გიორგი კონდახიშვილი

პოლიტიკა 1751024100

რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება - ნიკა მელიას ადვოკატი

"რაც არ უნდა წერონ და იკითხონ, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება," - ასე გამოეხმაურა ნიკა მელიას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს 8-თვიანი პატიმრობა, თანამდებობის დაკავების აკრძალვა 2 წლით და 25 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.მისივე თქმით, ნიკა მელია ჯარიმის გადახდას არ აპირებს."რაც შეეხება ჯარიმას, არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დამოკიდებული სასჯელის აღსრულებას. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას - იგი ორჯერაა დაპატიმრებული, დღეს საერთოდ გამამართლებელი განაჩენიც რომ დაეყენებინათ, მოგეხსენებათ, ნიკასთან მიმართებით არის დაპატიმრება გამოყენებული და ჯერ კიდევ წინ გვაქვს მოსამართლეზე წყლის შესხმის ფაქტზე სასამართლო განხილვა," - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი.კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმაც."საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ნორმატიული ბაზა იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, ამის მოლოდინი ჩვენ გვქონდა ნამდვილად," - აცხადებს პროკურორი.შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. "კოალიცია ცვლილების" ერთ-ერთი ლიდერი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, მას აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია 25 000 ლარით დაჯარიმდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარმოებულ 2019 წლის საქმეზე.

ნიკა მელია

პოლიტიკა 1751018714

ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, მას 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბენჟამენ ადადი

მსოფლიო 1750844736

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები მიუღებელია

საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები მიუღებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ბენჟამენ ადადმა განაცხადა, იტყობინება საქართველოში საფრანგეთის საელჩო.მისი თქმით, საფრანგეთი გმობს „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ გადახვევას, 2024 წლის არც თავისუფალი, არც სამართლიანი არჩევნების შემდეგ“.„საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის დაპატიმრებითა და გასამართლებით, მიუღებელია. საფრანგეთი გმობს „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ გადახვევას, 2024 წლის არც თავისუფალი, არც სამართლიანი არჩევნების შემდეგ“, – დაწერა ბენჟამენ ადადმა.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1750843778

იმედია, 2 ივლისს გიორგი გახარია კომისიაზე გამოცხადდება, ვფიქრობ, მას ესმის, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა პირის პოლიტიკურ გარდაცვალებასაც ნიშნავს - თეა წულუკიანი

იმედია, 2 ივლისს გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ ესმის, რომ ეს სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური პროცესია და საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა პირის პოლიტიკურ გარდაცვალებასაც ნიშნავს, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.მისი თქმით, საგამოძიებო კომისიას გიორგი გახარიასთან 2012 -2025 წლებთან დაკავშირებით აქვს კითხვები.„გიორგი გახარია ამბობს, რომ სახელმწიფო ინტერესები არ დამიზიანებიაო არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, საგუშაგოს გახსნის შედეგად სახელმწიფოს არ დაუკარგავს ტერიტორიებიო. ამის შემდეგ კომისიის წინაშე გამოცხადდა სოფლის მაცხოვრებელი, რომელმაც თქვა, რომ ე.წ. საკოლმეურნეო ტყის 100 ჰექტარი გახარიას მიერ საგუშაგოს ჩაყენების შემდეგ ოკუპანტმა დაიკავა და საოკუპაციო ხაზი გადმოიწია. როდესაც ორი ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდებული ჩვენება გვაქვს, ნებისმიერ გამოძიებაში ბუნებრივად იწვევს იმ პირველი პირის დაბარებას, რომელმაც სხვა რამ თქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.მისი თქმით, სამუშაოს მიზნებიდან გამომდინარე საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მოსვლა საინტერესოა.„მასთან ასევე გვაქვს 2012 -2025 წლებთან დაკავშირებული კითხვები, კერძოდ კი, საგარეო ასპარეზზე მისი საქმიანობის შესახებ, ვინაიდან მან განაცხადა, რომ ნიკა მელიას საკითხზე გადადგომის გადაწყვეტილებას კონკრეტული დღის დილას ვიდრე მიიღებდა, წინა ღამეს, თუ წინა დღეებში აშშ-ის ელჩს შეხვდა. იმედი მაქვს, 2 ივლისს გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება. ვფიქრობ, სხვებისგან განსხვავებით, მას ჯერ კიდევ ესმის, რომ ეს სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური პროცესია და საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა, სულ რომ პროკურატურამ დისკრეცია გამოიყენოს და თქვას, რომ რა მოხდა მერე, თუ ამ მოვიდა კომისიაზეო, საგამოძიებო კომისიის წინაშე რომ არ ცხადდები, პირის პოლიტიკურ გარდაცვალებასაც ნიშნავს. ეს არის პოლიტიკის ანაბანა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა

