„4 გეომაგნიტური დღე, ქორწინება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება“ - კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

mikheil cagareli

„კვირა არის ისეთი, რომელიც თვეში ერთხელ დგება - ყველა ნიშნისთვის არის კარგი. დედამიწა არის პოზიტიურ ენერგოველში, შანსები წარმატების ყველა სფეროში არის“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს.

მისი პროგნოზით, მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღეები - ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა.

„ამ დღეებში თუ იგრძენით თავის ტკივილი, უგუნებობა აკონტროლეთ წნევა. ორშაბათს მოერიდეთ სარისკო ფინანსურ ოპერაციას, ეს საქმე არ წავა სწორად, ასევე არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები. ოთხშაბათს დაუგდეთ ყური უფროსი თაობის მანდილოსნების რჩევებს. ხუთშაბათს ზოდიაქოს 4 ნიშანს ესენია - კურო, ლომი, მორიელი და მერწყული არაადეკვატური რეაქციები ექნებათ ცხოვრებისეულ მოვლენებზე.

პარასკევს მზე ტოვებს ყველაზე მშვიდობიან სასწორის ნიშანს და გადადის მორიელის ნიშანში. ადამიანებში მოიმატებს, ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, თუმცა აკონტროლეთ ეჭვიანობა, ოპტიმიზმი, გესლიანი გამოთქმები, სამაგიეროს გადახდის სურვილი და თვითგვემა“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

✕