გორგი სარდალაშვილი

სპორტი 1745395416

ევროპის ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი იჭიდავებს

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს იწყება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. პირველ დღეს მედლების მოპოვებას გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 66 კგ) და ჯულიეტა როდონაია (48 კგ) შეეცდებიან.60 კგ-ში გიორგი სარდალაშვილი მეორე წრეში უნგრელ მარტონ ანდრასისა და ბულგარელ ივან სიმეონოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე გერმანელი მარტინ სეტცი იქნება, თემურ ნოზაძე კი უკრაინელ ნაზარ ვისკოვთან იჭიდავებს.ქალთა 48 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჯულიეტა როდონაია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით გამომსვლელ მარინა ვორობიოვას შეხვდება.ევროპის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (81 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.

ბექაური

სპორტი 1745227508

ევროპის ჩენპიონატზე, ბექაურის ნაცვლად, ჯაბნიაშვილი იჭიდავებს

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-27 აპრილს ძიუდოში გასამართ კონტინენტის პირველობაზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ვერ იჭიდავებს.ქართველი ძიუდოისტი ტურნირს ჩაეხსნა, მის ნაცვლად კი 90 კგ-ში გიორგი ჯაბნიაშვილი იასპარეზებს.აღსანიშნავია, რომ ბექაურს პარიზის ოლიმპიადის შემდეგ არცერთ ოფიციალურ ტურნირზე არ უჭიდავია.ჩვენი გუნდი შეჯიბრებაზე ცხრა მამაკაცით და ექვსი ქალი ძიუდოისტით გამოვა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:კაცები:60 კგ – გიორგი სარდალაშვილი66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი81 კგ – ტატო გრიგალაშვილი90 კგ – ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი100 კგ – ილია სულამანიძე+100 კგ – გურამ თუშიშვილიქალები:48 კგ – ჯულიეტა როდონაია57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ნოზაძე63 კგ – ეთერ ასკილაშვილი70 კგ – მარიამ ჭანტურია+78 კგ – სოფიო სომხიშვილიევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური პირველობისთვის, რომელიც 27 აპრილს გაიმართება, საქართველოს ნაკრებს მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), გიორგი ჯაბნიშვილი (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) დაემატებიან.

ლაშა ბექაური

სპორტი 1745181087

ბექაური ევროპასაც ჩაეხსნა - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას აღარ მიიღებს. ცოტა ხნის წინ, ევროპული ძიუდოს კავშირის ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების განახლებული განაცხადი გამოქვეყნდა, რომელშიც ვიგებთ, რომ -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გიორგი ჯაბნიაშვილმა ჩაანაცვლა. შესაბამისად, ამ წონაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას ლუკა მაისურაძესთან ერთად სწორედ ჯაბნიაშვილი დაიცავს. საგულისხმოა, რომ ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მეორე ტურნირია, რომელშიც ლაშა ბექაური იყო დარეგისტრირებული, თუმცა, ორივე შემთხვევაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტურნირზე მონაწილეობა გადაიფიქრა, ოფიციალური მიზეზი კი უცნობია. ბექაურმა ბოლოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.ვაჟთა ნაკრების განაცხადი ასეთია:-60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი. -66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე. -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი. -81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი. -90 კგ. - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე. -100 კგ. - ილია სულამანიძე. 100+ კგ. - გურამ თუშიშვილი.გოგონათა ნაკრების შემადგენლობა: -48 კგ. - ჯულიეტა როდონაია. -57 კგ. - ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი. -63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი. -70 კგ. - მარიამ ჭანტურია. 78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.შეგახსენებთ, რომ 23-26 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე შეჯიბრება ინდივიდუალურ ჩათვლაში გაიმართება, 27 აპრილს კი ძიუდოისტები ერთმანეთს შერეულ გუნდურ ჩათვლაში დაუპირისპირდებიან.წყარო: CrystalSport

დათუნა ღონღაძე

სპორტი 1744378140

VIDEO: როგორ გაახარა პატარა კიკბოქსიორი ლაშა ბექაურმა

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში პატარა კიკბოქსიორის, დათუნა ღონღაძის ვიდეო გავრცელდა, სადაც სახლში მოწყობილი დარბაზი გვაჩვენა. ე.წ „გრუშის“ ნაცვლად კი, ტომარა ჰქონდა ჩამოკიდებული. საზოგადოებამ მონდომება შეუქო და მოუწონა. @davit.gongadze #georgia #kikboxing #🇬🇪 ♬ Dj Stadium X Melody Legend - Azay DTM მალევე, მისი ვიდეო ლაშა ბექაურმაც ნახა და სავარჯიშო ტომრის ჩუქება შესთავაზა. @davit.gongadze #❤❤❤❤❤ #❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ @Lasha Bekauri ♬ Dj Stadium X Melody Legend - Azay DTM პატარა სპორტსმენს მომავალ ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებენ.