ნიკა მელია

პოლიტიკა 1750681153

ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი 27 ივნისს გამოცხადდება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელია საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, განაჩენი 27 ივნისს, 13:30 საათზე გამოცხადდება.დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

  ხალხის ძალა

პოლიტიკა 1750658020

„ხალხის ძალა“: რამდენის უფლებას აძლევენ ევროპელი „მეგობრები“ თავს, როდესაც ქართველ ხალხს უბედავენ, სააკაშვილი, მელია, ამაღლობელი და სხვები პოლიტპატიმრებად შერაცხონ! ოფიციალური ბრიუსელი ღიად ებრძვის და საქართველოს ხელისუფლებას

 სრული ფარსია ელჩის საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესების დასტაბილურების სურვილზე, რადგან საქმით, ისინი თავად ახალისებენ რადიკალიზაციას, - ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ წერილში.წერილის თანახმად, ძალადობის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობით, დაინტერესებული ძალები, ერთი მხრივ, საკუთარი აგენტების დაცვას, მეორე მხრივ კი, ქართული მართლმსაჯულებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობენ.„ძალადობის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობით ეს ძალები საქართველოში შემდგომი ძალადობის პროვოცირებას ახდენენ. ამით, ერთი მხრივ საკუთარი აგენტების დაცვას ცდილობენ, მეორე მხრივ კი ქართულ მართლმსაჯულებას და სუვერენიტეტს ებრძვიან.როგორ შეიძლება აქ არ ვახსენოთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული კატასტროფული რეზოლუცია და ევროპარლამენტის შენობაში გამართული სამარცხვინო სპექტაკლი, ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ მზია ამაღლობელის „ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოდ“ მონათვლის მცდელობა და საზოგადოების მოტყუება, თითქოსდა მზია ამაღლობელი ჟურნალისტური საქმიანობის გამოა დაკავებული, მაშინ, როდესაც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა, როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მზია ამაღლობელმა სამართალდამცავს,“ - აღნიშნულია წერილში.„ხალხის ძალის“ განცხადებით, ევროპელი „მეგობრები“ ქართველ ხალხს უბედავენ, რომ სააკაშვილი, მელია, მზია ამაღლობელი და სხვები, პოლიტპატიმრებად შერაცხონ, რაც ადასტურებს იმას, რომ ოფიციალური ბრიუსელი ღიად უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას.„თავად განსაჯეთ რამდენის უფლებას აძლევენ ევროპელი „მეგობრები“ თავს, როდესაც ქართველ ხალხს უბედავენ, რომ სააკაშვილი, ნიკა მელია, მზია ამაღლობელი და სხვები პოლიტპატიმრებად შერაცხონ!ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა და ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ, რომ საკადრისი პასუხი გავცეთ მათ!ფაქტია, რომ ევროპარლამენტში საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ, ანტიქართულ პოლიტიკას ატარებენ! ოფიციალური ბრიუსელი ღიად ებრძვის და უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას.“ - ნათქვამია „ხალხის ძალის“ წერილში.

  ხალხის ძალა

პოლიტიკა 1750657859

„ხალხის ძალა“: ოფიციალური ბრიუსელი და ჰერნჩინსკი აფინანსებენ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს

„ხალხის ძალა“ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს ეხმაურება. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშ აღნიშნულია, რომ ელჩის ინტერვიუში ბევრი უზუსტოდა და ტყუილია იყო საზოგადოებისთვის მნიშვენლოვან თემებთან დაკავშირებით .„ამ წერილით გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის – პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს გაზეთ „ბათუმელებთან“, რომელშიც მრავლად გვხვდება მთელი რიგი უზუსტობები, პოლიტიკური სპეკულაციები და პირდაპირ რომ ვთქვათ – ტყუილები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, სენსიტიურ საკითხებთან და რაც მთავარია, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.პოლიტიკოსებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კარგა ხანია ცხადია, რომ პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“, ანუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელია, რომლის მთავარი ამოცანა სუვერენული ქვეყნის სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა და „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა.საქართველოში ელჩად დანიშვნის დღიდან, პაველ ჰერჩინსკი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რასაც მისი არაერთი განცხადება და ნაბიჯი მოწმობს. ე.წ. ელჩი, რეალურად, საქართველოში მოქმედი, უცხოეთიდან მართული და დაფინანსებული ოპოზიციის ნაწილია, რომელსაც დიპლომატობის არაფერი სცხია და საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით, დანიშვნის დღიდან გასცდა ელჩის კომპეტენციას და უფლებამოსილებას.საერთოდ რა დიპლომატობაზე შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პაველ ჰერჩინსკი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ღიად უჭერდა მხარს?!ასეა თუ ისე, დღეს საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი.ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს.ამ ძალებისგან მომავალი საფრთხეზე ღიად საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. ასევე, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი, რომლის თქმითაც, მათ სურთ რომ დაანგრიონ „დიფ სთეითი“, რომელიც ბრიტანეთს მართავს და ამერიკულზე უფრო ძველიცაა და უფრო ფართოდ გავრცელებულიც. ასევე, გავიხსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი ებრძვიან ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც სოროსის იმპერია ჰქვია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს უხდიდა ფულს უნგრეთის სამართლებრივ სისტემაზე თავდასხმისთვის და უნგრეთის წინააღმდეგ უკანონო საქმიანობას ახორციელებდა. მისივე განცხადებით, ევროკავშირი არ შეიძლება იყოს ფინანსური ქსელი, რომელიც ეროვნული მთავრობების დასუსტებისთვისაა შექმნილი.სწორედ ოფიციალური ბრიუსელი და მათ მიერ დანიშნული პაველ ჰერნჩინსკი აფინანსებენ და მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩისკენ, ურთიერთდაპირისპირებისკენ და პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც, ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს.საგულისხმოა, რომ ევროკავშირის საელჩო, რომელიც წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად გვევლინებოდა, არათუ პასუხისმგებლობას არ იღებდა, არამედ არც კი გმობდა მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ზიზღის და მუქარის კამპანიებს. მეტიც, საკუთარი დამოკიდებულებით და პოლიტიკით, ევროკავშირის საელჩო მწვანე შუქს უნთებდა და უნთებს მათი დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ ზიზღისა და მუქარის კამპანიებს, ძალადობას და სიძულვილს.ამ ფონზე, რა თქმა უნდა, სრული ფარსია ელჩის საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესების დასტაბილურების სურვილზე, რადგან საქმით, ისინი თავად ახალისებენ რადიკალიზაციას.ძალადობის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობით ეს ძალები საქართველოში შემდგომი ძალადობის პროვოცირებას ახდენენ. ამით, ერთი მხრივ საკუთარი აგენტების დაცვას ცდილობენ, მეორე მხრივ კი ქართულ მართლმსაჯულებას და სუვერენიტეტს ებრძვიან.როგორ შეიძლება აქ არ ვახსენოთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული კატასტროფული რეზოლუცია და ევროპარლამენტის შენობაში გამართული სამარცხვინო სპექტაკლი, ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ მზია ამაღლობელის „ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოდ“ მონათვლის მცდელობა და საზოგადოების მოტყუება, თითქოსდა მზია ამაღლობელი ჟურნალისტური საქმიანობის გამოა დაკავებული, მაშინ, როდესაც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა, როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მზია ამაღლობელმა სამართალდამცავს.თავად განსაჯეთ რამდენის უფლებას აძლევენ ევროპელი „მეგობრები“ თავს, როდესაც ქართველ ხალხს უბედავენ, რომ სააკაშვილი, ნიკა მელია, მზია ამაღლობელი და სხვები პოლიტპატიმრებად შერაცხონ!ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა და ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ, რომ საკადრისი პასუხი გავცეთ მათ!ფაქტია, რომ ევროპარლამენტში საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ, ანტიქართულ პოლიტიკას ატარებენ! ოფიციალური ბრიუსელი ღიად ებრძვის და უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას.ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველო მოთმინების პოლიტიკას ატარებს. მართალია, ნებისმიერი სახელმწიფო პაველ ჰერჩინსკის მსგავს ანგაჟირებულ, „დიფ სთეითის“ აგენტ, არასასურველ პირს დიდი ხნის წინ გააძევებდა ქვეყნიდან, მაგრამ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ შეგნებულად არ ვითხოვთ მის გაძევებას, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება პოზიტიური შედეგის მომტანი ვერ იქნება, ვინაიდან ევროპული ბიუროკრატია იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, ჰერნჩინსკის ნაცვლად შესაძლოა ბევრად უარესი კადრი მოავლინონ „ელჩად“.პაველ ჰერნჩინსკის ინტერვიუს რომ დავუბრუნდეთ, პირდაპირ თუ ირიბად, მან არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, თითქოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ მათე დევიძეს და სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებულ მზია ამაღლობელს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი. რა თქმა უნდა, ეს მტკნარი სიცრუეა, რაც მან კარგად იცის, ისევე, როგორც ის, თუ რამდენად მკაცრია, მათ შორის, ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა სამართალდამცავთა წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და რა ტიპის პასუხისგება ახლავს ამგვარ ქმედებას თან.პაველ ჰერჩინსკი ტყუის მაშინაც, როდესაც ცდილობს ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ევროკავშირის დაფინანსების ლომის წილი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და სახელმწიფოს პირდაპირ დახმარებაზე მოდიოდა მაშინ, როდესაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის და წევრი ქვეყნების დაფინანსების ძირითადი ნაწილი მათი ინტერესების გამტარი, მათდამი ლოიალურად განწყობილი ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დაფინანსებაზე მოდიოდა, სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების დამხობის დავალება აქვთ მიღებული.სწორედ ამიტომ წუხს ბატონი ჰერჩინსკი ხელისუფლების მიერ მიღებული გამჭვირვალობისა და „FARA“-ს კანონების გამო, რადგან ეს სამართლებრივი მექანიზმები მათთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია მუდმივად, ფარულად აფინანსონ მათი პოლიტიკური ინტერესების გამტარი ორგანიზაციები და სუბიექტები.რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, რომელიც, როგორც პაველ ჰერჩინსკიმ ბრძანა, შეჩერებულია, რადგან ქართველ ხალხს სურს ევროპა, ხოლო ხელისუფლება უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს.რასაკვირველია, ესეც მტკნარი სიცრუეა; პირველ რიგში, გაუგონარია ელჩის მიერ ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნის მცდელობა იმ ფონზე, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი მხარდაჭერა აქვს. ამას გარდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალური სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გახადა, რომელმაც შრომისა და თავდადების ხარჯზე მიაღწია ყველა იმ სიკეთეს, რითაც დღეს საქართველოს მოსახლეობა სარგებლობს.თუმცა, როგორც გამოჩნდა, რეგიონში ვითარების დაძაბვისთანავე, ოფიციალურმა ბრიუსელმა საქართველოს ევროპული მისწრაფების სათავისოდ გამოყენება სცადა და ხელისუფლების შანტაჟის იარაღად გამოიყენა. ხოლო როდესაც სასურველ შედეგს და ხელისუფლების უპირობო მორჩილებას ვერ მიაღწიეს, სწორედ მათ, თანაც სრულიად უსამართლოდ გაყინეს საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ეს საქართველოს ხელისუფლებას გადააბრალეს.პარალელურად, ოფიციალური ბრიუსელი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, პრაქტიკულად, დემონიზაცია მოხდეს. ამაზე, ინტერვიუში, თავად პაველ ჰერჩინსკი საუბრობს:„წარმოიდგინეთ, ევროკავშირის მიერ დასანქცირებულს როგორ შეხედავენ მეგობრები, ოჯახის წევრები, საზოგადოება. ამიტომ სანქციების საკითხს უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ“.ამ ფონზე, ელჩი წუხს იმაზე, თითქოს მმართველი გუნდი ევროკავშირს აბუჩად იგდებს და ევროპელ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფას აყენებს. რეალურად, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საკუთარი ქმედებებით და პოლიტიკით, სწორედ ევროკავშირის ელჩი და სხვადასხვა, ანგაჟირებული ევროპელი დეპუტატები აღვივებენ ევროსკეპტიციზმს საქართველოში.რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი ვითარება, ეს არის საქმიანობა, რითაც დიპლომატი, მით უფრო ევროკავშირის ელჩი უნდა იყოს დაკავებული, რადგან ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ ევროპულ ღირებულებებთან, თუმცა ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან დღეს ჩვენ ურთიერთობა გვიწევს ევროკავშირთან, რომელიც ევროპულობისგანაა დაცლილი, ევროკავშირთან, რომელსაც გლობალური ომის პარტია, იგივე „დიფ სთეითი“ მართავს.თუმცა, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეუძლებელია არ აღინიშნოს პაველ ჰერნჩინსკის საქმიანობის ერთი „დადებითი“ მხარე - მისი, როგორც „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მაგალითზე, ვისი მთავარი ინტერესიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებაა, ჩვენს მოსახლეობას შეგვიძლია ავუხსნათ ის კატასტროფული რეალობა, რაც დღეს ოფიციალურ ბრიუსელში სუფევს“, - აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

