ტაბლოიდი •
1701166569
„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ - ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე
ნანა სტამბოლიშვილმა
თურქეთის კინოინდუსტრიაში
თავის დამკვიდრება და, რაც
ყველაზე მთავარია, იქაური
საზოგადოების დიდი
სიყვარული. ნანუკა
სტამბოლიშვილს, როგორც
მოცეკვავეს, დიზაინერსა და,
უბრალოდ, ძალიან კარგ და
ნიჭიერ ახალგაზრდას,
ბათუმში ძალიან კარგად
იცნობდნენ, მაგრამ დღეს
მისი სახელი საზღვრებს
გასცდა და მსოფლიოს არაერთ
ქვეყანაში
თაყვანისმცემელთა მთელი
არმია ჰყავს.თურქულ
სერიალში „სხვისი შვილი“
შესრულებულმა როლმა,
როგორც თურქ საზოგადოებას,
ასევე სხვებს, კიდევ ერთხელ
დაანახვა ქართული გენის,
სულისა და ხასიათის
მშვენიერება. რას შეცვლიდა
ყოვლისშემძლე რომ იყოს,
რომელ ქალ მსახიობთან
ისურვებდა კინოში თამაშს,
რომელი ქართული სიმღერა
ასწავლა თურქ კოლეგებს, ვის
სიყვარულს ადარებს
სამოთხის სურნელს –
პასუხებს გაეცანით „OK!
ბათუმის“
ფურცლებიდან.თურქეთის
კინოინდუსტრიაში ღირსეული
ადგილი დაიკავეთ, ძალიან
ლამაზი „ნოტებით“
შეხვედით მათ
ყოველდღიურობაში და
მოიპოვეთ იქაური
მაყურებლის სიყვარული,
ნდობა. რა აქცევს ადამიანს
წარმატებულად, რა არის
თქვენეული წარმატების
ფორმულა?ზოგადად,
წარმატება ძალიან ფართო და
ზოგადი ცნებაა. ალბათ,
როდესაც წარმატებაზეა
საუბარი, იგულისხმება
პროფესიული განვითარება,
საყვარელი საქმის კეთება,
ფინანსური უზრუნველყოფა,
მეტი თავდაჯერებულობა,
სხვების მიერ აღიარება და
ა.შ. წარმატებისკენ მიმავალ
გზას ბევრი ფაქტორი
განსაზღვრავს. ჩემს
შემთხვევაში გეტყვით, რომ
ძალიან დიდი შრომა მაქვს
გაწეული წარმატების
მისაღწევად. აქედან
გამომდინარე, ფორმულაც
ამოხსნილია,
შრომისმოყვარეობა და
მიზანდასახულობა.როგორც
საკუთარი ოჯახის წევრს, ისე
გგულშემატკივრობთ
ქართველები მსოფლიოს
ნებისმიერი ქვეყნიდან.
ალბათ, სწორედ ეს გრძნობაა,
რაც ძალას გმატებთ და
ენერგიას, არ გაჩერდეთ,
მუდმივად ისწრაფოდეთ
წინსვლისა და
წარმატებისაკენ…არ
დავიღლები ამ
ადამიანებისადმი
მადლიერების გამოხატვით…
როგორც მათ შემიყვარეს
ოჯახის წევრივით, მეც
ზუსტად ისე მიყვარს ისინი…
ალბათ, ვერც კი
წარმოიდგენენ, როგორ
მაძლიერებს მათი გვერდით
დგომა და გულშემატკივრობა.
მიორმაგებენ ენერგიას,
მაძლევენ იმედს იმისა, რომ
წინ საუკეთესო დღეები
გველის. მათთან ერთად
აღვნიშნავ ხოლმე ჩემს
ყველა წინ გადადგმულ
ნაბიჯს. მართლა, როგორც
ჩემი დიდი ოჯახი, ისე
ვუყურებ მათ… ვეცდები
გავამართლო მათი იმედები
და მოლოდინები, რათა
ყოველთვის იამაყონ
ჩემით. ბავშვობიდან რა
გენატრებათ ყველაზე
მეტად…ყველაზე ბედნიერი
ბავშვობა მქონდა. უდარდელი,
მხიარული… უსაზღვრო
სიყვარულსა და სითბოში
გამზარდეს, რომელსაც
დღემდე გავცემ და არ
მთავრდება… ამისთვის
მადლობა მინდა გადავუხადო
ჩემი ოჯახის წევრებს.
მენატრება მათთან ერთად
გატარებული თითოეული დღე.
მენატრება ოჯახის წევრები,
რომლებიც, სამწუხაროდ,
გამოგვაკლდნენ.ყოვლისშემძლე
რომ იყოთ…ყველა ბავშვი
იქნებოდა ჯანმრთელი,
ბედნიერი და
უდარდელი…მეტი დრო რომ
გქონდეთ…პიანინოზე
ავაწყობდი
მელოდიებს…სიტყვა,
რომელსაც ყველაზე ხშირად
იყენებთ…მადლობა.ასევე
წაიკითხეთ:რა უნდა ვიცოდეთ
აპლიკაციაზე, რომელმაც
მთელი ქვეყანა ცხენზე
შესვაVIDEO: დაუჯერებელი
სიყვარულის ისტორია,
რომელიც 40 წლის შემდეგ
გაგრძელდა - რას ჰყვებიან
ნინო და ემზარითბილისში,
ერთ-ერთი სახლის სარდაფში,
მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს