ნინო სურგულაძე

ტაბლოიდი 1781185920

ნინო სურგულაძე ტყუპებს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

არაერთი პრესტიჟული საოპერო სცენის ვარსკვლავი, ნინო სურგულაძე ტყუპების - ზაქარიასა და ნატალიას დაბადების დღეს აღნიშნავს. ამ განსაკუთრებულ დღესთან დაკავშირებით, ნინომ სოციალურ ქსელში შვილების კადრები გააზიარა."ბუთქუჩებო, გილოცავთ თქვენს დღეს, იხარეთ და იბედნიერეთ!" - წერს ნინო სურგულაძე.

სიღნაღი

კულტურა 1779807072

სიღნაღში, კონკურს-ფესტივალის - „მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოება და გალა - კონცერტი გაიმართა

23 მაისს, სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის - „მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოება და გალა - კონცერტი გაიმართა, რომელსაც  საქართველოს კულტურის მინისტრი ქალბატონი თინათინ რუხაძე, ასევე  აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასეწრნენ.კონკურს-ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. პროექტი, რომლის მიზანიც თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალი ტალანტების აღმოჩენაა, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა.კონკურს-ფესტივალში მონაწილეობდნენ დამწყები ვოკალისტები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მომღერლები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, კონსევტორიის რექტორმა, ფესტივალის სამხატვორ ხელმძღვანელმა და ჟიურის წევრმა ბატონმა გიორგი ვჩნაძემ, სიღნღის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა მალხაზ ბეგიაშვილმა.„ვანო სარაჯიშვილის სახელი არა მხოლოდ ქართული საოპერო ხელოვნების დიდ ისტორიაზე, არამედ მის მსოფლიო მნიშვნელობაზეც მეტყველებს. დღეს, ამ ნიჭიერი ახალგაზრდების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი მუსიკალური ტრადიციები საიმედო ხელშია. კონკურსში მონაწილე თითოეულ ახალგაზრდას დიდ წარმატებას ვუსურვებ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, გამორჩეულ პროფესიონალებს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული“, - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა თინათინ რუხაძემ.კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ, მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა, იტალიის იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენის მფლობელმა ნინო სურგულაძემ და კონკურსის ჟიურის საპატიო წევრმა მსოფლიოში აღიარებულმა სოპრანომ, სხვადასხვა კონკურსების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერმა, იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენის მფლობელმა იანო ალიბეგაშვილმა საკონცერტო ნაწილშიც მიიღეს მონაწილეობა. 🎶გალა-კონცერტში ასევე მონაწილეობდა ,,თბილისის ქალთა გუნდი“, ხელმძღვანელი ომარ ბურდული. მათ  ქართველ კოპოზიტორთა ნაწარმოებები შეასრულეს.ჟიურის თავმჯდომარემ, ნინო სურგულაძემ დაჯილდოების ცერემონიისას  იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს  გზავნილი და საელჩოს ინიციატივა გააჟღერა, რაც მომდევნო კონკურსებში იტალიური არიის საუკეთესო შესრულებისთვის სპეციალური პრიზის დაწესებას გუილსხმობს.კომპანია სოკარ ენერჯი ჯორჯიამ  SOCAR Energy Georgia, რომელიც  ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის მუდმივი პარტიორია, გამოხატა სურვილი ჩართულიყო გამრჯვებულთა დაჯილდოებაში და დააწესა ფულადი პრემიები ფინალისტებისთვის,  ლაურეატებსთვისა და გრან პრის მფლობელებისთვის.გაგაცნობთ ფინალისტებსა და ლაურეატებს:ფესტივალის ფინალისტები - ელისაბედ ჩხეიძე, ანასტასია მინაშვილი, დავით გიგაური, ნათია ბეჟაშვილი;მესამე პრემიის ლაურეატები -  ლევან გორგაძე, ავთანდილ ჭიქავა და გიორგი გობრონიძე;მეორე პრემიის ლაურეატები -  ბერდია ონიანი, ერეკლე გურგენიძე და მიხეილ ნაზარიანი;პირველი პრემიის ლაურეატები -  ვახტანგ იშხნელი, გიორგი პატარაია, მარია გადილია;გრან პრი - მარიამ ჭანკვეტაძე და ფალანდა ღვინჯილია.კონცერტის მსვლელობისას, რომელშიც კონკურსის ფინალისტები, ლაურეატები და გრან პრის მფლობელები მონაწილეობდნენ, გამოვლინდა დაპირებული მაყურებლის სიპათიის პრიზი, რომელიც ორმა მონაწილემ  -  ლევან გორგაძემ და ფალანდა ღვინჯილიამ მიიღო.გალა კონცერტის კონცერტმაისტერები - ეკატერინე გოგოლიძე, ხათუნა ლოლაძე, მარინა ადამიშვილი, ლელა უსეინაშვილი, ქეთევან გელაშვილი.გალა-კონცერეტისა და დაჯილდოების წამყვანები - გვანცა მეფარიშვილი და გიორგი არჩვაძე. 

ფესტივალი

კულტურა 1778066329

"მომავლის ხმა" - ვანო სარაჯიშვილის პერმია 2026

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართება.ფესტივალი ,,ახალი ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია” ორ ეტაპად ჩატარდება:I ეტაპი - საფესტივალო მოსმენა თბილისში, 14 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.ფესტივალის დასკვნითი - II ეტაპი 23 მაისს ქალაქ სიღნაღში, გალა კონცერტით დასრულდება.ჟიურის წევრები იქნებიან: თავმჯდომარე - მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, წევრები - სოპრანო იანო ალიბეგაშვილი და პიანისტი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე.ფესტივალის ჟიური სამ საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს გამოავლენს, ესენია: ფესტივალის მთავარი პრიზი - „მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის პრემია“, აუდიტორიის სიმპათია და საუკეთესო კონცერტმაისტერი.ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია კონსერვატორიის რექტორი, პიანისტი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე.

ნინო სურგულაძე

ტაბლოიდი 1774715054

„ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა პატრიარქთან…“ – ნინო სურგულაძე პატრიარქთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში პატრიარქთან შეხვედრის კადრებს ავრცელებს და ილია მეორესთან ბოლო შეხვედრას იხსენებს. „ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა პატრიარქთან“ – წერს ნინო სურგულაძე.კადრებში პატრიარქი ამბობს: „მე მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრის, თქვენთან შეხვედრა ჩემთვის ზეიმია…“ ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს. 

ნინო სურგულაძე

საზოგადოება 1774172640

სამებაში წირვაზე პატრიარქის საგალობელს „კირიელეისონ“ მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე ასრულებს

სამებაში წირვაზე პატრიარქის საგალობელს „კირიელეისონ“ საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ასრულებს.12:15 საათზე სამების ტაძარში მიბრძანდა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.

ნინო სურგულაძე

საზოგადოება 1774167199

სამებაში წირვაზე პატრიარქის საგალობელს „კირიელეისონ“ მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ასრულებს

სამებაში წირვაზე პატრიარქის საგალობელს „კირიელეისონ“ საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ასრულებს.საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ემშვიდობება. სამების საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს.ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.12:15 საათზე სამების ტაძარში მიბრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნინო სურგულაძე

ტაბლოიდი 1760258580

ნინო სურგულაძე 48 წლის გახდა

ნინო სურგულაძე, რომლის ხმა მსოფლიოში გაისმა ყველა დროის უმშვენიერესი მეცო-სოპრანოა, დღეს, 12 ოქტომბერს დაბადების დღეს აღნიშნავს.იგი 48 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვაც მიიღო. „დღეს ნინოს დაბადების დღეა“, - წერს ნინო სურგულაძე. მილოცვები მომღერალმა ფოტოს კომენტარებში მიიღო:„გილოცავ ულამაზესო, უნიჭიერესო და უმაგრესო“. „ჩვენს საამაყო გოგოს ვულოცავ“. „მრავალს დაესწარი, ძვირფასო“, - წერენ კომენტარებში.

ნინო სურგულაძის შვილი

ტაბლოიდი 1755968169

„ფილმი ,,მეტიჩარა“ გამახსენდა ამ ლამაზი გოგოს დანახვისას“ – ნინო სურგულაძე ქალიშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

ნინო სურგულაძე ქალიშვილის ფოტოებს გვიზიარებს. პატარა ნატალიას უსაყვარლეს კადრებს მეცო-სოპრანო სოციალურ ქსელში აქვეყნებს და უამრავ დადებით კომპლიმენტს იღებს.„ფილმი ,,მეტიჩარა“ გამახსენდა ამ ლამაზი გოგოს დანახვისას, როგორ ჰგავს მის საამაყო და ნიჭიერ დედიკოს, ბედნიერი იყოს მთელი ცხოვრება“ „დედის ასლი! იხაროს და იდღეგრძელოს“ „პატარა ნინო სურგულაძე“ – უწერენ ნინოს.

