ლუკა შაფაქიძე

ტაბლოიდი 1709995841

„ბავშვობის ოცნება ამიხდა...“ - რას წერს ლუკა შაფაქიძე

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილმა მონაწილეებმა, პაატა თედიაშვილმა, ლუკა შაფაქიძემ დ სალომე კაპანაძემ ახალი სიმღერა შემოგვთავაზეს, რომელსაც „ატმები“ ჰქვია.ტექსტის ავტორი ლუკა შაფაქიძეა. მისამღერის ტექსტი და მელოდია პაატა თედიაშვილს ეკუთვნის, იდეის ავტორი და პროექტის პროდიუსერი ლუკა შაფაქიძეა. ლუკაკ თქმით, ბავშვობის ოცნება აუხდა.„ჩავჯექი 5 წუთის წინ ტაქსიში და ჩემი ხმა მესმის რადიოში. ბავშვობის ოცნება ამიხდა. უღრმესი მადლობა,„აფხაზეთის ხმა“, - დაწერა შაფაქიძემ. მოუსმინეთ სიმღერას ↓

სალომე ლუკა პაატა

ტაბლოიდი 1709676566

VIDEO: „ატმები“ - სალომე კაპანაძის, ლუკა შაფაქიძის და პაატა თედიაშვილის ახალი სიმღერა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილმა მონაწილეებმა, პაატა თედიაშვილმა, ლუკა შაფაქიძემ დ სალომე კაპანაძემ ახალი სიმღერა შემოგვთავაზეს, რომელსაც „ატმები“ ჰქვია. „რეჩიტატივის ტექსტის ავტორი ლუკა შაფაქიძე. მისამღერის ტექსტი და მელოდია პაატა თედიაშვილის. იდეის ავტორი და პროექტის პროდიუსერი ლუკა შაფაქიძე. ჩაიწერა სტუდიაში „Insound Studio“ - დაწერა პაატა თედიაშვილმა.აღსანიშნავია, რომ სიმღერას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ნამუშევარი დადებითაც შეაფასეს.ვრცლად ↓

თაია ჭიჭინაძე

ტაბლოიდი 1698388260

„იმ დღიდანვე გამარჯვებული ხარ, რაც პროექტში შეხვედი“ - თაია ჭიჭინაძეს მეგობრები ამხნევებენ

„პრაიმ ჰაუსში“ გოგონების შორის მწვავე დაპირისპირებაა. თაია ჭიჭინაძის მტკიცებით, მის „გასაშავებლად“ კამპანია აგორდა და ამისთვის, პროექტში მყოფ მონაწილეებს, გარეთ მყოფი პირები ურიგდებიან. აქვე, განახლდა თაიასა და სალომე უშხვანის სოცქსელში დაპირისპირება, რადგან ნიკო ქართველის ყოფილი მეუღლე მიიჩნევს, რომ მას მისი მეუღლე ებრძვის.თაიას მეგობრები მხარდაჭერას უცხადებენ და სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ.„საამაყო გოგო ხარ, თაი, მიყვარხარ ძალიან. შენ ის ქალი ხარ, რომელიც ყოველთვის საუკეთესოს თესავს, რომელიც გასაჭირში ადამიანებს არასდროს ტოვებს“.„შენ იმ დღიდანვე გამარჯვებული ხარ, რაც პროექტში შეხვედი. ბევრ ადამიანს უყვარხარ, შენი უბრალოების გამო. ათასობით ქალამდე და ადამიანამდე მიიტანე შენი სათქმელი“.„მე ჩემი თვალით ვუყურე წაქცეულ თაიას, მოტყუებულს, დამცირებულს! დააპატარავეს იმის გამო, რომ ერთგული ცოლი, კარგი მეგობარი და კარგი ადამიანი იყო მათთვის! არც მაშინ გაუწირავს ის ადამიანები, მაშინ, როცა ყოველ დღე თვალებში აფურთხებდნენ და წიხლს აჭერდნენ.ხალხო, რამდენი რამე მინდა მოგიყვეთ და მინდა, შემეძლოს დაგანახოთ ის,  რასაც მე ვუყურებდი... ცოცხალს, მაგრამ „მკვდარ ქალს“. ერთადერთს ვიტყვი, მეტს არაფერს, გულწრფელად, მთელი გულით და სიმწრით მინდა ვთქვა: ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მიტოვებული, მიგდებული, და სასიკვდილოდ მიტოვებული ქალი კიდევ გაწირონ, გისურვებთ, რომ ზუსტად ის გამოიაროთ, რაც მან!  ზუსტად ის იგრძნოთ, ისე გეწვოდეთ სული, როგორც მას! მჯერა, რომ ყველა გაბოროტებულ ადამიანს დაუბრუნდება საკადრისი პასუხი და დიახ, მემეტებით ასეთი მწარე პასუხისთვის! მიყვარხარ, თაი!“, - წერს დეა ხიდაშელი.ასევე ნახეთ:„გთხოვთ, არ დამაკავშიროთ არც ერთ სასიყვარულო სამკუთხედთან...“ - ლუკა შაფაქიძე მიმართვას ავრცელებსVIDEO: „ვარდიკო” ვარდებით... - გაიცანით კაცი, რომელიც 40 წელია ვარდებს ჰყიდისVIDEO: „ყველამ გაიგოს ჩემი ღრმა საიდუმლოებები...“ - ბლიცი „ბზიკოსთან“ბაბი კირკიტაძე თავის საკონცერტო ჩაცმულობაზე კომენტარს აკეთებს

თი

ტაბლოიდი 1698344150

„რომ არ გამეგო სიმართლე, ალბათ, მომიწევდა ძალიან დიდხანს ტყუილში ცხოვრება...“ - თი მაჭავარიანი

ინფლუენსერი და „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე თი მაჭავარიანი გადაცემა „ნოესთან“ სტუმარია. თი ქმართან დაშორებასა და პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობს.„მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ ვექცეოდი... მეგონა, რომ ასეთი კაცი ჯერ ჩემ გვერდით არასდროს ყოფილა და ამის მჯეროდა. რომ არ გამეგო რეალურად სიმართლე, თურმე ვისთან ერთად ვცხოვრობდი, ალბათ მომიწევდა ძალიან დიდხანს ტყუილში ცხოვრება...“, - ამბობს თი.ასევე ნახეთ:„უკვე მეგონა, რომ საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება ვარ და თეკლამ არ იცოდა, ვინ ვიყავი...“ - ნიკოლოზ წულუკიძე მეუღლეზე საუბრობს„გთხოვთ, არ დამაკავშიროთ არც ერთ სასიყვარულო სამკუთხედთან...“ - ლუკა შაფაქიძე მიმართვას ავრცელებსპოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ნიკოლოზ წულუკიძე

საზოგადოება 1698342574

„უკვე მეგონა, რომ საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება ვარ და თეკლამ არ იცოდა, ვინ ვიყავი...“ - ნიკოლოზ წულუკიძე მეუღლეზე საუბრობს

კინომცოდნე, ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ „ნიკოლოზის კითხვებში“ ოჯახზე ისაუბრა.„ჩემს ცხოვრებაში ცალმხრივი, სერიოზული სიყვარული არ ყოფილა და რაღაც მოწონება შეიძლება იყო. თუ ვიგრძნობდი, რომ ეს ცალმხრივობისთვის იყო განწირული, იმას გავეშვებოდი ხოლმე. სანამ დავოჯახდებოდი, არ მგონია, სერიოზულად მყვარებოდა ვინმე. იმ მომენტში, ყოველთვის გგონია, რომ ეს ნამდვილია, მაგრამ დრო რომ გადის და აფასებ, მერე ხვდები, რომ ასე არ არის. სიყვარული სითამამეა. მთავარია, შენს თავში მიხვდე, რომ მის გარეშე არ შეგიძლია სიცოცხლე და მერე ყველაფერს აკეთებ.რომ ამბობენ, ვერ ბედავს და უნდა, რომ ცოლად მოიყვანოსო... ან გამომყვეს, განა ვერ ბედავს, არ არის დარწმუნებული თავის თავთან. მე უკვე მეგონა, რომ საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება ვარ და თეკლამ არ იცოდა, ვინ ვიყავი. გაგაგებინებ-მეთქი, ვიფიქრე და მერე დაიწყო და დაიწყო...სულ ვცდილობ, ოჯახთან ერთად ვიყო, საზღვარგარეთაც მათთან ერთად დავდივარ. სესილია ყველგან დამყავს, მთელი საქართველო აქვს მოვლილი. სიმკაცრისთვის დედა არსებობს. სესილიასთან პირველი 10 წამის მანძილზე შემიძლია გავბრაზდე, მეთერთმეტე წამს მეც მეცინება და მასაც, ვერ ვარ მკაცრი...სესილიამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მიიღო მონაწილეობა. მე არ მინდა, მსახიობი იყოს. ერთხელ ვკითხე, ვინ გინდა გამოხვიდე-მეთქი. მსახიობი არაო" - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.ასევე ნახეთ:VIDEO: თი მაჭავარიანის გასამხნევებლად მასთან სახლში „პრაიმ ჰაუსელები“ მივიდნენ„გთხოვთ, არ დამაკავშიროთ არც ერთ სასიყვარულო სამკუთხედთან...“ - ლუკა შაფაქიძე მიმართვას ავრცელებს

„ვარდიკო” ვარდებით

საზოგადოება 1698304629

VIDEO: „ვარდიკო” ვარდებით... - გაიცანით კაცი, რომელიც 40 წელია ვარდებს ჰყიდის

გაიცანით „ვარდიკო” იგივე ნიზამ შამმადოვი.  ის 40 წელია, რაც გარდაბნიდან დედაქალაქში ჩამოდის და თავის სურნელოვან ვარდებს ჰყიდისნახეთ, ნინუცა როსტიაშვილის სიუჟეტი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერშიასევე ნახეთ:კარგად გამოძინების შემდეგაც დაღლილობის შეგრძნება გაქვთ - აი, მიზეზიVIDEO: ნიკოლოზ წულუკიძე სიყვარულსა და ოჯახზე - „სესილიას არჩევანში არ ჩავერევი“„გთხოვთ, არ დამაკავშიროთ არც ერთ სასიყვარულო სამკუთხედთან...“ - ლუკა შაფაქიძე მიმართვას ავრცელებს

ლუკა

ტაბლოიდი 1698304132

„გთხოვთ, არ დამაკავშიროთ არც ერთ სასიყვარულო სამკუთხედთან...“ - ლუკა შაფაქიძე მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, ლუკა შაფაქიძე მეოთხე სეზონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „თაიასთან მიმართებით არანაირად არ მაქვს ნეგატიური განწყობა. ის ფაქტი, რომ სალომე და მე ახლოს ვართ ერთმანეთთან, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ თაია მეჯავრება ან თაიას სოლიდარობას არ ვუცხადებ იმის გამო, რომ ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია წელს, სულ რამდენიმე თვეში. ძალიან ძლიერი გოგოა და ვაფასებ მის გამბედაობას. როცა ფართიზე ვიყავი სტუმრად, ძალიან თბილადაც შემხვდა. გთხოვთ, არანაირად არ დამაკავშიროთ არც ერთ სასიყვარულო სამკუთხედთან. პირდაპირ რომ გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ვისთანაა. შეიძლება მოგწონდეს ანა და მოგწონდეს თაიაც. გიყვარდეს სალომეც და ფიქრობდე, რომ თაიას ყურებაც საინტერესოა. მომწონდა თავის დროზე სოფოც, მაგრამ ახლა ფაქტია, მხოლოდ თაიას და ანას მხრებზე დგას პროექტი და ორივე ყურებადს ხდის შოუს. როგორც მოთამაშე მომწონს ანა, ძლიერია და მარტივად იცილებს კონკურენტებს თავიდან. მის ბევრ ქცევას არ დავაფასებდი რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს არის თამაში, სადაც ყველა პირველობისთვის იბრძვის (კარგი იქნებოდა თავის დროზე გამეაზრებინა ეს) და ასევე კარგი იქნება, თუ თქვენც მოუკლებთ ჰეითს და უშვერი სიტყვებით უცნობი ადამიანების ოჯახების გინებას, თქვენ თვითონ გამოდიხართ კლოუნები, რომლებსაც ერთ-ერთი რეალითი შოუს გარდა სხვა საფიქრალი არ გააჩნიათ.P.S: ძალიან გამეცინა თაიას რეაქციაზე, როცა მწვანე ფერის „არ-მოხდენაზე“ გაჭედა. ჩემი ბავშვური დრამები გამახსენდა, კოღოს რომ სპილოდ ვაქცევდი ხოლმე და დასანანია, თუ ჩემი პოსტები/ხუმრობები ვინმეს სერიოზულად მოგხვდათ გულზე, ან რამენაირად ნიკოს და სალომეს დაუკავშირეთ. საერთოდ არ გვისაუბრია მე და სალომეს თაიაზე „პრაიმ ჰაუსის“ გარეთ. სანამ უცნობი ხალხი მივარდებით და ქაჯებივით ყეფთ, გეტყვით, რომ ჩემი პოსტების შემდეგ თაიას მივწერე კიდეც და სქრინსაც დავდებ კომენტარებში,“ - დაწერა ლუკა შაფაქიძემ.ასევე ნახეთ:როგორ გამოიყურებოდა ანა ქურდაძე წლების წინ - ნახეთ ფოტოებიროგორ გამოიყურებოდა ანანო გიგინეიშვილი წლების წინ - ნახეთ ფოტოები

ლუკა შაფაქიძე

ტაბლოიდი 1693078934

VIDEO: „დროა, სიმართლეს ფარდა ავხადო“ - ლუკა შაფაქიძე მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, ლუკა შაფაქიძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს და პასუხობს გამომწერების შეკითხვას, სად შეიძინა თავისი საყვარელი სათამაში, სახელად ფიქრია.ნახეთ ვიდეო ⇓  @starboylux #переписка 🙏 #foryou ♬ original sound - starboylux

ლუკა შაფაქიძე

ტაბლოიდი 1690182248

VIDEO: ლუკა შაფაქიძე მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, ლუკა შაფაქიძე მიმართვას ავრცელებს და რეალითი შოუს მომდევნო სეზონის მონაწილეებს გამოცდილებას უზიარებს.ვრცლად ⇓ასევე დაგაინტერესებთ:„სადაც ქორწილი გვქონდა, წყალი დაწყდა, ელექტროენერგია გამოირთო...“ - ეკა ხოფერია მეუღლესთან ერთად ქორწინების 16 წლის იუბილეს აღნიშნავსVIDEO: დაათვალიერეთ სალომე ღვინიაშვილის ულამაზესი, მინიმალისტური სახლი ტყის ხედით

სალომე კაპანაძე გიორგი ნაზრაიძე

ტაბლოიდი 1689113265

„სალომე კაპანაძე შენი იდუმალი შეყვარებულია?“ - ნახეთ, რას პასუხობს გიორგი ნაზღაიძე გამომწერის ამ კითხვას

„სალომე კაპანაძე ხომ არ არის შენი იდუმალი შეყვარებული?“ - ამ კითხვით ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს ერთ-ერთმა გამომწერმა მიმართა. რაზეც „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის გამარჯვებულმა არც თუ ისე ამომწურავი პასუხი გასცა: „მმმ... სალომე ძალიან ლამაზი გოგოა, საყვარელი“.სამაგიეროდ, სალომემ გამომწერების კითხვებს პასუხი გასცა და სავარაუდოდ, მათი ინტერესი დააკმაყოფილა.„ამ ცხოვრებაში ყველაფერს მივაღწევ, ოღონდ იდუმალებას ვერასდროს. ამიტომ, მე ეგრევე გამომრიცხეთ,“ - დაწერა სალომე კაპანაძემ. VIDEO: „მქუხარე ტაში და ოვაციები“ - ასე დახვდნენ თურქული სერიალის ქართველ ვარსკვლავს თბილისში„ამას აღარ ველოდი...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ლუკა შაფაქიძეVIDEO: მსახიობ კატო მიქაცაძეს შეყვარებულმა ხელი სთხოვა - ნახეთ, კადრები

მკვლელობა ჩალაუბანში

კრიმინალი 1689016342

,,სახლში რომ მისულა, ალბათ, კაცი უკვე შეიარაღებული იყო..." - რას ჰყვებიან მეზობლები გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში 81 წლის კაცმა მეუღლე სასიკვდილოდ გაიმეტა. აკაკი ღვინიაშვილმა, ლალი ღვინიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. დაჭრილი, ძლიერი სისხლდენის შედეგად, ექიმების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.კაცი პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს.ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ქალმა მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მაღაზიაში პროდუქტი შეიძინა და სახლში დაბრუნდა. რამდენიმე წუთში კი, ჩალაუბნის ცენტრში გასროლის ხმა გაიგეს.გავრცელებული ინფორმაციით, აკაკი ღვინიაშვილი 70 წლის მეუღლეს ეზოში უკვე შეიარაღებული ელოდებოდა.ასევე ნახეთ:„ამას აღარ ველოდი...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ლუკა შაფაქიძე„წახვედი შენს საყვარელ დედასთან...“ - ახლობლები სვანეთში დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიანძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

ჯორჯ მალოფი

საზოგადოება 1689015692

,,გთხოვთ, თუ დაინახავთ, მაშინვე გაგვაგებინეთ" - თბილისში, გაუჩინარებულ ბარმენს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში ბარი Backstage76 ავრცელებს.,,გთხოვთ წაიკითხეთ! ვეძებთ ჯორჯ მალოფს, რომელიც ჩვენთან ბარმენად მუშაობს. ვერ ვუკავშირდებით ხუთშაბათიდან.გთხოვთ, თუ დაინახავთ, ან აქამდე დაგინახავთ ეს ახალგაზრდა კაცი, მაშინვე გაგვაგებინეთ!", - აღნიშნულია პოსტში.ასევე ნახეთ:„წახვედი შენს საყვარელ დედასთან...“ - ახლობლები სვანეთში დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიანძლიერი წვიმა, ქარი და შტორმი - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში„ამას აღარ ველოდი...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ლუკა შაფაქიძე