ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
თურქული სერიალების ქართველმა ვარსკვლავმა ნანუკა სტამბოლიშვილმა “აჭარის მაუწყებელთან” იმ მძიმე ეპიზოდზე ისაუბრა, რომელიც სერიალ “ Emanet”-ში მის გამოჩენას მოჰყვა.
ნანუკა იხსენებს, რომ როდესაც Emanet-ის მესამე სეზონში მთავარ როლზე დაამტკიცეს, გადასაღებ მოედანზე პოზიტიურად გააფრთხილეს: წინა მსახიობსა და მის წყვილს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, ამიტომ შესაძლოა, მაყურებლის ნაწილისგან მცირე უარყოფითი რეაქცია წამოსულიყო..
“თურქეთამდე ერთი ცუდი კომენტარიც კი არ მახსოვს. მთლად ვარდისფერ ფერებში არ ყოფილა ყველაფერი. ასე დეტალურად არასდროს მომიყოლია ეს ამბავი. როცა ჩავედი თურქეთში და ეს შემოთავაზება მივიღე, მითხრეს, რომ რადგან მესამე სეზონში შემოვდიოდი და წინა წყვილს ბევრი ფანი ჰყავდა, ცოტა უარყოფით რაღაცებს უნდა ელოდოო. ვიფიქრე, რა უნდა მომხდარიყო - ერთი, ორი, ათი თუ ორმოცდაათი კომენტარი? ვერც კი წარმოვიდგენდი, რა მელოდა. ისეთ რაღაცებს იგონებდნენ, ვფიქრობდი, საიდან მოუვიდათ ეს აზრი-მეთქი. ენა არ ვიცოდი, ამ სფეროში გამოუცდელი ვიყავი და უცებ ამხელა ჰეითს შევეჯახე. არ ვიცოდი, რაზე მენერვიულა - დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე, საქმეზე თუ ამ თავდასხმებზე. მქონდა შეგრძნება, თითქოს ცხვარი მოხვდა მგლების ხროვაში. ახლაც გამაჟრჟჟოლა რომ ვიხსენებ“ - იხსენებს მსახიობი.
მსახიობმა გადაცემაში სტუმრობისას ქართველი თაყვანიცემლების მხარდაჭერაზეც ისაუბრა. “პირველივე დღეებიდან გვერდში დამიდგა ჩემი ქართველები. მეტირება ამას რომ ვყვები, მაგრამ უკან მედგა მთელი არმია. მადლიერი ვარ მათი და ჩემს ოჯახის წევრებად აღვიქვამ” - თქვა მსახიობმა.