ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1777558800

ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალებზე: მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, ქვეყანა რომ აინტერესებდეთ ან პროგრამას დადებდნენ, ან საზოგადოებას რეალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ. მათთვის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ უცხოეთიდან

მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, ქვეყანა რომ აინტერესებდეთ ან პროგრამას დადებდნენ, ან საზოგადოებას რეალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.ნიკოლეიშვილის თქმით, რადიკალებისთვის მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ უცხოეთიდან და ამის საშუალებით არეულობა და დესტაბილიზაცია მოაწყონ ქვეყანაში.„რაც შეეხება პოლიტიკური ველის გასუფთავებას, პოლიტიკური ველი გასუფთავებული უნდა იყოს ზუსტად კრიმინალებისგან, ბანდიტებისგან, რომლებსაც პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ. კარგად შევხედოთ კიდევ ერთხელ, ვინ არიან ოპოზიციის ლიდერები. თითქმის ვერ მანახებთ ადამიანს, რომელსაც ან კრიმინალური წარსული არ ჰქონდეს, კანონი არ ჰქონდეს დარღვეული საქართველოში, ან ვერ მანახებთ ადამიანს, რომელსაც რაიმე სახის რეიტინგი გააჩნია.რაც შეეხება ახალი ოპოზიციური პარტიების თუ ახალი პარტიების წარმოქმნას, კი ბატონო, თუკი ასეთი მოთხოვნაა საზოგადოებაში, ამას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ კიდევ ერთხელ, პოლიტიკა დაკომპლექტებული უნდა იყოს პატიოსანი, ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც უყურებენ ქვეყანაში მშვიდობის განვითარებას, სტაბილურობის განვითარებას, ეკონომიკის განვითარებას, უსაფრთხოების განმტკიცებას.შემიძლია ხაზი გავუსვა, ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც ვფიქრობთ და დამერწმუნეთ, ეს ასე იქნება, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება იმ პრინციპით, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ისეთი, რომელიც შეესაბამება ერთი მხრივ, ეროვნულ ინტერესებს, მეორე მხრივ საზოგადოების მოთხოვნას.მე როდესაც ვიძახი იმის თაობაზე, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ნეიტრალური სახელმწიფო, ეს არის საზოგადოების შეკვეთა. ეს ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა ასე, რომ ნეიტრალიტეტი უფრო სასარგებლოა მისთვის და რის გამოც, გარკვეული საკითხებიდან გამომდინარე პარტიად ჩამოვყალიბდით“, - აღნიშნა მან.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1777557840

ლევან ნიკოლეიშვილი: დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ყველა უნდა მოეპყროს ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. არ უნდა იყოს კარნახი, მითითება ისე, როგორც წარმოუდგენიათ

დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ყველა უნდა მოეპყროს ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. არ უნდა იყოს კარნახი, მითითება ისე, როგორც წარმოუდგენიათ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.წამყვანმა ჰკითხა, რა იქნება ის დათქმები, რომლითაც ოფიციალური თბილისი და ვაშინგტონი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდებიან.„ვისურვებდით, რომ [აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების] ვიზიტი, რომელიც განხორციელდება აშშ-დან, ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო იყოს. არ შეიძლება რომელიმე ქვეყანას ისე ვუყუროთ, რომ რახან ჩამოდიან, მზის ახალი ამოსვლაა ჩვენთვის. დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ყველა უნდა მოეპყროს ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. არ უნდა იყოს კარნახი, მითითება ისე, როგორც წარმოუდგენიათ. ვიმედოვნებ, რომ ეს პრინციპი არ დაირღვევა და ქართული და ამერიკული მხარეც იმ სიმტკიცეს გამოიჩენს, რაც დაეხმარება და წაადგება ამ ქვეყნების ურთიერთობას. დაველოდოთ რეალობას, როგორ წარიმართება პროცესები“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1777104573

ლევან ნიკოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენს არა უბრალოდ უსინდისო კრიტიკას, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ ქმედებას, რომლის უბადრუკი აღმსრულებელი ოპოზიციის და მათი ჟურნალისტების მანტიაში გამოხვეული „უსამშობლო აგენტურაა“

