1767982195
„პირველი შეხვედრისას აუცილებლად ბავშვი უნდა დაიჭიროს მამამ ან ვინმე სხვამ...“ - ნუკი კოშკელიშვილის რჩევები
მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი 22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა. ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს. ნუკიმ სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და რჩევები გაუზიარა მათ, ვინც მეორე შვილს ელოდება.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი 7 წლის ბავშვი ასეთი გაგებით და სიყვარულით თუ დახვდებოდა ახალი ოჯახის წევრს. ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა მშობლების მხრიდან სწორი რაღაცეების გაკეთება პირველ ეტაპზე. ცვენ რამდენიმე რამ გვირჩიეს, თუ თქვენს ელოდებით მეორე ბავშვს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ და გამოიყენოთ.
1. პირველი შეხვედრისას აუცილებლად ბავშვი უნდა დაიჭიროს მამამ ან ვინმე სხვამ, პირველი შეხვედრისას უფროსმა ბავშმა არ უნდა დაინახოს პატარა დედის ხელში, ეს იწვევს ცუდ ასოციაციას და შოკს.
2. აუცილებლად აგრძნობინეთ უფროს რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომც ტიროდეს პატარა და რაღაც გთხოვოთ უფროსმა, აუცილებლად მიხედეთ, ცოტა ხანში თავად გეტყვით მერე მომხედე ხომ ხედავ ტირის ბავშვიო.
3. აუცილებლად მოიმარაგეთ საჩუქარი უმცროსი ბავშვისგან უფროსისთვის. სამშობიაროდან დაბრუნებისას უთხარით რომ ეს საჩუქარი პატარამ მოუმზადა, ეს იწვევს მომენტალურ პოზიტიურ ასოციაციას.
ეს სამი ძირითადი რჩევაა რაც ყველა ექიმმა და ფსიქლოგმა გვირჩია. მე მგონია რომ ძალიან კარვი რჩევებია, გამოგადგებათ“,- წერს ნუკი კოშკელიშვილი.












