რეგიონებში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება

ქართული ოცნება

საარჩევნო კამპანიის პარალელურად, რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება.

კონცერტების სერია 22 აგვისტოს ლენტეხიდან დაიწყო და რამდენიმე რაიონში უკვე ჩატარდა.

ლენტეხში გამართულ კონცერტზე არაერთი შემსრულებელი გამოვიდა, რომლებიც ღიად უცხადებენ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას.

ამბროლაურში, სხვა შემსრულებლებთან ერთად, შეკრებილების წინაშე გურამ მაკალათია (გუფი) წარდგა. „საქართველოს გაუმარჯოს, ქართულ ოცნებას გაუმარჯოს”, - მიმართა მან შეკრებილ საზოგადოებას.

დუშეთის ცენტრალურ პარკში, კონცერტში სხვა შემსრულებლებთან ერთად, მონაწილეობა მანანა თოდაძემ მიიღო.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, ადამიანებმა ერთმანეთს სიხარული, სიყვარული და ბედნიერება გაუზიარონ.

კონცერტზე გამოსული მომღერლები და წამყვანები „ქართული ოცნებას“ მხარდაჭერას ღიად უცხადებენ და მუსიკალურ ნომრებს შორის მსმენელებს გზავნილებით მიმართავენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მშვიდობის აუცილებლობაზე ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე.

„ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ვზრუნავთ მასზე, მის მშვიდობიან მომავალზე, ღირსეულ მომავალზე ევროპაში და ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე. საქართველოს გაუმარჯოს!!!“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ონის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მსმენელის წინაშე ანსამბლი „გორდელა“, მარიამ შენგელიას ბენდი, სალომე ბაკურაძე, თეატრალურ კვარტეტი და სხვა მონაწილეები წარდგნენ.

ჩემი მთავარი გზავნილია მშვიდობა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, ვუჭერ მხარს, - განუცხადა ონში გამართულ კონცერტზე მომღერალმა მარიამ შენგელიამ.

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - მშვიდობა და ევროპისკენ ღირსებით სვლა - ეს მუსიკოსების მთავარი გზავნილია.

კონცერტზე შეკრებილი ადამიანებიც აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მთავარია, იყოს მშვიდობა და სტაბილური განვითარება.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტები პირველი სექტემბრის ჩათვლით, ყველა რეგიონში ჩატარდება.

29 აგვისტოს - თიანეთში - ვაჟა - ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში.

30 აგვისტოს - მცხეთაში.

31 აგვისტოს - ოზურგეთში.

1-ელ სექტემბერს - წალკაში, არისტოტელეს ქ#17-ში. 1-ელ სექტემბერს ასევე გაიმართება კონცერტი ნინოწმინდაში - თავისუფლების ქ #25-ში.

2 სექტემბერს - ახალქალაქში - ცენტრალური პარკი, ჩარენცის ქუჩაზე. ასევე 2 სექტემბერს - თეთრიწყარო - თამარ მეფის #34, საკრებულოს მერიის წინ.

3 სექტემბერს - დმანისში, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სკვერში - წმინდა ნინოს ქ#56.

4 სექტემბერს ბოლნისში, მ კოსტავას #8 -ში.

5 სექტემბერს - გარდაბანში - გარდაბნის ცენტრალურ პარკში (აღმაშენებლის ქ).

7 სექტემბერს - ახალციხეში - ახალციხის ტბაზე.

8 სექტემბერს - მარნეულში - 26 მაისი ქუჩაზე (კიდევაც დაიზრდებიან - სკვერი ).

9 სექტემბერს - ხულო - მამულაძის ქუჩა, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან.

10 სექტემბერს - შუახევი - დაბა შუახევი, ჭავჭავაძის ქ#1.