პოლონეთში ქართველი დააკავეს, რომელიც კოსმეტიკას იპარავდა

პოლიცია პოლონეთი

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლიციამ 41 წლის ქართველი დააკავა, რომელიც მაღაზიიდან კოსმეტიკას იპარავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

41 წლის ქართველი მოკოტოვის რაიონში დააკავეს. ის ცდილობდა კოსმეტიკის მოპარვას, რომლის ფასი დაახლოებით 1000 აშშ დოლარს შეადგენდა. შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ის ძებნაში იმყოფებოდა. კაცი საიუველირო მაღაზიებიდან ძვირფასეულობის ქურდობისთვის იძებნებოდა, რომლის საერთო ფასი 10 000 პოლონურ ზლოტის (2500 აშშ დოლარს) შეადგენს.

დაკავებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე ნახეთ:

„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილ

„ემოციები აღარ მაქვს ღიმილი დამავიწყდა, დავიცალე...“ - სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს

VIDEO: „უკვე მე-11 წელია მოვდივართ ასე სიყვარულით...“- თამარ ივერი მისი ქორწილიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს

„გამორჩეული და გემოვნებიანი...“ - ანუკი არეშიძის საზაფხულო სტილი