ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი • 1791212120

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი ანდრე ილეგენი დაძაბულ, სამსეტიან ორთაბრძოლაში დაამარცხა.საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი კანადელ ლიამ დრაქსლერს დაუპირისპირდება.ამ დროისთვის ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციაში 124-ე ადგილს იკავებს, ხოლო მისი მომავალი მეტოქე ATP რეიტინგში 219-ე პოზიციაზეა. გადამწყვეტი შეხვედრა 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.

ბასილაშვილი

სპორტი • 1791198018

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსის კვალიფიკაცია გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის.ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი შეხვედრა მსოფლიოს 195-ე ჩოგანთან, ანდრე ილეგენთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა — 6:3, 6:7(1), 7:5. ბასილაშვილმა პირველი სეტი მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქისთვის ბრეიკპოინტიც არ მიუცია, თავად კი 3-დან 1 შანსი გამოიყენა და საწყისი პარტია 6:3 დახურა. ნიკამ მეორე სეტი შესანიშნავად დაიწყო და პირველ სამ გეიმში ორი ბრეიკი შეასრულა, თუმცა მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა. 0:3-ზე ილეგენმა ბასილაშვილის ჩაწოდება აიღო, 2:3-ზე კი კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც ამერიკელმა ჩოგბურთელმა 7:1 მოიგო. მესამე სეტში, 4:3-ზე ნიკოლოზმა ბრეიკი შეასრულა და მატჩზე აწვდიდა, თუმცა ილეგენმა ბოლომდე იბრძოლა და ანგარიში გაათანაბრა — 5:5. ქართველმა ჩოგბურთელმა თავისი მოწოდება აიღო, 6:5-ზე კი მატჩპოინტი ხელიდან აღარ გაუშვია.ცნობისთვის, ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილს კანადელი ჩოგბურთელის, ლიამ დრაქსლის დამარცხება დასჭირდება. ეს მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყება.წყარო: CrystalSport

ბასილაშვილი

სპორტი • 1790597040

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირს გამოეთიშა

ჩენგდუში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან სამ სეტში – 6:4, 4:6, 3:6 დამარცხდა ტურნირს გამოეთიშა.მეორე სეტის ბოლოს ბასილაშვილმა ტრავმის გამო სამედიცინო ტაიმაუტი მოითხოვა. მართალია შემდეგ თამაში გააგრძელა, მაგრამ ტრავმამ მის თამაშზე გავლენა მოახდინა და საბოლოოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.ჩენგდუს ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, იქ ორი შეხვედრა მოიგო, ხოლო ძირითად ეტაპზე სერბ კეჩმანოვიჩს, ნიდერლანდელ ვან დე ზანდშლუპს და ამერიკელ ბრუკსბის სძლია.

ბასილაშვილი

სპორტი • 1781441943

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლორენცო სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი ლორენცო სონეგო ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა.ბასილაშვილი ორივე სეტში დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს თითოეულ კომპონენტში აჯობა. ჯამში, იტალიელს სამჯერ აართვა ჩაწოდება, თავად კი მხოლოდ ერთხელ დათმო.ჰალეს ტურნირის ბალახის საფარზე ტარდება და უიმბლოდინის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებად ითვლება აღნიშნულ ზედაპირზე.ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 118-ე ადგილზეა.

ბასილაშვილი

Crystalsport • 1778350938

რომის მასტერსი | ბასილაშვილმა ATP რეიტინგის მე-6 ნომერს მოუგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის 1/32-ფინალში ATP რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი სამ სეტში 6:4 6:7 6:3 დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა.ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი დიდებულად დაიწყო და მე-5 გეიმში ბრეიკი შეასრულა. იგივე გაიმეორა მე-7 გეიმშიც, თუმცა უმალ-უკუბრეიკი მიიღო, მაგრამ ამას სეტის მოგებაში ხელი არ შეუშლია.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/84071-romis-mastersi--basilashvilma-atp-reitingis-me-6-nomers-mougo 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი • 1778350417

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მეექვსე ნომერი, ბენ შელტონი 3 სეტში დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილის დიდი გამარჯვება რომის მასტერსზე.ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მეექვსე ნომერი, ბენ შელტონი 3 სეტში დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი / კარლოტა

ტაბლოიდი • 1771566980

„კარლოტამ მასწავლა, რომ ჩოგბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი...“ – რას ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის რჩეულზე

ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი რჩეული კარლოტა ჰელენი კარიერაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.მისი თქმით, ისინი ტურნირებისთვის ერთად ემზადებიან, ხოლო კარლოტამ ასწავლა, რომ ჩოგბურთის გარდა, ცხოვრებაში სიამოვნების მიღება მცირე ყოველდღიური მომენტებითაც შეიძლება.„კარლოტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი გაცნობიდან ჩემს კარიერაში, თავადაც ჩოგბურთს თამაშობს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვემზადებით ხოლმე ტურნირების დროს. კარლოტამ ზოგადად მასწავლა, რომ ჩოგბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის და არის პატარა რაღაცეები, საიდანაც შეიძლება მიიღო ზოგადად სიამოვნება, თუნდაც უბრალოდ სიარულით, გასეირნებით და საინტერესო თემაზე ლაპარაკით“, – ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი • 1768385134

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმართვას ავრცელებს

ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა: ,,მოგესალმებით ყველას. მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მე მსურდა. სამწუხაროდ, ავად გავხდი და ვერ შევძელი ჩემი შესაძლებლობების 100%-ით გამოვლენა, რაც განსაკუთრებით რთულია ავსტრალიაში ასეთი გრძელი მგზავრობის შემდეგ.ახლა რეაბილიტაციას გავდივარ და ველოდები მონპელიესა და როტერდამის ტურნირებს“, - დაწერა მან.

basilashvili

სპორტი • 1759218018

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ATP-ის 1000-ქულიანი მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ამერიკელი ელიოტ სპიცირი ორ სეტში – 6:4, 6:4 დაამარცხა და ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მიიღო.ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში ერთხელ შეძლო მეტოქის ჩაწოდების მოგერიება, ხოლო მეორე სეტში – ორჯერ. მატჩის მანძილზე ბასილაშვილმა 4 ეისი შეასრულა და მხოლოდ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მისი მეტოქის ვინაობა ტურნირის ძირითად ეტაპზე მოგვიანებით, წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.ამჟამად ქართველი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 104-ე ადგილს იკავებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი • 1759149378

შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი მატჩი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი სამ სეტში დაამარცხა – 4:6, 6:3, 6:1.საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ჩელენჯერის მერვედფინალში ბასილაშვილმა სწორედ ტომიჩთან წააგო, ამჯერად კი რევანში აიღო. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ამერიკელ ელიოტ სპიცერს (128-ე ადგილი რეიტინგში) შეხვდება. მატჩი 30 სექტემბერს შედგება.ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ამჟამად 104-ე ადგილზეა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი • 1758802069

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის მიმდინარე რეიტინგში მე-100 ადგილზე გადაინაცვლა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის მიმდინარე რეიტინგში კვლავ დაწინაურდა და 2018 წლის შემდეგ პირველად, საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ასეულში შევიდა.ამჟამად ბასილაშვილი კლასიფიკაციაში მე-100 პოზიციას იკავებს. ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთში, ჯინგშანის ჩელენჯერზე გამოდის და ტურნირის მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ბერნარდ ტომიჩთან ჩაატარებს.ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილია. მას ATP-ის უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი • 1758194102

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში, ქალაქ ჩენდუში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიან ტურნირზე მერვედფინალის საგზური მოიპოვა.შეჯიბრების მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილმა ბრიტანელი ბილი ჰარისი ორ სეტში, 7:6, 6:3 დაამარცხა. ამ მეტოქესთან ქართველი ორი წლის წინ ბერგამოს ჩელენჯერზე დამარცხდა.მერვედფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იტალიელ ლორენცო მუზეტისა და ხორვატ დინო პრიზმიჩს შორის გამარჯვებული იქნება.ამჟამად ქართველი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილს იკავებს.

✕