კობახიძე

პოლიტიკა 1788618960

დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება, 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში - ირაკლი კობახიძე

დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.პრემიერის თქმით, 15 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.„მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ საინტერესო და მნიშნელოვან ღონისძიებას. დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში. ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს. 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.ეს არის 16 ჰექტარზე გაშლილი მრავალფუნქციური სივრცე უმაღლესი სტანდარტების აეროდრომით, საერთაშორისო დონის საფრენოსნო აკადემია, საავიაციო კლუბი და ავია-ვილების სარეზიდენციო დასახლება. ეს ინფრასტრუქტურა მთლიანობაში ქმნის ძალიან საინტერესო სივრცეს. ადგილობრივ ეკონომიკას და ტურისტულ პოტენციალს ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტი საერთაშორისო ასპარეზს უხსნის ჩვენს ახალგაზრდობას - აქ მომზადდებიან მაღალი კლასის პილოტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის ლიცენზიებს მიიღებენ“, - განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპელი მფრინავების 30-მდე ეკიპაჟს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. პრემიერის თქმით, მათი ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს საქართველო საერთაშორისო საავიაციო რუკაზე.„მინდა, განსაკუთრებით მივესალმო გამოცდილი ევროპელი მფრინავების 30-მდე ეკიპაჟს, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში. მათი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს საქართველო საერთაშორისო საავიაციო რუკაზე.დარწმუნებული ვარ, კაჭრეთის აეროდრომი და სამომავლოდ ბათუმის ხელოვნური კუნძულის საავიაციო სივრცე შექმნის ერთიან, ქსელს, რაც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობასა და ეკონომიკურ პოტენციალს სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.მადლობას მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა ამ პროექტი სულის ჩამდგმელებს, დიდი მადლობა ბატონ გოგა ქებურიას, თორნიკე ქებურიას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროექტის სათავეში იდგა და ვინც ეს ამბიციური იდეა რეალობად აქცია. ჩვენს მფრინავებს ვუსურვებ მშვიდობიან ფრენას, ხოლო „ამბასადორის საავიაციო სოფელს“ ვუსურვებ დიდ წარმატებებს მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.

ანი კაკიაშვილი

სამართალი 1788533880

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნა შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთგვარ პრევენციულ ზომად, მივესალმოთ იმ დადებით ტენდენციას, რაც სიძულვილის ენის შემცირებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა - ანი კაკიაშვილი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა დავით კვინიკაძის საქმე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს. მას 4 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.ასევე, 4 000 ლარის გადახდა მოუწევს თარაშ ონიანს, ლევან მაჭავარიანის შეურაცხყოფისთვის. 3 000 ლარით დაჯარიმდა მიტო ჩხაიძე, არჩილ გორდულაძის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენისთვის.ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი გოგა გორგოძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, რომელმაც სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებაზე შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა. ორი საქმის განხილვა გადაიდო."სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო აქტიურ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს. შესაბამისად, შეგვიძლია თავად სამმართველოს შექმნაც მივიჩნიოთ ერთგვარ პრევენციულ ზომად, რომ სოციალურ ქსელში შემცირდეს სიძულვილის ენის გამოყენება და შეიძლება, რომ თუნდაც ჩატარებული საქმეებიდან და ფაქტების გათვალისწინებით მივესალმოთ იმ დადებით ტენდენციას, რაც ხსენებული სიძულვილის ენის შემცირებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა ანი კაკიაშვილმა.

ირაკლი ლატარია

პოლიტიკა 1788455426

ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ "თამაშებს". ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს

ექსპერტი, ირაკლი ლატარია ჟურნალისტ დიდტო ჩუბინიძეს  და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის ლაშა ნადარიეშვილის პროვოკაციულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს,რომ „ძალიან ცუდად დაამთავრებენ ბინძურ „თამაშებს“ .ლატარიას თქმით, ჩუბინიძემ და ნადარეიშვილმა პრემიერს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ  კი, ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით.„დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ "თამაშებს". ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს. ცუდად დაამთავრებთ ფულის გამო წამოწყებულ სიბინძურეს "ბიჭებო".“ - წერს ლატარია.

გიორგი შარაშიძე

პოლიტიკა 1788337418

გიორგი შარაშიძე: ღარიბაშვილს თუ ჰგონია, „ჩაშვებების“ სერიით, რომელიც მან დაიწყო, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება

ირაკლი ღარიბაშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ ბინძურ, მოღალატე, კორუმპირებულ და ყველაფრის მკადრებელ პარტიად ჩამოყალიბდა „ქართლი ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში ქართველი ხალხის უმრავლესობით მოვიდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, მოღალატეობრივ ქმედებებს ადგილი განსაკუთრებით ბოლო ექვსი წლის მანძილზე ჰქონდა.„ღარიბაშვილს თუ ჰგონია, ამ „ჩაშვებების“ სერიით, რომელიც მან დაიწყო, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება. მთავარი ისაა, რომ არა მხოლოდ ღარიბაშვილი, არამედ მდინარაძე და კობახიძე მათ მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო მკაცრად იქნებიან გასამართლებული და დასჯილი, ეს დღეს იქნება თუ ხვალ, ამ ხელისუფლების, თუ ახალი ხელისუფლების პირობებში. მათ მკაცრი სასჯელი ქართველი ხალხისგან და მათ მიერ არჩეული ხელისუფლებისგან ელით, ამ სასჯელისთვის სამივე უნდა მოემზადონ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.მისი თქმით, იმ პარტიისგან, სადაც ამდენი აგენტი და ამდენი ყოფილი „ნაცია“, საერთოდ რა მოლოდინი უნდა ყოფილიყო.„რაც შეეხება „ოცნებაში“ დარჩენილი სხვა წევრები ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, ქართველი ხალხი ვერ ხვდება, რომ იქ ანგელოზი არავინაა – როდესაც მათი ლიდერები ასეთი დამნაშავეები არიან თავად რით განსხვავდებიან. იმ პარტიისგან, სადაც ამდენი აგენტი და ამდენი ყოფილი „ნაცია“, საერთოდ რა მოლოდინი უნდა გვქონოდა? ეს ის სამწუხარო რეალობაა, რასაც ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ჩაშვებების და დასმენების ახალი სერიებით ვხედავთ. რაც შეეხება თვითმკვლელობებს, რა თქმა უნდა, ამას თავისუფალი და სამართლიანი გამოძიება სჭირდება. ერთადერთი, რაც შემიძლია, თვითმკვლელობების შესახებ გითხრათ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ არა თუ არაფრით განსხვავდებიან, ერთმანეთზე უარესები არიან. კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარი არაერთი თვითმკვლელობა თუ მკვლელობა, ამ სიას ემატება „ოცნების“ პერიოდში ასევე გამოუძიებელი და ბურუსით მოცული თვითმკვლელობები. სამწუხარო რეალობაა, ბევრ რამეში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას როგორ აგრძელებს „ოცნება“. „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის უკვე არანაირი სხვაობა არ არის და ისინი ერთმანეთზე უარესები არიან, სამწუხაროდ, ეს თვითმკვლელობებიც არ არის გასაკვირი. რა გზასაც ადგა და რა ხელწერაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, იმავეს „ოცნება“ აგრძელებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ტატა ხვედელიანი

პოლიტიკა 1788257894

ტატა ხვედელიანი: „ოცნება“ დღეს განათლების სისტემის ფუნდამენტურ პრობლემებს გაურბის და აგრესიული უვიცობით ახალგაზრდობას კიდევ უფრო ურთულებს ისედაც მძიმე ყოფას

ხელისუფლება, რომელიც ღარიბი ოჯახების შვილებს განათლების გზით წინსვლისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ართმევს, საკუთარ ქვეყანას ართმევს მომავალს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, სექტემბერია და ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა შვილების მომავალი და მათი განათლება.„განათლება, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ის სფერო, სადაც ამ დაპირისპირებულ პოლიტიკურ გარემოშიც კი შევძლებდით კონსენსუსის მიღწევას და ჯანსაღი დისკუსიის წარმართვას. განათლება არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, ის ეხება ჩვენს შვილებს, მათ მომავალს; ბავშვებს, რომლებიც ერთმანეთთან მეგობრობენ და რომლებსაც ჩვენი პოლიტიკური განსხვავებები არ უნდა ყოფდეთ, მაგრამ თქვენ აქაც, იმის ნაცვლად, რომ განათლების სისტემის მომავალი ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგნად გექციათ, გადაწყვიტეთ, ესეც დახურულ კარს მიღმა გაგეკეთებინათ. არ მოუსმინეთ მასწავლებლებს, პროფესორებს, სტუდენტებს, მშობლებს, დარგის სპეციალისტებს. შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგების გამოსწორებაც დღეს უკვე გამონაკლისებით ცდილობთ. განათლება ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობისთვის, კორუფციული ინტერესებისა და განსხვავებული აზრის მიუღებლობის გამო სულ უფრო ხელმიუწვდომელი გახადეთ. კობახიძემ, რომელმაც, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერცერთ სფეროში ვერ მოახერხა საკუთარი კომპეტენციის დამტკიცება, მოიფიქრა ეს ე.წ. რეფორმა, რომელიც არცერთ არსებულ პრობლემას არ პასუხობს. დავიწყოთ სკოლით. სოციალურ თანასწორობაზე საუბრობთ და ამ დროს არაფრად მიიჩნევთ: ბავშვთა სიღარიბეს; ანტისანიტარიას საპირფარეშოებში; ქვეყანაში ისევ არსებობს სკოლები, სადაც ბავშვები დღემდე შეშის ღუმელით თბებიან“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.მისი თქმით, დანგრეული სკოლებისა და უფასო სასკოლო კვების არარსებობის ფონზე სოციალური თანასწორობის სიმბოლოდ სასკოლო ფორმა გამოაცხადეთ და 45 მილიონზე მეტი ლარი დახარჯეთ მის შესყიდვაში.„საბოლოოდ, ეს კონცეფციაც ჩააფლავეთ, შეძლებული ოჯახები საკუთარ შვილებს ხარისხიანი ფორმით თვითონ უზრუნველყოფენ, ხოლო ღარიბებს კი სამინისტროს მიერ შეკერილი პოლიესტერის დაბალხარისხიანი ფორმის ჩაცმა მოუწევთ. თქვენი განათლების მინისტრი ამ დროს, პოლიციური მიდგომით, იმაზე ფიქრობს, ფორმის ჩაუცმელობისთვის როგორ დასაჯოს თქვენივე კორუფციით გაღარიბებული ბავშვების მშობლები. „ოცნების“ ხელისუფლებამ სკოლების და ბაღების ასაშენებელი ფული შეჭამა, ბაღის ბავშების საკვების ფული გაფლანგა, ახლა კი კიდევ ითხოვთ ასაწყობი სკოლებისთვის 22 მლნ ლარზე მეტს ხალხის ბიუჯეტიდან.გადავიდეთ უმაღლეს განათლებაზე. თქვენს მიერ ხელოვნურად შემცირებული ადგილების პირობებში ყველაზე მეტად სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების შვილები დაზარალდნენ. თქვენ მათ აიძულებთ, სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერმოხვედრის შემთხვევაში კერძო უნივერსიტეტში ან პროფესიულ სასწავლებელში წავიდნენ. თუმცა სტუდენტი, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობს და ღამეებს ათევს, რათა ბინის ქირის, ტრანსპორტის, კომუნალურისა და საკვების ხარჯები დაფაროს, კერძო უნივერსიტეტის სწავლის საფასურს ვერ გადაიხდის. მეტი პერსპექტივის, ხარისხიანი განათლებისა და დაპირებული საერთო საცხოვრებლების ნაცვლად, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით, ახალგაზრდებს სხვა ქალაქებში უშვებთ, იქ, სადაც ნაკლები სამუშაო ადგილი და შესაძლებლობაა, რადგან ეს შესაძლებლობებიც თქვენი კორუფციის გამო ვერ შექმენით რეგიონებში.სოციალური თანასწორობა, იცით, რა არის? სოციალური თანასწორობაა, როდესაც არცერთი ბავშვი არ ზის სკოლაში მშიერი; როდესაც სოფელში მცხოვრებ ბავშვს ისეთივე ხარისხიან განათლებაზე მიუწვდება ხელი, როგორიც თბილისში მცხოვრებს; როდესაც სტუდენტს არჩევანის გაკეთება არ უწევს ლექციასა და სამსახურს შორის. სოციალური თანასწორობაა მასწავლებლების ღირსეული ანაზღაურება და პენსიაა. დღეს „ოცნება“ განათლების სისტემის ფუნდამენტურ პრობლემებს გაურბის და აგრესიული უვიცობით ახალგაზრდობას კიდევ უფრო ურთულებს ისედაც მძიმე ყოფას“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

საქართველოს ბანკი

საზოგადოება 1788251734

Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა გადახდების მიმართულებით როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ბანკმა გამარჯვება ორ ნომინაციაში მოიპოვა: საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესისთვის და გადახდების საუკეთესო პლატფორმა სამომხმარებლო მიმართულებით. ჯილდოები ბანკს „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში გადაეცა, სადაც ჯამში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა.საქართველოს ბანკის ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნეს ზრდასა და ფულადი ნაკადების მართვაში ეხმარება. ბიზნეს ინტერნეტბანკის, ბიზნეს მობილბანკის და სხვა არხების მეშვეობით, კომპანიებს შეუძლიათ განახორციელონ ნებისმიერი ტიპის გადარიცხვები, მათ შორის გასცენ ხელფასები, დაფარონ გადასახადები და სხვა. სავაჭრო ობიექტებს კი ბანკი სრულ ეკოსისტემას სთავაზობს, რომელიც მოიცავს ბარათით გადახდებს, Apple Pay-ს, Google Pay-ს, ნაწილ-ნაწილ სისტემას, ონლაინ განვადებებს და ა.შ.ამასთანავე, საცალო მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკი რეგიონში ყველაზე ფართო ყოველდღიური გადახდების პლატფორმას მართავს სამ ძირითად არხში: მობილბანკში, ვებპორტალზე bogpay.ge და თვითმომსახურების ტერმინალებში.„ჩვენი მიზანია, გადახდების პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი და ინტუიციური გავხადოთ, ხოლო ბიზნესისთვის იგი ეფექტიან კომერციულ ინსტრუმენტად იქცეს. Global Finance-ის აღიარება გადახდების მიმართულებით ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ეკოსისტემა წარმატებით პასუხობს როგორც საცალო მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებს, ისე ბიზნესის მოთხოვნებს გადახდების მართვასა და გაყიდვების სტიმულირებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების განვითარებას, რათა გადახდების პროცესი კიდევ უფრო ინტეგრირებული და ხელმისაწვდომი გავხადოთ,“ – განაცხადა ლევან კობახიძემ, საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.Global Finance-ი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ვლინდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მიერ ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. გამოცემა 1987 წელს დაარსდა და 196 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.

კობახიძე

პოლიტიკა 1788183471

აშშ-ის ინვესტიციები, „შუა დერეფანი“ და მილიარდიანი პროექტები - Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს

ამერიკულმა ავტორიტეტულმა გამოცემა Newsweek-მა, Newsweek Educational Insight-ისა და The Report Company-ს პარტნიორობით, გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში (Newsweek Country Reports), რომელიც საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს, მზარდ ლოგისტიკურ როლსა და ამერიკული ინვესტიციების გააქტიურებას ეძღვნება. ანგარიშის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და „შუა დერეფნის“ განვითარებაა, რასაც აშშ-ის მხრიდან მზარდი დიპლომატიური და ფინანსური მხარდაჭერა ახლავს.„2026 წლის ივნისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) საქართველოს ფოთის პორტის გაფართოების მხარდასაჭერად 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადა.ეს ნაბიჯი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მზარდ იმპულსზე მიუთითებს და საქართველოს „შუა დერეფნის“ განვითარების ხედვის მიმართ აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერას წარმოაჩენს. აღნიშნული ხედვა საქართველოს რეგიონულ სავაჭრო და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.„ეს პროექტი სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესსა და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე.„საქართველო აღარ არის მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი - ჩვენ ჩამოვყალიბდით ძლიერ ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობისთვის დამატებით ღირებულებას ქმნის“.Pace Group-თან პარტნიორობით განხორციელებული ფოთის პორტის გაფართოების პროექტი პორტის წლიურ გამტარუნარიანობას 1 მილიონი ტონით გაზრდის. ეს კიდევ უფრო აძლიერებს „შუა დერეფნის“ მარშრუტს. 2026 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის მოცულობა 21%-ით გაიზარდა, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას ამერიკელი ინვესტორებისთვის. აშშ-დან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს გაორმაგდა და 158.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.ინვესტიციების ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიების სექტორები წარმოადგენდა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ კომერციულ ასპექტს“,- ნათქვამია ანგარიშში.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1788180545

ირაკლი კობახიძე 20-24 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა.ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში 20-24 სექტემბერს მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი კობახიძე

საზოგადოება 1787908504

ირაკლი კობახიძე ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.სადღესასწაულო ღვთისმსახურება ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა აღავლინა. მთავრობის მეთაურმა ტაძარში შეკრებილ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1787848564

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომლის რუსოფობიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ ლარსზე გამართულ ბრიფინგს ეხებოდა.„ჩვენ ორმაგ სტანდარტებზე ვისაუბრეთ, ამას საგანგებო ბრიფინგიც მივუძღვენით. მათ ჰქონდათ განსხვავებული დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, უშუალოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა ომი, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 30 000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა. მაშინ არ ჰქონდათ მათ ხისტი პოზიცია რუსეთთან და რუსებთან მიმართებით. ახლა ავლენენ ხისტ პოზიციას და კონკრეტულად რუსოფობიულ პოზიციას. ღიად აცხადებენ ამასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ როდესაც ჩვენი პოზიციით გამოვედით რუსოფობიასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე თავის მართლება დაიწყეს და აცხადებდნენ, რომ არ იყვნენ რუსოფობები, თუმცა შემდეგ შემოატრიალეს რამდენიმე დღეში ეს მესიჯი,მიიღეს ახალი დავალება და ღიად გამოაცხადეს საკუთარი თავი რუსოფობებად, რაც მათ სახეს აჩვენებს. ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1787846940

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას კურსდამთავრებულს მისცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაიწყოს კარიერა და განავითაროს საკუთარი კარიერა საჯარო სამსახურში.„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ზოგადად ახალგაზრდების დასაქმება, კურსდამთავრებულთა დასაქმება და მათ შორის, განსაკუთრებით მათი დასაქმება საჯარო სექტორში. ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. რამდენიმე წელია, ეს პროგრამა მოქმედებს. თავიდან დავიწყეთ საპილოტე რეჟიმში და ახლა გრძელდება წარმატებით ეს პროგრამა. დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას კურსდამთავრებულს მისცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაიწყოს კარიერა და განავითაროს საკუთარი კარიერა საჯარო სამსახურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1787846580

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებული და ეს ყველაფერი აისახება იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის - ე.წ. რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ჩვენი ძალისხმევა იყო წარმატებული და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული სისტემა

ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებული და ეს ყველაფერი აისახება იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ბევრი რამ გააკეთა, ეს ძალისხმევა წარმატებული და ემსახურებოდა დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას ქვეყანაში.„ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებულია, ამ დროს იმუნური სისტემა მთლიანად ინგრევა, დაქვეითებულია მათი იმუნიტეტი და ეს ყველაფერი აისახება საბოლოო ჯამში, იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ეს კონფლიქტები არის ოპოზიციის სისუსტის შედეგი. ე.წ. რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ჩვენი ძალისხმევა იყო წარმატებული და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა პრემიერმა.