ლია კაპანაძე

საზოგადოება 1710507360

„ორსული მიმატოვა, მაშინ 35 მანეთი მქონდა ხელფასი... მას კი ერთ-ერთი მოცეკვავე შერთეს ცოლად" - ლია კაპანაძე ცნობილ რეჟისორთან ურთიერთობაზე

მსახიობი ლია კაპანაძე თავისი სიყვარულის ისტორიას გადაცემაში “ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი“ იხსენებს და  რეჟისორ გია მატარაძესთან  გატარებულ პერიოდზე საუბრობს.მსახიობის თქმით, საყვარელ ადამიანს ორსული დააშორეს და ქორწინება სხვა ქალთან აიძულეს.ასევე ნახეთ:„ქალი მეგობარი არ მყოლია ისეთი ერთგული, როგორიც მამუკა იყო...“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი სცენაზეVIDEO:„ძალიან ცუდად რომ იყო და მივიდოდი, გამოსძახებდა ხოლმე, აჭამეთო…“ - მაკა მახარაძე სოფიკო ჭიაურელთან ურთიერთობას იხსენებს

მამუკა ონაშვილი

საზოგადოება 1710490920

„ქალი მეგობარი არ მყოლია ისეთი ერთგული, როგორიც მამუკა იყო...“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი სცენაზე

გადაცემაში „ჩვენი შოუ“  ნინაკა გელაშვილმა გაიხსენა, თუ როგორ გადაარჩინა მამუკამ არტისტი სცენაზე გულის წასვლისგან.„ქალი მეგობარი არ მყოლია ისეთი ერთგული, როგორიც მამუკა იყო. არ გამოეპარებოდა არცერთი დეტალი.ერთხელ კონცერტზე, სიმღერის დასრულებისას, ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი. ისე მოხდა, რომ კიბის დეკორაციის საფეხურამდეც მისვლას ვერ ვასწრებდი, რომ დავმჯდარიყავი.ეს მამუკამ შეამჩნია, გამოვიდა და დამიწყო დამშვიდება, თან სულ მიბერავდა… არ იდარდოო, აღარ იცეკვო, არც მე ვიცეკვებ, ხელში აგიყვან და ისე გაგიყვან სცენიდანო. მაშინ კულისებში იყო მზია კვირიკაშვილი და სიცილით კვდებოდა, ამათ ახალი დადგმა მოუფიქრებიათო…“ – იხსენებს მსახიობი.ასევე ნახეთ:VIDEO:„ძალიან ცუდად რომ იყო და მივიდოდი, გამოსძახებდა ხოლმე, აჭამეთო…“ - მაკა მახარაძე სოფიკო ჭიაურელთან ურთიერთობას იხსენებს„ვიცი, ცოტა დაუჯერებელი ამბავია, თუმცა სიმართლეა... ის „ფერფლისგან აღდგა“ – რას წერ გიორგი კალანდია

სნუპ დოგი

მსოფლიო 1690868999

სნუპ დოგმა 93 წლის ქალს, რომელსაც დეველოპერები მიწას ართმევდნენ, 10 000 დოლარი გადაურიცხა

სნუპ დოგმა 93 წლის ქალს, რომელსაც დეველოპერები მიწას ართმევდნენ, 10 000$ გადაურიცხა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.51 წლის ამერიკელი რეპერი და მსახიობი 93 წლის ქალის დახმარებას ცდილობს, რომელიც, მისი თქმით, საკუთარ "დედას და ბებიას აგონებს".ჯოზეფინ ვრაითს დეველოპერი უჩივის და ამტკიცებს, რომ ქალის სატელიტური თეფში, ფარდული და ვერანდა მის დაგეგმილ მშენებლობას აფერხებს. სამხრეთ კაროლინაში მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი სამამულო ომის დროიდან ქალის ოჯახის საკუთრებაა. ქალი დეველოპერს დაშინებასა და შევიწროებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მას მიწის გაყიდვას აიძულებენ.ასევე ნახეთ:მარიამი კარგადაა! დიდი მადლობა ყველას... რთული დღეები გადვიტანეთ - სასიხარულო ინფორმაცია 18 წლის გოგოზე„...მაშინ ფაქტობრივად, ყველასთვის მოვკვდი, ბიძაჩემი მეუბნებოდა, სახლში აღარ შემოგიშვებო“ - რას ჰყვება მერიემი„მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და... მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის“ - ლევან გორგაძე ახალშობილი შვილის ფოტოს აქვეყნებსრა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი

მამუკა ონაშვილი

საზოგადოება 1690838437

„ჩემთვის შოკი იყო... მთელი ღამე ვლოცულობდი, არ მჯერა, რომ აღარ არის...“ - მამუკა ონაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან წელიწადი გავიდა

ყველასათვის საყვარელი მომღერლის, მამუკა ონაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან წელიწადი გავიდა.2022 წლის 30 ივლისის საბედისწერო ღამეს, მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომღერალი პირველ აგვისტოს გარდაიცვალა.,,წარმოუდგენელი რამ მოხდა, არ მჯერა, რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა. ვფიქრობდი, გადარჩებოდა...ის იყო უსაყვარლესი ადამიანი, განსაკუთრებით მეგობრებისთვის. ნებისმიერ დროს შეეძლოთ დახმარება ეთხოვათ, რამდენჯერ ღამის 3 საათზე გავარდნილა. გვერდში მდგომი, კეთილი, საოცარი იუმორით....მისი გარდაცვალება ჩემთვის შოკი იყო, არ მჯერა, რომ მამუკა აღარ არის. მთელი ღამე ვლოცულობდი, მითხრეს, გადარჩება და გამოვა მდგომარეობიდანო, იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა...", - ამბობდა მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე ირინა ჩიხლაძე ,,პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.ნახეთ, ირინა ჩიხლაძის ინტერვიუ სრულად, რომელიც ,,პრაიმტაიმმა" გასულ წელს ჩაწერა.მამუკა ონაშვილი და ირინე ჩიხლაძე - ,,ფოთოლცვენა"

კანიე უესტი

შოუბიზნესი 1690809600

Twitter-მა კანიე უესტის ანგარიში აღადგინა

კანიე უესტის ანგარიში Twitter-ზე აღდგენილია. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.გაზეთში აღნიშნულია, რომ Twitter-მა უესტისგან მიიღო დაპირება, რომ ის არ გამოიყენებს პლატფორმას ანტისემიტური და სხვა მტრული პუბლიკაციების გასავრცელებლად.ამასთან, რეპერი ანგარიშზე გამოქვეყნებული კონტენტის მონეტიზაციას ვერ შეძლებს, მის პოსტებთან კი რეკლამა არ გამოჩნდება. ანგარიშის აღდგენის შემდეგ უესტს ჯერ არაფერი გამოუქვეყნებია. Twitter -ზე მას 31,6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.უესტის ანგარიში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, ძალადობისკენ მოწოდებების გამო დაიბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რეპერმა რამდენიმე ტვიტი გამოაქვეყნა, რომლებშიც დავითის ვარსკვლავში სვასტიკის გამოსახულება გამოიყენა.ოქტომბრის დასაწყისში კი უესტის ანგარიშს დროებითი შეზღუდვა დაუწესეს ანტისემიტური ტვიტების გამო. რეპერს ანგარიშზე წვდომა მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც Twitter-ი ილონ მასკმა შეიძინა.ასევე ნახეთ:„მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და... მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის“ - ლევან გორგაძე ახალშობილი შვილის ფოტოს აქვეყნებსრა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი

ძილი

საზოგადოება 1690804680

რატომ იღვიძებს ზოგი ადამიანი ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს

თუ ღამის 3-4 საათზე ხშირად გეღვიძებათ და ფიქრების კორიანტელს თავს ვერ აღწევთ, მარტონი ნამდვილად არ ხართ. ეს ფენომენი ადამიანებში საკმაოდ გავრცელებულია, რაც პანდემიამ მეტად გაამწვავა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.სანამ ამის გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ღამის განმავლობაში ისედაც ბევრჯერ ვიღვიძებთ, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, რადგან ამ დროს მსუბუქი ძილის ფაზაში ვართ. ამის მიუხედავად, ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, არ გვამახსოვრდება.სხვანაირადაა საქმე, როცა რაიმე სტრესს განვიცდით. ეს უფრო მეტად გვაფხიზლებს და შუაღამისას ჭერზე მიჩერებულს გვტოვებს. იგივე გავლენა აქვს, მაგალითად, სუფთა ჰაერის ნაკლებობასაც.ახლა კი გადავიდეთ მთავარზე: მაშ, რა ხდება ღამის 3-4 საათზე?ადამიანთა დიდი ნაწილი 11-დან 12 საათამდე პერიოდში იძინებს და დილის 7-8 საათზე იღვიძებს. შუალედში ჩვენი ორგანიზმის ტემპერატურა იმატებს, ძილიც ისეთი ღრმა აღარაა, სხეულში მელატონინის საკმარისი რაოდენობა უკვე გამოყოფილია, სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონე კი იზრდება.„ღამის განმავლობაში ძილის ციკლი თვალების სწრაფის მოძრაობის ფაზიდან (REM) საპირისპირო ფაზაში (non-REM) გადადის. თითოეულ მათგანს საკუთარი, განსხვავებული ზღვარი გააჩნია, რომლისთვისაც მარტივად გაღვიძებაა დამახასიათებელი.ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს გაღვიძების სავარაუდო ახსნა ისაა, რომ ასევე ერთსა და იმავე დროს ვიძინებთ, შესაბამისად, მსუბუქი ძილის ფაზასაც გარკვეულ საათებში ვაღწევთ და ვფხიზლდებით", - აცხადებს მეცნიერი ანესა დასი.ეს შესაძლოა, შემაწუხებელ სიზმრებსაც უკავშირდებოდეს, რომლებიც განვლილი დღის ამბებს ან მომდევნო დღის გეგმებს ეხება. ასეთი საფიქრალი ტვინის გააქტიურებას იწვევს, რაც დასვენებაში ხელს გვიშლის.სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დაძინებამდე გეგმები ჩამოვწეროთ, რათა ამაზე ფიქრი ძილში არ ჩაგვყვეს. 2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტიანია. მაგრამ თუ მსგავსი პრობლემა 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაწუხებთ, სჯობს, ექიმს მიმართოთ და ინსომნიის მკურნალობაზე იზრუნოთ.ასევე ნახეთ:რატომ დააქვს კიმ ჩენ ინს საკუთარი უნიტაზი თანბავშვების გაჩენა ღილაკზე თითის დაჭერით იქნება შესაძლებელი - ყველაფერი ხელოვნური საშვილოსნოს შესახებ„მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და... მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის“ - ლევან გორგაძე ახალშობილი შვილის ფოტოს აქვეყნებსრა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი

GWP

საზოგადოება 1690802905

წყალი 18 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

დღეს, 31 ივლისს, სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩა N103-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დღეს, 31 ივლისს 14:00 საათიდან დაიწყო და მთელი დღის და ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს 31 ივლისს, 14:30 საათიდან, ხვალ პირველი აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:სამგორის რაიონში: იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გუგუშვილის, ცისკარიშვილის, გვაზავას, ოდიშელიძის, ფრისის და მიმდებარე ქუჩებს. ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, ნავთლუღის მეორე და მიმდებარე დასახლებებს. სოფლ გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს.კრწანისის რაიონში: ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალას და ჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.ასევე ნახეთ:„მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და... მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის“ - ლევან გორგაძე ახალშობილი შვილის ფოტოს აქვეყნებსრა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი

ქაშიბაძე

საზოგადოება 1690797900

„დამწვრობით მომიყვანეს კაცი, ცოლის შარდი შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს...“ - ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, მედიცინაში ცნება "ჯანსაღი ნამზეური" არ არსებობს. ექიმი გარუჯვასა და დამწვრობის შემთხვევაში თავის მოვლის შესახებ საუბრობს:- 7 პაციენტი მიწევს დამწვრობის ცენტრში მზისგან დამწვარი. აქედან 5 მოზრდილია, 2 კი ბავშვი. როდესაც მშობლები ირუჯებიან, პატარები თვალსა და ხელს შუა დამწვრობას იღებენ. საქართველოში კი ამბობენ, D ვიტამინს ვიღებო, მაგრამ ჩვენ ისეთ კლიმატურ სარტყელში ვცხოვრობთ, სპეციალურად წამოწოლა და მზის სხივების მიღება D ვიტამინის გამოსამუშავებლად არ გვჭირდება. მზე რომ სასარგებლოა, არასწორი აზრია.- მაშინ D ვიტამინის ნაკლებობა რატომ აქვს ბევრს?- ამას სხვადასხვა დაავადება იწვევს და არა მზის სხივების ნაკლებობა. მესმის, ნამზეური სილუეტს უფრო ლამაზს აჩენს, უფრო გამხდარსაც, პატარ-პატარა ნაკლს ფარავს, ლამაზ თვალებს კვეთს... დიახ, ნამზეური მოდურია, ამას ვერ გავექცევით, გოგონებს გარუჯული მამაკაცები მოსწონთ, მამაკაცებს - გარუჯული გოგონები.- ზოგი დამწვრობისას ალკოჰოლს ისვამს, ზოგი კბილის პასტას, ზოგი მაწონს, ზეთს... რასაც სიგრილე მოაქვს, გვსიამოვნებს. მაგალითად, მაწონი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ის არ ორთქლდება, სითბოს აცლის ჩვენს კანს და გვსიამოვნებს. ალკოჰოლსაც გაგრილების ეფექტი აქვს, მაგრამ მათ დამწვრობის სამკურნალო თვისებები არა აქვს. ვერ ნახავთ ინგრედიენტს, რომელსაც არ მოიხმარენ დამწვრობისას - ზეთს, კარაქს, მაიონეზს... მანქანის ზეთწასმული გამომცხადებია პაციენტი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცოლის შარდით დამუშავებული დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი. შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს... რა გითხრათ, ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს.ნაცვლად იმისა, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვის კანი მზისგან, შიშვლებს ატანტალებენ. წყარო ასევე ნახეთ:„მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და... მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის“ - ლევან გორგაძე ახალშობილი შვილის ფოტოს აქვეყნებსრა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი

ანა ჯაბაური

საზოგადოება 1690573819

„6 თვე ცოტნეს პალატიდან დერეფანშიც არ გამოვსულვარ... მაგრამ ეს იყო სიყვარული“ - ანა ჯაბაური

გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმში“ ანა ჯაბაური ცოტნეს სიყვარულის ამბავს იხსენებს. როგორც თავად ჰყვება, პირველი პაემნიდან გაიქცა კიდეც.„პირველივე პაემანზე გავიქეცი და დიდხანს არ შევხვედრივარ. მომეჩვენა ძალიან პირდაპირი, თავისუფალი, უცერემონიო და ცოტა თავხედიც. ვიფიქრე, რომ ეს მამაკაცი ჩემთვის ნაკლებად გალანტური იყო. წავედი პაემნიდან და აღარ ვხვდებოდი კარგა ხანი. ასე 5-6 თვე. შემდეგ დამირეკა და ოპერაში დამპატიჟა. უარი აღარ ვუთხარი. თან შეიცვალა, გახდა ისეთი, როგორიც მომწონდა. სიყვარულის ახსნა ცოტა უცნაური იყო. უცნაურად მითხა - „მიყვარხარ და მეშინიაო“... რისი გეშინია-მეთქი? „ეს არის გრძნობა, რომელსაც დიდი ტკივილი მოაქვს ხანდახან...“,- აი ასეთი სახით ამიხსნა სიყვარული.ანამ ასაკობრივ სხვაობაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ცოტნე თურმე ასაკს უმალავდა.„მე ცოტნეზე ვარ 11 წლით უფროსი და ამის შესახებ გავიგე ინციდენტის შემდეგ, მისი ძმებისგან. ალბათ ასაკს იმატებდა იმის გამო, რომ მე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავეგდე. როცა ვეკითხებოდი, პასპორტში ნაკლები რატომ გიწერიაო, მთელი სერიოზულობით მიმტკიცებდა, რომ გადაკეთებული იყო, რადგან დასჭირდა... თავიდან ძალიან უბრალო რამეებზე ვბრაზობდი, ჩემოდნებს ვალაგებდი და გავრბოდი... იყო ბევრი ახალგაზრდა გოგოც... მაგრამ ცოტნემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მქონოდა არანაირი მიზეზი წასასვლელად, არ მეფიქრა სხვა ქალებზე.ჩვენ ყველა თარიღს აღვნიშნავდით. გაცნობის, შეხვედრის... მიკითხავდა უამრავ ლექსს. ძალიან ზრუნავდა ჩემზე. რწმენა მივიდა ძალიან მყარად. ათასობით ლექსი იცოდა. ღამით მთაწმინდისკენ მივდიოდით ხელჩაკიდებული და როგორც კი გზაზე მივდიოდით აუცილებლად მიკითხავდა ლექსს“,-ამბობს ანა ჯაბაური.ანა ასევე იხსენებს 2019 წლის თავდასხმას ცოტნზე და მეუღლის ურთულესი მდგომარეობის პერიოდს.2019 წელს, 4 შეიარაღებული არადამიანი დახვდა ცოტნეს დანებით და მეტალის საგნებით. რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა გულ-მკერდის არეში, ბეჭებზე თავის არეში. წელიწადი და 6 თქვე მასთან ერთად ვცხოვრობდი პალატაში. სრული 6 თვე ფეხი არ გამადგმევინეს პალატიდან. დერეფანში გასვლა მქონდა აკრძალული, რადგან ცოტნეს აღმოუჩინეს ჰოსპიტალური მძიმე ინფექციები და მითხრეს, თუ გარეთ გავიდოდი შეიძლება ეს ინფექცია გამეტანა. 6 თვე ერთ პალატაში გავატარე. მთელი წელიწადნახევარი კლინიკაში. მაგრამ ეს იყო სიყვარული. სიყვარული ხომ მარტო გრძნობა არაა, ენერგიაა დიდი“,- ამბობს ანა ჯაბაური.ასევე დაგაინტერესებთ:„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილიVIDEO: „პირველად ვნახე თუ როგორ ასრულებს „არწივის ცეკვას“ სიამაყით ქართველი ქალი! - ნანუკამ თურქი მაყურებელი აღაფრთოვანაVIDEO: „უკვე მე-11 წელია მოვდივართ ასე სიყვარულით...“- თამარ ივერი მისი ქორწილიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს

პოლიცია პოლონეთი

სამართალი 1690566958

პოლონეთში ქართველი დააკავეს, რომელიც კოსმეტიკას იპარავდა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლიციამ 41 წლის ქართველი დააკავა, რომელიც მაღაზიიდან კოსმეტიკას იპარავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 41 წლის ქართველი მოკოტოვის რაიონში დააკავეს. ის ცდილობდა კოსმეტიკის მოპარვას, რომლის ფასი დაახლოებით 1000 აშშ დოლარს შეადგენდა. შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ის ძებნაში იმყოფებოდა. კაცი საიუველირო მაღაზიებიდან ძვირფასეულობის ქურდობისთვის იძებნებოდა, რომლის საერთო ფასი 10 000 პოლონურ ზლოტის (2500 აშშ დოლარს) შეადგენს.დაკავებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.ასევე ნახეთ:„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი„ემოციები აღარ მაქვს ღიმილი დამავიწყდა, დავიცალე...“ - სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებსVIDEO: „უკვე მე-11 წელია მოვდივართ ასე სიყვარულით...“- თამარ ივერი მისი ქორწილიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს„გამორჩეული და გემოვნებიანი...“ - ანუკი არეშიძის საზაფხულო სტილი

გუგა ქაშიბაძე

საზოგადოება 1690534859

„დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი, ცოლის შარდი შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს...“ - ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, მედიცინაში ცნება "ჯანსაღი ნამზეური" არ არსებობს. ექიმი გარუჯვასა და დამწვრობის შემთხვევაში თავის მოვლის შესახებ საუბრობს:- 7 პაციენტი მიწევს დამწვრობის ცენტრში მზისგან დამწვარი. აქედან 5 მოზრდილია, 2 კი ბავშვი. როდესაც მშობლები ირუჯებიან, პატარები თვალსა და ხელს შუა დამწვრობას იღებენ. საქართველოში კი ამბობენ, D ვიტამინს ვიღებო, მაგრამ ჩვენ ისეთ კლიმატურ სარტყელში ვცხოვრობთ, სპეციალურად წამოწოლა და მზის სხივების მიღება D ვიტამინის გამოსამუშავებლად არ გვჭირდება. მზე რომ სასარგებლოა, არასწორი აზრია.- მაშინ D ვიტამინის ნაკლებობა რატომ აქვს ბევრს?- ამას სხვადასხვა დაავადება იწვევს და არა მზის სხივების ნაკლებობა. მესმის, ნამზეური სილუეტს უფრო ლამაზს აჩენს, უფრო გამხდარსაც, პატარ-პატარა ნაკლს ფარავს, ლამაზ თვალებს კვეთს... დიახ, ნამზეური მოდურია, ამას ვერ გავექცევით, გოგონებს გარუჯული მამაკაცები მოსწონთ, მამაკაცებს - გარუჯული გოგონები.- ზოგი დამწვრობისას ალკოჰოლს ისვამს, ზოგი კბილის პასტას, ზოგი მაწონს, ზეთს...- რასაც სიგრილე მოაქვს, გვსიამოვნებს. მაგალითად, მაწონი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ის არ ორთქლდება, სითბოს აცლის ჩვენს კანს და გვსიამოვნებს. ალკოჰოლსაც გაგრილების ეფექტი აქვს, მაგრამ მათ დამწვრობის სამკურნალო თვისებები არა აქვს. ვერ ნახავთ ინგრედიენტს, რომელსაც არ მოიხმარენ დამწვრობისას - ზეთს, კარაქს, მაიონეზს... მანქანის ზეთწასმული გამომცხადებია პაციენტი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცოლის შარდით დამუშავებული დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი. შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს... რა გითხრათ, ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს.ნაცვლად იმისა, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვის კანი მზისგან, შიშვლებს ატანტალებენ. წყაროასევე ნახეთ:„მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და... მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის“ - ლევან გორგაძე ახალშობილი შვილის ფოტოს აქვეყნებსრა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი

მამულიჩა

ტაბლოიდი 1690534620

VIDEO: „ჩამოვიდა ჩემი სიყვარული” - მამულიჩა გამომწერებს ოჯახურ კადრებს უზიარებს

პროდიუსერი კახი მამულაშვილი შვილთან, მარიამ მამულაშვილთან ერთად გადაღებულ, თბილ კადრებს გვიზიარებს.„ჩამოვიდა ჩემი სიყვარული”, – ამბობს მამულიჩა. „უსაყვარლესი მამა-შვილი“,- წერენ კომენტარებში. ასევე ნახეთ:როცა მამულიჩა ბათუმში წასვლას გეგმავს და გიორგი თორაძესთან რეკავს - სახალისო ვიდეოVIDEO: „ბოდიში სუხიშვილებთან, მაგრამ ჩვენი ჯობია“ - კახა მამულაშვილი გიორგი თორაძის ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი“აი ასეთი ადამიანები ქმნიან მომავალს! დიახ, ჩემი დაა”- თათია შარანგია„ეს წესები დახრჩობისგან გადაგარჩენთ“ - რა უნდა იცოდეთ მდინარეში და ტბაში ცურვისასრას სჭირს სინამდვილეში პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალს? - რას წერენ ტაბლოიდები ბელა ჰადიდზენახეთ, კადრები:            View this post on Instagram                       A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888)