ვეცი შეკვეთებს, რომ ჩამორჩენა და დაგვიანება არ გვქონოდა @nukicosmetics . ბოლო შეკვეთებზე უკვე ვყმუოდი და ბენს დავურეკე, მალევე მოვიდა და წავედით.უცნაურია, კვდები ტკივილისგან და დარდობ, ხომ არ წამოიყვანე ქმარი ტყუილად სამსახურიდან, ტყუილად ხომ არ მოვედი სამშობიაროში ამდენი ადამიანი შევაწუხე, თუ მარტო მე მჭირს ეს.გასინჯვის მერე დამიდასტურეს, კიდევ კაი მოხვედიო... მოვედი და დავრჩი.ეპიდურალურ გაუტკივარებას მე დიდ რეკომენდაციას ვუწევ, მას მერე რაც გავყუჩდი, დაიწყო არხეინად გართობა, ვიცინეთ კიდეც, ვიხუმრეთ კიდეც და ბოლოს შიოც გავიცანით.ვლოგს ვიღებ და სახლში რომ მივალ, აუცილებლად დავდებ ამ დღეებში, ახლა კვლავ სამშობიაროში ვარ, ბენს სძინავს, შიო ჭამს, მე კიდევ ორი წუთი მოვნახე რომ მოგაყაროთ ფოტოები. ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის“, - წერს ნუკი.

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1766493174

ნუკი კოშკელიშვილი მეორე ვაჟის დედა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

ნუკი კოშკელიშვილი მეორე ვაჟის დედა გახდა. მან ამერიკაში გუშინ, 22 დეკემბერს იმშობიარა.მშობლებმა ახალშობილს შიო დაარქვეს.

მსახიობი

ტაბლოიდი 1763241343

„როგორ ფიქრობთ, ვინმეს აზრი საერთოდ მაწუხებს?“ – ნუკი კოშკელიშვილი „ჰეითერებზე“

ნუკი კოშკელიშვილი ე.წ „ჰეითერებთან“ დაკავშირებით შეკითხვას პასუხობს. ნუკიმ ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელში გაავრცელა.„ხალხო, ეს არის ჩემი ზამთრის ქუდი, რომელიც ახლა შევიძინე, როგორ ფიქრობთ, ვინმეს აზრი საერთოდ მაწუხებს?“ – აღნიშნავს ნუკი. 

გი

ტაბლოიდი 1757188199

გიორგი ფხაკაძისა და ნუკი კოშკელიშვილის დაპირისპირება გრძელდება

Nuki Cosmetics-ის დამფუძნებელი ნუკი კოშკელიშვილი ხმაურიან დაპირისპირებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტ, გიორგი ფხაკაძესთან საჯაროდ გამოეხმაურა.ფხაკაძემ ცოტა ხნის წინ კომპანია ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა, თუმცა კოშკელიშვილი პასუხად ამბობს, რომ გიორგი ფხაკაძე უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს:„არის ვიღაც, ვითომ ექიმი, რომელმაც პანდემიის დროს სულ ყველა მოგვკლა… გადამეკიდა, პირადში მწერს და წერს, თითქოს FDA არ ამოწმებს პროდუქტებს. ეს სრული აბსურდია. საზღვარზე ყოველ შემოსვლაზე FDA ამოწმებს წამლებს და კოსმეტიკას. ქარხანა უნდა იყოს დარეგისტრირებული, რომ ეს ლიცენზია გქონდეს. მე არ ვაკეთებ ამ ვიტამინს, ამას უშუალოდ ფარმაცევტული კომპანია აწარმოებს, რომელსაც FDA-ს კონტროლი გავლილი აქვს“, – ამბობს Nuki Cosmetics-ის დამფუძნებელი.კოშკელიშვილი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში მოქმედებს საზღვრის მკაცრი კონტროლი და პროდუქციის იმპორტი შესაბამისი წესების გარეშე შეუძლებელია: „ელემენტარულს გეტყვით ბატონო გიორგი – სასაზღვრო შემოწმება არსებობს საქართველოშიც. არ გაქვთ უფლება, რომ რაც გინდათ, შემოიტანოთ და გაყიდოთ. თუ პრობლემა გაქვთ, ინტერნეტში ყბედობის ნაცვლად მიჩივლეთ. იქ წარვადგენ ყველა საბუთს, რასაც ითხოვთ. სირცხვილია, ამხელა კაცი ასე რომ იქცევით. უკვე შემაწუხეთ კიდეც“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.