ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
ევროკავშირში ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკა ხშირად არის დაფუძნებული იმაზე, თუ რა უნდა ევროკავშირის ბიუროკრატიას და რა სჭირდება ევროკავშირს. ისინი არ ითვალისწინებენ თუ რა სჭირდება ცალკეულ სახელმწიფოებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა
ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მოქმედებს დამოუკიდებელი პოლიტიკით იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო გაძლიერდეს.
„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ვმოქმედებთ დამოუკიდებელი პოლიტიკით იმისათვის, რომ ქვეყანა უფრო გაძლიერდეს. მაგრამ, ამის საშუალება წაგვერთმეოდა სხვა შემთხვევაში, თუკი ჩვენ უკვე ვიქნებოდით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე - ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ ვალდებულებებს, რაც გააჩნია ევროკავშირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს უნდა განესაზღვრა საქართველომ ნებისმიერ ქვეყანასთან რა ურთიერთობა დაამყაროს და როგორი ეკონომიკური სარგებელი უნდა მივიღოთ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ამის უფლებას მოგვცემდნენ იმ შემთხვევაში, თუ დარჩებოდათ ე.წ. ხურდა.
თუკი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გააჩნია, მას აქვს ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ ეკონომიკური კავშირები დაამყაროს ისე, როგორც მას წარმოუდგენია ქვეყნის ინტერესებისათვის და ქვეყნის განვითარებისათვის. მაგრამ ჩვენ ევროკავშირში ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკა ხშირად არის დაფუძნებული იმაზე, თუ რა უნდა ევროკავშირის ბიუროკრატიას და რა სჭირდება ევროკავშირს. ისინი არ ითვალისწინებენ თუ რა სჭირდება ცალკეულ სახელმწიფოებს“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.