ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირზე: მათ აქვთ მუდმივი შიში რუსეთთან მიმართებაში და ცხადია აწყობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაგრძელდეს ისევ უკრაინაში, ვიდრე რუსეთმა მათთვის „მოიცალოს“

ლევან ნიკოლეიშვილი

ევროკავშირისთვის მთავარია, რომ ომი გაგრძელდეს და ამით ნახონ პირად სარგებელთან ერთად ის გარკვეული სარგებელი, რასაც ჰქვია შეიარაღების სისტემასთან დაკავშირებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.

„ამჟამად აშშ შეიძლება მოიაზრებოდეს ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც შეუძლია, სერიოზულად მიაღწიოს გარკვეულ ნაბიჯებს რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ თუ აშშ ცალმხრივად იქნება ჩართული უფრო ირანისკენ და იქნება უფრო ორიენტირებული, ორ დიპლომატიურ ფრონტზე, ორ განსხვავებულ მიმართულებაზე ერთდროულად გამარჯვების მიღწევა მას გაუჭირდება, თან თუ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, არის მესამე მხარე, ევროკავშირი, რომელიც სხვა კუთხით უყურებს ყველაფერს, რაც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ხდება.

ევროკავშირისთვის მთავარია, რომ ომი გაგრძელდეს და ამით ნახონ პირად სარგებელთან ერთად ის გარკვეული სარგებელი, რასაც ჰქვია შეიარაღების სისტემასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბევრი ქვეყანა არის ამ საქმეში ჩართული და ეს არის ერთგვარი ფინანსური სარგებელი. მათ აქვთ მუდმივი შიში რუსეთთან მიმართებაში და ცხადია აწყობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაგრძელდეს ისევ უკრაინაში, ვიდრე რუსეთმა „მოიცალოს“ მათთვის“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა