ლომინაძე

პოლიტიკა 1748191925

ზაზა ლომინაძე და ირაკლი ქადაგიშვილი ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრნენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.ღონისძიება ჰეიდარ ალიევის ცენტრში გაიმართა, რომელიც საქართველოს დროშის ფერებში განათდა.მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.მინისტრმა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხალხს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც 28 მაისს აღინიშნება.საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე ანსამბლმა „შვიდკაცამ“ საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები შეასრულა.კონცერტზე ასევე წარდგნენ ნიკა ნიკვაშვილი ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, მომღერლები ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, კონსტანტინე ყიფიანი და ოთო ბაზერაშვილი.26 მაისს, ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართულ კონცერტს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, კულტურის მინისტრი ადილ კარიმლი, მინისტრის მოადგილე მურად ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელი მუხთარ ბაბაევი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

ბაქო

პოლიტიკა 1748120080

ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა და ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა და ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართულ კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, კულტურის მინისტრი ადილ კარიმლი, მინისტრის მოადგილე მურად ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელი მუხთარ ბაბაევი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა ლომინაძე და ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ.სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კულტურის მინისტრმა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხალხს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც 28 მაისს აღინიშნება.თინათინ რუხაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ და მჭიდრო კულტურულ კავშირებს.„ჩემთვის პატივია საქართველოს კულტურა წარმოვადგინო როგორც მინისტრმა. ასევე მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ძალიან დიდი პატივია ვიდგე ამ სცენაზე, დარბაზში, რომელიც ატარებს ჰეიდარ ალიევის სახელს და თანამედროვე აზერბაიჯანის კულტურული სიმბოლოა. საქართველო და აზერბაიჯანი საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებდნენ მჭიდრო კულტურულ კავშირებს და ტრადიციებს. ჩვენ დღესაც ვართ ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, გვერდიგვერდ ვდგავართ და ამ ურთიერთობების, კულტურული დიალოგისა და მემკვიდრეობის დაცვის სადარაჯოზე ვართ.დღევანდელ კონცერტს განსაკუთრებული სიყვარულით ვამზადებდით. მინდა წარვადგინო მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და ის დიდი გუნდი, რომელიც მას ზურგს უმაგრებს. ეს არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ბენდის წევრები, არაჩვეულებრივი ქართველი მუსიკოსები და ის არაჩვეულებრივი გუნდი, რომელთან ერთადაც მაესტრომ, როგორც მუსიკალურმა ხელმძღვანელმა დღევანდელი დღისთვის სპეციალურად მოამზადა ეს პროგრამა. ვფიქრობ, ჩემს კოლეგასთან, ბატონ ადილთან ერთად კიდევ მოვახერხებთ სულ სხვა ტიპის საერთო პროექტებით გაგახაროთ როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი მაყურებელი“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძემ.საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე ანსამბლმა „შვიდკაცამ“ საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები შეასრულა. კონცერტზე ასევე წარდგნენ ნიკა ნიკვაშვილი ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, მომღერლები ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, კონსტანტინე ყიფიანი და ოთო ბაზერაშვილი.26 მაისს, ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

მანანა თოდაძე​

პოლიტიკა 1729748850

ვფიქრობ, "ოცნება" არის ერთადერთი პარტია, რომელიც გადაარჩენს საქართველოს ომისგან - მანანა თოდაძე​

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე ბერა ივანიშვილის სიმღერით და გამოსვლით დასრულდა.თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შორის იყო არაერთი ცნობილი მომღერალი და მსახიობი. მათ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს."ძალიან მნიშვნელოვანია 26-ში გამოცხადდეს ყველა და ხმა მისცენ ნამდვილად "ოცნებას", იმიტომ, რომ ვფიქრობ, "ოცნება" არის ერთადერთი პარტია და ჩვენი მთავრობა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს ომისგან. მშვიდობა გვინდა ჩვენ ყველას", - აცხადებს მომღერალი მანანა თოდაძე.