როდესაც ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში კვლავ დგება მცდელობა, ეჭვქვეშ დადგეს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს თავად კრიტიკის არსსა და მის მოტივაციებთან დაკავშირებით - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი, ქველმოქმედების ფონდებიდან პროცენტიან სესხებს გასცემს.მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენს არა უბრალოდ უსინდისო კრიტიკას, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ ქმედებას, რომლის უბადრუკი აღმსრულებელი ოპოზიციის და მათი ჟურნალისტების მანტიაში გამოხვეული „უსამშობლო აგენტურაა“. „როდესაც ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში კვლავ დგება მცდელობა, ეჭვქვეშ დადგეს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს თავად კრიტიკის არსსა და მის მოტივაციებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს, რომელიც მოიცავს მრავალმხრივ მხარდაჭერას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გარემოსდაცვითი პროექტებისა და სპორტის განვითარების მიმართულებით.აღნიშნული ინიციატივები არაერთ შემთხვევაში დაკავშირებულია კონკრეტულ, დადასტურებად და ხელშესახებ შედეგებთან, რაც მათ საზოგადოებრივ მნიშვნელობას კიდევ უფრო ამყარებს. ამ ფონზე, მისი ქველმოქმედების ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენს არა უბრალოდ უსინდისო კრიტიკას, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ ქმედებას. ამგვარი დისკრედიტაციის მცდელობები ხშირად თანხვედრაში მოდის გარე ინტერესებთან და ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი ემსახურება წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს, რომლის უბადრუკი აღმსრულებელი ოპოზიციის და მათი ჟურნალისტების მანტიაში გამოხვეული „უსამშობლო აგენტურაა“, - წერს ნიკოლეიშვილი.        

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1776716062

ჩვენ უნდა შევხედოთ ყველაფერს რეალურად. როცა გვეუბნებიან, რომ ვერ გახდებით ნატოს წევრები, ეს უნდა მივიღოთ რეალობად და ვიფიქროთ იმაზე, მაშინ რა არის გამოსავალი - ლევან ნიკოლეიშვილი

"სწორედ საგარეო პოლიტიკა უნდა დავგეგმოთ ისე, რომ შესაბამისი იყოს თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა და ჩვენ, როგორც ნეიტრალურმა ქვეყანამ, შევძლოთ ის უსაფრთხოების და თავდაცვის სტრუქტურა ავამუშაოთ ისე, რომ ჩვენი თავის დაცვაც ჩვენვე შევძლოთ", - ამის შესახებ პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონული მდივანი, ლევან ნიკოლეიშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" საუბრობს.როგორც ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, როცა საქართველოს ეუბნებიან, რომ ვერ გახდება ნატოს წევრი, ეს უნდა მივიღოთ რეალობად და მოიძებნოს გამოსავალი."უკრაინის მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი და არა მთავარი, შესაძლოა გახდა სწორედ ის, რომ უკრაინა მიისწრაფოდა ნატოში ინტეგრაციისკენ. თითქმის ყველამ იცოდა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ეს კლიშე არ ჩამოაშორეს და რაც მოხდა და რაც მიმდინარეობს დღეს უკრაინაში, ხედავთ. მიუხედავად ამისა, დღეს უკრაინას ეუბნებიან, რომ შენ ვერ გახდები ნატოს წევრი და უფრო მეტიც, მას არ აძლევენ არავითარ უსაფრთხოების გარანტიასაც კი. ფაქტიურად, შეტოვებულია რუსეთთან პირისპირ, როდის და როგორ გადაწყდება საკითხი, ეს არავინ არ იცის. კიდევ ერთი საკითხი ნატოსთან მიმართებაში, ჩვენ უნდა შევხედოთ ყველაფერს რეალურად - როცა გვეუბნებიან, რომ თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრები, ეს უნდა მივიღოთ რეალობად და უნდა ვიფიქროთ იმაზე, მაშინ რა არის გამოსავალი. თუ მეტყვით იმას, რომ ნატო ჩვენ გვინდა იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები, როგორ ვხდებით დაცულები, როცა ნატოს წევრები ვერ ვხდებით და არ გავხდებით და ამას ღიად გვეუბნებიან და მეორე, ამ პირობებში, როცა თქვენ ნეიტრალიტეტის გაკრიტიკებას ცდილობთ, ვართ ვინმესგან დაცულები? ვინ გვიცავს დღეს, რომ არ ვართ ნატოს წევრები, არ ვართ ნეიტრალურები, მაგრამ ვართ დაცულები თუ არა? გნებავთ რუსეთი იყოს ან სხვა ნებისმიერი სახელმწიფო, თუკი ეს სამწუხაროა, მაშინ საბედნიერო იქნება ის მომენტი, თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რა მექანიზმები გვჭირდება იმისათვის, რომ დაცული იყოს ქვეყანა. დაცული რომ იყოს ქვეყანა, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ საგარეო პოლიტიკა უნდა დავგეგმოთ ისე, რომ შესაბამისი იყოს თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა და ჩვენ როგორც ნეიტრალურმა ქვეყანამ, შევძლოთ ის უსაფრთხოების და თავდაცვის სტრუქტურა ავამუშაოთ ისე, რომ ჩვენი თავის დაცვაც ჩვენვე შევძლოთ", - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1776175620

