ცაგარელი

ასტროლოგია 1786566911

„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!“ - მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

დღეს, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ასტრონომიული დღეა. ერთ დღეს რამდენიმე საინტერესო მოვლენა ემთხვევა ერთმანეთს: მზის სრული დაბნელება + პლანეტების განლაგება + პერსეიდების პიკი. ამასთან დაკავშირებით, საკუთარ რეკომენდაციას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აქვეყნებს. „მნიშვნელოვანი გაფრთხილება!ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს 12 აგვისტოს, ახალმთვარეობაა (საქართველოს დროით 22:38 საათზე,ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და მზის დაბნელება (საქართველოს დროით 21:47 საათზე, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით)!ამ პერიოდში ბუნებრივია, რომ მოიმატებს ემოციური ფონი, დაძაბულობა და შინაგანი შფოთვა. გაითვალისწინეთ ეს მარტივი წესები, რათა ენერგია შეინარჩუნოთ: მოერიდეთ ტოქსიკურ გარემოს: როგორც კი იგრძნობთ დაძაბულობას, აგრესიას, ან შეამჩნევთ ნეგატიური ენერგიებს და ინფორმაციას - ეგრევე გაერიდეთ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, სიმშვიდე დაგირღვიონ. კვება - მსუბუქი. დღეს გამორიცხეთ თამბაქო, ალკოჰოლი. ყავა ( შეამცირეთ მაინც).არ ვარგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელმოწერა, ყიდვა-გაყიდვა მსხვილი შენაძენების გაკეთება, სესხის აღება, ახალი ვალდებულების აღება.მოერიდეთ მზის სხივებს (თუ მაინც გიწევთ გარეთ ყოფნა დაიფარეთ ქუდი, გაიკეთეთ მზისგან დამცავიმუქი სათვალე.დღეს მზის სხივებს ნეგატიური გამოსხივება აქვს (სვარკისმიერი), რომელიც გაგრძელდება „დაბნელების დერეფნის“ განმავლობაში ანუ მთვარის დაბნელებამდე (28 აგვისტო, 08:14 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და სავსემთვარეობამდე ( 28 აგვისტო, 08:20 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) !!!დაიცავით პირადი საზღვრები: უბრალოდ მოცილდით იმ ადამიანებსა ან გარემოს, რომელიც დამღლელია და შფოთვას იწვევს.როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს შინაგანი გაღიზიანების დროს?თუ იგრძენით, რომ შინაგანად მძაფრი ემოციები გიგროვდებათ და გაღიზიანება გეუფლებათ, გაჩერდით ერთი წამით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუთქეთ, გააკეთეთ ეს რამდენჯერმე, შემდეგ გონებრივად ან ხმამაღლა წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები: „მე ვუშვებ, ვათავისუფლებ ყოველგვარ დაძაბულობასა და აგრესიას… მაქვს ჩემი პირადი სივრცე და ვივსები სიმშვიდით, სიყვარულისა და სიხარულის ენერგიებით, სინათლის სიუხვითა და უფლის მადლით!” კარგია მონაცვლეობითი შხაპის მიღება. გაატარეთ დღევანდელი დღე სულიერ სიმშვიდეში და ლოცვაში. ნუ გადაიღლით თავს ემოციური და ფიზიკური აქტივობით მაინცდამაინც დღეს! დაიცავით საკუთარი ენერგიები, მერწმუნეთ ის კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ!“ - წერს ცაგარელი.

სხვადასხვა

ასტროლოგია 1785221230

„სამყაროდან მოდის ძალიან დიდი ენერგია დედამიწაზე, ამიტომ...“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი მიმდინარე კვირისთვის

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს.„დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველში ამ კვირის განმავლობაში, რაც კარგია, იმიტომ, რომ ეს ხალხს უწყობს მოლაპარაკებებს, ახალი საქმის დაწყებას, ურთიერთგაგებას, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად სტაბილურობას და სხვა სასიკეთო ტენდენციებს, მაგრამ საყურადღებო იქნება 29 რიცხვი.ეს არის ოთხშაბათი დღე, 29 ივლისს ჩვენ გვაქვს სავსემთვარეობა მერწყულის და ლომის ზოდიაქურ ღერძზე. მოდის ძალიან დიდი ენერგია სამყაროდან დედამიწაზე და ბევრი ადამიანი ამ ენერგიას აღიქვამს იმით, რომ გადაჰყავს აგრესიაში, ზედმეტი იმპულსურობა აქვს, ზედმეტი ემოცია, ამიტომ ეს ხშირად ქმნის კონფლიქტებს, ქმნის ტრავმულ ტენდენციებს, ცდუნებებს, შეცდომებს და ასე შემდეგ. კვირის დანარჩენი დღეები კარგია“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგი

ასტროლოგია 1784632448

„გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოახლოებული ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ საუბრობს. იწყება საოცრად პომპეზური პერიოდი. ლომი, იმპერატორთა ნიშანი შემოდის. მისი მთავარი ფერი არის წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ბეჟი ტონები, ყვითელი.სიყვარულის დროა, ლომი მართავს სიყვარულს, შვილებს, მეგობრობას. ლომი მართავს საქართველოს, ქართულ სუფრას. მოემზადეთ, სიყვარული იქნება პომპეზური, მუხლებზე დგომით, სიმღერებით, ლექსებით.ეს სიამოვნება გვექნება ერთი თვე. პლანეტა ვენერა 6 აგვისტოს გადავა სასწორის ნიშანში, ამიტომ ნაზი, რბილი, დიპლომატიური სიყვარულის პერიოდი იქნება.გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირა.მნიშვნელოვანი დღე გვაქვს 24-ში, პლანეტა მერკური უკუმავალი იყო და ასწორებს მოძრაობას, რაც ნიშნავს, რომ მოიმატებს გონებამახვილობა, ტვინი უფრო კარგად და სწრაფად იმუშავებს. მოლაპარაკებები და საქმეები წავა ყველაფერი კარგად.კვირას, ძალიან მნიშვნელოვანი ოპოზიცია გვაქვს, შავ მთვარესა (ლილიტი) და პლანეტა მარსს (აგრესიის პლანეტა) შორის, მშვილდოსან-ტყუპების ზოდიაქურ ღერძზე. ეს ნიშნავს, რომ დაპირისპირებები, გაუგებრობები, გარჩევები იქნება ბიზნესში, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღით დასრულდეს.ასეთი ტენდენცია 12 აგვისტომდე გაგრძელდება. მანქანის ყიდვისთვის/გაყიდვისთვის კარგი დღეა ხუთშაბათი. სამშაბათი კარგი დღეა ქორწილისთვის, ხელის თხოვნისთვის. ორშაბათს იმოქმედეთ პრინციპით შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. კვირის მთავარი ტენდენციაა, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე პროგნოზი მოისმინეთ ამ ვიდეოში:

mikheil cagareli

ასტროლოგია 1784316688

ვინ უნდა იქორწინოს აგვისტოში - მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

ღამის ზოდიაქოში გადავიდა პლანეტა იუპიტერი. ღამე არის თეატრი, სპექტაკლი, შოუ. ყველა ღონისძიება იქნება შოუს სტილში, მათ შორის სიყვარულის ახსნა. ამ მომენტით ავანტიურისტები ისარგებლებენ.შეყვარების მომენტი მარტივად მოდის, რის გამოც გულის აჩქარება იქნება.„12 და 28 რიცხვში გვაქვს რთული და მძიმე ტენდენციები, რადგან გვაქვს დაბნელება. კოსმოსური გამოცდაა წყვილებისთვის. ამ პერიოდში ზოგიერთები დაშორდებიან, ზოგიერთი პირიქით“, – ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.ნახეთ, ვრცლად : 

ცაგარელი

ასტროლოგია 1784060598

მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ 14 ივლისის სავსემთვარეობა და მერკურის რეტროგრადულობის პერიოდი, ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ხელსაყრელია სახლის მოწესრიგების, ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებისა და წარსულში დაშვებული შეცდომების გადახედვისთვის.მისი თქმით, ამ პერიოდში დაწყებული ცვლილებები სამომავლო გეგმების უკეთ ორგანიზებას შეუწყობს ხელს.„დღეს სავსემთვარეობაა 14 ივლისს! მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში არის იდეალური გადაწყვეტილება: სახლის გენერალური დალაგება, უჯრებისა და სათავსოების, ზედმეტი ნივთებისგან თავის დაღწევა (ასევე ტოქსიკური ადამიანებისგან), ეს პერიოდი არის წარსულის გადახედვის, დალაგებისა და შეცდომების გამოსწორებისთვის საუკეთესო. გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე და „დაძარით“ ეს პროცესი, რომ თქვენმა 2027 წლისთვის გეგმები იდეალურ წესრიგში ,,დაგხვდეთ“ - წერს ასტროლოგი.

