„გამოჩნდა სიცოცხლის ნაპერწკალი...“ – მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

მამა ნაუმი

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ, სოციალურ ქსელში უახლესი ინფორმაცია ვრცელდება.

„მინდა გაგახაროთ და გაიხაროთ, მამა ნაუმის უკეთესი მდგომარეობით. ახალი ანალიზების მიხედვით, დაენიშნა ვიტამინები, შედეგი ჩანს, გახდა მეტი კონტაქტური. ნაწოლი და ფეხზე ჭრილობამ ალაგება დაიწყო უკეთესობისკენ, მალამოსთვის დიდი მადლობა ბატონ ჯუმბერ ქირიას ( ეს მალამო ორი წლის წინ მოგვაწოდა ბატონმა ჯუმბერმა მაგრამ მამაოს მკურნალობისთვის ვერ მოგვარდა ) მალამოს ჰქვია ცოცხალი ვიტა, ყველა კარგად გამყოფოთ უფალმა მაგრამ თუ დაგჭირდათ უკეთესი მალამოს ვერ ნახავთ. ღმერთით გაგრძელდება უკეთესობა და მამაო ყველას შეგხვდებათ დიდი სიყვარულით.

მადლიერო და კეთილო ადამიანებო, მინდა გთხოვოთ ლოცვებში აუცილებლად მოიხსენიოთ მამა ნაუმი, აუცილებლად ლოცვის დიდი ძალით და თქვენი უანგარო მხარდაჭერით გადის ის რეაბილიტაციას.
ბოლო უმძიმესი ერთი წლის შემდეგ ახლა გამოჩნდა სიცოცხლის ნაპერწკალი. მამაო უფრო აქტიური გახდა მაგრამ არის ჩაფიქრებული. მისი გამხალისებლები არიან ირაკლის შვილები, რომლებიც ტაძრიდან ჟრიამულით სეფისკვერებით ბრუნდებიან და ელოდებიან ბაბუსთან ურთიერთობას. მამა ნაუმი მისი სულიერებით შვილიშვილებთან ურთიერთობას და სწავლებას ახერხებს“, – წერენ სოციალურ ქსელში.