„რეანიმაციაშია, მართვით სუნთქვაზე... მოვიხსენიოთ ლოცვებში ბერი ნაუმი“ – სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება

მამა ნაუმი

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის შესახებ, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება და მას მართლმადიდებელი მრევლი კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი, ოპერაციის შემდეგ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მოვიხსენიოთ ლოცვებში ბერი ნაუმი. ის მძიმედ არის, რეანიმაციაშია ოპერაციის შემდეგ და მართვით სუნთქვაზეა ბათუმის საავადმყოფოში“, – წერენ სოციალურ ქსელში.