ლევან ნიკოლეიშვილი: შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ძალიან მალე გამოჩნდება, რომ უნგრეთი არ შეიცლის თავის ეროვნულ ინტერესებს, იმ კურსს, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ძალიან მალე გამოჩნდება, რომ უნგრეთი არ შეიცლის თავის ეროვნულ ინტერესებს, იმ კურსს, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.ნიკოლეიშვილის თქმით, ევროკავშირს თავისი გაჭირვება ჰყოფნის და ტაშის კვრა იმის გამო, რომ ერთი ლიდერი მეორით შეიცვალა, ეს არაფერს ნიშნავს.„დიდი ხანია უნგრეთს ევროპა აქვს არჩეული. ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანაა, საკმაოდ გავლენიანი ქვეყანაა, მათ შორის ევროკავშირში. ვიღაცას თუ ჰგონია ამ ხელისუფლების ცვლილებით მოხდება ისე, რომ ახალი ხელისუფალი ფეხქვეშ გაეგება ან ფონ დერ ლაიენს, ან კალასის ამბიციურ და სრულიად უსუსურ, გაუაზრებელ გეგმებს, ძალიან ცდებიან ამასთან დაკავშირებით.კიდევ ერთხელ, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ძალიან მალე გამოჩნდება, უნგრეთი არ შეიცლის თავის ეროვნულ ინტერესებს, იმ კურსს, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაძლოა ტაქტიკურად ცოტა სხვანაირად წარმოაჩინონ ეს ყველაფერი, განსხვავებით ორბანისგან, მაგრამ რეალობაში მე ასეთ ცვლილებებს არ ველოდები.ევროკავშირს თავისი გაჭირვება ჰყოფნის და ტაშის კვრა იმის გამო, რომ ერთი ლიდერი მეორით შეიცვალა, ეს არაფერს ნიშნავს. გაცილებით უკეთესი იქნება ევროკავშირის ხელმძღვანელობა თუ მიხედავს საკუთარ თავს“, - აღნიშნა მან.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1776175380

ლევან ნიკოლეიშვილი: ვერ ითვალისწინებენ ვერც შეერთებული შტატები და ვერც ევროპელები იმას, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირადი ინტერესები და ამ ინტერესების განხორციელება ხდება ამომრჩევლის აზრის გათვალისწინებით

ვერ ითვალისწინებენ ვერც შეერთებული შტატები და ვერც ევროპელები იმას, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირადი ინტერესები და ამ ინტერესების განხორციელება ხდება ამომრჩევლის აზრის გათვალისწინებით, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.ნიკოლეიშვილმა უნგრეთის არჩევნებზე ისაუბრა.„ყველაზე მთავარი ალბათ ისაა, რომ უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდა. არავის იმის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ უნგრეთში ისეთი ცვლილება მოხდება, რაც კატასტროფულად შეცვლის რაიმეს თუნდაც ევროკავშირთან მიმართებით. უნგრეთი იმ გზაზე იდგება, რაც მას სწორად მიაჩნია. ამას წინათ ვნახეთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი შეცდომა, რომ წარმოდგენა ჰქონდათ, თავისი უმაღლეს დონეზე მხარდაჭერით რაღაც გავლენას მოახდენდნენ უნგრელი ამომრჩევლის განწყობაზე.შეერთებულმა შტატებმა სამწუხაროდ მერამდენედ განიცადა ეს ე.წ. კრახი სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში. ვერ ითვალისწინებენ ვერც შეერთებული შტატები და ვერც ევროპელები იმას, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირადი ინტერესები და ამ ინტერესების განხორციელება ხდება ამომრჩევლის აზრის გათვალისწინებით. კარგი იქნება, თუ ამ მაგალითს ყველა მიყვება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში და არ მოხდება ჩარევების რაღაც მცდელობები, რაც ილუზიებს უქმნის ვიღაცებს უცხოეთში, რომ ამ ჩარევებით და გავლენებით შეუძლიათ სუვერენულ სახელმწიფოზე გავლენის მოხდენა“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1775050253

ლევან ნიკოლეიშვილი: ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს

ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.ნიკოლეიშვილის თქმით, თუკი ვინმეს სურს საქართველოსთან ურთიერთობა, მეგობრობა, თანამშრომლობა, პირველ რიგში, უნდა იყოს გათვალისწინებული მთავარი რამ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო.„ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს. თუკი ვინმეს სურს ჩვენთან ურთიერთობა, მეგობრობა, თანამშრომლობა, გნებავთ განახლება თანამშრომლობის, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული მთავარი რამ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც თავისი ეროვნული ინტერესები გააჩნია, თავისი საკმაოდ კარგი, პრაგმატული პოლიტიკა გააჩნია, საგარეო პოლიტიკა განსაკუთრებით. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და თუ ვინმე ჩვენ ამაში დაგვეხმარება, ჩვენი ინტერესები თანხვედრაში იქნება, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით“, - აღნიშნა მან.„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს. პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორს ურთიერთობებზე. „ნეიტრალურ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მათთვის მიუღებელია.

ლევან ნიკოლეიშვილი

მსოფლიო 1773591155

ლევან ნიკოლეიშვილი: ევროპარლამენტარებმა რუკაზე ირანის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. მსგავსი ფაქტი არა მხოლოდ კომპეტენციის დეფიციტზე მიუთითებს, არამედ აჩენს ფუნდამენტურ ეჭვს მათი პროფესიული სანდოობისა და პასუხისმგებლობის მიმართ საერთაშორისო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში

ევროპარლამენტარები, რომლებიც ამზადებენ კრიტიკულ რეზოლუციებს, სულ ახლახან მოულოდნელად დაასანქცირეს ირანის მაღალჩინოსნები. როდესაც საკითხი დეტალურად განიხილეს და მათ ჰკითხეს, სად მდებარეობდა ირანი, აღმოჩნდა, რომ რუკაზე მისი იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლეს - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.ნიკოლეიშვილს ეჭვი შეაქვს მათ სანდოობაში და ამბობს, რომ თუ ადამიანები, რომლებსაც სხვების შეფასება და დასჯა ენდობა, ელემენტარულ გეოგრაფიულ ფაქტსაც კი ვერ ასრულებენ, ბუნებრივია, მათი რეზოლუციები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ბევრად უფრო საეჭვო და დაუჯერებელი ხდება, ვიდრე სანდო. “ევროპარლამენტარები, რომლებიც ამზადებენ კრიტიკულ რეზოლუციებს, საჯაროდ აკრიტიკებენ და მსჯელობენ საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, ასევე ხშირად ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას. სულ ახლახან მათ მოულოდნელად დაასანქცირეს ირანის მაღალჩინოსნები, მათ შორის -დიდი ალბათობით-უკვე გარდაცვლილი პირებიც. როდესაც საკითხი დეტალურად განიხილეს და მათ ჰკითხეს, სად მდებარეობდა ირანი, აღმოჩნდა, რომ რუკაზე მისი იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლეს.მსგავსი ფაქტი არა მხოლოდ კომპეტენციის სერიოზულ დეფიციტზე მიუთითებს, არამედ აჩენს ფუნდამენტურ ეჭვს მათი პროფესიული სანდოობისა და პასუხისმგებლობის მიმართ საერთაშორისო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. თუ ადამიანები, რომლებსაც სხვების შეფასება და დასჯა ენდობა, ელემენტარულ გეოგრაფიულ ფაქტსაც კი ვერ ასრულებენ, მაშინ ბუნებრივია, რომ მათი რეზოლუციები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ბევრად უფრო საეჭვო და დაუჯერებელი ხდება, ვიდრე სანდო. ასეთი გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპულ სტრუქტურებს, განსაკუთრებით ევროპარლამენტს, აშკარად სერიოზული ლპობის სუნი ასდის”- წერს ნიკოლეიშვილი.        

