ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი დუშეთში გრძელდება.
კონცერტზე გამოსული მომღერლები და წამყვანები „ქართული ოცნებას“ მხარდაჭერას ღიად უცხადებენ და მუსიკალურ ნომრებს შორის მსმენელებს გზავნილებით მიმართავენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მშვიდობის აუცილებლობაზე ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე.
„ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ვზრუნავთ მასზე, მის მშვიდობიან მომავალზე, ღირსეულ მომავალზე ევროპაში და ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე. საქართველოს გაუმარჯოს!!!“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მსმენელებს მიმართა მომღერალმა მანანა თოდაძემაც.
„მე მინდა დაგლოცოთ, უფალმა დაგვლოცოს ყველა, ჩვენი სამშობლო, საქართველო, ჩვენი ქვეყანა. უფალმა მშვიდობა ქნას, რომ ჩვენ ასე გვქონდეს საშუალება, ერთმანეთს მოვეფეროთ, ვუმღეროთ“,- განაცხადა თოდაძემ.
კონცერტზე შეკრებილი ადამიანებიც აღნშნავენ, რომ ქვეყანაში მთავარია, იყოს მშვიდობა და სტაბილური განვითარება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ისე მომავლისთვის. მადლობა ამისთვის, რომ ასეთ სწორ გზაზე ვდგავართ“,- აღნიშნა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
„დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ყველას, ასეთი დიდი სიამოვნება რომ მოგვანიჭეს“,- განაცხადა ერთ-ერთმა მსენელმა.