mikheil cagareli

ასტროლოგია 1783431900

„არავითარი პარტნიორული კონფლიქტები...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„იუპიტერი გამარჯვების პლანეტა გადავიდა ლომში. ერთი წლით. დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, გაითვალისწინეთ, რომ ავარიები იმატებს და სიკვდილიანობამ მოიმატა. 15-მდე იყავით ფრთხილად. პრობლემების ალბათობა ძალიან დიდია. ემოციური კონტროლი აუცილებელია“, - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედი დილა“ ისაუბრა: „გვაქვს ოთხი გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი. თუ დისკომფორტს გრძნობთ, მაქსიმალურად ნელა მიჰყევით. ხვალ, 7 ივლისს ნეპტუნი 16 ოქტომბრამდე იქნება უკუმავალი. ეს პლანეტა არის შემოქმედებითი ნიჭის მმართველი. ადამიანებს მოემატებათ ფიქრი წარსულზე. რატო დავშორდით და რატო ვერ გავაკეთეთ. ზღვარგადასული ფანტაზია იმატებს.ვარდისფერი სათვალე მოიხსენით. ასევე მოიმატებს თანაგრძნობის განცდა. ხუთშაბათს პლანეტა ვენერა გადადის ქალწულის ზოდიაქოში. სიყვარული ხდება სხვანაირი, შემოდის ორგანიზებულობა და დისციპლინა. მოთხოვნები და პასუხისმგებლობის გრძნობა იმატებს. ცოტა ცივი ხდება სიყვარული. პარასკევს ჩემი თხოვნაა, რომ კისრის მკვეთრ მოძრაობებს მოერიდოთ. შაბათ-კვირას ეცადეთ სუფთა ჰაერზე იყოს“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

სხვადასხვა

ასტროლოგია 1783083300

იღბალი, სიყვარული და წარმატება - რას ჰპირდება ზოდიაქოს ნიშნებს იუპიტერი ლომში - მიხეილ ცაგარელის ერთწლიანი პროგნოზი

იუპიტერი ლომის ზოდიაქოშია - როგორი წელი იქნება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ამის შესახებ ქვეყნის ასტრლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.იუპიტერი ლომის ზოდიაქოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ენერგიული ასტროლოგიური ტრანზიტია. იუპიტერი ასტროლოგიაში იღბლის, გაფართოების, წარმატების, სიბრძნისა და შესაძლებლობების პლანეტად მიიჩნევა, ხოლო ლომი ასოცირდება ლიდერობასთან, შემოქმედებითობასთან, თავდაჯერებულობასა და თვითგამოხატვასთან.იუპიტერი ლომში გვასწავლის, რომ არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი ნიჭის, იდეებისა და შესაძლებლობების გამოჩენის. ეს არის დრო, როდესაც გაბედული ნაბიჯები, შემოქმედებითი მიდგომა და საკუთარი თავის რწმენა ყველაზე დიდ შედეგს იძლევა. თუმცა, წარმატებასთან ერთად მნიშვნელოვანია თავმდაბლობისა და პასუხისმგებლობის შენარჩუნებაც.„ლომი მართავს საქართველოს და სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ, საქართველოში გაცილებით უკეთესი მოვლენები წავა, ვიდრე ახლა მიმდინარეობას. წელი საუკეთესო ქორწინებისთვის, კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობისთვის. ხელოვნების და დიზაინის გაფურჩქვნის პერიოდი მოდის. იუპიტერმა შეიძლება ზოგიერთ ადამიანს წაართვას თანამდებობა, თუ ის არ არის კარგი ხელმძღვანელი, ამ პლანეტას მოაქვს წარმატება“, - ამბობს ასტროლოგი.

ცაგარელი

ასტროლოგია 1782799653

მოულოდნელი ფინანსური ცვლილებები და ძველი სიყვარულის დაბრუნება - მიხეილ ცაგარელის უახლესი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებს

კარმული ბუმერანგი, მოულოდნელი ფინანსური ცვლილებები და ძველი სიყვარულის დაბრუნება - რას მოიტანს ივლისის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის.მომდევნო კვირა ასტროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული და მოვლენებით სავსე პერიოდია. მიხეილ ცაგარელის შეფასებით, ივლისის პერიოდი ბევრ ზოდიაქოს ნიშანს მნიშვნელოვან ცვლილებებსა და მოულოდნელ განვითარებებს მოუტანს.„ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, აქტიურდება ე.წ. „კარმული ბუმერანგის“ ენერგია, რაც ნიშნავს, რომ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები და ქმედებები შესაძლოა ახლა პირდაპირი შედეგით დაბრუნდეს.განსაკუთრებით აქტუალური ხდება ფინანსური სფერო - მოსალოდნელია როგორც მოულოდნელი შემოსავლები, ასევე გარკვეული გადახედვები ხარჯებთან და მატერიალურ გეგმებთან დაკავშირებით.ამავე პერიოდში არ არის გამორიცხული ძველი ურთიერთობების დაბრუნებაც. ასტროლოგების თქმით, შესაძლოა წარსულის ადამიანები კვლავ გამოჩნდნენ და ემოციური საკითხები ხელახლა გააქტიურდეს“, - ამბობს ასტროლოგი.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

mikheil cagareli

ასტროლოგია 1782765281

მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 მაგნიტური დღე, გამოიჩინეთ სიფრთხილე - მიხეილ ცაგარელი

„ეს კვირა დახუნძლულია მოვლენებით, ცის კაბადონზე ბევრი რამ ხდება. დედამიწა 15 ივლისამდე უარყოფით ენერგოველშია, ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოცირებას და იმოქმედეთ ფრთხილად“, - ამის შესახებ ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი „იმედის დილაში" საუბრობს. მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 მაგნიტური დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი. „8 ივლისამდე გვაქვს მარს-ურანის შეერთება, თან კარმულ კვანძებით აქვს დაძაბული ურთიერთობა. აქ მოხდება მოულოდნელი და უცაბედი კონფლიქტები, შეიძლება ადამიანებში მოხდეს უცაბედი აგრესიის გამოვლინება, მატულობს ქარების ალბათობა, ხანძრების ტენდენცია მატულობს, ასევე სიფრთხილეა გამოიჩინეთ საჭესთან“, - ამბობს ცაგარელი. ვრცლად:

mikheil cagareli

ასტროლოგია 1782749640

„არ დაიწყოთ ახალი საქმე და აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

როგორი იქნება მიმდინარე კვირის (29 ივნისიდან - 5 ივლისამდე) ასტროლოგიური პროგნოზი - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს.ვერძიენერგოტონუსი გაქვთ შემცირებული, იღლებით მარტივად, ასევე, სახლში შეიძლება შეიქმნას პრობლემები და გაუგებრობებმა იჩინოს თავი. თუ რამე მოხდა, არ იჩხუბოთ მშვიდად და წყნარად გადაწყვიტეთ.კუროჯანზე მოდიხართ, განწყობა უმჯობესდება და ხდებით უფრო შრომისუნარიანი. არ ენდოთ მარტივად არავის, ყველაფერი გადაამოწმეთ, რასაც მიიღებთ ინფორმაციას, მიაქციეთ ყურადღება ემოციებს და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.ტყუპებიჯანი ნელა იკლებს, ემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს. გაქვთ ახალი იდეები, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს ისეთი რამ, რასაც არ ელოდებით. თუ გქონდათ ძველი ვალები, შეიძლება ახლა მოგთხოვონ დაბრუნება.კირჩხიბიმთავარი ფავორიტები არიან კირჩხიბები, ენერგია მატულობს და ყველაფერი თქვენ მხარეს არის. იყავით ყურადღებით, შეიძლება სხვების მიმართ წამოვიდეს პროვოკაციები არ აჰყვეთ. იქ სადაც იყო უარი, შეიძლება წამოვიდეს ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ. მიდექით-მოდექით, ახლა თქვენი დროა. ნახეთ უფრო მეტი ვიდეოში:

ცაგარელი

ასტროლოგია 1782073449

მზებუდობასთან დაკავშირებით მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

ზაფხულის მზებუდობა — წლის ყველაზე ძლიერი დღის ენერგია. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.„დღეს, 21 ივნისს, ასტრონომიული ზაფხული იწყება. მზე თავისი ძლიერების პიკზეა — ეს არის წლის ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე, სინათლისა და სიცოცხლის ენერგიის ზეიმი! ეს არ არის უბრალოდ კალენდარული თარიღი; ეს არის უმძლავრესი ასტროლოგიური და ენერგეტიკული გარდატეხის წერტილი.მზებუდობა გვაძლევს შანსს, ავივსოთ მზის უშრეტი, ცეცხლოვანი ძალით, გადავტვირთოთ ჩვენი შინაგანი ვიბრაციები და დასაბამი მივცეთ დიდ ცვლილებებს. როგორ გამოვიყენოთ ეს დღე სწორად? გაუშვით ძველი: მადლიერებით დაემშვიდობეთ ყველაფერს, რაც აღარ გემსახურებათ — ნეგატიურ ფიქრებს, წყენას, შიშებს, ნივთებს… აივსეთ სინათლით: იპოვეთ რამდენიმე წუთი სიმშვიდისთვის. დადექით მზის შუქზე, გაშალეთ ხელები, იგრძენით მისი სითბო და წარმოიდგინეთ, როგორ ავსებს თითოეულ თქვენს უჯრედს სასიცოცხლო ენერგია.დასახეთ მიზნები: დღეს ჩაფიქრებულ სურვილებსა და დასახულ გეგმებს მზე განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს.დაწერილი სურვილები დაწვით.დალოცეთ ყველა და მადლიერება გაუშვით უფლისკენ, სამყაროსკენ… უსურვეთ ყველას ბედნიერება და სიყვარული… დღევანდელი დღის მთავარი პრაქტიკა: დღეს განსაკუთრებით მუშაობს ვიზუალიზაცია და მედიტაცია.გააძლიერეთ თქვენი შინაგანი სინათლე, ენდეთ ინტუიციას და მიეცით ნება სამყაროს, მიგითითოთ სწორი გზა.დაიმახსოვრეთ! სამყარო ვერ აგავსებთ ახალი შესაძლებლობებით, ფინანსებით და ურთიერთობებით, უ თქვენი ფიზიკური და მენტალური სივრცე ძველი, უსარგებლო ენერგიით არის გადატვირთული. გათავისუფლება არის პირველი ნაბიჯი მანიფესტაციისკენ“, - წერს ასტროლოგი.

ასტროლოგი

ასტროლოგია 1781982263

ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება და დასრულება სწორედ ამ დღეებში უნდა მოასწროთ... - მიხეილ ცაგარელის რჩევა

გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში ცნობილმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან კოსმოსურ მოვლენებზე ისაუბრა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დედამიწა ამჟამად უარყოფით ენერგოველშია, თუმცა წინ საკრალური და უმნიშვნელოვანესი პერიოდი გველოდება.ასტროლოგის განმარტებით, ტყუპების ნიშანში მომხდარი ახალმთვარეობის გამო, კირჩხიბები და ტყუპები განსაკუთრებულ რისკჯგუფში არიან. კირჩხიბებისთვის ეს პერიოდი საკმაოდ მძიმეა, თუმცა,  მდგომარეობა ნელ-ნელა გადაივლის. 17-დან 27 ივნისამდე - წლის საუკეთესო პერიოდია! ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება და დასრულება სწორედ ამ დღეებში უნდა მოასწროთ.20 ივნისს - ასტეროიდი ქირონი კუროს ნიშანში გადადის, რაც სამყაროში ფინანსური სამართლიანობის პრინციპებს დაამკვიდრებს. 21 ივნისს (კვირას), 12:26 საათზე - მზე კირჩხიბის ნიშანში გადადის. ეს არის ზაფხულის მზებუდობა - საკრალური, პორტალური დღე, წლის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე.ცაგარელის რჩევით, ამ დროს უნდა ჩამოწეროთ თქვენი ოცნებები, დღეში რამდენჯერმე წარმოსახვით წაიკითხოთ, რადგან იდეების რეალიზების უდიდესი შანსი არსებობს. გაფრთხილება! კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. აკონტროლეთ წნევა და მიიღეთ მედიკამენტები!