ბერიკაცი

ტაბლოიდი 1728655140

VIDEO: „ბერიკაცი“ – მანანა თოდაძის, გიორგი წერეთლისა და გიორგი წიკლაურის შესრულებამ მაყურებელი აღაფრთოვანა

„ბერიკაცი“ ყველასთვის ცნობილი სიმღერაა, რომელიც მანანა თოდაძემ გიორგი წერეთელსა და გიორგი წიკლაურთან ერთად „ჩვენს შოუში“ შეასრულა.„ბრავოო!! მანანა, მიყვარხარ…“; „გაიხარეთ!“, წერენ კომენტარებში. 

ქართული ოცნება

რეგიონი 1724929522

რეგიონებში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება

საარჩევნო კამპანიის პარალელურად, რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება.კონცერტების სერია 22 აგვისტოს ლენტეხიდან დაიწყო და რამდენიმე რაიონში უკვე ჩატარდა.ლენტეხში გამართულ კონცერტზე არაერთი შემსრულებელი გამოვიდა, რომლებიც ღიად უცხადებენ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას.ამბროლაურში, სხვა შემსრულებლებთან ერთად, შეკრებილების წინაშე გურამ მაკალათია (გუფი) წარდგა. „საქართველოს გაუმარჯოს, ქართულ ოცნებას გაუმარჯოს”, - მიმართა მან შეკრებილ საზოგადოებას.დუშეთის ცენტრალურ პარკში, კონცერტში სხვა შემსრულებლებთან ერთად, მონაწილეობა მანანა თოდაძემ მიიღო.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, ადამიანებმა ერთმანეთს სიხარული, სიყვარული და ბედნიერება გაუზიარონ.კონცერტზე გამოსული მომღერლები და წამყვანები „ქართული ოცნებას“ მხარდაჭერას ღიად უცხადებენ და მუსიკალურ ნომრებს შორის მსმენელებს გზავნილებით მიმართავენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მშვიდობის აუცილებლობაზე ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე.„ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ვზრუნავთ მასზე, მის მშვიდობიან მომავალზე, ღირსეულ მომავალზე ევროპაში და ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე. საქართველოს გაუმარჯოს!!!“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.ონის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მსმენელის წინაშე ანსამბლი „გორდელა“, მარიამ შენგელიას ბენდი, სალომე ბაკურაძე, თეატრალურ კვარტეტი და სხვა მონაწილეები წარდგნენ.ჩემი მთავარი გზავნილია მშვიდობა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, ვუჭერ მხარს, - განუცხადა ონში გამართულ კონცერტზე მომღერალმა მარიამ შენგელიამ.მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - მშვიდობა და ევროპისკენ ღირსებით სვლა - ეს მუსიკოსების მთავარი გზავნილია.კონცერტზე შეკრებილი ადამიანებიც აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მთავარია, იყოს მშვიდობა და სტაბილური განვითარება."ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტები პირველი სექტემბრის ჩათვლით, ყველა რეგიონში ჩატარდება.29 აგვისტოს - თიანეთში - ვაჟა - ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში.30 აგვისტოს - მცხეთაში.31 აგვისტოს - ოზურგეთში.1-ელ სექტემბერს - წალკაში, არისტოტელეს ქ#17-ში. 1-ელ სექტემბერს ასევე გაიმართება კონცერტი ნინოწმინდაში - თავისუფლების ქ #25-ში.2 სექტემბერს - ახალქალაქში - ცენტრალური პარკი, ჩარენცის ქუჩაზე. ასევე 2 სექტემბერს - თეთრიწყარო - თამარ მეფის #34, საკრებულოს მერიის წინ.3 სექტემბერს - დმანისში, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სკვერში - წმინდა ნინოს ქ#56.4 სექტემბერს ბოლნისში, მ კოსტავას #8 -ში.5 სექტემბერს - გარდაბანში - გარდაბნის ცენტრალურ პარკში (აღმაშენებლის ქ).7 სექტემბერს - ახალციხეში - ახალციხის ტბაზე.8 სექტემბერს - მარნეულში - 26 მაისი ქუჩაზე (კიდევაც დაიზრდებიან - სკვერი ).9 სექტემბერს - ხულო - მამულაძის ქუჩა, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან.10 სექტემბერს - შუახევი - დაბა შუახევი, ჭავჭავაძის ქ#1.

