სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება
29 მარ 19:58
„301 ნაბიჯი“ - ასე ჰქვია წიგნს, რომლის ავტორი მამუკა კვარაცხელიაა და ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს ეძღვნება.
წიგნის ავტორმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა იმედის ეთერში ისაუბრეს.
ბექაურმა მისი წარმატების რთული გზების რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა და საინტერესო ამბები მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი ისტორია მის ტრავმას უკავშირდება, როდესაც მან პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
„ჩემს მწვრთნელებს ვუთხარი ცოტახანს დავიძინებ მეთქი, ძილ-ბურანში ვიყავი იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან მართლა, გვერდით დამიჯდა, ხელი დამადო ფეხზე.
მაგ დროს გამომეღვიძა, იმხელა მოტივაცია მომცა და ისეთი დიდი რაღაც ვიგრძენი, რომ გამეღვიძა იმ მომენტში და რაღაცნაირად მთელი დღე კარგად წავიდა…
ისეთი რწმენა მომეცა, ვიცოდი ყველაფერს შევძლებდი თუნდაც იმ დიდი ტრავმის გამო… უფლის გარეშე არაფერი არ ხდება, მთავარია შენ იგრძნო, შემოუშვა შენში და გჯეროდეს. ყველას უნდა ჰქონდეს იმედი და რწმენა და ყველაფერი გამოვა“, – იხსენებს ლაშა ბექაური.