საკონსტიტუციო სასამართლო

სამართალი • 1792666520

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოაქვეყნა, რითაც მოპასუხე მხარის „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროს“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც მოწმეთა ვინაობის დადგენას და სასამართლო სხდომებზე მათ გამოძახებას ისახავდა მიზნად.მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ განჩინება საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე 15 დღის ვადაში გამოქვეყნდება.მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ზოგადად განმარტა, თუ რას დაეყრდნო პლენუმი შუამდგომლობის არდაკმაყოფილების დროს.ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ნიკა გვარამია მტკიცებულებების გამოთხოვას და მოწმეების დაბარებას ითხოვდა, თუმცა კონკრეტულად ვერ დაასახელა, რომელი მოწმეების დაბარებაა სასამართლო სხდომაზე საჭირო. აღნიშნა, რომ ეს პირები დასადგენია.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1792658769

შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ დადასტურებულა სტრასბურგის მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლო იყო. ვალად აქვთ ბოდიში სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, "რუსთავი 2"-ის და მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო

შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.„შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს არღვევს.ამასთან, ასეთი განცხადები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის და მუქარის მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ისე, რომ მათში საერთოდ ვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება და პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ.ყველას შევახსენებ, არაერთხელ დადასტურებულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული და მიკერძოებული განცხადებები უსაფუძვლო იყო. ამ უცხოელ ოფიციალურ პირებს დღემდე ვალად აქვთ საქართველოსა და ქართული სასამართლოს წინაშე ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2“-ის და კიდევ მრავალი სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო. ამიტომ ყველამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რათა ძველ, ჯერაც გაუსტუმრებელ ვალს ახალი საბოდიშო არ დაემატოს,"- წერს პაპუაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლიტიკა • 1792642116

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დღეს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვადღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.სარჩელის ავტორთა განცხადებით, ზემოაღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და ამით აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი და პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს.პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ არგუმენტად დასახელებულია ის, რომ ეს ხუთი პარტია საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას ქმნიდნენ და დღესაც ასე მოქმედებენ.კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა • 1792610400

დავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ოპოზიციას, რომელიც არა სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას ედგება ოპოზიციაში, მონატრებული ვართ ჯანსაღ კრიტიკას, პირდაპირ გეუბნებით

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, "ღამის კურიერის" ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვას ეხმაურება.კითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ გუნდს დაშვება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა, სხვადასხვა პარტიასთან მიმართებაში სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღოს, მათიკაშვილი პასუხობს, რომ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ არის მისაღები, თუმცა მისივე თქმით, სარჩელი სრულად არის გაჯერებული მტკიცებულებებით და თუ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება, ეს იქნება აბსოლუტურად გამართლებული სამართლებრივი გადაწყვეტილება."საუბარი იმაზეა, რომ სარჩელი არის აბსოლუტურად გაჯერებული მტკიცედ იმ ფაქტებით და მტკიცებულებებით, რომელიც ამყარებს მას. თუკი ასეთი გადაწყვეტილება ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს, სრულად დაკმაყოფილების, იქნება აბსოლუტურად გამართლებული სამართლებრივი, საერთაშორისო პრაქტიკის, საქართველოს კონსტიტუციის და ყველა სამართლებრივი დანაწესის ფონზე და, შესაბამისად, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებით მსოფლიოში მოქმედებს.თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლისგან შედგება და მათი გადასაწყვეტია ეს საკითხი, რა პასუხს გასცემენ. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ოპოზიციას, რომელიც არა სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას ედგება ოპოზიციაში.და როდესაც ქვეყნის გაწევრიანებაზე იქნება საუბარი ევროსტრუქტურებში, როდესაც ქვეყნის პროგრესზე და შემოსულ ინვესტიციებზე იქნება საუბარი, იმ უცხო ძალების წისქვილზე კი არ დაასხამენ წყალს მსგავსი ოპოზიციური ძალები, დღეს რომ "მეხუთე კოლონა" ჰქვია და დავარქვით სრულიად მართებულად, არამედ ქვეყნის მიმართ არსებულ გამოწვევებს თანაბარწილად გაიზიარებენ ხელისუფლებასთან ერთად. მაგრამ სადაც გასაკრიტიკებელი იქნება ხელისუფლება, არაფერს დააკლებენ და გააკრიტიკებენ ბოლომდე. მონატრებული ვართ ჯანსაღ კრიტიკას, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დაიწყო. ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და 3 დღეს გაგრძელდება.8-საათიანი სხდომის განმავლობაში მხარეებმა ჯერ პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, შემდეგ კი მოსამართლეებს საკუთარი არგუმენტები წარუდგინეს. საკონსტიტუციო სარჩელით მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა," "ძლიერი საქართველო - ლელოს, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!," "ფედერალისტური პარტიის" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს.

გიორგი სიორიძე

პოლიტიკა • 1792610340

გიორგი სიორიძე: ამაშიც გამოიხატება ჩვენი ერთგულება კონსტიტუციის მიმართ, რომ მიუხედავად შემადგენლობების მიმართ ნდობისა, დავდივართ სასამართლოებში და ვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე "ღამის კურიერის" ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვას ეხმაურება.სიორიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ბრალდებები, თითქოს ოპოზიცია ძირს უთხრის კონსტიტუციურ წყობილებას, აბსურდულია. მისი თქმით, მათი პარტიის მიერ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმის გამოყენება სწორედ კონსტიტუციისადმი ერთგულებასა და ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნების მცდელობას ადასტურებს."ჩვენ გვედავებიან, რომ არ ვაღიარებთ და ძირს ვუთხრით კონსტიტუციურ წყობილებას. სწორედ ამაშიც გამოიხატება ჩვენი ერთგულება კონსტიტუციის მიმართ, რომ მიუხედავად პერსონალური შემადგენლობების მიმართ ნდობისა, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს საქართველოს პარლამენტს, არსებობს კანონები, წესები, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით, დავდივართ სასამართლოებში, ვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას, სწორედ იმიტომ, რომ ვართ კონსტიტუციის ერთგულები და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, რომელიც თავად გავიდა კონსტიტუციური სივრცის მიღმა, რომელმაც თავად დააყენა საკუთარი თავი კონსტიტუციაზე მაღლა და გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო არის თვითონ, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ვცდილობთ ამ ქვეყნის სწორადაც რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნებას.2024 წლის არჩევნების მერეც, მიუხედავად იმისა, როგორი იყო მანიპულაციის მასშტაბი და როგორადაც მივიჩნიეთ და გამოვაცხადეთ ის ჩვენ, ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ეტაპი საარჩევნო კომისიებში შედეგების გასაჩივრების, საერთო სასამართლოებში დავის, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის. მას შემდეგაც ვიყენებთ და ჩვენი გაცხადებული პოზიცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ არის დრაკონული კანონმდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ არის მიკერძოებული ადმინისტრაცია და ამ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ექვემდებარება ერთ მკაცრ პოლიტიკურ ვერტიკალს, რომლის სათავეშიც დგას ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და მისი შემსრულებელი ნაზირ-ვეზირები "ქართული ოცნების" სახით, მთავრობაში თუ პარლამენტში, შესაბამისად, სწორედ ამიტომაც, ვართ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში და ამიტომაც გვინდა, რომ დავანახოთ არა მხოლოდ ამ სასამართლოს შემადგენლობას, არამედ, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ "ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელიც ცდილობს ამ ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალების აღსრულებას პარტიების და ოპოზიციის აკრძალვით," - განაცხადა გიორგი სიორიძემ.ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დაიწყო. ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და 3 დღეს გაგრძელდება.8-საათიანი სხდომის განმავლობაში მხარეებმა ჯერ პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, შემდეგ კი მოსამართლეებს საკუთარი არგუმენტები წარუდგინეს. საკონსტიტუციო სარჩელით მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა," "ძლიერი საქართველო - ლელოს, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!," "ფედერალისტური პარტიის" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლიტიკა • 1792576352

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვისას, მოსამართლეების პლენუმის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დააყენეს.21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. დღის წესრიგში პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას. ესენია: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

ნიკა გვარამია

პოლიტიკა • 1792572606

ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სარჩელი არის ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი

საკონსტიტუციო სარჩელი არის ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი, – ამის შესახებ კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბათუმში განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა უნდა დაიწყოს.გვარამიას თქმით, აღნიშნული სარჩელი და მისი შედეგები ქვეყანას ჩიხში შეიყვანს.„მე ზოგადად არ ვარ მომხრე პარტიების გაუქმების და ამ კონტროლის ფორმის, მაგრამ თუ რამე საქართველოს კონსტიტუციით შეიძლება, ჩაითვალოს პარტიის გაუქმების და ცალკეულ პირებზე პასუხისმგებლობის დაყენების წინაპირობად, ეს არის ის სავარაუდო შედეგები, რომელიც ამ სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვება. ამას მხოლოდ გვარამიას, მელიას, ხოშტარიას, სააკაშვილის, ჯაფარიძის ან ვინმეს ციხეში გაშვება კი არ მოჰყვება, ჩვენ გამოვალთ იმ ციხიდან, მაგრამ იმ ჩიხიდან, რომელშიც ამ სარჩელის დაკმაყოფილება საქართველოს შეიყვანს, შეიძლება, ვეღარ გამოვიდეს“, – განაცხადა გვარამიამ.საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვა დაიწყო.

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლიტიკა • 1792571884

LIVE: საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას.განხილვა სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გახსნა. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომას გახსნილად ვაცხადებ.პლენუმის მიერ არსებითად იხილება ნომერი 1979 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე: საქართველოს პარლამენტის წევრები (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისათვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", "ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის თავისუფლებისათვის", "ფედერალისტური პარტია", "გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.დავის საგანია: პოლიტიკური პარტიების - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისათვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", "ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის თავისუფლებისათვის", "ფედერალისტური პარტია", "გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ სარჩელს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: მე გახლავართ თავმჯდომარე რევაზ ნადარაია.მოსამართლეები: ბატონი ვასილ როინიშვილი, რომელიც ამავდროულად არის მომხსენებელი მოსამართლე, ქალბატონი ევა გოცირიძე, ბატონი გოგა კიკილაშვილი, ბატონი სერგო მეთოფიშვილი, ბატონი გიორგი თევდორაშვილი, ბატონი გიორგი მოდებაძე.სხდომის მდივანი არის ქალბატონი დარეჯან ჩალიგავა", - განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ.სარჩელის ავტორთა თქმით, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმაციას.კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.

ალენ ბერსეტი

მსოფლიო • 1792512360

პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის - ალენ ბერსე

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დაწყების წინ აცხადებს, რომ პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას დემოკრატია და პოლიტიკური პლურალიზმი.„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვას. სარჩელი სასამართლოს მმართველი უმრავლესობის 88-მა დეპუტატმა წარუდგინა. პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ და სრულად ვცემ პატივს სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის“, – აცხადებს ალენ ბერსე.მისივე განმარტებით, პოლიტიკური პლურალიზმი ჯანსაღი დემოკრატიის აუცილებელი პირობაა და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს რანგში, ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებში.„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს სახით, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. სწორედ ეს უფლებები აძლევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას საშუალებას, ორგანიზებულად იმოქმედონ, გამოხატონ თავიანთი პოზიცია და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვას განსაკუთრებით დამაჯერებელი დასაბუთება სჭირდება და აუცილებლობისა და თანაზომიერების მკაცრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს საერთო ევროპული სამართლებრივი სივრცის ფუნდამენტური სტანდარტებია და საქართველოც ამ სივრცის ნაწილია. მმართველ უმრავლესობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, დაიცვას ეს პირობები და პატივი სცეს პოლიტიკური ოპოზიციის კანონიერ როლს როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. მმართველი პარტია, რომელიც საკუთარი ძალაუფლების დემოკრატიული შეზღუდვების მოხსნას ცდილობს, სწორედ იმ ქვეყანას ასუსტებს, რომლის სამსახურშიც თავს მიიჩნევს. ეს პროცესი მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვების ზრდის ფონზე. ეს მოვლენები ერთობლიობაში საფრთხეს უქმნის ბალანსისა და შეკავების იმ მექანიზმებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვის აუცილებელია. ევროპის საბჭო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება და გააგრძელებს საქართველოსთან დიალოგს, რათა შეუწყოს ხელი კონვენციის დაცვას, ვალდებულებების შესრულებას, პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებასა და ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას“, – აღნიშნავს ალენ ბერსე.საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ხვალ, 21 ოქტომბერს იწყება.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1792486997

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებად

„დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, შვიდი წელია ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ - ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ - ეს ძალადობა არ დაუგმია.„ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებსა და საჯარო და კერძო საკუთრების განადგურებას". ეს არის ევროკომისიის 18 ოქტომბრის განცხადება ალბანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ზუსტად ასეთივე განცხადებას ველოდით ევროკავშირისგან: 2019 წლის 20 ივნისს, როდესაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პარლამენტის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადა. 2020 წლის ნოემბერში, როდესაც არჩევნებში დამარცხებულმა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ ცესკო-ს შტურმით აღება, არჩევნების ჩაშლა და ხელისუფლების დამხობა სცადა. 2021 წლის მარტში, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ძებნილ ნიკა მელიასთან ერთად პარტიის სათაო ოფისში შეიკეტა და ხელისუფლების დამხობით დაიმუქრა. 2022 წლის ივნისში, როდესაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და უცხეთიდან კონტროლირებულმა ენჯეოებმა ხელისუფლების დამხობა სცადეს. 2023 წლის აპრილში, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობის და უცხოეთიდან კონტროლირებული ენჯეოების მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობისას, პირველად საქართველოს ისტორიაში, მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვა სცადეს. 2024 წლის ოქტომბერში, როდესაც არჩევნებში დამარცხებულმა კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" და უცხოეთიდან კონტროლირებულმა ენჯეოებმა პარლამენტის სასახლის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადეს. 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და უცხოეთიდან კონტროლირებულმა ენჯეოებმა თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადეს. შვიდი წელია ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ - ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ - ეს ძალადობა არ დაუგმია. პირიქით, ძალადობისა და ხელისუფლების დამხობის ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბრიუსელი საქართველოს ესხმოდა თავს და ამით მოძალადე ჯგუფების პასუხისმგებლობის საკითხს ფარავდა. როგორც ერთ ცნობილ ძველ ქარდზე იყო ნათქვამი - "ყველაფერი გასაგებია". ყველაფერი დიდი ხანია გასაგებია.დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებად. ამჯერად გავიხსენოთ, რას ამბობდა პრეზიდენტი მაკრონი, როდესაც ქართველ პოლიციელებს ესხმოდნენ თავს და საქართველოს დამხობას ცდილობდნენ, და რას ამბობს, როდესაც ფრანგ პოლიციელებს ესხმიან თავს და საფრანგეთის დამხობას ცდილობენ", - წერს შალვა პაპუაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლიტიკა • 1792479540

საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.კერძოდ, 21,22 და 23 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ (კონსტიტუციური სარჩელი №1979)."კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ხუთივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასების ნაწილში ასევე დამატებით აქტუალურია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კონსტიტუციური საფუძვლები. უფრო კონკრეტულად, №1979 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები არგუმენტაციას რამდენიმე მიმართულებით ავითარებენ: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, რაც გამოიხატა სადავო პოლიტიკური პარტიების ან მათი წევრების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ასევე საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმითა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებით; საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა კი გამოიხატა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებით.იმავდროულად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, მოპასუხე პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას, ხოლო მათი არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები: ისინი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში, წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და დღესაც ასე მოქმედებენ; მოპასუხე პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს, რის გამოც მოსარჩელე მხარე - საქართველოს პარლამენტის წევრები - მოითხოვენ, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებიდან და მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.დავის საგანი: პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა".

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1792406686

შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, პასუხი მარტივია, თავად ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან

ვნახეთ ალბანეთთან, საფრანგეთთან დაკავშირებით ევროკავშირის, ევროკომისიის განცხადებები, სადაც ისინი გმობენ ძალადობრივ დემონსტრაციებს, სწორედ ამას მოვუწოდებდით ჩვენ და მეც, პირადად, ამდენი ხანი ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა, შეძლებიათ თურმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირს ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, დაეგმო ძალადობა და ძალადობრივი აქციები საქართველოში, მაგრამ მათი მხრიდან ეს განცხადებები წლების განმავლობში არ გაკეთებულა.„ახლა კითხვა მარტივად არის, რომ ეს განცხადებები უნდა მოგვესმინა 2019 წლის 20 ივნისს ევროკავშირისგან, მაგრამ ვერ მოვისმინეთ. 2020 წელს, არჩევნების შემდეგ, როდესაც ცესკო-ზე თავდასხმა იყო „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ვერ მოვისმინეთ ევროკავშირისგან განცხადება. ეს განცხადებები უნდა მოგვესმინა 2021 წლის მარტში, როდესაც „ნსციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია გამაგრდნენ ალამუთის ციხეში, თავისი პარტიის ოფისში და მაშინ ვნახეთ, ევროკავშირის ელჩები როგორ მიდიოდნენ მასთან და ამ ძალადობას ახალისებდნენ. ვერ მოვისმინეთ 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ პარლამენტის წინ, მიტინგზე. ვერ მოვისმინეთ 2023 წლის მარტში, როდესაც თვალხატულა ლაზარე გრიგორიადისი „მოლოტოვის კოქტეილით“ წვავდა პოლიციელს. ვერ მოვისმინეთ 2024 წლის მაისში, როდესაც „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების დროს პარლამენტში – ძალადობა, „მოლოტოვის კოქტეილები“ ვიხილეთ რუსთაველის ქუჩაზე. ვერ მოვისმინეთ 2024 წლის  ნოემბერში, არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები აქ იდგნენ, პარლამენტის წევრები, სხვადასხა ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეები და „მაიდნისკენ“ მოუწოდებდნენ ხალხს. ვერ მოვისმინეთ 2025 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც სწორედ ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ წაქეზებული ბრბო შეეცადა პრეზიდენტის სასახლის დაკავებას.ევროკავშირს ჰქონდა ამდენი შესაძლებლობა, რომ დაეგმო ძალადობა და ძალადობრივი აქციები, თავდასხმები პარლამენტზე და პრეზიდენტის სასახლეზე და ვერც ერთხელ ვერ მოვისმინეთ. ახლა ხომ ისმის კითხვა: რატომ? რატომ ვნახეთ ეს ჩვენ ალბანეთთან, საფრანგეთთან, იტალიასთან მიმართებით და ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით? მგონი, პასუხი მარტივია – თავად ეს ჯგუფები, ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან. მათ მიერ დაფინანსებული ადამიანები იყვნენ 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული დღემდე. ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული ადამიანები არიან მოძალადეები. ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული ადამიანები არიან, ვინც ცდილობენ პრეზიდენტის და პარლამენტის დაწვას, შტურმით აღებას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანები არიან, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს ისვრიან პოლიციის მიმართ და წვავენ სხვადასხვა შენობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, საქართველოში ძალადობის წაქეზებით ბრიუსელმა „მიიღო ძალადობა საკუთარ სახლში“.„აი, ეს არის სიმართლე, რადგან საკუთარი თავი უნდა დაეგმო მაშინ ევროკავშირის ელჩს და საკუთარი თავი უნდა დაეგმო ევროკომისიას, 4 ოქტომბერს თუ დაგმობდა, იმიტომ, რომ სწორედ ევროკომისია და ევროკავშირი იყვნენ ისინი, ვინც აქეზებდნენა ამ ადამიანებს ძალადობაზე. 4 ოქტომბერი სრულად არის ევროკავშირის და მისი ელჩის სინდისზე. მათი წაქეზებულია სრულად ის ძალადობა და ის ბრბო, რაც ვიხილეთ 2025 წლის 4 ოქტომბერს, რომელიც პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას ცდილობდა. ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეს უნდა ჩახედონ ახლა თვალებში და მიხვდნენ იმას, რომ სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში აქეზებდნენ ამ ძალადობას, აფინანსებდნენ ამ ძალადობას – ჯერ ბარიკადებზე აჰყავს ბრიუსელს ეს ბრბო „მოლოტოვის კოქტეილებით“ და შემდეგ ტოვებს მათ ციხეში, რათა საქართველოზე თავდასხმის შესაძლებლობა ჰქონდეს ამ რიტორიკით, რომ პატიმრობაში არიან ადამიანები – სწორედ იმიტომ, რომ დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში. ეს არის ის ლოგიკა, რომელიც ყველას მიუბრუნდება, ვინც ძალადობას მხარს უჭერს და აფინანსებს. ბრიუსელი ამ შემთხვევაში კარგი მაგალითია – მხარს დაუჭერ, დააფინანსებ ძალადობას? მიიღებ ძალადობას საკუთარ სახლში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

✕