გიორგი გაბუნია ჯიმი აბესაძე

პოლიტიკა 1724695500

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე მომღერლები ყურადღებას მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურობაზე ამახვილებენ

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი დუშეთში გრძელდება.კონცერტზე გამოსული მომღერლები და წამყვანები „ქართული ოცნებას“ მხარდაჭერას ღიად უცხადებენ და მუსიკალურ ნომრებს შორის მსმენელებს გზავნილებით მიმართავენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მშვიდობის აუცილებლობაზე ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე.„ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ვზრუნავთ მასზე, მის მშვიდობიან მომავალზე, ღირსეულ მომავალზე ევროპაში და ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე. საქართველოს გაუმარჯოს!!!“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.მსმენელებს მიმართა მომღერალმა მანანა თოდაძემაც.„მე მინდა დაგლოცოთ, უფალმა დაგვლოცოს ყველა, ჩვენი სამშობლო, საქართველო, ჩვენი ქვეყანა. უფალმა მშვიდობა ქნას, რომ ჩვენ ასე გვქონდეს საშუალება, ერთმანეთს მოვეფეროთ, ვუმღეროთ“,- განაცხადა თოდაძემ.კონცერტზე შეკრებილი ადამიანებიც აღნშნავენ, რომ ქვეყანაში მთავარია, იყოს მშვიდობა და სტაბილური განვითარება.„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ისე მომავლისთვის. მადლობა ამისთვის, რომ ასეთ სწორ გზაზე ვდგავართ“,- აღნიშნა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.„დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ყველას, ასეთი დიდი სიამოვნება რომ მოგვანიჭეს“,- განაცხადა ერთ-ერთმა მსენელმა.

მანანა თოდაძე

პოლიტიკა 1724689920

მანანა თოდაძე: „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, ადამიანები მოვიდნენ და ერთმანეთს სიხარული, სიყვარული და ბედნიერება გაუზიარონ

დუშეთში პირველად ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაყურებელს ჩემი რამდენიმე სიმღერა უნდა ვაჩუქო, - განუცხადა „ქრონიკას“ მომღერალმა, მანანა თოდაძემ.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის საშაულება, ადამიანებმა ერთმანეთს სიხარული, სიყვარული და ბედნიერება გაუზიარონ.„დუშეთში პირველად ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაყურებელს ჩემი რამდენიმე სიმღერა უნდა ვაჩუქო. რაც მთავარია, უნდა იყოს მშვიდობა, გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვედგეთ. მთავარი ეს არის - მშვიდობა იყოს! ჩვენს შვილებს მშვიდად ეძინოთ და ჩვენ თავზე ცა იყოს მოწმენდილი“, - განაცხადა თოდაძემ.„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მმართველი პარტიის მხარდამჭერი კონცერტი ამ წუთებში დუშეთის ცენტრალურ პარკში ტარდება.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი დღეს დუშეთში გაიმართება

პოლიტიკა 1724659473

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი დღეს დუშეთში გაიმართება

ვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მმართველი პარტიის მხარდამჭერი კონცერტი დღეს დუშეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები და შემსრულებლები: NEW ONE, ქართული ხმები, მანანა თოდაძე, გიორგი წიკლაური, მარიტა როხვაძე. მონაწილეები მსმენელებს გზავნილებითაც მიმართავენ.კონცერტები ასევე დაგეგმილია:29 აგვისტოს - თიანეთში - ვაჟა - ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში.30 აგვისტოს - მცხეთაში.31 აგვისტოს - ოზურგეთში.1-ელ სექტემბერს - წალკაში, არისტოტელეს ქ#17-ში. 1-ელ სექტემბერს ასევე გაიმართება კონცერტი ნინოწმინდაში - თავისუფლების ქ #25-ში.2 სექტემბერს - ახალქალაქში - ცენტრალური პარკი, ჩარენცის ქუჩაზე. ასევე 2 სექტემბერს - თეთრიწყარო - თამარ მეფის #34, საკრებულოს მერიის წინ.3 სექტემბერს - დმანისში, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სკვერში - წმინდა ნინოს ქ#56.4 სექტემბერს ბოლნისში, მ კოსტავას #8 -ში.5 სექტემბერს - გარდაბანში - გარდაბნის ცენტრალურ პარკში (აღმაშენებლის ქ).7 სექტემბერს - ახალციხეში - ახალციხის ტბაზე.8 სექტემბერს - მარნეულში - 26 მაისი ქუჩაზე (კიდევაც დაიზრდებიან - სკვერი ).9 სექტემბერს - ხულო - მამულაძის ქუჩა, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან.10 სექტემბერს - შუახევი - დაბა შუახევი, ჭავჭავაძის ქ#1.კონცერტების სერია 22 აგვისტოს ლენტეხიდან დაიწყო და უკვე ჩატარდა ცაგერსა და ამბროლაურში.

ბერიკაცი

ტაბლოიდი 1716883080

VIDEO: „ბერიკაცი“ – მანანა თოდაძის, გიორგი წერეთლისა და გიორგი წიკლაურის შესრულებამ მაყურებელი აღაფრთოვანა

„ბერიკაცი“ ყველასთვის ცნობილი სიმღერაა, რომელიც მანანა თოდაძემ გიორგი წერეთელსა და გიორგი წიკლაურთან ერთად „ჩვენს შოუში“ შეასრულა.„ბრავოო!! მანანა, მიყვარხარ…“; „გაიხარეთ!“, წერენ კომენტარებში. 

მანანა თოდაძე

საზოგადოება 1714489156

VIDEO: „კვერცხი რომ ხასხასა წითელი გამოვიდეს...“ - - საიდუმლო ხრიკები მანანა თოდაძისგან

სააღდგომო სამზადისი იწყება და დიასახლისები ბევრ რჩევას იღებენ, რომ ამ ბრწყინვალე დღის ერთ-ერთი სიმბოლო, წითელი კვერცხი, რაც შეიძლება ლამაზად შეიღებოს.საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას და ხრიკებს მომღერალი მანანა თოდაძე უზიარებს.ვრცლად ↓

manana todadze

საზოგადოება 1714488096

„რეანიმაციაში ვიწექი და უფალი დამესიზმრა...“ - ხილვა, რომელმაც მანანა თოდაძე სიკვდილს გადაარჩინა

მომღერალი მანანა თოდაძე ერთ-ერთ გადაცემაში იხსენებს ხილვას, რომელმაც მძიმედ ავადმყოფი სიკვდილს გადაარჩინა.„რამდენჯერმე დიდ განცდაში, გასაჭირში ვიყავი... იყო მომენტი, როცა სამყაროს ვემშვიდობებოდი... რეანიმაციაში ვიწექი და იმ ღამეს უფალი დამესიზმრა. ეკლესიაში ვიჯექი, სინათლე შემოვიდა და უფალი შემოჰყვა, გვერდით ორი მოძღვარი ედგა...“ - იხსენებს მომღერალი.ვრცლად ↓

ცაგარელი

საზოგადოება 1707727437

13-14 თებერვალს იქნება ყველაზე მძაფრი დღეები - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება!

