მამა ნაუმი

საზოგადოება 1783613074

მამა ნაუმის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

„მამა ნაუმს როცა ვკითხე როგორ ხართ-მეთქი, ომახიანად მისი ხმით, რომელიც ყველას გახსოვთ, ასე მიპასუხა მადლობა უფალს ყველაფრისთვისო და მე დამლოცა და პირჯვარი გადმომსახა. შეეცადა არ მენახა მისი ნაღვლიანი სახე“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მრევლი ირმა ნატროშვილი წერს და სასიხარულო ამბავს გვიზიარებს:„ახლა მამაო არის მის სახლში, სადაც მისი გაზრდილი ირაკლი - მისი ოჯახით ცხოვრობს. ირაკლის ოთხი შვილი და არაჩვეულებრივი მეუღლე მარი, მზრუნველობას არ აკლებენ მამაოს - რაც ეტყობა.დღეს მამაო ამ მდგომარეობაში რომ არის დიდი მზრუნველობის შედეგია, რაშიც ყველა თქვენგანი ეხმარებოდით ფინანსურად. თქვენი ფინანსური დახმარება იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი. ირაკლი ვერ მუშაობს, რადგან მამაოს ვერ ტოვებს, თან მამაო ბერია და ის მხოლოდ ირაკლის აძლევს უფლებას შეეხოს და მოუაროს.ირაკლის ამ დიდ საზრუნავში თქვენი ჩვენი დახმარება სულ სჭირდება.გთხოვთ როგორც შევძლებთ თვეში ერთხელ არ დაგვავიწყდეს მამა ნაუმი. მადლი არასოდეს იკარგება, რომელსაც მხოლოდ უფალი ხედავს.აქ მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ: ერთხელ თბილისიდან ხეობაში წირვაზე ჩასულებმა, დიდი ტრაპეზის მერე ლია-ბარბარეს ხელმძღვანელობით, ცხელი ღომი ჩავუტანეთ ყინწვისში მამაოს.ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა, ტაძართან რიგში ას ადამიანზე მეტი ელოდებოდა მამაოს. ჩვენ რომ მივედით ცხონებული მამა საბა შევიდა მამაოსთან და მოახსენა, რომ გარეთ ველოდებოდით დასაპურებლად - ცხელი ღომით რაც ძალიან უყვარს.გამოვიდა მამაო მოსასალმებლად.  ამ დროს მესმის იქ საშველად ამოსული ურწმუნო ადამიანის საუბარი, რომ ვიღაცეებისთვის გამოვიდა მე კი დილის 7 საათიდან აქ ვარო.მამაო დილის 7 საათზე იწყებდა მიღებას შეუსვენებლად შრომობდა. ამ დროს ლია -ბარბარემ უსაყვედურა მამაოს, როგორ შეიძლება ტაძრიდან ჰაერზე გამოუსვლელად ამდენი იშრომოო.მამაოს პასუხი იყო ასეთი: რაც მინდოდა გადმომეცა თქვენთვის: „ლია-ბარბარე, ნუ გეშინია, დიდხანს ვიცოცხლებ (90 მეტი თქვა, არ მახსოვს რა ციფრი თქვა, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო შეიძლება ვინმეს გაახსენდეს) მაგრამ იცოდე აქ იმდენი გაჭირვებული და შეჭირვებული მოდის, რომ არ დავეხმარო, მაგისთვის მომეთხოვებაო”.ასე იცხოვრა სუფთად და პატიოსნად. ერთხელ დიდი ხნის წინ გავბედე და მის გასაგონად ვთქვი, როცა მამა ნაუმს იცნობ და ხედავ მის პატიოსნებას, როგორ შეიძლება არ ირწმუნო უფალი და პატივისცემით არ იყო ამ დიდი ადამიანის მიმართ-თქო .ხშირად ხმამაღალი ჩხუბიანი იყო და სწორედ მაშინ ვუყვარდით ძალიან. ისეთი გულიანი დალოცვა იცოდა და ახლაც ყველას გლოცავთ რომ იცოდეთ. ადრე ხელის მოძრაობა უჭირდა, ახლა მარიმ მითხრა სულ პირჯვარს იწერსო. ესე იგი ლოცულობს და პირჯვარს იწერს  მადლობს უფალს . უფალმა დიდხანს გვიცოცხლოს მამა ნაუმი“,- წერს ირმა ნატროშვილი. 

მამა ნაუმი

საზოგადოება 1779485627

„გამოჩნდა სიცოცხლის ნაპერწკალი...“ – მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ, სოციალურ ქსელში უახლესი ინფორმაცია ვრცელდება.„მინდა გაგახაროთ და გაიხაროთ, მამა ნაუმის უკეთესი მდგომარეობით. ახალი ანალიზების მიხედვით, დაენიშნა ვიტამინები, შედეგი ჩანს, გახდა მეტი კონტაქტური. ნაწოლი და ფეხზე ჭრილობამ ალაგება დაიწყო უკეთესობისკენ, მალამოსთვის დიდი მადლობა ბატონ ჯუმბერ ქირიას ( ეს მალამო ორი წლის წინ მოგვაწოდა ბატონმა ჯუმბერმა მაგრამ მამაოს მკურნალობისთვის ვერ მოგვარდა ) მალამოს ჰქვია ცოცხალი ვიტა, ყველა კარგად გამყოფოთ უფალმა მაგრამ თუ დაგჭირდათ უკეთესი მალამოს ვერ ნახავთ. ღმერთით გაგრძელდება უკეთესობა და მამაო ყველას შეგხვდებათ დიდი სიყვარულით.მადლიერო და კეთილო ადამიანებო, მინდა გთხოვოთ ლოცვებში აუცილებლად მოიხსენიოთ მამა ნაუმი, აუცილებლად ლოცვის დიდი ძალით და თქვენი უანგარო მხარდაჭერით გადის ის რეაბილიტაციას.ბოლო უმძიმესი ერთი წლის შემდეგ ახლა გამოჩნდა სიცოცხლის ნაპერწკალი. მამაო უფრო აქტიური გახდა მაგრამ არის ჩაფიქრებული. მისი გამხალისებლები არიან ირაკლის შვილები, რომლებიც ტაძრიდან ჟრიამულით სეფისკვერებით ბრუნდებიან და ელოდებიან ბაბუსთან ურთიერთობას. მამა ნაუმი მისი სულიერებით შვილიშვილებთან ურთიერთობას და სწავლებას ახერხებს“, – წერენ სოციალურ ქსელში. 

მამა ნაუმი

საზოგადოება 1777061457

„სწორად გაცემულ სიკეთეს, სასწაული შეუძლია...“ - მამა ნაუმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება და მას მართლმადიდებელი მრევლი კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაცია ვრცელდება. „სწორად გაცემულ სიკეთეს, მხოლოდ სასწაული შეუძლია; მამა ნაუმი ძალიან მკაცრ ბერულ ცხოვრებას ეწეოდა, ავადმყოფობას კი გადაწყვიტა მარტო მის ბერმონაზვნებთან ერთად მოერეოდა, მაგრამ ვერა, დაავადება დამძიმდა, მაგრამ ამ დროს ხომ მხოლოდ უფალი არის გადამწყვეტი და ამ შემთხვევაშიც;და აი საოცრებავ! მამაოს ლოცვები და სიყვარული, რაც გასცა და გამოიყენა ადამიანების დასახმარებლად, უფალმა თქვენ სიკეთით და სიყვარულით უკან დაუბრუნა.ორი წელი ვერ მივაღწიე მამაომდე, გასაგები მიზეზების გამო, ( თვალით ვერ ვნახე, ინფორმაცია მქონდა ცუდად არის ) კერძოდ ის ბერია და ბერულად მკურნალობდა, სანამ არ გართულდა დაავადება. გადაწყვეტილება უფალმა მიიღო, ის დატოვა ჩვენთან, რათა ენახა მამაოს, მისი ღვაწლი და შრომა როგორ დაფასდა კეთილი ადამიანების მხრიდან! ამით მინდა გითხრათ რომ მლოცველ ადამიანებს წმინდანებს, ბერებს, მონაზვნებს ჩვენი სიყვარული სჭირდება და მაშინ ყველა ძლიერი ვართ! ასე ვიტყოდი სიყვარული სიყვარულის წილ და ცხოვრება მშვენიერია, დედამიწაზეც სამოთხეა თუ სიყვარული არის! მამაოს ახლა სიცოცხლე ეტყობა სახეზე და ისევ მკურნალობით კარგ შედეგებს მიაღწევს მისი ჯანმრთელობა, ეტლში შეგხვდებათ, მოგეფერებათ, იტირებს, გეჩხუბებათ კიდეც, როგორც ყოველთვის! ჯანმრთელობას ვუსურვებ მამაოს და ყველა თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მამაოსთვის, ისე თქვენთვის. უფალმა გაგაძლიეროთ!“, - წერს ირმა ნატროშვილი სოციალურ ქსელში. 

მამა ნაუმი

საზოგადოება 1766089304

„რეანიმაციაშია, მართვით სუნთქვაზე... მოვიხსენიოთ ლოცვებში ბერი ნაუმი“ – სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის შესახებ, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება და მას მართლმადიდებელი მრევლი კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი, ოპერაციის შემდეგ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.„მოვიხსენიოთ ლოცვებში ბერი ნაუმი. ის მძიმედ არის, რეანიმაციაშია ოპერაციის შემდეგ და მართვით სუნთქვაზეა ბათუმის საავადმყოფოში“, – წერენ სოციალურ ქსელში.