პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსში“ გოგონების შორის მწვავე დაპირისპირებაა. თაია ჭიჭინაძის მტკიცებით, მის „გასაშავებლად“ კამპანია აგორდა და ამისთვის, პროექტში მყოფ მონაწილეებს, გარეთ მყოფი პირები ურიგდებიან. აქვე, განახლდა თაიასა და სალომე უშხვანის სოცქსელში დაპირისპირება, რადგან ნიკო ქართველის ყოფილი მეუღლე მიიჩნევს, რომ მას მისი მეუღლე ებრძვის.
თაიას მეგობრები მხარდაჭერას უცხადებენ და სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ.
„საამაყო გოგო ხარ, თაი, მიყვარხარ ძალიან. შენ ის ქალი ხარ, რომელიც ყოველთვის საუკეთესოს თესავს, რომელიც გასაჭირში ადამიანებს არასდროს ტოვებს“.
„შენ იმ დღიდანვე გამარჯვებული ხარ, რაც პროექტში შეხვედი. ბევრ ადამიანს უყვარხარ, შენი უბრალოების გამო. ათასობით ქალამდე და ადამიანამდე მიიტანე შენი სათქმელი“.
„მე ჩემი თვალით ვუყურე წაქცეულ თაიას, მოტყუებულს, დამცირებულს! დააპატარავეს იმის გამო, რომ ერთგული ცოლი, კარგი მეგობარი და კარგი ადამიანი იყო მათთვის! არც მაშინ გაუწირავს ის ადამიანები, მაშინ, როცა ყოველ დღე თვალებში აფურთხებდნენ და წიხლს აჭერდნენ.
ხალხო, რამდენი რამე მინდა მოგიყვეთ და მინდა, შემეძლოს დაგანახოთ ის, რასაც მე ვუყურებდი... ცოცხალს, მაგრამ „მკვდარ ქალს“. ერთადერთს ვიტყვი, მეტს არაფერს, გულწრფელად, მთელი გულით და სიმწრით მინდა ვთქვა: ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მიტოვებული, მიგდებული, და სასიკვდილოდ მიტოვებული ქალი კიდევ გაწირონ, გისურვებთ, რომ ზუსტად ის გამოიაროთ, რაც მან! ზუსტად ის იგრძნოთ, ისე გეწვოდეთ სული, როგორც მას! მჯერა, რომ ყველა გაბოროტებულ ადამიანს დაუბრუნდება საკადრისი პასუხი და დიახ, მემეტებით ასეთი მწარე პასუხისთვის! მიყვარხარ, თაი!“, - წერს დეა ხიდაშელი.
ასევე ნახეთ:
„გთხოვთ, არ დამაკავშიროთ არც ერთ სასიყვარულო სამკუთხედთან...“ - ლუკა შაფაქიძე მიმართვას ავრცელებს
VIDEO: „ვარდიკო” ვარდებით... - გაიცანით კაცი, რომელიც 40 წელია ვარდებს ჰყიდის
VIDEO: „ყველამ გაიგოს ჩემი ღრმა საიდუმლოებები...“ - ბლიცი „ბზიკოსთან“
ბაბი კირკიტაძე თავის საკონცერტო ჩაცმულობაზე კომენტარს აკეთებს