ნკ

პოლიტიკა 1750656503

„ხალხის ძალა“: პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“, ანუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელია, რომლის მთავარი ამოცანა სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა და „დიფ სთეითის“ აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა

სამართალი 1750435760

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზეც შეეფარდა

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ დასწრებია.

გიორგი ვოლსკი

პოლიტიკა 1750427119

მოსამართლის, მანდატურის, პოლიციელის შეურაცხყოფა, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე თავდასხმები - ემსახურება ერთ მთავარ თემას, შეიქმნას ატმოსფერო, რომ საქართველოს სახელმწიფოში ყველაფერი დაშვებულია - გიორგი ვოლსკი

პოლიტიკური დევნის ბრალდებაზე პასუხად, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნიკა მელიამ დანაშაული ჩაიდინა, რაზეც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეკისრება."ანალიზი, რომელსაც აკეთებენ არამარტო პოლიტიკოსები, არამედ ექსპერტები გვიჩვენებენ, რომ ამას გეგმაზომიერი ხასიათი აქვს - მოსამართლის, მანდატურის, პოლიციელის შეურაცხყოფა, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე თავდასხმები, ფსიქოლოგიური ტერორი - ეს ყველაფერი განხილული უნდა იყოს ერთ კონტექსტში, რომელიც ემსახურება ერთ მთავარ თემას, შეიქმნას ატმოსფერო, რომ საქართველოს სახელმწიფოში განუკითხაობაა და ყველაფერი დაშვებულია. ეს კონკრეტულ გეგმას ემსახურება," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1750419691

