1792577826
საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვისას, მოსამართლეების პლენუმის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შუამდგომლობა მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დააყენეს.
21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. დღის წესრიგში პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას. ესენია: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.