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1773338114

ლევან ნიკოლეიშვილი: დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს. ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს, რომელიც უკვე მერამდენედ მტკიცედ იცავს საკუთარ სახელმწიფოსა და მის ეროვნულ ღირებულებებს

მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.მისი შეფასებით, ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში შედეგს ვერ გამოიღებს და მსგავსი მცდელობები საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს სახელმწიფოსა და ეროვნული ღირებულებების დაცვის საკითხში.„ მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს. თუმცა, საქართველოში ჩამოსულმა ჯგუფმა საკუთარ შეფასებებში აღნიშნა, რომ ქვეყნის ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდება იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება „გამჭვირვალობის კანონი“, ასევე "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი. ამ შეფასებამ ბუნებრივად რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გააჩინა: მხოლოდ ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს, ვინ და რა მიზნებით აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში?ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვა ლგბტ-ს იდეოლოგიური ან პროპაგანდისტული ზეწოლისგან დაცვა მნიშვნელოვანი არ არის? უმჯობესია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ გარემოებებსა და სამართლებრივ ანალიზს და არა წინასწარ ჩამოყალიბებულ, უცხოეთიდან ნაკარნახევ, გაუაზრებელ პოლიტიკურ ნარატივებს. დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს, რომელიც უკვე მერამდენედ მტკიცედ იცავს საკუთარ სახელმწიფოსა და მის ეროვნულ ღირებულებებს.“ - წერს ნიკოლეიშვილი.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1773238800

ლევან ნიკოლეიშვილი ეუთოს განცხადებაზე: ვისთან შეიძლება აწარმოო დიალოგი - იმ ჯგუფებთან, რომლებიც ძალადობრივი გზებით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას, იმ ჯგუფებთან, რომლებმაც პოლიტიკოსის ნიღაბი აიფარეს?

ვისთან შეიძლება აწარმოო დიალოგი - იმ ჯგუფებთან, რომლებიც ძალადობრივი გზებით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას, იმ ჯგუფებთან, რომლებმაც პოლიტიკოსის ნიღაბი აიფარეს, მაგრამ რეალურად კრიმინალები არიან?, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - [ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან] დიალოგის მოწოდების მიღმა რა ქვეტექსტს ხედავთ, დიალოგის გარდა სხვა რამე შეიძლება კიდევ არსებობდეს?ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მათი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ არ ჩაერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, არადამაჯერებელია, რადგან მათ ეს უკვე არაერთხელ გააკეთეს.„კრიმინალი ყველა ქვეყანაში ისჯება და ჩვენთან რატომღაც კრიმინალის დასჯა არ მოსწონთ და სამართლებრივი სახელმწიფოსკენ ჩვენი სწრაფვა, რაც მიუღებელია. ეს არის ტაქტიკური მონაცვლეობის ელემენტები, რასაც ისინი გვთავაზობენ, თითქოს ისე, რომ ჩვენ საქმეში არ უნდათ ჩარევა. გავიხსენოთ რამდენ საკითხში მოხდა ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა მათი მხრიდან და დღეს რომ ისინი სხვანაირ სცენარებზე საუბრობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათმა პირველმა სცენარებმა ვერ გაამართლა, ვერ ჩამოშალეს სახელმწიფო, ხელისუფლება ყოველივე ამას გაუმკლავდა. მათი რჩევა სასაცილოდ ჟღერს, ვინაიდან ორჯერ ორს გვეუბნებიან - ეს არ იციან პოლიტიკურმა პარტიებმა, რომ დიალოგი უნდა აწარმოონ, რომ ძალადობრივი გზით არ უნდა იბრძოლონ ხელისუფლებაში მოსვლისთვის? - რა თქმა უნდა ეს იციან. რადგან იმ სცენარებმა არ გაამართლა, გადავიდნენ მეორე სცენარზე - შეთავაზება იგივეა, უბრალოდ კოსმეტიკური რემონტი გაუკეთეს თავიანთ მოსაზრებებს“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ დღეს საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს. სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, ბოიკოტი არ შეიძლება, იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა - ეს არის ის გზავნილები, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელ განცხადებაში წერია.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1773238680

ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს აღმოაჩინეს საქართველო რომ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და არის ის ღერძი, სადაც უნდა გაიაროს მთელმა რიგმა ტვირთებმა ან ენერგომატარებლებმა? მათ წონიდა სხვა მიზნები და არასამართლიანად გვექცეოდნენ

ცოტა სასაცილოდაც კი ჩანს, რომ დღეს აღმოაჩინეს საქართველო, რომ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და საქართველო არის ის ღერძი, სადაც უნდა გაიაროს მთელმა რიგმა ტვირთებმა ან ენერგომატარებლებმა? მათ წონიდა სხვა მიზნები და არასამართლიანად გვექცეოდნენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა წამყვანის კითხვის საპასუხოდ, რომელიც შეეხებოდა ევროკომისიის მხრიდან აქცენტებს რეგიონის სატრანზიტო მნიშვნელობასთან დაკავშირებით.მისი თქმით, როგორც ჩანს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, ევროკომისიას მოუწია სტრატეგიის გადახედვა საქართველოსთან მიმართებაში.„თითქოს ჩანს ისე, რომ დღეს უკვე აღიქვეს ის რეალობა, რაც არის მსოფლიოში. გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში და ხედავენ, რომ რეალურად საქართველოს აქვს ის პოტენციალი, რომ სატრანზიტო დერეფნის როლი შეასრულოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. მაგრამ აქ საინტერესო არის სხვა რამ. ეს ხომ გუშინ არ მომხდარა? გუშინ ხომ არ მიიღო საქართველომ ეს გეოგრაფიული მდებარეობა და ის სატრანზიტო მნიშვნელობა გუშინ ხომ არ შეუძენია? ჰქონდა ყოველთვის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამას ისინი ვერ ხედავდნენ ან არ ხედავდნენ, ერთი მიზეზიდან გამომდინარე - უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლიტიკური არეულობა, დესტაბილიზაცია მოეწყოთ საქართველოში მათი აგენტების საშუალებით, რათა მერე უფრო ადვილი სამართავი ყოფილიყო საქართველო.მათ სტრატეგია არ შეუცვლიათ, შეცვალეს ტაქტიკური ხედვები იმის თაობაზე თუ როგორ იმოქმედონ საქართველოსთან მიმართებაში. თორემ ცოტა სასაცილოდაც კი ჩანს, რომ დღეს აღმოაჩინეს საქართველო, რომ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და საქართველო არის ის ღერძი, სადაც უნდა გაიაროს მთელმა რიგმა ტვირთებმა ან ენერგომატარებლებმა? რა თქმა უნდა ამის თაობაზე მათ ყოველთვის ჰქონდათ ინფორმაცია, უბრალოდ მათ წონიდა სულ სხვა მიზნები და ამ მიზნებიდან გამომდინარე არასამართლიანად გვექცეოდნენ“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა. 

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1773238560

ლევან ნიკოლეიშვილი: ევროკომისიაში უცბად აღმოაჩინეს, რომ თურმე ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა არ შეიძლება, რომ თურმე საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა ტურიზმთან მიმართებაში და სანქციებს ძალიან კარგად ვიცავთ

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლებმა იქონია სერიოზული გავლენა, ვინაიდან ისინი ხედავენ, რომ შეიძლება ახლო აღმოსავლეთში პროცესები კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ამ პროცესებმა შეიძლება შესაბამისი სხვა გავლენები იქონიოს მათზე და ამიტომ ცდილობენ, რომ საქართველოს დაუტკბნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკომისიაზე საუბრისას.მისივე თქმით, ევროკომისიაში უცბად აღმოაჩინეს კიდევ სხვა რაღაცები, რომ თურმე ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა არ შეიძლება, რომ თურმე საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა ტურიზმთან მიმართებაში, რომ თურმე სანქციებს ძალიან კარგად ვიცავთ და ყულევის ტერმინალის საკითხიც ამოიღეს დღის წესრიგიდან და თქვეს, რომ არც ვაპირებდით ყოველივე ამას.„ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ სიტუაცია დღეს სხვაგვარია და გარე ფაქტორები და მიმდინარე მოვლენები საერთო სურათს ცოტა სხვანაირად წარმოაჩენს. დამაფიქრებელია მეორე რამ, რომ ისინი მაგალითად გვეუბნებიან, რომ დიალოგი უნდა ვაწარმოოთ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან. ამ განცხადებებს კიდევ მოჰყვება სხვა განცხადებებიც.ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რაღაცას, რომ დღეს როცა ამას გვეუბნებიან, თუ აბსოლუტურად გულწრფელები არიან, მაშინ პირდაპირ უნდა ეთქვათ ვინ არიან ეს პოლიტიკური ძალები, ვისთან გვთავაზობენ დიალოგს. იმათთან, ვინც მოლოტოვის კოქტეილს ისროდა და ძალადობის გზით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას?!პირველმა სცენარმა არ იმუშავა, მათ ვერ შეძლეს დესტაბილიზაციის იმ დონეზე განხორციელება, რაც მათ სასურველ შედეგს მოუტანდა და ახლა აამუშავეს მორე სცენარი“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.