ქვეყანაში ბოლო დღეებია რაც საზარელმა შემთხვევებმა იმატა. ამ მოვლენას, ცნობილი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი, „პრაიმტაიმთან“ ხსნის და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.„აქ რაშია საქმე და რასთან არის ეს დაკავშირებული. მოდი აღვნიშნოთ, რომ რასაც ახლა მე ვიტყვი, ამას ცოტა ისეთი გაგება უნდა, აქ მოგეხსენებათ, რომ ზეგავლენაა პლანეტებისა, ასტროლოგია, სწორედ ამას გვამცნობს ბიოლოგიურ ორგანიზმებზე და მოვლენებზე, რომლებიც ხდება ჩვენს სამყაროში, ისინი ქმნიან ენერგოვიბრაციულ ენერგიებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოვლენებზე. თავის დროზე, როდესაც იყო შოვის ტრაგედია, მაშინ ჩვენ საგანგებოდ აღვნიშნეთ, რომ იყო ძალიან ცუდი და მძიმე ფორმა სავსემთვარეობისა და სავსემთვარეობა, ეს სატანური დღეა ტრადიციულად და ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, თან იქ დედამიწა, ძალიან უარყოფით ენერგოველში იყო.ახლანდელ პერიოდს რაც შეეხება, ახლა საგანგებოდ აღვნიშნე, რომ ხდება მძიმე რამ, ჩვენ გვაქვს დრაკონის წელიწადის შემოსვლა, ანუ დრაკონის წელიწადი ცვლის კატა, კურდღლის წელიწადს. თვითონ ეს პროცესი არ არის მსუბუქი, იმიტომ, რომ აქ ხდება სტიქიების შესვლა და ხდება ზოდიაქოს ნიშნების შეცვლა.ენერგეტიკულად ძალიან რთულია. დრაკონის წელიწადი, იწყება მეცამეტე ახალმთვარეობაზე, ახალმთვარეობა, ეს არის სატანური და მძიმე დღე. მზე და მთვარე შეერთებულია და მათ შორის მიდის სამკვდრო სასიცოცხლო ომი. ეს მათი ბრძოლა, რა თქმა უნდა, აისახება. მთვარე - ადამიანში ეს არის, გამოსახულება ემოციისა. მზე - შინაგანი ბუნებისა. ამიტომ, აქ მიდის კონფლიქტი ადამიანის ემოციურ ქვეცნობიერ სამყაროსა და მის ცნობიერ, პიროვნული მეს სამყაროს შორის. ეს იწვევს არაადეკვატურ, ემოციურ გამოვლინებებს.ახალმთვარეობაზე, ჩვენი წინაპრები წყალსაც არ უსხამდნენ მცენარეს, რადგან იცოდნენ, რომ მალე დალპებოდა მისი ფესვები, იმდენად ცუდი და ნეგატიური დღეა. პიკს ეს მიაღწევს, 13-14 თებერვალს და იქნება ყველაზე მძაფრი. ხვდება ორი ბოროტი პლანეტა, მარსი და პლუტონი. (ეს არის ნგრევის პლანეტა) ისინი შეერთებაში არიან ერთმანეთთან, გვერდიგვერდ იმყოფებიან და 13-14-ში ერთ გრადუსში დაჯდებიან. მათი შეერთება ნიშნავს, რომ ძალიან ცუდი, უარყოფითი, ბოროტი ენერგია მოდის დედამიწაზე. რამაც შეიძლება გამოიწვიოს,  როგორც ეკოლოგიური კატასტროფები, ასევე ადამიანებს შორის კონფლიქტები, ჯანმრთელობის გაუარესება.დაახლოებით 15 რიცხვამდე, ყველას ვთხოვ, რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას და ემოციას“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ მიხეილ ცაგარელი.ასევე ნახეთ:რა შეიძლება, მოჰყვეს მიცვალებულისთვის ცოცხალი ადამიანის ნივთის ჩაყოლებას„ქალი ოჯახს არ ანგრევს... თუ იძულებული არ არის ოჯახიდან წავიდეს“ - მანანა თოდაძე"ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა