„6 თვე ცოტნეს პალატიდან დერეფანშიც არ გამოვსულვარ... მაგრამ ეს იყო სიყვარული“ - ანა ჯაბაური

ანა ჯაბაური

გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმში“ ანა ჯაბაური ცოტნეს სიყვარულის ამბავს იხსენებს. როგორც თავად ჰყვება, პირველი პაემნიდან გაიქცა კიდეც.

„პირველივე პაემანზე გავიქეცი და დიდხანს არ შევხვედრივარ. მომეჩვენა ძალიან პირდაპირი, თავისუფალი, უცერემონიო და ცოტა თავხედიც. ვიფიქრე, რომ ეს მამაკაცი ჩემთვის ნაკლებად გალანტური იყო. წავედი პაემნიდან და აღარ ვხვდებოდი კარგა ხანი. ასე 5-6 თვე. შემდეგ დამირეკა და ოპერაში დამპატიჟა. უარი აღარ ვუთხარი. თან შეიცვალა, გახდა ისეთი, როგორიც მომწონდა. სიყვარულის ახსნა ცოტა უცნაური იყო. უცნაურად მითხა - „მიყვარხარ და მეშინიაო“... რისი გეშინია-მეთქი? 

„ეს არის გრძნობა, რომელსაც დიდი ტკივილი მოაქვს ხანდახან...“,- აი ასეთი სახით ამიხსნა სიყვარული.

ანამ ასაკობრივ სხვაობაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ცოტნე თურმე ასაკს უმალავდა.

„მე ცოტნეზე ვარ 11 წლით უფროსი და ამის შესახებ გავიგე ინციდენტის შემდეგ, მისი ძმებისგან. ალბათ ასაკს იმატებდა იმის გამო, რომ მე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავეგდე. როცა ვეკითხებოდი, პასპორტში ნაკლები რატომ გიწერიაო, მთელი სერიოზულობით მიმტკიცებდა, რომ გადაკეთებული იყო, რადგან დასჭირდა... თავიდან ძალიან უბრალო რამეებზე ვბრაზობდი, ჩემოდნებს ვალაგებდი და გავრბოდი... იყო ბევრი ახალგაზრდა გოგოც... მაგრამ ცოტნემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მქონოდა არანაირი მიზეზი წასასვლელად, არ მეფიქრა სხვა ქალებზე.

ჩვენ ყველა თარიღს აღვნიშნავდით. გაცნობის, შეხვედრის... მიკითხავდა უამრავ ლექსს. ძალიან ზრუნავდა ჩემზე. რწმენა მივიდა ძალიან მყარად. ათასობით ლექსი იცოდა. ღამით მთაწმინდისკენ მივდიოდით ხელჩაკიდებული და როგორც კი გზაზე მივდიოდით აუცილებლად მიკითხავდა ლექსს“,-ამბობს ანა ჯაბაური.

ანა ასევე იხსენებს 2019 წლის თავდასხმას ცოტნზე და მეუღლის ურთულესი მდგომარეობის პერიოდს.

2019 წელს, 4 შეიარაღებული არადამიანი დახვდა ცოტნეს დანებით და მეტალის საგნებით. რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა გულ-მკერდის არეში, ბეჭებზე თავის არეში. წელიწადი და 6 თქვე მასთან ერთად ვცხოვრობდი პალატაში. სრული 6 თვე ფეხი არ გამადგმევინეს პალატიდან. დერეფანში გასვლა მქონდა აკრძალული, რადგან ცოტნეს აღმოუჩინეს ჰოსპიტალური მძიმე ინფექციები და მითხრეს, თუ გარეთ გავიდოდი შეიძლება ეს ინფექცია გამეტანა. 6 თვე ერთ პალატაში გავატარე. მთელი წელიწადნახევარი კლინიკაში. მაგრამ ეს იყო სიყვარული. სიყვარული ხომ მარტო გრძნობა არაა, ენერგიაა დიდი“,- ამბობს ანა ჯაბაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი

VIDEO: „პირველად ვნახე თუ როგორ ასრულებს „არწივის ცეკვას“ სიამაყით ქართველი ქალი! - ნანუკამ თურქი მაყურებელი აღაფრთოვანა

VIDEO: „უკვე მე-11 წელია მოვდივართ ასე სიყვარულით...“- თამარ ივერი მისი ქორწილიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს