უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
„ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო დატოვა, სიმართლე გაირკვა“, – ამ სათაურით იტალიურმა ონლაინ-გამოცემა „არეა ნაპოლიმ“ სტატია გამოაქვეყნა და „ნაპოლიდან“ ხვიჩას წასვლის მიზეზი დაასახელა.
„ბევრმა ნეაპოლელმა უყურა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩს პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ შორის და კვარაცხელიას სიხარული გაიზიარა, რომელიც შეხვედრის მთავარი გმირი იყო – მის მიერ გატანილი გოლით ფრანგები 2:1 დაწინაურდნენ, შეხვედრა კი 3:1 მოიგეს.
ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლის“, რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგების მეტი შანსი ექნებოდა, თუმცა, იანვარში ფეხბურთელმა პსჟ-ში გადასვლა გადაწყვიტა. დამშვიდობების მიზეზი მხოლოდ ფინანსური ხასიათის შეიძლება იყოს – ფრანგულმა კლუბმა ქართველ თავდამსხმელს დაახლოებით 10 მილიონი ევრო შესთავაზა.
„ნაპოლის“ კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტი სკუდეტოს მოგებისთანავე უნდა გაეფორმებინა. ასე რომ მოქცეულიყო, მხარეებს შორის ურთიერთობა არ დაიძაბებოდა. თუმცა, ეს ტრანსფერი მაინც გარდაუვალი იყო, რადგან „ნაპოლი“ ვერ შეძლებდა დიდი თანხის შეთავაზებას“, – წერს „არეა ნაპოლი“.
კვარაცხელიაზე თავის მოსაზრება ჟურნალისტმა რაფაელ აურიემმაც გამოთქვა: „კლუბმა შეცდომა დაუშვა – სკუდეტოს მოგებისთანავე კვარაცხელიასთან კონტრაქტი უნდა გაეხანგრძლივებინა და მისთვის ხელფასი გაეზარდა, რადგან ის ლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო, მაგრამ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ სხვაგვარად გადაწყვიტა და შედეგიც შესაბამისია – გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა წასვლა გადაწყვიტა“.
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211