ლაშა ბექაური

საზოგადოება 1743142017

VIDEO: „ძილ-ბურანში ვიყავი, იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან, გვერდით დამიჯდა... ისეთი რწმენა მომეცა, ვიცოდი ყველაფერს შევძლებდი თუნდაც იმ დიდი ტრავმის გამო…“– ლაშა ბექაური ემოციურ ამბავს იხსენებს

„301 ნაბიჯი“ - ასე ჰქვია წიგნს, რომლის ავტორი მამუკა კვარაცხელიაა და ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს ეძღვნება.წიგნის ავტორმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა იმედის ეთერში ისაუბრეს. ბექაურმა მისი წარმატების რთული გზების რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა და საინტერესო ამბები მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი ისტორია მის ტრავმას უკავშირდება, როდესაც მან პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. „ჩემს მწვრთნელებს ვუთხარი ცოტახანს დავიძინებ მეთქი, ძილ-ბურანში ვიყავი იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან მართლა, გვერდით დამიჯდა, ხელი დამადო ფეხზე.მაგ დროს გამომეღვიძა, იმხელა მოტივაცია მომცა და ისეთი დიდი რაღაც ვიგრძენი, რომ გამეღვიძა იმ მომენტში და რაღაცნაირად მთელი დღე კარგად წავიდა…ისეთი რწმენა მომეცა, ვიცოდი ყველაფერს შევძლებდი თუნდაც იმ დიდი ტრავმის გამო… უფლის გარეშე არაფერი არ ხდება, მთავარია შენ იგრძნო, შემოუშვა შენში და გჯეროდეს. ყველას უნდა ჰქონდეს იმედი და რწმენა და ყველაფერი გამოვა“, – იხსენებს ლაშა ბექაური. 

ლაშა ბექაური/მარიამ კეკუა

ტაბლოიდი 1743104377

მარიამ კეკუას პირველი კომენტარი ლაშა ბექაურთან დაკავშირებით

მაშინ, როცა ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, პარიზში მის მხარდასაჭერად ულამაზესი გოგონა გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია. აღმოჩნდა, რომ ის მოდელი მარიამ კეკუაა და წყვილი უკვე კარგა ხანია, რაც ერთადაა. თუმცა, მალევე, გავრცელდა ჭორები, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.„დღის პოსტში“ მიწვეულ მოდელს ამ თემაზე ჰკითხეს, თუმცა, მან კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.ვრცლად ↓

მარიამ კეკუა

ტაბლოიდი 1743011638

VIDEO: „კარგი ბიჭია...“ - რას ამბობს მარიამ კეკუა ლაშა ბექაურზე

მაშინ, როცა ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, პარიზში მის მხარდასაჭერად ულამაზესი გოგონა გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია. აღმოჩნდა, რომ ის მოდელი მარიამ კეკუაა და წყვილი უკვე კარგა ხანია, რაც ერთადაა. თუმცა, მალევე, გავრცელდა ჭორები, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. „დღის პოსტში“ მიწვეულ მოდელს ამ თემაზე ჰკითხეს, თუმცა, მან კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.ვრცლად ↓

ლაშა ბექაური

სპორტი 1741181125

თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა:60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი;66 კგ – თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე;73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე;81 კგ – ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი;90 კგ – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი;100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი;+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.

ლაშა ბექაური

ტაბლოიდი 1740249380

„დიდი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური

ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.ამჯერად ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც იგი თოვლიან ეზოში ვარჯიშობს:„დიდი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი!“, - წერს ბექაური ვიდეოზე.

ლაშა ბექაური

ტაბლოიდი 1738854780

VIDEO: „ყველას თავისი პატარა ჰყავს...“ - ლაშა ბექაურმა ბოკვერი მოინახულა

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ცნობილი ბოკვერი, ბუბუ მოინახულა. ძიუდოისტმა შეხვედრის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.„გაიზარდა პატარა. მადლობა ჩვენს ზოოპარკს, ასეთი კარგი ზრუნვისთვის.ყველას თავისი პატარა ჰყავს“, - დაწერა ბექაურმა.ნახეთ კადრები ↓           View this post on Instagram                       A post shared by Lasha Bekauri (@bekaurilasha)

ზაზა შათირიშვილი

პოლიტიკა 1735211397

ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, პატიმრები აწამა და სულში ჩააფურთხა, ბიზნესი დააწიოკა, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა - როგორი პარადოქსია - ზაზა შათირიშვილი

ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.ფილოსოფოსი გამოეხმაურა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე საზოგადოების ნაწილის უარყოფით რეაქციას. როგორც მან აღნიშნა, პარადოქსია, რომ ვეფხვის ბოკვერის ბედზე ის ხალხი ღელავს, ვინც რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია, ხოლო ქართველ ხალხს ღირსება წაართვა."ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, პატიმრები აწამა, გააუპატიურა და სულში ჩააფურთხა, ბიზნესი დააწიოკა და რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ომი დაიწყო, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია და დახურა, ქართველ ხალხს ღირსება წაართვა და მონად გადაქცევა დაუპირა... როგორი პარადოქსია, რომ აი ეს ხალხი ღელავს დღეს ვეფხვის ბოკვერზე," - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

ბოკვერი

საზოგადოება 1735198591

ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია - რა ფოტოებს აქვეყნებს ლაშა ბექაური

ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია - წერს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ზოოპარკის დირექტორთან ზურაბ გურიელიძესთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.