შალვა პაპუაშვილი: დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი ნაცმოძრაობის რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს.„დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა. ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი ნაცმოძრაობის რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს. როგორც გვახსოვს, პარლამენტზე განხორციელებული შტურმი, შიდა და გარე რადიკალებმა, „ხალხის გულწრფელ პროტესტად“ მონათლეს და მას შემდეგ, ეს პროპაგანდისტული ხრიკი, ძალადობრივი რევოლუციის ყოველი მცდელობისას გამოიყენება.ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი განხორციელდა, ხუთი წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ, მის გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად დაადასტურა.20 ივნისს ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, 2003 წლის ინსტრუქციით მოქმედება და ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა გადაწყვიტეს.ქუჩის ძალადობრივი პროცესის ინსპირირებისთვის ნაცმოძრაობა და მათი პარტიული მედია, წლების განმავლობაში, მსმენელთა ტვინებს რეცხავდა, მოვლენების ადეკვატურად გააზრების უნარს უდუნებდა და ზიზღით ავსებდა. ჩვენ გვახსოვს მათი მოძღვრება, რომ „21-ე საუკუნეში ფაქტები კი არა, აღქმები წყვეტს ყველაფერს“ და მათი დაუღალავი მცდელობა, მცდარი, მათთვის სასურველი აღქმების გასაღვივებლად.მნიშვნელოვანია გვესმოდეს ეს წინაპირობები - ფაქტებზე აღქმების გაბატონება - რითიც გავრილოვის ინციდენტის ფონი შემზადდა, რათა ნაცვლად ტრივიალური ექსცესისა, ამბავი წინასწარ დაგეგმილ ბოროტ განზრახვად შერაცხულიყო. შედეგად ჩვენ ბევრი ემოცია, ისტერია, აგიზგიზებული ცეცხლი, მისხმული ნავთი, ველური ქცევა და გიორგი გახარიას სამწუხარო როლიც ვიხილეთ.ეს ყველაფერი გვახსოვს. მაგრამ ექვსი წლის თავზე გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით ცხადად და აშკარად ჩანს. მთავარი რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვები აქტივისტების შერწყმა და მონაწილეობა რადიკალურ პოლიტიკურ სცენარში; ჩვენ ვნახეთ უცხოელების ჩართულობა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, მათ მიერ არამხოლოდ მხარის არჩევა, არამედ დადასტურებულად დამნაშავე მხარის არჩევა და, ისევე როგორც დღეს, ძალადობისა და ექსტრემიზმის გამართლება. მეტიც, ამ მოძალადე ჯგუფების შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაო, სწორედ 20 ივნისის საქმეზე, ევროკავშირის ინსტიტუციამ გადაიხადა. მოგვიანებით, იმასაც შევიტყობთ, რომ 20 ივნისის მოძალადეების - „სირცხვილია“, „დროა“ და სხვები - ორგანიზებულ ჯგუფებად ქცევა და ქუჩის კამპანიების უზრუნველყოფა მთლიანად უცხოურმა დონორულმა ორგანიზაციებმა მოახდინეს.20 ივნისის მთელი მორალი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, ოდიოზურ გამოსვლებს, ფსევდო-პროტესტის მარაზმატულ ფორმებს, რომლებიც ჩვენი, თუნდაც საპროტესტო ტრადიციის არც ეთიკას და არც ესთეტიკას არ შეესაბამება, აბსოლუტურ რადიკალიზაციას, ექსტრემიზმს, კულტურისა და ცივილიზაციის გაუქმებას, ყველა ამ ქცევის დასაწყისად სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2019 წლის 20 ივნისის ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე.საქართველოს აქვს სამოქალაქო ომის უმძიმესი გამოცდილება. საქართველოს აქვს ვითომ ხავერდოვანი რევოლუციის ასევე მძიმე გამოცდილება, რომლის ტალღაზე მოსულმა ავანტიურისტებმა ქვეყანას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენეს. მიუხედავად ამ წარსულისა, სიცრუითა და აღქმებით მანიპულატორი თუ მავნებელი აქტორები უკვე მერამდენე წელია ქვეყნის იგივე უფსკრულში გადაჩეხვას ლამობენ.▪️ იმიტომ, რომ ისინი არიან გაკოტრებულები, ზნისგან დაცლილნი და სასოწარკვეთილები.▪️ იმიტომ, რომ მათ სურთ მხოლოდ რევანში და ამისთვის შეუძლიათ იკადრონ ყველაფერი.▪️ იმიტომ, რომ არიან უმცირესობა და სურთ აგრესიით დათრგუნონ უმრავლესობა.▪️ იმიტომ, რომ არ აქვთ შიდა დასაყრდენი და დაუფიქრებლად ეკვრებიან უცხოს, გარეშეს, სხვა დღის წესრიგის მქონე ძალებს.▪️ იმიტომ, რომ მათ არ უყვართ თავიანთი ქვეყანა, საიდანაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ ისინი არ იქნებიან სასურველ ადგილას“, - წერს იგი.

ნიკა მელია

სამართალი 1750415981

სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.საგამოძიებო უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ცნობისთვის,  ნიკა მელია სამართალდამცველებმა 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 30 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. ამავე სხდომაზე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა.