ნუკი

ტაბლოიდი 1743878821

ნუკი კოშკელიშვილი ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც. ტელეწამყვანმა ახლახან სოციალურ ქსელში ქმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა:„ჩვენ...“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1743520589

ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მოვწონვარ, ყველას ვთხოვ, რომ ... - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

ბოლო დროს სოციალურ ქსელში დადებული ვიდეოსა და ატეხილი აჟიოტაჟის გამო ნუკი კოშკელიშვილს უამრავი ადამიანი გამოესარჩლა. თავად ნუკიმ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა და თავისი მოსაზრება და განცდები საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით იმ დღესვე დააფიქსირა. ამ თემაზე ის საუბარს ერიდება და ამბობს, რომ არავის მიმართ გულში წყენა არ აქვს, არც მისი გულშემატკივრების მხრიდან დაცვა უნდა, რათა ამით სხვას არ ატკინოს გული და ყველას წარმატებას უსურვებს. ნუკი კოშკელიშვილი: მართალია, ამ თემაზე საუბარი არ მსურს, თუმცა, მოკლედ შემიძლია, გითხრათ, რომ არავის მიმართ გულში წყენა არ მაქვს, ყველას წარმატებას ვუსურვებ და მინდა, ყველა იყოს ბედნიერი. ზოგადად, არც ინტრიგებში ჩაბმა მიყვარს, არც შემიძლია – ცუდად გამომდის, რადგან არ არის ჩემი საქმე. ვერავის ავყვები ინტრიგაში, ვერ ჩავებმები, მაგრამ ჩემი მხრიდან შემიძლია, ყველას წარმატებები ვუსურვო. მინდა, ყველას ვთხოვო, ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მე მოვწონვარ, არ დამიცვათ, არ მინდა. რადგან, როცა ვხედავ, ვიღაც მიცავს, ამით სხვა იჩაგრება. ეს კი არ მსიამოვნებს და არ მინდა, სხვისი დაჩაგვრის მიზეზი გავხდე. ვიცი, რა ძნელია, როცა ვიღაცის მიერ დაჩაგრული ხარ და ამას სხვას ვერ გავუკეთებ. არ მინდა, იგივე ვუსურვო და იგივე განცდა მივაყენო. კიდევ ვამბობ, ყველას წარმატებას ვუსურვებ, მეტს ვერაფერს ვიტყვი. არ დავმალავ, მტკივა, როცა უსამართლოდ მტკენენ გულს და დილით, ახალგაღვიძებულმა, სოციალურ ქსელში ჩემზე გავრცელებული ვიდეო რომ ვნახე, ვიტირე კიდეც. ასე რომ, არ მინდა, სხვასაც ატკინონ გული ადამიანებმა. შეიძლება, ვიღაც არ მომწონდეს, არ მოგწონდეთ, მაგრამ სახალხოდ უთხრა, არ მომწონხარ, არ მგონია, სწორი იყოს. სხვათა შორის, მე ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მეგობრები, გარშემო მყოფი ხალხი და გამომწერები,  ძალიან დადებითები არიან და არასოდეს მომსვლია ნეგატიური მესიჯი. ახლაც არ ყოფილა გამონაკლისი, ბევრი დადებითი წერილი მივიღე. უამრავი უცხო ადამიანი მწერდა სოციალურ ქსელში. მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ყველას! ზოგადად, რომ შეგაქებენ და კარგს გეუბნებიან, გსიამოვნებს და თავისთავად სტიმულიც გეძლევა. აქტიური ვარ, ძალიან ბევრს ვშრომობ, რომ რასაც ვაკეთებ, გამომივიდეს და ნებისმიერი ადამიანის შექება და წახალისება კოლოსალურ ძალას მაძლევს. თან, როცა ვიბრძვი, რომ უცხოეთში გავიტანო ჩვენი, ქართული ამბავი, ნებისმიერი მხარდაჭერა ფრთას მასხამს და სულ სხვა ძალა მეძლევა, რომ უფრო მეტი გავაკეთო. ამისთვის, დიდი მადლობა ყველას, ვინც ხედავს ჩემს შრომას, აფასებს, არ იზარებს და მამხნევებს. ქართველებმა ვიცით მხარდაჭერა და სადაც არ უნდა ვიყოთ, იმედად ყოველთვის გვყავს ჩვენი ხალხი და სამშობლო, ვიცით, რომ ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება.– ბევრჯერ გატკინეს გული. რა გაძლევდა ძალას, ყოფილიყავი, გაწონასწორებული, არ გეთქვა ზედმეტი და ემოციები მოგეთოკა?– არასოდეს ვთოკავ ემოციას, რაც ვარ, ეს ვარ. ნეტა, მოვთოკო ხოლმე ხანდახან, მაგრამ მოთოკილი არ ვარ (იცინის). ხომ ამბობენ, წლებთან ერთად, ადამიანი ემოციის კონტროლს და ბალანსს სწავლობსო, ეს მე ჯერ ვერ ვისწავლე. ხშირად ნერვები მეშლება ხოლმე, რატომ ვარ ასეთი ემოციური, რატომ ვერ ვისწავლე საკუთარი ემოციის გაკონტროლება-მეთქი. ვიცი, რომ არ არის კარგი ემოციებზე აყოლა და ნერვიულობა იმაზე, რაც საბოლოო ჯამში, ირკვევა, რომ სულაც არ არის სანერვიულო, მაგრამ არ გამომდის. თუმცა, მე ის ადამიანი ვარ, ვინც გულში წყენას არ იტოვებს. წყენა ის სიმძიმეა, რომელიც გამიწებს, გიზღუდავს მოძრაობას, შიგნიდან გჭამს, ამიტომ, ადამიანებმა არასდროს არც წყენა, არც ბრაზი, არ უნდა დაიტოვონ გულში, უნდა გათავისუფლდეთ ამისგან. როცა გულში წყენა, შური, ბრაზი ან ნეგატივი გაქვთ, თქვენი თავის გარდა, არავის არაფერს, უშავებთ მხოლოდ საკუთარ თავს. ადამიანს შური არასდროს გაძლევს განვითარების საშუალებას და ყოველთვის უკან გხევს. არ შეგშურდეს, რთულია, რადგან მეც მშურს, მაგალითად, დემი მურის სილამაზის, ალექსანდრა პაიჭაძის ფანტასტიკური ფეხების, ვიღაცის ცხვირის, მაგრამ ცუდად კი არ მშურს, ცოტა ნერვები მეშლება (იცინის).თბილისელები

uki

ტაბლოიდი 1740907450

VIDEO: ნუკი კოშკელიშვილი თავის კოსმეტიკის ბრენდთან ერთად ნიუ-იორკის ბილბორდზე გამოჩნდა

ნუკი კოშკელიშვილი კოსმეტიკურ ბრენდთან ერთად ნიუ-იორკის ბილბორდზე გამოჩნდა. მოდელი და ტელეწამყვანი აშშ-დან ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს. „არა სიძულვილს, მხოლოდ წინსვლა, სიკეთე და შრომა“,- წერს ნუკი კოშკელიშვილი. 

ნუკი

ტაბლოიდი 1740822540

VIDEO: ნუკი კოშკელიშვილის ემოციური მიმართვა - მან ცრემლები ვერ შეიკავა

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს, რა დროსაც მან ცრემლები ვერ შეიკავა.მისი თქმით, ბულინგი და არაჯანსაღი კრიტიკა მისთვის საწყენია, რადგან საკუთარი ბრენდისთვის უმაღლესი ხარისხის მოპოვებაზე ბევრს შრომობს.„როდესაც მიწერენ, რომ ჩემი პროდუქცია ნაგავია, მწყინს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვშრომობ. ძალიან ბევრს ვწვალობ და ვარ ერთადერთი საქართველოში, რომელსაც აქვს ლიცენზია“, - ამბობს ნუკი.ვრცლად ↓

ნუკი

ტაბლოიდი 1735502918

„ ...მაინც არ გამოგვივიდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც. ამჯერად ნუკი კოშკელიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს: „ჩავიფსით და მაინც არ გამოგვივიდა“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.            View this post on Instagram                       A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

ნუკი

ტაბლოიდი 1731909514

„მოდა ჩემი პროფესიაა“ – ნუკი კოშკელიშვილის კადრები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი ნიუ-იორკიდან შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს.ტელეწამყვანი Karl Lagerfeld-ის შავ-თეთრ ქურქში შთამბეჭდავად გამოიყურება.„მოდა ჩემი პროფესიაა“ – წერს ნუკი „ინსტაგრამზე“ და ფოტოებს ავრცელებს.            View this post on Instagram                       A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

ნუკი და ბენი

ტაბლოიდი 1730619900

ნუკი კოშკელიშვილმა ჰელოუინი განსაკუთრებულად აღნიშნა სახალისო ფოტოები

ნუკი კოშკელიშვილმა ოჯახთან ერთად ჰელოუინი განსაკუთრებულად აღნიშნა.ნუკიმ, ბენმა და მათმა ვაჟმა სხვადასხვა როლები მოირგეს.კადრებს ნუკი სოციალურ ქსელში გვიზიარებს.„როგორ მომწონს ეს წყვილი. ერთნაირი გადარეულები“„აუ რა საყვარლები ხართ“„უმაგრესები ხართ“ – აღნიშნავენ სოცქსელში.

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1729361582

VIDEO: რით განსხვავდებიან ამერიკელი და ქართველი მშობლები – ნუკი კოშკელიშვილის ამერიკული გამოცდილება

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი თავის გამომწერებს ამერიკულ გამოცდილებას უზიარებს.ვიდეოში ნუკი ჰყვება, თუ რა განსხვავება და რა საერთოა ამერიკელ მშობლებსა და ქართველ მშობლებს შორის.ნუკი ვიდეოში მშობელთა კრების შესახებ გვიყვება:„აქ სულ სხვანაირი მშობელთა კრებაა, ძალიან განსხვავდება ჩვენი მშობელთა კრებისგან. თქვენ თუ გგონიათ, რომ ქართველებმა ვიცით მხოლოდ კრიტიკა და ამბები. აქაური მშობლები 24 საათი იმით არიან დაკავებულები, რომ ვიღაცა გაჭორონ…“ – ამბობს ნუკი ვიდეოში.

nuki koshkelishvili

ტაბლოიდი 1728666194

„ყველას მაინც ვერ მოეწონებით… ამიტომ იყავით, ვინც ხართ“ - ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს მიმართავს

ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი თავის შეფასებისა და დაფასების თემაზე ახალ სტატუსს აქვეყნებს:„ყველას მაინც ვერ მოეწონები... ხომ ასეა? სულ ვცდილობთ ამას. სულ რაღაც ჩარჩოებს ვიგონებთ. უნდა იყო გამხდარი… აი, ვინ მოიგონა? ეგება და არ მინდა და არ მომწონს. უნდა გქონდეს დიპლომი, სასურველია იურიდიული, სამედიცინო ან კიდევ რამე მსგავსი… რატომ? იქნებ, მე ტექნიკუმი მომწონს, მინდა, ვიყო მკერავი ან მშენებელი, ვულკანიზაციაში მინდა მუშაობა, ბავშვობიდან მიტაცებდა ეს საქმე, ან ბალერინა მინდა ვიყო. იქნებ, მშენებელი?ქალი უნდა იყოს საქმიანი!!! არა, ქალი უნდა იყოს მეოჯახე! დედა უნდა იყოს!!! ვერ შეთანხმდა სამყარო..ამ დროს…ყველას მაინც ვერ მოეწონებით… ამიტომ იყავით, ვინც ხართ და აკეთეთ, რაც თქვენ გულს უხარია. იმას, ვისაც მოეწონებით, მოეწონებით ნამდვილი“.            View this post on Instagram                       A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1728049320

„ვინმეს რომ ეთქვა, ეს ოდესმე ჩემი რეალობა იქნებოდა, არ დავიჯერებდი…“ - რა სასიხარულო ამბავს აზიარებს ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს თავის ბრენდთან „ნუკი კოსმეტიკსთან“ დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს უზიარებს. აღმოჩნდა, რომ „ამაზონზე“ განთავსებული ბრენდის პროდუქციიდან ერთ დღეში ყველა ერთეული გაიყიდა.„გავიღვიძე და ასეთი რამ დამხვდა. ცხოვრებაში ვინმეს რომ ეთქვა, ეს ოდესმე ჩემი რეალობა იქნებოდა, არ დავიჯერებდი. ერთ ღამეში „ამაზონზე“ სრულად გაიყიდა „ნუკი კოსმეტიკსის“ ტონერი. ვიღაცები მეკითხებიან, საქართველოში როდის იქნებაო. ერთ დღეში „ამაზონზე“ გავიყიდეთ, ბოლომდე…“

ნუკი

ტაბლოიდი 1727615119

VIDEO: „ჰოლივუდსაც შეშურდებოდა ისეთი საოცარი და მოდური ხარ“ – ნუკი კოშკელიშვილი ნიუ-იორკის ქუჩებს ამშვენებს

ნუკი კოშკელიშვილი საოცარ ფორმაშია, შესანიშნავად აცვია და ნიუ-იორკის ქუჩებში პოზირებს.მისი მეუღლე, ბენ ჩეიმი სოციალურ ქსელში ნუკის ვიდეოს გვიზიარებს და მისით უბრალოდ აღფრთოვანებულია.„ჰოლივუდსაც შეშურდებოდა ისეთი საოცარი და მოდური ხარ“, – ვკითხულობთ კომენტარებში.აღსანიშნავია, რომ ნუკის თავისი კოსმეტიკის ბრენდი აქვს, რომელიც საზოგადოებაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.            View this post on Instagram                       A post shared by Benji Chaim (@benjichaim)

ნუკი

ტაბლოიდი 1727215211

„სტილი შევიცვალე…“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ კადრებს გვიზიარებს

ნუკი კოშკელიშვილი „ინსტაგრამის“ გამომწერებს ახალ ფოტოს უზიარებს, სადაც სპორტულ სტილშია გამოწყობილი. ჯინსი, ტოპი და წითელი მოსაცმელი ტელეწამყვანს ძალიან უხდება.„რაღაც სტილი ვიცვალე, არა?“ - ეკითხება გამომწერებს ნუკი.