კარგი სიახლე პენსიონერებისთვის - მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება
1791799417
4 ოქტომბრის ქეისი „ქართული ოცნების“ კაბინეტებში დაგეგმილი პოლიტიკური გარიგებაა – პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან ერთად, ამის მრავალი ფაქტი და დასტური არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტსი ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იყო მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებაზე, სახელმწიფო დამხობებზე, სახელმწიფო ტელევიზიების ეთერების მიცემაზე და ა.შ. რის შედეგადაც 700 ათასი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი თვითმმართველობის არჩევნებზე არ მივიდა და საკრებულოების მანდატები „ქართულ ოცნებას“ გადასცეს.
„ამ პროცესში შემთხვევით, შეუგნებლად, გაუაზრებლად თუ გულმხურვალედ ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ეს ხდებოდა. მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პროცესებში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი, მონაწილებდნენ და მართავდნენ, ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული იყო. როცა მათ შეწყალებაზეა საუბარი, უნდა გამოვიდნენ და აღიარონ ჩადენილი დანაშაული, რაც საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩაიდინეს. უნდა აღიარონ, რომ დიახ, ესინი ამ დაგეგმილ პროცესში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილებას ღებულობდნენ. ეს რეალიბაა. ჩემთვის ნანუკა ჟორჟოლიანის შეფასებები მნიშვნელოვანი არ არის. ნანუკა ჟორჟოლიანი რას ფიქრობს, ან ზიგიერთი მათი წარმიმადგენელი. ზოგი ამბობს, ყველამ უნდა გააფორმოს საპრიცესო შეთანხმებაო, პრობლემა არ არის, გარეთ გამოვიდნენო. ზოგი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება არ უნდა გააფორმონ. ამიტომ ჩვენთვის ნაკლებად საინტერესია“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.