1769975663
ნუკი კოშკელიშვილი მამაკაცებს მიმართავს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს მეორე ბავშვის შეძენის შემდეგ არსებულ მის მდგომარეობაზე და აქვე დასძენს, რომ წლების შემდეგ, ეს ყველაფერი მას თავის მეუღლეს ტკბილად გაახსენდებათ.
„ზუსტად ვიცით ეს უძილო ღამეებიც ტკბილად გაგვახსენდება და მოგვენატრება ეს დაღლილობაც… ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ბავშვი 30-ს მერე სჯობს გააჩინო, უფრო იღლები მაგრამ უფრო მეტი მოთმინება და გააზრება გაქვს...
მამაკაცებო თქვენ კი გეტყვით რომ თუ გინდათ გქონდეთ კარგი ოჯახი და მყარი ურთიერთობა სწორედ ამ დროს არის ყველაზე მეტად საჭირო თქვენი დაცმარება.
1. არ დაიზაროთ და სულ ცოტა ხანი გამოართვით მეუღლეს ბავშვი
2. ცოტა თუ უხასიათოდ არის თქვენი ცოლი ეცადეთ გააცინოთ და ისე ჰკითხოთ რა აწუხებს, არ აგრძნობინოთ რომ გაწუხებთ მისი უხასიათობა.
3. არ დაარიგოთ ჭკუა მას მერე რაც 5 წუთი დაიჭერთ ბავშვს და არც თავი შეიქოთ. უბრალოდ დაუფასეთ რასაც აკეთებს, ზოგჯერ მხოლოდ სიტყვიერი დაფასება და აღიარებაც კმარა რომ მეუღლემ იცოდეს მის გვერდით ნამდვილი მამაკაცია…
აბა?! თქვენ კაცის სიძლიერე რამე სხვა გგონიათ?“,- წერს ნუკი.
View this post on Instagram