ნინო სურგულაძე

ტაბლოიდი 1753632806

VIDEO: „ვულოცავ კარლოს და მარიამს, ვუსურვებ ბედნიერ თანაცხოვრებას!“ – ნინო სურგულაძის საოცარი შესრულება ქორწილში

საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის ქორწილში იმყოფებოდა და სტუმრები საოცარი შესრულებითაც გაანებივრა.„კარლოს და მარიამის ულამაზესი ქორწილი ვულოცავ კარლოს და მარიამს, ვუსურვებ ბედნიერ თანაცხოვრებას!“, – წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში. 

ნინო სურგულაძე

ტაბლოიდი 1749327607

ნინო სურგულაძე უსაყვარლესი ნატალიას და ზაქარიას 5 წლის იუბილეს აღნიშნავს

მომღერალ ნინო სურგულაძის შვილები იუბილარები არიან. ამის შესახებ ნინო სოციალურ ქსელში წერს და ტყუპების ფოტოებს გვიზიარებს. „ნატალია და ზაქარია 5 წლის გილოცავთ ტყუპებო, მიყვარხართ“, – წერს ნინო სურგულაძე.გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ტყუპებმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

სოფი ლორენის რძალი

საზოგადოება 1729889891

“თითქმის ერთი თვის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით..." - რამ აღაფრთოვანა სოფი ლორენი

მარიამ შარმანაშვილს, რომელიც ფართო აუდიტორიამ ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსით გაიცნო, ცოტა ხნის წინ რჩეულმა, კარლო პონტი უმცროსმა ხელი სთხოვა.მარიამი საკუთარი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა. როგორც ვიცი, სადედამთილოს უკვე კარგად იცნობთ. როგორი ადამიანი აღმოჩნდა უდიდესი ვარსკვლავი პირად ურთიერთობაში და საქართველო თუ გააცანით?- ქალბატონი სოფია არის უაღრესად თბილი ადამიანი, გაცნობის დღიდან მისგან ძალიან თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი, მაგრამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დავახლოვდით, რადგან თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოგვიწია ერთად ცხოვრება. შესაბამისად, კიდევ უფრო უშუალო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. აქვს ძალიან კარგი იუმორი და ხშირად ვხალისობთ ხოლმე სხვადასხვა თემაზე. ქალბატონი სოფია ისედაც იცნობდა ჩვენს ქვეყანას, რადგან ის საქართველოს, ქალბატონი ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, 2016 წელს ესტუმრა, მაგრამ მეც როდესაც საშუალება მეძლევა, უფრო და უფრო მეტს ვუყვები საქართველოზე, ქართული სამზარეულოდან ვეცადე, მას ისეთი კერძები გაესინჯა, რომელიც აქამდე დაგემოვნებული არ ჰქონდა, მაგალითად, ხინკალი და ხაჭაპური, რაზეც აღფრთოვანდა და ეს იყო დიდი კომპლიმენტი ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, რადგან მოგეხსენებათ, ქალბატონი სოფია ცნობილია კულინარიული ნიჭითაც.

ნინო სურგულაძე

ტაბლოიდი 1729361423

VIDEO: „დიდი წარმატებით ჩაიარა პრემიერამ... მაყურებელმა სპექტაკლი ძალიან თბილად მიიღო“ - ნინო სურგულაძის არაჩვეულებრივი შესრულება ბელგიაში

ბელგიის, ლიეჟის სამეფო თეატრში პრემიერა შედგა, რომელშიც ნინო სურგულაძე მონაწილეობდა. იგი მსმენელის წინაშე საუცხოოდ წარდგა. პრემიერის შესახებ თავად მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და მის გულშემატკივარს ვიდეოსაც უზიარებს.  „დიდი წარმატებით ჩაიარა პრემიერამ ბელგიის, ლიეჟის სამეფო თეატრში. მიხარია, რომ ჩემი დებიუტი შედგა ჩეხი დიდი კომპოზიტორის: იანოჩეკის ამ არაჩვეულებრივ ოპერაში „კატია კაბანოვა” ჩეხურ ენაზე. რთული მუსიკითა და რითმებით. მაყურებელმა სპექტაკლი ძალიან თბილად მიიღო რაც ყველას დამსახურებაა, როგორც არაჩვეულებრივი კოლეგების და დიროჟორის, ასევე მთლიანად შემოქმედებითი ჯგუფის! მადლობა ყველას!( მცირე ნაწყვეტი პრემიერიდან.) ლიეჟი18.10.24“,- წერს ნინო სურგულაძე.