რა მოხდა RAF-ის სცენაზე არმან ცარუკიანის ბრძოლის დასრულების შემდეგ
1783800223
2023 წლის 21 ივნისს უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
. ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა. მომღერალს გადაცემაში „ამბავი“ დედა, მელიტა ფურცელაძე ემოციურად იხსენებს:
„ძალიან ცელქი იყო. ფეხი აიდგა თუ არა არ ისვენებდა. არაფერ აშავებდა, თუმცა ხან რაღაცას იტკენდა, ხან რაღაცას. ხიფათიანი იყო ძალიან, მაგრამ ძალიან კეთილი. მარშუტში ყველას ფულს გადაიხდიდა და შემდეგ დაჯდებოდა. ასეთი დარჩა ბოლომდე. უამრავი მეგობარი ჰყავდა. იმ დღეს სამჯერ დავურეკე. მეც ყოველთვის მირეკავდა, თუ გახარებული ან ნაწყენი იყო, პირველი მე მირეკავდა. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. საუბარში მითხრა, რომ იმდენი უნდა გავაკეთო, რომ გონაშვილივით დავრჩეო - ეს მისი ბოლო სიტყვები იყო“, - იხსენებს მელიტა ფურცელაძე.