პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში 81 წლის კაცმა მეუღლე სასიკვდილოდ გაიმეტა.
აკაკი ღვინიაშვილმა, ლალი ღვინიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. დაჭრილი, ძლიერი სისხლდენის შედეგად, ექიმების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
კაცი პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს.
ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ქალმა მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მაღაზიაში პროდუქტი შეიძინა და სახლში დაბრუნდა. რამდენიმე წუთში კი, ჩალაუბნის ცენტრში გასროლის ხმა გაიგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აკაკი ღვინიაშვილი 70 წლის მეუღლეს ეზოში უკვე შეიარაღებული ელოდებოდა.
ასევე ნახეთ:
„ამას აღარ ველოდი...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ლუკა შაფაქიძე
„წახვედი შენს საყვარელ დედასთან...“ - ახლობლები სვანეთში დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში