მასლმ

ტაბლოიდი 1766943697

„სიმღერა უნდა ჩავწერო შენთანო, ძალიან უნდოდა“ - ლევან კბილაშვილის დედა კადრებს აქვეყნებს

 2023 წლის 21 ივნისს უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.გარდაცვლილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ლევანთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ერთად მღერიან:„დე, სიმღერა უნდა ჩავწერო შენთანო , ძალიან უნდოდა“, - წერს მელიტა ფურცელაძე. 

levani

საზოგადოება 1766070420

„ლევანის მამააო და ყველას თვალზე ცრემლი ადგება... ილოცე მამაშენისთვის, შვილო“ - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„დე, შვილო, როგორ ვძლებთ, არ ვიცი, რა ძალაა ის, რაც მე მაცოცხლებს. თანდათან უარესი მემართება, მაგრამ მამაშენს რა ვუყო შვილო, მას ახლა ჩემზე მეტად უჭირს, ის ჩემზე ცუდადაა. ლევანის მამააო და ყველას თვალზე ცრემლი ადგება. ილოცე მამაშენისთვის შვილო, ილოცე, რომ ფეხზე დადგეს. მაგრამ ღირს კი ჩვენი აქ ყოფნა?შენთან ერთად გვინდა ორივეს,“ - წერს მელიტა ფურცელაძე.ცნობისთვის, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, 2023 წლის ივნისში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.გარდაცვალების მიზეზად ანევრიზმა დასახელდა.

ლევან კბილაშვილის და

faceამბები 1759068255

„სულ გვჭირდები, ლევან…მაგრამ არის დღეები, როცა სიგიჟემდე გვინდა, რომ თუნდაც რამდენიმე წუთით გაჩნდე ჩვენს გვერდით...“ – ლევან კბილაშვილის და

ლევან კბილაშვილის და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ძმას მიმართავს.„სულ გვჭირდები, ლევან…მაგრამ არის დღეები, როცა სიგიჟემდე გვინდა, რომ თუნდაც რამდენიმე წუთით გაჩნდე ჩვენს გვერდით. ასეთი დღეა ახლა… ერთი წამით მაინც შემოიხედე…“ – წერს სალო კბილაშვილი.

მელიტა ფურცელაძე

ტაბლოიდი 1757169853

VIDEO: „არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე, როგორ გავაგრძელო ცხოვრება...“ – მელიტა ფურცელაძე ემოციურ კადრებს გვიზიარებს

2 სექტემბერს, ანსამბლმა „ოდამ“ ბათუმში კონცერტი გამართა. კონცერტზე მომღერალ ლევან კბილაშვილის ვიდეოჩანაწერიც გადიოდა, რითაც მსმენელს გამორჩეული და ემოციური საღამო აჩუქეს. „დღეს, ბათუმში, შენ მღეროდი ჩვენთან ერთად, ძმაო “, – წერია ანსამბლ „ოდას“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე.ლევანის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ანსამბლის მომღერლებს ლევანის დაფასებიდან და პატივისცემისთვის.„არ ვიცი რა ვქნა: როგორ მოვიქცე, როგორ გავაგრძელო ცხოვრებარა გააკეთე ამისთანა, როგორ იცხოვრე, როგორ მოახერხე ასეთი სიყვარული, ერთგულება და განსაკუთრებული მეგობრობა, რომ გვერდიდან არ კი არა ვერ გიცილებენ, არსად გიშვებენ სულ მათთან ერთად ხარ და ალბათ არც გაგიშვებენ. ამ ყველაფერს ხომ დამსახრება უნდა, რომ მარტო ამ ბიჭების არა, უამრავი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურო ისე, რომ ყველგან შენი ხმა ისმოდეს ამდენი კომენტარი იწერებოდეს.და ვიდრე ეს ბიჭები და არა მარტო - შენს სიმღერებს შენთან ერთად სცენაზე გააჟღერებენ,რომლებსაც ასე რუდუნებით ეპყრობიან და უფრთხილდებიან,რადგან ის შენი “ექსკუზივია”, სრულიად შენია, მე დღეს დავრწმუნდი, რომ უფლება არ მაქვს არ ვიბრძოლო ჩემი ჯანმრთელიბისთვის და არ ვიამაყო შენითმადლობა ბიჭებომადლობა ლევანიკოს ასეთი დაფასებისთვისმადლობა ყველაფრისთვისწარმატებები და ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული თქვენ ჩდემი გულის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გათბობისთვის

ლევან კბილაშვილი

საზოგადოება 1756371365

ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა

27 აგვისტოს, მომღერალ ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. ამასთან, ლევან კბილაშვილის სახლსა და მუზეუმში, მომღერლის მიერ შესრულებული ამ დრომდე ბევრისთვის უცნობი ნახატები გამოიფინა.სივრცეში განთავსებულია ლევან კბილაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებული რეკვიზიტები – სასცენო კოსტიუმები, ინსტრუმენტები და ფოტოები, რომლებიც სცენაზე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შემსრულებელთან ერთად არის გადაღებული.მომღერალ ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. ლევანომ თავისი ნიჭითა და შრომით დიდი კვალი დატოვა ქართულ კულტურასა და ხელოვნებაში.აღმოაჩნდა ასევე განსაკუთრებული ხატვის ნიჭი, რაც მისი წასვლის შემდეგ გავიგეთ. ნახატებით გადმოსცა ის სიღრმე, რასაც თავად ატარებდა გულში… დღეს ეს ყველაფერი უკვე ცოცხალ ისტორიად იქცა, ხოლო მუზეუმი — სივრცედ, სადაც მისი სულიერი სამყარო აგრძელებს სიცოცხლეს. მისი სახელი მხოლოდ პროფესიულ მიღწევებს არ უკავშირდება.ლევანო იყო უანგარო, მეგობრული, სიკეთით აღსავსე ადამიანი, რომელსაც შეეძლო თითოეულისთვის გულწრფელი სითბო და სიყვარული გაეზიარებინა უპირობოდ. მისი ადამიანური დამოკიდებულებები სამაგალითოა. მისი შესაძლებლობები, მემორიალური დაფა, მუზეუმი და ლევანოს სახელობის ქუჩა დარჩება შთაგონებად მომავალი თაობებისთვის… უდიდესი მადლობა ლევანოს ოჯახს სიყვარულისთვის…“ – წერს მაკა ჩხოტუა სოციალურ ქსელში და ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებს.

მემორიალური დაფა

კულტურა 1756303467

თბილისში მომღერალ ლევან კბილაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით, გლდანში, ლევან კბილაშვილის ქუჩის 6 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მომღერლის ლევან კბილაშვილის მემორიალური დაფა განთავსდა. როგორც ღონისძიებაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, მემორიალური დაფის განთავსება მომღერლის შემოქმედების მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა.„ქართული ხალხური ფოლკლორისა და საესტრადო მუსიკის უბადლო შემსრულებელმა, ლევან კბილაშვილმა საკმაოდ საინტერესო ცხოვრების გზა გაიარა, მან 6 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა და ახალგაზრდა ასაკში ბევრი მნიშვნელოვანი წარმატებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას. ამ მემორიალური დაფის განთავსებით, მისი შემოქმედების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.თბილისის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს განკარგულებით, თბილისში, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის მონაკვეთს მომღერლის სახელი მიენიჭა. ამჯერად კი მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი კოტე ზარნაძემ გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ლევან კბილაშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ფურცელაძე

საზოგადოება 1755205327

„წავიდა ქალბატონი ვანდა თავის მეუღლესთან, ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან... წავიდა ჩემი ლევანიკოსგან ძალიან გულდაწყვეტილი, რომელსაც ერთი დღეც არ დავიწყებია ჩემი შვილი...“ - მელიტა ფურცელაძე

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.როგორც მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს, გარდაიცვალა ეპოქალური მომღერლის, რობერტ ბარძიმაშვილის მეუღლე, ვანდა ანთიძე.„დღეს წავიდა ქალბატონი ვანდა თავის მეუღლესთან, ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან. წავიდა ჩემი ლევანიკოსგან ძალიან გულდაწყვეტილი და გულდამძიმებული ადამიანი, რომელსაც ერთი დღეც არ დავიწყებია ჩემი შვილი.წავიდა ძალიან სათნო და კეთილი ქალბატონი, რომელმაც ბატონი რობერტის გარდაცვალების შემდეგ ღირსეულად გააგრძელა მისი დაწყებული საქმე და უამრავი თაობა გაუზარდა ქართულ ესტრადას და საქართველოს, სწორ და მართალ გზაზე დააყენა ბევრი ახალგაზრდა, შეაყვარა ქართული სიმღერა და დღემდე ამ საქმეს აგრძელებდა ქალბატონ ნანა გოგიშვილთან ერთად. მარტო ანსამბლ „ბარძიმის“ ბიჭების ურთიერთობა და მეგობრობა რად ღირს, ამაში ხომ ქალბატონი ვანდას დიდი დამსახურებაა. 22 წელი გავიდა ბატონი რობერტის გარდაცვალებიდან და ამ წლების მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა ბიჭებთან ურთიერთობის გარეშე, რა თქმა უნდა ლევანიკოსთან ერთად. დიდი მადლობა ქალბატონო ვანდა. ყველას მაგიერ მე გიხდით მადლობას. უფალმა დაგიმკვიდროთ მარადიული სასუფეველი, ნათელში იყავით, ვალმოხდილი მიბრძანდებით“, – წერს მელიტა ფურცელაძე. 

levani

საზოგადოება 1753024285

„ბოლომდე მოვუსმინე, თან ვღრიალებდი და ასე შევედი კლინიკაში თვალცრემლიანი...“ - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა

2023 წლის 21 ივნისს მოსკოვში უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.გარდაცვლილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ლევანთან დაკავშირებულ პოსტებს პერიოდულად აქვეყნებს. გთავაზობთ მორიგ სტატუსს, რომელიც ლევანს და ანსამბლ ოდას უკავშირდება:„ კლინიკაში მიმავალ გზაზე რატომღაც ინსტინქტურად სალომემ რადიოს ხმას მოუმატა და თითქოს სპეციალურად, დენმა დამარტყა, ამ ხნის მანძილზე პირველად მოვისმინე ლევანიკოს ნამღერი რადიოს ერთ-ერთი ეთერიდან. მომენტალურად გათიშა, მაგრამ ვთხოვე აუწიე -მეთქი. ბოლომდე მოვუსმინე, თან ვღრიალებდი და ასე შევედი კლინიკაში თვალცრემლიანი. სახლში დაბრუნებულმა ეს ვიდეო ვნახე.რა უნდა ვთქვა აღარ ვიცი… რა ქნა, როგორ იცხოვრა, როგორ შეიყვარა ამდენი ადამიანი და როგორ შეაყვარა თავი ამდენ ადამიანს. განსაკუთრებით მათ, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხვედრის საშუალება. ეს ბიჭები კი პეტერბურგში გაიცნო . მის მერე დღემდე ლევანიკო მათთან ერთადაა . მადლობა ბიჭებო მადლობა იმისთვის, რომ არაფერია იმაზე ძვირფასი და ღირებული, რასაც ადამიანობა ჰქვია,რასაც მეგობრობა ჰქვია.ამ ყველაფერს ფასი არა აქვს ჩემთვის შეუფასებელია თქვენი და ყველა იმ ადამიანის სიყვარული ჩემი შვილის მიმართ, ვისთვისაც ლევანიკო ისევ აქ და ჩვენთან , ყველა თქვენგანის გვერდით არის, გაიხარეთ. გულით დაგლოცავთ ლევანიკოს და ყველა თქვენგანის დედა“, - წერს მელიტა ფურცელაძე.ვიდეოს სანახავად გადადით აქ: 

დდ

საზოგადოება 1752478440

„მინდა თვალები დავხუჭო და ჩემს შვილთან აღმოვჩნდე... უყველაფროდ დავრჩი, მქონია მომენტი, როდესაც ტკივილისგან მიწაზე ვხოხავდი” - ლევან კბილაშვილის დედა

ლევან კბილაშვილის დედამ, მელიტა ფურცელაძემ ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარი ტკივილის შესახებ ისაუბრა:„მინდა თვალები დავხუჭო და ჩემს შვილთან აღმოვჩნდე. ლევანიკო ძალიან მორწმუნე იყო, ძალიან უყვარდა ღმერთი. ყოველ ღამე ვურეკავდი და ვეკითხებოდი მივიდა თუ არა სახლში, ეს ყველაფერი მობეზრებული ჰქონდა ჩემგან. იმ საღამოს არ დავურეკე, ვიფიქრე აღარ შევაწუხებ და დაისვენოს მეთქი. მეორე დილას ჩვეულებრივად ვზივარ ბედნიერი და რაღაცებს ვაზიარებ...ვნახე პოსტი, სადაც ეწერა, ეს რა გვიქენი ბიჭოო და მივხვდი, მაგრამ ვერ დავუშვი. ვფიქრობდი, რომ რაღაც დაემართა და ახლაც ვერ ვუშვებ. თურმე მთელმა ქალაქმა იცოდა, ჩემმა მეუღლემ, რომ დააგდო ტელეფონი და დაიფშვნა, მერე უკვე საბოლოოდ გავაცნობიერე, რაც მოხდა..ახლაც ვერ ვუშვებ, რა ვქნა. მის სიმღერებს ვერ ვუსმენ, მის ოთახში შესვლაც მიჭირს, გამოვაღებ კარადას და სულ ლევანიკოს ნივთებია. უყველაფროდ დავრჩი, ვერ ვერევი საკუთარ თავს. მქონია მომენტი, როდესაც ტკივილისგან მიწაზე ვხოხავდი. ამბობდა სულ რომ არავინ დამირეკოს, დედაჩემის ერთი ზარი ჩემთვის ყველაფერიაო”- ჰყვება მელიტა ფურცელაძე. 

levani

საზოგადოება 1751230367

„სამი წელი გავიდა შენი ხმა არ გამიგია… ყოველ ღამე გელოდები ისევ დამირეკავ...“ – მელიტა ფურცელაძე შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

2022 წლის 21 ივნისს მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გარდაცვალება ანევრიზმამ გამოიწვია.ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე ხშირად გვიზიარებს ლევანის ფოტოებსა და ვიდეოებს, ამჯერად კი მისი გარდაცვალების 3 წლისთავზე წერს.„გენაცვალოს დედა შენ შვილო სამი წელი გავიდა ისე შენი ხმა არ გამიგია ყოველ ღამე გელოდები ისევ დამირეკავ და მეტყი – დე მეგობრებთან ვარ დამაგვიანდებაო სამი გაუსაძლისი წელი მართლა ვეღარ გავძელი …. უძლიერესი ტკივილი მაქვს სულის თუ ხორცის….ისე ცუდად როგორ უნდა ვყოფილიყავი შენს დაბადების დღეზე რომ ვერ მოვსულიყავი მაგრამ ….. დღეს, ისე როგორც მაშინ, სამი წლის წინ დღევანდელ დღეს გავქვავდი, არც წამოვწოლილვარ, ფეხზე ვარ და შენთან მოვალ, მაინც მოვალ, ხვალ? ხვალ არ ვიცი რა იქნება… მაგრამ რაც არ უნდა იყოს…. ჩვენ, მე და შენ… ერთად ვიქნებით “, – წერს მელიტა ფურცელაძე.

კბილაშვილი

საზოგადოება 1749724314

„ისევ 31 წლის ხარ ჩვენთვის...“ - დღეს ლევან კბილაშვილის დაბადების დღეა

დღეს გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დაბადების დღეა.ლევან კბილაშვილის და, სალო კბილაშვილი, ძმას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს:„ლევანიკო, დღეს შენი დაბადების დღეა, ისევ 31 წლის ხარ ჩვენთვის — თვალებბრიალა, ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე… არ შეცვლილხარ და არც შეიცვლები. სულ ჩვენში ხარ – შენი სიცილი ჯერ კიდევ ისმის, ისევ ისე გვათბობ. გახსოვს, როგორ იცოდი უბრალოებით სიხარულის მოტანა? აი ზუსტად ასე ხარ დარჩენილი. სინათლედ, რომელიც არ ქრება. გილოცავ, ლევანიკო. მადლობა, რომ იყავი და მადლობა, რომ ხარ“, – წერს ლევან კბილაშვილის და სოციალურ ქსელში.  

MELITA FURCELADZE

საზოგადოება 1731174543

„სიტყვები შენი სიმღერიდან „ისე მოვკვდები მე აქ ვიქნებიო“ და ასეა დე… აქ ხარ და სულ ასე იქნები“ – მელიტა ფურცელაძის ემოციურო პოსტი

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, ლევან კბილაშვილის ერთ-ერთ საოცარ შესრულებას გვიზიარებს, სადაც სიმღერას „თბილისო“ მღერის. მელიტა ფურცელაძე წერს, რომ ყოველდღიურად გრძნობს, რომ ლევანი კვლავ მისი ოჯახის გვერდით არის.„სხვაგან არც საქართველოს მსგავსი ქვეყანაა, არც თბილისის მსგავსი ქალაქი შენც რომ სულ სხვანაირი ხარყველა დედას მისი შვილი განსაკუთრებული ჰგონია და რასაკვირველია ასეც არის, მაგრამ შენ განსხვავებულად რაღაცნაირი ხარ, ვერ მოვძებნე შესატყვისი სიტყვა, ამის დასტურია შენი ყოველდღიური ჩვენთან ერთად ყოფნასიტყვები შენი სიმღერიდან „ისე მოვკვდები მე აქ ვიქნები“-ო და ასეა დეაქ ხარ და სულ ასე იქნები“, – წერს მელიტა ფურცელაძე.